მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - საქართველოს გასამთლიანებლად ძლიერი ნაბიჯებია გადასადგმელი
 პატრიარქი - საქართველოს გასამთლიანებლად ძლიერი ნაბიჯებია გადასადგმელი

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს - პატ­რი­არ­ქმა, ილია მე­ო­რემ სა­პატ­რი­არ­ქო­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ტო­ი­ვო კლა­ა­რი მი­ი­ღო. შეხ­ვედ­რას ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. შეხ­ვედ­რის ნა­წი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლი იყო. ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ტო­ი­ვო კლა­ა­რი და­ინ­ტე­რეს­და, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს, ე.წ.სა­ზღვრის­პი­რა მო­სახ­ლე­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, რათა ამ მო­სახ­ლე­ო­ბას ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ე.წ. სა­ზღვა­რი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­რე­შე გა­და­ლა­ხოს და გარ­დაც­ვლი­ლი ახ­ლობ­ლე­ბის საფ­ლა­ვე­ბი და სა­ლო­ცა­ვე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლოს. ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელმღვა­ნე­ლი და­ინ­ტე­რეს­და, რო­გო­რია ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პატ­რი­არ­ქის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი.

ტო­ი­ვო კლა­ა­რის თქმით, იგი შეხ­ვდა აფხა­ზებ­სა და ოსებს და მას აქვს გან­ცდა, რომ ქარ­თვე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ისი­ნი წარ­სუ­ლი წლე­ბის კონ­ფლიქ­ტებს სხვაგ­ვა­რად გა­ნიც­დი­ან და აღიქ­ვა­მენ. ტო­ი­ვო კლა­ა­რი მი­იჩ­ნევს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეკ­ლე­სია იყოს ის ად­გი­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ერ­თო ტკი­ვი­ლის დაძ­ლე­ვას შეძ­ლე­ბენ.

"რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, თქვენ გი­ცხოვ­რი­ათ აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან ერ­თად. 90-იანი წლე­ბის კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ შე­მორ­ჩე­ნი­ლია დიდი ტკი­ვი­ლი და მა­ინ­ტე­რე­სებს, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს, რომ გა­და­ი­ლა­ხოს ეს ტკი­ვი­ლი. როცა ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან, ისი­ნი წარ­სულს სხვაგ­ვა­რად უყუ­რე­ბენ, ვიდ­რე ქარ­თვე­ლე­ბი და მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ერთი ერ­თზე სა­უბ­რობს, მე­ო­რე - სხვა­ზე. შე­საძ­ლოა, ზუს­ტად ეკ­ლე­სია იყოს კარ­გი ად­გი­ლი იმის­თვის, რომ გა­აზ­რე­ბუ­ლი იყოს ეს სა­ერ­თო ტკი­ვი­ლი, რაც ხალ­ხმა გა­ნი­ცა­და. ასე­ვე იმი­სათ­ვის, რომ ამ ტკი­ვი­ლის გა­და­სა­ლა­ხად დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღონ", - აღ­ნიშ­ნა ტო­ი­ვო კლა­არ­მა.

ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა სა­უბ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის პატ­რი­არ­ქთან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც ახ­სე­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა თა­ვის მხრივ, რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რა გა­იხ­სე­ნა და დას­ძი­ნა, რომ მან რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქს ჰკი­თხა: რა უნდა გა­კეთ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, რა­ზეც რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქმა უპა­სუ­ხა, რომ მას მზა რე­ცეპ­ტი არ აქვს. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბი­სათ­ვის ალ­ბათ, ძლი­ე­რი ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გმე­ლი.

"ევ­რო­პის ლი­დე­რე­ბის მო­წო­დე­ბა რჩე­ბა უპა­სუ­ხოდ რუ­სე­თის მხრი­დან. მე მახ­სენ­დე­ბა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ო­დი, სსრკ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ძა­ლი­ან ერი­დე­ბო­და ევ­რო­პის მხრი­დან კრი­ტი­კას. ახლა მათ­ზე აღარ მოქ­მე­დებს ასე­თი კრი­ტი­კა. ისი­ნი აკე­თე­ბენ თა­ვის საქ­მეს და ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ ევ­რო­პის მხრი­დან კრი­ტი­კას. როცა მქონ­და შეხ­ვედ­რა რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქთან მე ვუ­თხა­რი, - რა უნდა გა­კეთ­დეს, რომ მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბა? მან მი­პა­სუ­ხა, რომ მას არ აქვს მზა რე­ცეპ­ტე­ბი. ალ­ბათ, ძლი­ე­რი ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გმე­ლი" , - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქი მი­იჩ­ნევს, რომ ქარ­თვე­ლებ­სა და ოსებს, ქარ­თვე­ლებ­სა და აფხა­ზებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ხე­ლოვ­ნუ­რა­დაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. ტო­ი­ვო კლა­არ­მა მად­ლო­ბა გა­მოთ­ქვა პატ­რი­არ­ქის მი­სა­მარ­თით, რომ გა­მო­ძებ­ნა დრო და შეხ­ვდა. იგი მი­იჩ­ნევს, რომ შეხ­ვედ­რა მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი იყო, რად­გან წარ­მო­იჭ­რა ახა­ლი იდე­ე­ბი, რაც და­ეხ­მა­რე­ბა სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას მუ­შა­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა თე­ო­დო­რემ, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ შეხ­ვედ­რა­ზე გა­მო­ით­ქვა ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბა.

"ევ­რო­კავ­შირ­მა თა­ვი­სი იდე­ე­ბი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, ჩვენ ჩვე­ნი იდე­ე­ბი შევ­თა­ვა­ზეთ, რათა უფრო მეტი ურ­თი­ერ­თო­ბა და კონ­ტაქ­ტი იყოს ქარ­თვე­ლებს, აფხა­ზებ­სა და ოსებს შო­რის. ასე­ვე ე.წ. სა­ზღვრის­პი­რას მა­ცხოვ­რებ­ლებს გა­უ­ად­ვილ­დეთ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა და შეძ­ლონ საფ­ლა­ვე­ბი­სა და სა­ლო­ცა­ვე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა. იყო წი­ნა­და­დე­ბე­ბიც, მაგ­რამ ჩვენ და­ვე­ლო­დე­ბით ამ წი­ნა­და­დე­ბე­ბის კონ­კრე­ტულ გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვენ კვლავ შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს და გან­ვი­ხი­ლავთ კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის შე­დე­გებს, რო­მელ­ზეც დღეს იყო სა­უ­ბა­რი", _ აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

პატრიარქი - საქართველოს გასამთლიანებლად ძლიერი ნაბიჯებია გადასადგმელი

 პატრიარქი - საქართველოს გასამთლიანებლად ძლიერი ნაბიჯებია გადასადგმელი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტოივო კლაარი მიიღო. შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. შეხვედრის ნაწილი ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტოივო კლაარი დაინტერესდა, რა შეიძლება გაკეთდეს, ე.წ.საზღვრისპირა მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რათა ამ მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, ე.წ. საზღვარი დაბრკოლებების გარეშე გადალახოს და გარდაცვლილი ახლობლების საფლავები და სალოცავები მოინახულოს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმღვანელი დაინტერესდა, როგორია ამასთან დაკავშირებით პატრიარქის შეხედულებები.

ტოივო კლაარის თქმით, იგი შეხვდა აფხაზებსა და ოსებს და მას აქვს განცდა, რომ ქართველებისგან განსხვავებით, ისინი წარსული წლების კონფლიქტებს სხვაგვარად განიცდიან და აღიქვამენ. ტოივო კლაარი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, ეკლესია იყოს ის ადგილი, სადაც ადამიანები საერთო ტკივილის დაძლევას შეძლებენ.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ გიცხოვრიათ აფხაზებთან და ოსებთან ერთად. 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ შემორჩენილია დიდი ტკივილი და მაინტერესებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ გადაილახოს ეს ტკივილი. როცა ურთიერთობა მქონდა აფხაზებთან და ოსებთან, ისინი წარსულს სხვაგვარად უყურებენ, ვიდრე ქართველები და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი ერთზე საუბრობს, მეორე - სხვაზე. შესაძლოა, ზუსტად ეკლესია იყოს კარგი ადგილი იმისთვის, რომ გააზრებული იყოს ეს საერთო ტკივილი, რაც ხალხმა განიცადა. ასევე იმისათვის, რომ ამ ტკივილის გადასალახად დახმარება მიიღონ", - აღნიშნა ტოივო კლაარმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საუბრისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, რუსეთის ეკლესიის პატრიარქთან კარგი დამოკიდებულების შესახებაც ახსენა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავის მხრივ, რუსეთის პატრიარქთან შეხვედრა გაიხსენა და დასძინა, რომ მან რუსეთის პატრიარქს ჰკითხა: რა უნდა გაკეთდეს საქართველოს გამთლიანებისათვის, რაზეც რუსეთის პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მზა რეცეპტი არ აქვს. მისივე თქმით, საქართველოს გამთლიანებისათვის ალბათ, ძლიერი ნაბიჯებია გადასადგმელი.

"ევროპის ლიდერების მოწოდება რჩება უპასუხოდ რუსეთის მხრიდან. მე მახსენდება საბჭოთა კავშირის პერიოდი, სსრკ-ს ხელმძღვანელობა ძალიან ერიდებოდა ევროპის მხრიდან კრიტიკას. ახლა მათზე აღარ მოქმედებს ასეთი კრიტიკა. ისინი აკეთებენ თავის საქმეს და ყურადღებას არ აქცევენ ევროპის მხრიდან კრიტიკას. როცა მქონდა შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან მე ვუთხარი, - რა უნდა გაკეთდეს, რომ მოხდეს საქართველოს გამთლიანება? მან მიპასუხა, რომ მას არ აქვს მზა რეცეპტები. ალბათ, ძლიერი ნაბიჯებია გადასადგმელი" , - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქი მიიჩნევს, რომ ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფლიქტი ხელოვნურადაა გამოწვეული.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ტოივო კლაარმა მადლობა გამოთქვა პატრიარქის მისამართით, რომ გამოძებნა დრო და შეხვდა. იგი მიიჩნევს, რომ შეხვედრა მეტად საინტერესო და კონსტრუქციული იყო, რადგან წარმოიჭრა ახალი იდეები, რაც დაეხმარება სადამკვირვებლო მისიას მუშაობის გაუმჯობესებაში.

ამასთან, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მიტროპოლიტმა თეოდორემ, რომელმაც დაადასტურა, რომ შეხვედრაზე გამოითქვა ძალიან ბევრი საინტერესო წინადადება.

"ევროკავშირმა თავისი იდეები შემოგვთავაზა, ჩვენ ჩვენი იდეები შევთავაზეთ, რათა უფრო მეტი ურთიერთობა და კონტაქტი იყოს ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის. ასევე ე.წ. საზღვრისპირას მაცხოვრებლებს გაუადვილდეთ საზღვრის გადაკვეთა და შეძლონ საფლავებისა და სალოცავების მონახულება. იყო წინადადებებიც, მაგრამ ჩვენ დაველოდებით ამ წინადადებების კონკრეტულ განვითარებას. ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და განვიხილავთ კონკრეტული წინადადებების შედეგებს, რომელზეც დღეს იყო საუბარი", _ აღნიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?