მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ყულაბაში გადაინაცვლა საწვავიდან მიღებულმა ზემოგებამ
რომელ ყულაბაში გადაინაცვლა საწვავიდან მიღებულმა ზემოგებამ

ბოლო პე­რი­ოდ­ში ბენ­ზი­ნი მუდ­მი­ვად ძვირ­დე­ბა და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­ინ­დელ ნიშ­ნულს და­უბ­რუნ­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუნ­დაც ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში საწ­ვა­ვი არ უნდა გაძ­ვი­რე­ბუ­ლი­ყო. შარ­შან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ბენ­ზი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზა­რი 100 დო­ლა­რით ძვი­რი ღირ­და, ვიდ­რე ამ­ჟა­მად, სა­ცა­ლო ფასი კი იგი­ვეა. ჩნდე­ბა ლო­გი­კუ­რი კი­თხვა - თითო ლიტ­რი ბენ­ზი­ნი­დან 15-20 თეთ­რი ახლა ვის ყუ­ლა­ბა­ში მი­ჩხრი­ა­ლებს?

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ შარ­შან სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, ანუ 25 სექ­ტემ­ბერს, 1 ლიტ­რი რე­გუ­ლა­რის ტი­პის ბენ­ზი­ნი 2,12 ლარი ღირ­და. იმ პე­რი­ოდ­ში, 1 ტონა ბენ­ზი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფასი, "პლატ­ცის" მი­ხედ­ვით (რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვავ­ზე სა­ცა­ლო ფასი ან­გა­რიშ­დე­ბა), 1040 დო­ლა­რი იყო.

ამ­ჯე­რად კი 1 ლიტ­რი ბენ­ზი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 2,07-2,10 ლარს მი­აღ­წია მა­შინ, რო­დე­საც 18 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით 1 ტონა ბენ­ზი­ნის ფასი 943 დო­ლა­რია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 1 თვეა ბენ­ზი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბენ­ზი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფასი, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, 100 დო­ლა­რით ნაკ­ლე­ბია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბენ­ზი­ნის სა­ცა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2012 წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის იდენ­ტუ­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბის­გან ხში­რად გა­ის­მო­და, რომ გა­ყი­დუ­ლი საწ­ვა­ვის ყო­ვე­ლი ლიტ­რი­დან 15-20 თეთ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყუ­ლა­ბა­ში მი­ე­დი­ნე­ბო­და. დღეს ბენ­ზი­ნის გა­ი­ა­ფე­ბის უფრო რე­ა­ლუ­რი შან­სია, შე­სა­ბა­მი­სად, ჩნდე­ბა ლო­გი­კუ­რი კი­თხვა ამ 15 თუ 20 თეთრმა მი­სა­მარ­თი ხომ არ შე­იც­ვა­ლა?

უფრო მეტი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, და­ვით­ვა­ლოთ რამ­დე­ნია ბენ­ზი­ნის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბენ­ზი­ნის სა­ბი­თუ­მო ფასი 943 დო­ლა­რია. ლა­რის კურ­სზე გა­ან­გა­რი­შე­ბით (1,71 ლარი) 1 ტონა ბენ­ზი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1612 ლა­რია. ამას ემა­ტე­ბა დღგ - 290 ლარი, აქ­ცი­ზი - 250 ლარი, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა 85 ლარი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში კომ­პა­ნი­ებს 1 ტონა ბენ­ზი­ნის შეს­ყიდ­ვი­სას 2236 ლა­რის ხარ­ჯის გა­წე­ვა უწევთ. თუ ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს 1300 ლიტრზე გავ­ყოფთ (1 ტონა ბენ­ზი­ნის მო­ცუ­ლო­ბა) 1 ლიტ­რი ბენ­ზი­ნის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1,72 ლა­რია. დღეს ბრენ­დი­რე­ბულ ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ში ერთი ლიტ­რი ბენ­ზი­ნი 2.07-2.10 ლარი ღირს, ანუ თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა­სა და სა­ცა­ლო ფასს შო­რის სხვა­ო­ბა 35-38 ლა­რია. ზუს­ტად ამ მარ­ჟით საქ­მი­ა­ნობ­დნენ მე­ნავ­თო­ბე­ე­ბი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში.

ექ­სპერტ ზვი­ად კან­დე­ლა­კის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა გა­ნუ­მარ­ტონ, ამ­ჯე­რად სად მი­დის 15-20 თეთ­რი, რო­მე­ლიც ადრე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ყუ­ლა­ბა­ში შე­დი­ო­და.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­იძ­ლე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბევ­რი სხვა და­პი­რე­ბა და­ა­ვი­წყდეს, მაგ­რამ საწ­ვავ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ და­ა­ვი­წყდე­ბა. ბენ­ზი­ნი ის პრო­დუქ­ტია, რომ­ლის ფასი ადა­მი­ა­ნის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს.

ყვე­ლას აქვს იმის უნა­რი, და­ით­ვა­ლოს და გა­ა­კე­თოს ანა­ლი­ზი, რა იყო წი­ნათ და რა არის ახლა. თუ მა­შინ 15-20 თეთ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ჯი­ბე­ში მი­დი­ო­და, ახლა სად მი­დის? რა­ტომ არ გა­ი­აფ­და ბენ­ზი­ნი თუნ­დაც 10 თეთ­რით? რა­ტომ არის ზუს­ტად იგი­ვე სხვა­ო­ბა თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა­სა და სა­ცა­ლო ფასს შო­რის? ამ კი­თხვებს პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს", - ამ­ბობს ზვი­ად კან­დე­ლა­კი.

ანა­ლი­ტი­კოს ბექა კე­მუ­ლა­რი­ას გათ­ვლე­ბით, ვა­ლუ­ტის სხვა­ო­ბამ ბენ­ზი­ნი მხო­ლოდ 2 თეთ­რით გა­აძ­ვი­რა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი მო­გე­ბის ისე­თი მა­ღა­ლი მარ­ჟით საქ­მი­ა­ნო­ბენ, რომ ლარი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 1,8-ის ნიშ­ნულ­ზეც რომ ავი­დეს, კომ­პა­ნი­ე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი ფა­სით მა­ინც არ წა­ა­გე­ბენ.

"ბოლო პე­რი­ოდ­ში საწ­ვა­ვი ორ­ჯერ გაძ­ვირ­და. ქვე­ყა­ნა­ში კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო რომ არ­სე­ბობ­დეს, უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­ვა­ლუ­ტო ცვლი­ლე­ბა ასეთ ფას­თას­ხვა­ო­ბას არ გა­მო­იწ­ვევ­და", - ამ­ბობს კე­მუ­ლა­რია.

გარ­და ამი­სა, სა­ნავ­თო­ბო ბა­ზარ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დენ­ცი­აა. კერ­ძოდ, 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე "გალ­ფი" შე­მო­ვი­და. ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში, ახალ კომ­პა­ნი­ას ბა­ზარ­ზე, სა­დაც რამ­დე­ნი­მე უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნია საქ­მი­ნა­ობს თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა უნდა გა­ჭირ­ვე­ბო­და. თუმ­ცა, "გალფ­მა" რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას, მათ შო­რის, "ლუ­კო­ილს" ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი ჩა­მო­არ­თვა და ბა­ზარ­ზე ერთ-ერთ ძლი­ერ მო­ნო­პო­ლის­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

"რო­დე­საც "გალ­ფი" შე­მო­ვი­და, ყვე­ლა მსხვილ­მა კომ­პა­ნი­ამ მის სა­სარ­გებ­ლოდ ფასი აწია. "გალ­ფის" ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­სა და სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის "აგე­ე­სებს" შო­რის ბენ­ზინ­ზე ფას­თა სხვა­ო­ბა თით­ქმის 10 თეთ­რი იყო. ეს პრო­ცე­სი 6 თვე გაგ­რძელ­და.

ამ­ჯე­რად ყვე­ლა ბრენ­დი­რე­ბულ­მა სად­გურ­მა საწ­ვა­ვი გა­აძ­ვი­რა, თუმ­ცა "ლუ­კო­ი­ლი" და­ბალ ფა­სებს ინარ­ჩუ­ნებს. ამი­ტომ ჩნდე­ბა ეჭვი, რომ კომ­პა­ნი­ებ­ზე "ლუ­კო­ი­ლის" სა­სარ­გებ­ლოდ ისევ ზე­წო­ლა ხომ არ ხდე­ბა, ანუ მომ­ხმა­რებ­ლის დიდი ნა­წი­ლი "ლუ­კო­ი­ლის­კენ" რომ წა­მო­ვი­დეს", - ამ­ბობს კე­მუ­ლა­რია.

ბენ­ზი­ნი და დი­ზე­ლი გა­ცი­ლე­ბით ია­ფია არაბ­რენ­დი­რე­ბულ ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ში, თუმ­ცა მათ ძა­ლი­ან ცოტა მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს. ავ­ტომფლო­ბე­ლებს ჰგო­ნი­ათ, რომ ასე­თი სდა­გუ­რე­ბი უხა­რის­ხო ბენ­ზინს ყი­დი­ან და ჩას­ხმი­სა­საც იტყუ­ე­ბი­ან, არა­და ამ ეჭ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის 90%-ს 5 კომ­პა­ნია აკონ­ტრო­ლებს, შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ხმა­რე­ბე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლია მათი ფა­სე­ბით იხელ­მძღვა­ნე­ლოს.

მაკა ხა­რა­ზიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რომელ ყულაბაში გადაინაცვლა საწვავიდან მიღებულმა ზემოგებამ

რომელ ყულაბაში გადაინაცვლა საწვავიდან მიღებულმა ზემოგებამ

ბოლო პერიოდში ბენზინი მუდმივად ძვირდება და წინა ხელისუფლების დროინდელ ნიშნულს დაუბრუნდა. სპეციალისტების განმარტებით და საერთაშორისო ფასის გათვალისწინებით, თუნდაც ლარის გაუფასურების პირობებში საწვავი არ უნდა გაძვირებულიყო. შარშან არჩევნებამდე ბენზინის საერთაშორისო ბაზარი 100 დოლარით ძვირი ღირდა, ვიდრე ამჟამად, საცალო ფასი კი იგივეა. ჩნდება ლოგიკური კითხვა - თითო ლიტრი ბენზინიდან 15-20 თეთრი ახლა ვის ყულაბაში მიჩხრიალებს?

საყურადღებოა, რომ შარშან საპარლამენტო არჩევნების წინ, ანუ 25 სექტემბერს, 1 ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინი 2,12 ლარი ღირდა. იმ პერიოდში, 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი, "პლატცის" მიხედვით (რომლის მიხედვითაც საქართველოში საწვავზე საცალო ფასი ანგარიშდება), 1040 დოლარი იყო.

ამჯერად კი 1 ლიტრი ბენზინის ღირებულებამ 2,07-2,10 ლარს მიაღწია მაშინ, როდესაც 18 დეკემბრის მდგომარეობით 1 ტონა ბენზინის ფასი 943 დოლარია. საერთაშორისო ბაზარზე, დაახლოებით 1 თვეა ბენზინის ღირებულება სტაბილურობას ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ბენზინის საერთაშორისო ფასი, შარშანდელთან შედარებით, 100 დოლარით ნაკლებია, საქართველოში ბენზინის საცალო ღირებულება 2012 წლის ანალოგიური პერიოდის იდენტურია.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებისგან ხშირად გაისმოდა, რომ გაყიდული საწვავის ყოველი ლიტრიდან 15-20 თეთრი "ნაციონალური მოძრაობის" ყულაბაში მიედინებოდა. დღეს ბენზინის გაიაფების უფრო რეალური შანსია, შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური კითხვა ამ 15 თუ 20 თეთრმა მისამართი ხომ არ შეიცვალა?

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, აუცილებელია, დავითვალოთ რამდენია ბენზინის თვითღირებულება. მაგალითად, საქართველოში ბენზინის საბითუმო ფასი 943 დოლარია. ლარის კურსზე გაანგარიშებით (1,71 ლარი) 1 ტონა ბენზინის ღირებულება 1612 ლარია. ამას ემატება დღგ - 290 ლარი, აქციზი - 250 ლარი, ტრანსპორტირება 85 ლარი და საბოლოო ჯამში კომპანიებს 1 ტონა ბენზინის შესყიდვისას 2236 ლარის ხარჯის გაწევა უწევთ. თუ ამ მაჩვენებელს 1300 ლიტრზე გავყოფთ (1 ტონა ბენზინის მოცულობა) 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,72 ლარია. დღეს ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ერთი ლიტრი ბენზინი 2.07-2.10 ლარი ღირს, ანუ თვითღირებულებასა და საცალო ფასს შორის სხვაობა 35-38 ლარია. ზუსტად ამ მარჟით საქმიანობდნენ მენავთობეები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში.

ექსპერტ ზვიად კანდელაკის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზოგადოებას უნდა განუმარტონ, ამჯერად სად მიდის 15-20 თეთრი, რომელიც ადრე "ნაციონალების" ყულაბაში შედიოდა.

"საზოგადოებას შეიძლება "ქართული ოცნების" ბევრი სხვა დაპირება დაავიწყდეს, მაგრამ საწვავზე გაკეთებული განცხადებები არ დაავიწყდება. ბენზინი ის პროდუქტია, რომლის ფასი ადამიანის სოციალურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს.

ყველას აქვს იმის უნარი, დაითვალოს და გააკეთოს ანალიზი, რა იყო წინათ და რა არის ახლა. თუ მაშინ 15-20 თეთრი ნაციონალების ჯიბეში მიდიოდა, ახლა სად მიდის? რატომ არ გაიაფდა ბენზინი თუნდაც 10 თეთრით? რატომ არის ზუსტად იგივე სხვაობა თვითღირებულებასა და საცალო ფასს შორის? ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს", - ამბობს ზვიად კანდელაკი.

ანალიტიკოს ბექა კემულარიას გათვლებით, ვალუტის სხვაობამ ბენზინი მხოლოდ 2 თეთრით გააძვირა, თუმცა საქართველოს ბაზარზე ნავთობკომპანიები მოგების ისეთი მაღალი მარჟით საქმიანობენ, რომ ლარი დოლართან მიმართებაში 1,8-ის ნიშნულზეც რომ ავიდეს, კომპანიები აღნიშნული ფასით მაინც არ წააგებენ.

"ბოლო პერიოდში საწვავი ორჯერ გაძვირდა. ქვეყანაში კონკურენტული გარემო რომ არსებობდეს, უმნიშვნელო სავალუტო ცვლილება ასეთ ფასთასხვაობას არ გამოიწვევდა", - ამბობს კემულარია.

გარდა ამისა, სანავთობო ბაზარზე საინტერესო ტენდენციაა. კერძოდ, 2010 წელს საქართველოს ბაზარზე "გალფი" შემოვიდა. ნორმალურ ქვეყანაში, ახალ კომპანიას ბაზარზე, სადაც რამდენიმე უმსხვილესი კომპანია საქმინაობს თავის დამკვიდრება უნდა გაჭირვებოდა. თუმცა, "გალფმა" რამდენიმე კომპანიას, მათ შორის, "ლუკოილს" ავტოგასამართი სადგურები ჩამოართვა და ბაზარზე ერთ-ერთ ძლიერ მონოპოლისტად ჩამოყალიბდა.

"როდესაც "გალფი" შემოვიდა, ყველა მსხვილმა კომპანიამ მის სასარგებლოდ ფასი აწია. "გალფის" ავტოგასამართ სადგურებსა და სხვა კომპანიების "აგეესებს" შორის ბენზინზე ფასთა სხვაობა თითქმის 10 თეთრი იყო. ეს პროცესი 6 თვე გაგრძელდა.

ამჯერად ყველა ბრენდირებულმა სადგურმა საწვავი გააძვირა, თუმცა "ლუკოილი" დაბალ ფასებს ინარჩუნებს. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ კომპანიებზე "ლუკოილის" სასარგებლოდ ისევ ზეწოლა ხომ არ ხდება, ანუ მომხმარებლის დიდი ნაწილი "ლუკოილისკენ" რომ წამოვიდეს", - ამბობს კემულარია.

ბენზინი და დიზელი გაცილებით იაფია არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში, თუმცა მათ ძალიან ცოტა მომხმარებელი ჰყავს. ავტომფლობელებს ჰგონიათ, რომ ასეთი სდაგურები უხარისხო ბენზინს ყიდიან და ჩასხმისასაც იტყუებიან, არადა ამ ეჭვის საფუძველი არ არსებობს. დღეს, საქართველოს მასშტაბით, ბენზინგასამართი სადგურების 90%-ს 5 კომპანია აკონტროლებს, შესაბამისად, მომხმარებელი იძულებულია მათი ფასებით იხელმძღვანელოს.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია