პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულ შოუბიზნესში ახალი სკანდალი მწიფდება - ვინ ბლოკავს მომღერლებს ახალ ხელისუფლებაში
ქართულ შოუბიზნესში ახალი სკანდალი მწიფდება - ვინ ბლოკავს მომღერლებს ახალ ხელისუფლებაში

ვინ ბლო­კავს მომ­ღერ­ლებს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ვინ ჩა­ა­ნაც­ვლებს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფა­ვო­რიტ შემ­სრუ­ლებ­ლებს ახა­ლი წლის სა­ზე­ი­მო კონ­ცერ­ტზე? რა სქე­მით მუ­შა­ობს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო და აქვს თუ არა მა­რი­ნა ბე­რი­ძეს მომ­ღერ­ლე­ბის სია, ვი­საც კონ­ცერ­ტებ­ში თა­ვი­სი სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით სვამს? რა­ტომ იქ­ცნენ ფა­ვო­რი­ტე­ბად მხო­ლოდ "ჯე­ოს­ტა­რე­ლე­ბი" და რა­ტომ გაქ­რა "ინ­ტრი­გა­ნი" მომ­ღერ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ეკ­რა­ნი­დან?

რო­გორც "ალი­ამ" შე­ი­ტყო, წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში მო­რი­გი სკან­და­ლი მწიფ­დე­ბა – ყვე­ლა­ფე­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დრო­ინ­დე­ლი მე­თო­დე­ბით გრძელ­დე­ბა და "შავ სი­ა­ში" მოხ­ვედ­რილ მომ­ღერ­ლებს კონ­ცერ­ტებ­ზე ბლო­კა­ვენ. ასე ხდე­ბა ახა­ლი წლის კონ­ცერ­ტებ­ზეც. მა­გა­ლი­თად, მომ­ღე­რალ­მა ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ასე­თი ტექ­სტი და­წე­რა: "ამ ახა­ლი წლის კონ­ცერ­ტი­დან ისევ ამო­მი­ღო სი­ი­დან ამ ქალ­მა, ისე, რომ იცო­დეთ, მა­ინც, ისე, ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ვინც არ იყო დაბ­ლო­კი­ლი, ისევ უნდა იყოს კონ­ცერ­ტებ­ში, იმის გამო, რომ არ იფიქ­რონ ეხლა ჩვენ გვბლო­კა­ვე­ნო. მეს­მის და სწო­რი­ცაა, მაგ­რამ ჩვენ რომ ისევ გვბლო­კა­ვენ? ამას რა მო­ვუ­ხერ­ხოთ და არა­ფე­რი რომ არ იც­ვლე­ბა? წლე­ბი გა­დის, და იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბი, რომ დავ­ტო­ვო აქა­უ­რო­ბა, იმის გამო, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლად, სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­დეს!"- წერს ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ ვის გუ­ლის­ხმობს, "ალია" ეკა კვა­ლი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- ეკა, თქვე­ნი "პოს­ტი" წა­ვი­კი­თხე, ვინ გბ­ლო­კავთ და რა­ტომ?

- ეტყო­ბა, ვე­რას­დროს ვჯდე­ბო­დით მა­რი­ან ბე­რი­ძის გე­მოვ­ნე­ბა­ში ვერც ერთი წელი... გა­და­ე­ცით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ბო­რო­ტი ხარ და შენი ად­გი­ლი ჯო­ჯო­ხეთ­შია-თქო. მე არ ვარ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. მე და კახა კუ­ხი­ა­ნი­ძე მივ­დი­ვართ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში, რომ გა­ვარ­კვი­ოთ ეს სა­კი­თხე­ბი.

ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი არ არის, ვინც მა­რი­ნა ბე­რი­ძეს სხვა­დას­ხვა კონ­ცერ­ტებ­ზე დაბ­ლოკ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ალ­ბათ, გახ­სოვთ ერთი პე­რი­ო­დი ტერ­მი­ნიც კი დამ­კვიდ­რდა - "მი­შას მუ­სი­კო­სე­ბი". ამ დროს იბ­ლო­კე­ბოდ­ნენ ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და ა.შ.

სა­ნამ კვა­ლი­აშ­ვი­ლი და კუ­ხი­ა­ნი­ძე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში სი­ტუ­ა­ცი­ას გა­არ­კვევ­დნენ, "ალია" კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და რე­გი­ო­ნებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორს, მა­რი­ნა ბე­რი­ძეს მომ­ღე­რალ­თა ბრალ­დე­ბებ­ზე ესა­უბ­რა:

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ნა, თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ბოლო წლებ­ში სულ უფრო მძაფრ ხა­სი­ათს იძენს, რა­შია საქ­მე, მარ­თლა თქვენ ბლო­კავთ მომ­ღერ­ლებს?

- რა გი­თხრათ? მე მგო­ნი, მეტი საქ­მე არ აქვს ამ ხალ­ხს, თა­ვის მარ­თლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ში ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ ვყო­ფილ­ვარ. ეს ხალ­ხი არ არი­ან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კო­ლექ­ტი­ვე­ბი და არ აფი­ნან­სებს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, ეს ხომ ძა­ლი­ან ად­ვი­ლი გა­სა­გე­ბია? ის ყო­ველ­თვის ქი­რა­ობს საპ­რო­დი­უ­სე­რო ცენ­ტრს, ასე­ვეა მე­რი­აც, კონ­ცერ­ტებს მარ­თავს საპ­რო­დი­უ­სე­რო ცენ­ტრი.

- მა­შინ რას გერ­ჩი­ან, თუ არა­ფერ შუ­ა­ში ხართ?

- რა ვიცი, რა გი­თხრათ... მე გე­ტყვით ერთს: ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ყო­ველ­თვის ვამ­ბობ იმას, რა­საც ვფიქ­რობ. ვი­ღა­ცებს არ მოვ­წონ­ვარ და რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ბრძო­ლაა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. არ ვიცი, არ ვფიქ­რობ ხოლ­მე ასეთ რა­მე­ებ­ზე, თო­რემ რომ მე­ფიქ­რა, აქამ­დე არ მო­ვიყ­ვან­დი საქ­მეს, ალ­ბათ. ამას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ მაქვს და ეს იცის ძა­ლი­ან ბევ­რმა, რად­გან უამ­რა­ვი თათ­ბი­რი ჩა­ტარ­და, სა­დაც ით­ქვა, რომ და­ფი­ნანსდე­ბო­და მხო­ლოდ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რე­ბი. ახლა არის სხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სხვა მენ­ტა­ლო­ბა და თა­ვი­დან­ვე ვთქვით ეს იმი­ტომ, რომ არ იყოს ის, რაც იყო. ამი­ტომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა უკან იქნა გა­წე­უ­ლი. ჩვენ ვა­ფი­ნან­სებთ, საპ­რო­დი­უ­სე­რო ცენ­ტრი ღო­ნის­ძი­ე­ბას აკე­თებს. მე სხვა რა­ღა­ცას ვერ ვი­გებ, თუ არ ვარ­გი­ხარ კონ­ცერ­ტში, შენ ხარ შე­მოქ­მე­დი, რა­ტომ უნდა იყ­ვი­რო ამა­ზე? ვინც ამ კონ­ცერ­ტებს აკე­თებს, იმას ხომ თა­ვი­სი ხედ­ვა აქვს, არა? ალ­ბათ, ვერ ხე­დავს იმ ადა­მი­ანს, ხო? ყო­ველ­თვის ღი­ზი­ან­დე­ბი­ან იმით, რომ ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან დიდი დო­ზით არი­ან "ჯე­ოს­ტა­რე­ლე­ბი", რომ­ლე­ბიც ასო­ცირ­დე­ბი­ან ჩემ­თან, მაგ­რამ ისი­ნი მღე­რი­ან, ბენდთან ერ­თად არი­ან, აქვთ პრაქ­ტი­კა, არ არი­ან ინ­ტრი­გა­ნე­ბი, არი­ან ხა­ლი­სი­ა­ნე­ბი, ყო­ველ­თვის ასე­თე­ბი ურ­ჩევ­ნი­ათ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. არ ვიცი, ეს ჩემი აზ­რია. ძა­ლი­ან ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი მად­ლი­ე­რია და ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა იმის თქმა, რომ მე სად­მე ნიჭს ვბლო­კავ. ნიჭს არ ვბლო­კავ, მაგ­რამ ფსევ­დო­ნი­ჭი ნამ­დვი­ლად მა­ღი­ზი­ა­ნებს.

- ის მომ­ღერ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ მე­დი­ა­ში გა­მო­დი­ან, თქვენ­თან მო­სუ­ლან, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და­უ­ფიქ­სი­რე­ბი­ათ?

- არას­დროს არა­ვის ჩემ­თვის თვა­ლებ­ში არ ჩა­უ­ხე­დავს და ცუდი არ უთ­ქვამს. ამას კი­დევ სხვა რამე სჭირ­დე­ბა, დიდი გამ­ბე­და­ო­ბა, რო­მე­ლიც მათ არ გა­აჩ­ნი­ათ. ერთს გე­ტყვით კი­დევ, ნატო მე­ტო­ნი­ძე­ზე რა­ტომ არა­ვინ არა­ფერს ამ­ბობს? იმი­ტომ, რომ კარ­გია და ყვე­ლას სჭირ­დე­ბა. აი, ჩემი პა­სუ­ხი ყვე­ლა კი­თხვა­ზე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ალია" კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში შემ­დგა­რი შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბით და­ინ­ტე­რეს­და და მომ­ღე­რალ კახა კუ­ხი­ა­ნი­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- კახა, რა გა­არ­კვი­ეთ, რა გი­თხრეს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში?

- მი­ნის­ტრის მო­და­გი­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი დაგვპირ­და, სი­ტუ­ა­ცი­ას გავ­ცე­ნო­ბიო. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ ამ სი­ტუ­ა­ცი­ის აღ­წე­რის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის ფორ­მატ­ში დავ­წე­როთ და შე­ვი­ტა­ნოთ ოდი­შა­რი­ას სა­ხელ­ზე, ვნა­ხოთ რას გა­და­წყვე­ტენ...

აღარ უნდა დამ­თავ­რდეს ასე­თი მიდ­გო­მა? წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მომ­ღერ­ლებს ორი ადა­მი­ა­ნი არ­ჩევ­და, ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყო მა­რი­ნა ბე­რი­ძე. პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აზ­რა­დაც არ მოს­ვლია, რომ კახა კუ­ხი­ა­ნი­ძე ამო­ე­ღო მომ­ღერ­ლე­ბის სი­ი­დან. არც პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არ ჩა­ე­რე­ვა, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. ეს არის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა, ვინც ღო­ნის­ძი­ე­ბებს გეგ­მავ­და. დღეს ამ სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბას აკე­თებს მა­რი­ნა ბე­რი­ძე, არა­და ეს ქალი არ უნდა იკა­ვებ­დეს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბას ნამ­დვი­ლად, ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან სუ­ბი­ექ­ტუ­რია და მის­თვის სა­სურ­ველ მომ­ღერ­ლებს უკე­თებს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი არის მა­რი­ნა ბე­რი­ძის გამო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გა­რე­შე. ვე­რა­ნა­ი­რად მას­თან სა­უ­ბა­რი ვერ შედ­გა, რად­გან ნორ­მა­ლუ­რად მას­თან სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- ის უარ­ყოფს ბრალ­დე­ბას, ამ­ბობს, რომ არა­ფერ შუ­ა­შია, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ყველ­გან სჭირ­დე­ბათ... ანუ გა­მო­დის, რომ არ ხარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ამი­ტომ არ "გწყა­ლობს".

- სამ­წუ­ხა­როა, რომ ზუს­ტად ისე­თი ადა­მი­ა­ნია ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რო­მე­ლიც არ უნდა იყოს. ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მა­რი­ნა ბე­რი­ძის ასე­თი შე­ფა­სე­ბა. გა­მო­დის, რომ ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლიც უნი­ჭოა მა­რი­ნა ბე­რი­ძის მო­საზ­რე­ბით? სა­სა­ცი­ლოა, რა თქმა უნდა. ზუს­ტად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ებ­რძვის. ის პრო­ფე­სი­ით აკომ­პა­ნი­ა­ტო­რია, რო­გორც ვიცი. უმ­ჯო­ბე­სია, დაკ­ვრა ის­წავ­ლოს და თუ კარ­გად ის­წავ­ლის, შე­იძ­ლე­ბა მო­ვიწ­ვიო "დამ­კვრე­ლად", მაგ­რამ, რა თქმა უნდა, მის დაკ­რულ­ზე არ ვიმ­ღე­რებ, ჯერ ქას­თინ­გი ექ­ნე­ბა გა­სავ­ლე­ლი ჩემ­თან, თუმ­ცა, რო­გორც ვიცი, სმე­ნა­ზეც აქვს პრობ­ლე­მა, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა და მე მაქვს ამის შემ­დეგ კი­თხვა: აქვს თუ არა უფ­ლე­ბა, რომ მა­რი­ნა ბე­რი­ძემ შე­მა­ფა­სოს? რა­ტომ არ ვარ კონ­ცერ­ტებ­ში, უნი­ჭო ვარ? უს­მე­ნო ვარ? ცო­ცხლად ვერ ვმღე­რი თუ სცე­ნა­ზე ვერ ვდგა­ვარ? მე გე­ნე­ტი­კუ­რად მაქვს ნიჭი ღმერ­თის­გან ნა­ჩუ­ქა­რი, გა­ი­გოს და თუ აინ­ტე­რე­სებს, მეტ­საც ვე­ტყვი: დედა მყავს თე­ო­რე­ტი­კო­სი, ბა­ბუა მუ­სი­კო­სი, ძმა უნი­ჭი­ე­რე­სი მუ­სი­კო­სი და იცით, თუ რამ­დე­ნი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ით"... ჩემს ნიჭ­ზე აქვს მა­რი­ნა ბე­რი­ძეს ამის შემ­დეგ პრე­ტენ­ზია?! მო­ვი­თხოვ სა­მარ­თლი­ა­ნად, მა­რი­ნა ბე­რი­ძემ და­ტო­ვოს პოს­ტი, მომ­ღერ­ლე­ბის სა­ხე­ლით ვთხოვ, შეგ­ვეშ­ვას, ესაა ხე­ლოვ­ნე­ბა და არა "ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რია". გვინ­და სიმ­ღე­რა და სცე­ნა­ზე დგო­მა, შეგ­ვეშ­ვას!

- პი­რა­დად გით­ქვამს ეს პრე­ტენ­ზი­ე­ბი მის­თვის?

- და­ვუ­რე­კე და ისე­თი იწივ­ლა და იკივ­ლა, რომ ასე არ შე­მიძ­ლია, მსგავ­სი მიდ­გო­მა ადა­მი­ა­ნე­ბის და საქ­მის მი­მართ არ მა­ხა­სი­ა­თებს. ამი­ტომ მი­ვე­დი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში, და­ვა­ფიქ­სი­რე ჩემი მო­საზ­რე­ბა. 10 წე­ლია დაბ­ლო­კი­ლი ვარ და არც ერთ გალა კონ­ცერ­ტში არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. 2010 წელს მქონ­და ერ­თა­დერ­თხელ შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში უნდა მემ­ღე­რა ამ ფორ­მა­ში: ჩა­მეც­ვა "კალ­გოტ­კა", მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბი, გა­მე­ხა­და და ჩავ­წო­ლი­ლი­ყა­ვი აბა­ზა­ნა­ში. ვთხო­ვე, შე­ეც­ვა­ლათ ასე­თი იმი­ჯი. ძა­ლი­ან მინ­დო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ რო­ლის არ­შეც­ვლის გამო იძუ­ლე­ბით მო­მი­წია უა­რის თქმა. მარ­თა­ლია, ვარ არ­ტის­ტი, მაგ­რამ მო­რა­ლი არის ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

P.S. რო­გორც გა­ირ­კვა, კომ­პა­ნია "მე­გას"მა­რი­ნა ბე­რი­ძის­თვის "წლის მა­ფი­ო­ზის" ტი­ტუ­ლი მი­უ­ნი­ჭე­ბია.

რო­გორც "ალი­ას­თან" "მე­გას" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბესო ჩუ­ბი­ნი­ძე აცხა­დებს: "ეს შო­უ­ბიზ­ნე­სია და "მეგა" ისე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, მსგავ­სი ტი­ტუ­ლე­ბი არა­ვის არ უნდა გა­უკ­ვირ­დეს. ყვე­ლა გა­მო­კი­თხვის მი­ხედ­ვით, მა­რი­ნა მი­იჩ­ნი­ეს "წლის მა­ფი­ო­ზად". მა­რი­ნა ბე­რი­ძე ჩემ­თვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ეტა­ლო­ნი არ არის. ისი­ნი არი­ან ეტა­ლო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­ხე­ლი და გვა­რი რჩე­ბა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ის­ტო­რი­ას: თე­მურ წიკ­ლა­უ­რი, ნანი ბრეგ­ვა­ძე, ეთერ კა­კუ­ლია..."

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ქართულ შოუბიზნესში ახალი სკანდალი მწიფდება - ვინ ბლოკავს მომღერლებს ახალ ხელისუფლებაში

ქართულ შოუბიზნესში ახალი სკანდალი მწიფდება - ვინ ბლოკავს მომღერლებს ახალ ხელისუფლებაში

ვინ ბლოკავს მომღერლებს ახალ ხელისუფლებაში და ვინ ჩაანაცვლებს წინა ხელისუფლების ფავორიტ შემსრულებლებს ახალი წლის საზეიმო კონცერტზე? რა სქემით მუშაობს კულტურის სამინისტრო და აქვს თუ არა მარინა ბერიძეს მომღერლების სია, ვისაც კონცერტებში თავისი სურვილის მიხედვით სვამს? რატომ იქცნენ ფავორიტებად მხოლოდ "ჯეოსტარელები" და რატომ გაქრა "ინტრიგანი" მომღერლების უმეტესობა ეკრანიდან?

როგორც "ალიამ" შეიტყო, წინასაახალწლოდ ქართულ შოუბიზნესში მორიგი სკანდალი მწიფდება – ყველაფერი "ნაციონალების" დროინდელი მეთოდებით გრძელდება და "შავ სიაში" მოხვედრილ მომღერლებს კონცერტებზე ბლოკავენ. ასე ხდება ახალი წლის კონცერტებზეც. მაგალითად, მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა სოციალურ ქსელებში ასეთი ტექსტი დაწერა: "ამ ახალი წლის კონცერტიდან ისევ ამომიღო სიიდან ამ ქალმა, ისე, რომ იცოდეთ, მაინც, ისე, ყოველი შემთხვევისთვის, საუბარია იმაზე, რომ წინა ხელისუფლების დროს, ვინც არ იყო დაბლოკილი, ისევ უნდა იყოს კონცერტებში, იმის გამო, რომ არ იფიქრონ ეხლა ჩვენ გვბლოკავენო. მესმის და სწორიცაა, მაგრამ ჩვენ რომ ისევ გვბლოკავენ? ამას რა მოვუხერხოთ და არაფერი რომ არ იცვლება? წლები გადის, და იძულებული ვხდები, რომ დავტოვო აქაურობა, იმის გამო, რომ ელემენტარულად, საარსებო საშუალება მქონდეს!"- წერს ეკა კვალიაშვილი.

იმის გასარკვევად, თუ ვის გულისხმობს, "ალია" ეკა კვალიაშვილს დაუკავშირდა:

- ეკა, თქვენი "პოსტი" წავიკითხე, ვინ გბლოკავთ და რატომ?

- ეტყობა, ვერასდროს ვჯდებოდით მარიან ბერიძის გემოვნებაში ვერც ერთი წელი... გადაეცით, პროფესიონალი ბოროტი ხარ და შენი ადგილი ჯოჯოხეთშია-თქო. მე არ ვარ გაბრაზებული. მე და კახა კუხიანიძე მივდივართ კულტურის სამინისტროში, რომ გავარკვიოთ ეს საკითხები.

ეკა კვალიაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც მარინა ბერიძეს სხვადასხვა კონცერტებზე დაბლოკვაში ადანაშაულებს. ალბათ, გახსოვთ ერთი პერიოდი ტერმინიც კი დამკვიდრდა - "მიშას მუსიკოსები". ამ დროს იბლოკებოდნენ ლიზა ბაგრატიონი, თამრიკო ჭოხონელიძე და ა.შ.

სანამ კვალიაშვილი და კუხიანიძე კულტურის სამინისტროში სიტუაციას გაარკვევდნენ, "ალია" კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორს, მარინა ბერიძეს მომღერალთა ბრალდებებზე ესაუბრა:

- ქალბატონო მარინა, თქვენს წინააღმდეგ უკმაყოფილება ბოლო წლებში სულ უფრო მძაფრ ხასიათს იძენს, რაშია საქმე, მართლა თქვენ ბლოკავთ მომღერლებს?

- რა გითხრათ? მე მგონი, მეტი საქმე არ აქვს ამ ხალხს, თავის მართლების პოზიციაში ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. ეს ხალხი არ არიან შემოქმედებითი კოლექტივები და არ აფინანსებს კულტურის სამინისტრო, ეს ხომ ძალიან ადვილი გასაგებია? ის ყოველთვის ქირაობს საპროდიუსერო ცენტრს, ასევეა მერიაც, კონცერტებს მართავს საპროდიუსერო ცენტრი.

- მაშინ რას გერჩიან, თუ არაფერ შუაში ხართ?

- რა ვიცი, რა გითხრათ... მე გეტყვით ერთს: ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. ვიღაცებს არ მოვწონვარ და რატომღაც მგონია, რომ ეს მიზანმიმართული ბრძოლაა ჩემს წინააღმდეგ. არ ვიცი, არ ვფიქრობ ხოლმე ასეთ რამეებზე, თორემ რომ მეფიქრა, აქამდე არ მოვიყვანდი საქმეს, ალბათ. ამასთან არანაირი კავშირი არ მაქვს და ეს იცის ძალიან ბევრმა, რადგან უამრავი თათბირი ჩატარდა, სადაც ითქვა, რომ დაფინანსდებოდა მხოლოდ შემოქმედებითი კავშირები. ახლა არის სხვა ხელისუფლება, სხვა მენტალობა და თავიდანვე ვთქვით ეს იმიტომ, რომ არ იყოს ის, რაც იყო. ამიტომ აბსოლუტურად ყველა უკან იქნა გაწეული. ჩვენ ვაფინანსებთ, საპროდიუსერო ცენტრი ღონისძიებას აკეთებს. მე სხვა რაღაცას ვერ ვიგებ, თუ არ ვარგიხარ კონცერტში, შენ ხარ შემოქმედი, რატომ უნდა იყვირო ამაზე? ვინც ამ კონცერტებს აკეთებს, იმას ხომ თავისი ხედვა აქვს, არა? ალბათ, ვერ ხედავს იმ ადამიანს, ხო? ყოველთვის ღიზიანდებიან იმით, რომ ყოველთვის ძალიან დიდი დოზით არიან "ჯეოსტარელები", რომლებიც ასოცირდებიან ჩემთან, მაგრამ ისინი მღერიან, ბენდთან ერთად არიან, აქვთ პრაქტიკა, არ არიან ინტრიგანები, არიან ხალისიანები, ყოველთვის ასეთები ურჩევნიათ ორგანიზატორებს. არ ვიცი, ეს ჩემი აზრია. ძალიან ბევრი მომღერალი მადლიერია და ძალიან სასაცილოა იმის თქმა, რომ მე სადმე ნიჭს ვბლოკავ. ნიჭს არ ვბლოკავ, მაგრამ ფსევდონიჭი ნამდვილად მაღიზიანებს.

- ის მომღერლები, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ მედიაში გამოდიან, თქვენთან მოსულან, საკუთარი პოზიცია დაუფიქსირებიათ?

- არასდროს არავის ჩემთვის თვალებში არ ჩაუხედავს და ცუდი არ უთქვამს. ამას კიდევ სხვა რამე სჭირდება, დიდი გამბედაობა, რომელიც მათ არ გააჩნიათ. ერთს გეტყვით კიდევ, ნატო მეტონიძეზე რატომ არავინ არაფერს ამბობს? იმიტომ, რომ კარგია და ყველას სჭირდება. აი, ჩემი პასუხი ყველა კითხვაზე.

მოგვიანებით "ალია" კულტურის სამინისტროში შემდგარი შეხვედრის დეტალებით დაინტერესდა და მომღერალ კახა კუხიანიძეს დაუკავშირდა:

- კახა, რა გაარკვიეთ, რა გითხრეს კულტურის სამინისტროში?

- მინისტრის მოდაგილე, ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი დაგვპირდა, სიტუაციას გავცენობიო. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სიტუაციის აღწერის შესახებ განცხადების ფორმატში დავწეროთ და შევიტანოთ ოდიშარიას სახელზე, ვნახოთ რას გადაწყვეტენ...

აღარ უნდა დამთავრდეს ასეთი მიდგომა? წინა ხელისუფლების დროს მომღერლებს ორი ადამიანი არჩევდა, ერთ-ერთი მათგანი იყო მარინა ბერიძე. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, დარწმუნებული ვარ, აზრადაც არ მოსვლია, რომ კახა კუხიანიძე ამოეღო მომღერლების სიიდან. არც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ ჩაერევა, ეს გამორიცხულია. ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, ვინც ღონისძიებებს გეგმავდა. დღეს ამ საახალწლო ღონისძიებას აკეთებს მარინა ბერიძე, არადა ეს ქალი არ უნდა იკავებდეს ამ თანამდებობას ნამდვილად, ვინაიდან ძალიან სუბიექტურია და მისთვის სასურველ მომღერლებს უკეთებს პოპულარიზაციას. ბევრი მომღერალი არის მარინა ბერიძის გამო რეალიზაციის გარეშე. ვერანაირად მასთან საუბარი ვერ შედგა, რადგან ნორმალურად მასთან საუბარი შეუძლებელია.

- ის უარყოფს ბრალდებას, ამბობს, რომ არაფერ შუაშია, რომ პროფესიონალი ყველგან სჭირდებათ... ანუ გამოდის, რომ არ ხარ პროფესიონალი და ამიტომ არ "გწყალობს".

- სამწუხაროა, რომ ზუსტად ისეთი ადამიანია ამ თანამდებობაზე, რომელიც არ უნდა იყოს. ჩემთვის მიუღებელია მარინა ბერიძის ასეთი შეფასება. გამოდის, რომ ეკა კვალიაშვილიც უნიჭოა მარინა ბერიძის მოსაზრებით? სასაცილოა, რა თქმა უნდა. ზუსტად პროფესიონალებს ებრძვის. ის პროფესიით აკომპანიატორია, როგორც ვიცი. უმჯობესია, დაკვრა ისწავლოს და თუ კარგად ისწავლის, შეიძლება მოვიწვიო "დამკვრელად", მაგრამ, რა თქმა უნდა, მის დაკრულზე არ ვიმღერებ, ჯერ ქასთინგი ექნება გასავლელი ჩემთან, თუმცა, როგორც ვიცი, სმენაზეც აქვს პრობლემა, რაც ძალიან სამწუხაროა და მე მაქვს ამის შემდეგ კითხვა: აქვს თუ არა უფლება, რომ მარინა ბერიძემ შემაფასოს? რატომ არ ვარ კონცერტებში, უნიჭო ვარ? უსმენო ვარ? ცოცხლად ვერ ვმღერი თუ სცენაზე ვერ ვდგავარ? მე გენეტიკურად მაქვს ნიჭი ღმერთისგან ნაჩუქარი, გაიგოს და თუ აინტერესებს, მეტსაც ვეტყვი: დედა მყავს თეორეტიკოსი, ბაბუა მუსიკოსი, ძმა უნიჭიერესი მუსიკოსი და იცით, თუ რამდენი წარმატება მოუტანა საქართველოს საბავშვო "ევროვიზიით"... ჩემს ნიჭზე აქვს მარინა ბერიძეს ამის შემდეგ პრეტენზია?! მოვითხოვ სამართლიანად, მარინა ბერიძემ დატოვოს პოსტი, მომღერლების სახელით ვთხოვ, შეგვეშვას, ესაა ხელოვნება და არა "ბოროტების იმპერია". გვინდა სიმღერა და სცენაზე დგომა, შეგვეშვას!

- პირადად გითქვამს ეს პრეტენზიები მისთვის?

- დავურეკე და ისეთი იწივლა და იკივლა, რომ ასე არ შემიძლია, მსგავსი მიდგომა ადამიანების და საქმის მიმართ არ მახასიათებს. ამიტომ მივედი კულტურის სამინისტროში, დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება. 10 წელია დაბლოკილი ვარ და არც ერთ გალა კონცერტში არ მიმიღია მონაწილეობა. 2010 წელს მქონდა ერთადერთხელ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, საახალწლო ღონისძიებაში უნდა მემღერა ამ ფორმაში: ჩამეცვა "კალგოტკა", მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, გამეხადა და ჩავწოლილიყავი აბაზანაში. ვთხოვე, შეეცვალათ ასეთი იმიჯი. ძალიან მინდოდა მონაწილეობა, მაგრამ როლის არშეცვლის გამო იძულებით მომიწია უარის თქმა. მართალია, ვარ არტისტი, მაგრამ მორალი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

P.S. როგორც გაირკვა, კომპანია "მეგას"მარინა ბერიძისთვის "წლის მაფიოზის" ტიტული მიუნიჭებია.

როგორც "ალიასთან" "მეგას" ხელმძღვანელი, ბესო ჩუბინიძე აცხადებს: "ეს შოუბიზნესია და "მეგა" ისეთი ღონისძიებაა, მსგავსი ტიტულები არავის არ უნდა გაუკვირდეს. ყველა გამოკითხვის მიხედვით, მარინა მიიჩნიეს "წლის მაფიოზად". მარინა ბერიძე ჩემთვის პროფესიონალიზმის ეტალონი არ არის. ისინი არიან ეტალონები, რომელთა სახელი და გვარი რჩება სახელოვნებო ისტორიას: თემურ წიკლაური, ნანი ბრეგვაძე, ეთერ კაკულია..."

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება