პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ოდენობის პრემიებს იღებენ თბილისის საკრებულოში
რა ოდენობის პრემიებს იღებენ თბილისის საკრებულოში

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილ­მა 2013 წლის პირ­ვე­ლი 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­მი­ის სა­ხით 18 684 ლარი მი­ი­ღო, მისი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო კი, ყო­ველ­თვი­უ­რად 3540 ლა­რია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი" - IDFI ავ­რცე­ლებს, რო­მელ­მაც სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­დან გა­მო­ი­თხო­ვა.

საკ­რე­ბუ­ლო­დან მი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით ირ­კვე­ვა, რომ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ზე მეტი პრე­მია საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­მა ჯაბა სა­მუ­ში­ამ და გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძემ მი­ი­ღეს და თი­თო­ე­ულ მათ­განს პრე­მი­ის სა­ხით 19 095 ლარი ერგო.

იან­ვარ-ოქ­ტომ­ბერ­ში თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­ზე და აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე ერ­თობ­ლი­ვად გა­ცე­მულ­მა პრე­მი­ე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ შე­ად­გი­ნა 1 707 631 ლარი, სა­ი­და­ნაც საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­ზე გა­ცე­მუ­ლია 439 276 ლარი, ხოლო აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე 1 268 355 ლარი.

IDFI-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წლის იან­ვარ-ივ­ლი­სის პე­რი­ოდ­ში პრე­მია გა­ი­ცე­მო­და საკ­რე­ბუ­ლოს მხო­ლოდ 23 წევ­რზე, ხოლო საკ­რე­ბუ­ლოს ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რის და­ნიშ­ვნის შემ­დგომ, აგ­ვის­ტო­დან ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, ყო­ველ­თვი­უ­რად პრე­მია გა­ი­ცე­მო­და საკ­რე­ბუ­ლოს 31 წევ­რზე. კერ­ძოდ, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­ზე პრე­მი­ე­ბი გა­ი­ცე­მა საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ზე, მის მო­ად­გი­ლე­ებ­ზე, მუდ­მი­ვი კო­მი­სი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­ზე და ფრაქ­ცი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­ზე.

საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო­ე­ბი კი ასე­თია - საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე - 3540 ლარი, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე -2950 ლარი, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე -2850 ლარი, საკ­რე­ბუ­ლოს მუდ­მი­ვი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე -2 600 ლარი, საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე -2 600 ლარი. რაც შე­ე­ხე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს სხვა წევ­რე­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას, ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სით რე­გუ­ლირ­დე­ბა. მათი ანა­ზღა­უ­რე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მათ მიერ შეს­რუ­ლე­ბულ ცალ­კე­ულ და­ვა­ლე­ბებ­თან და თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ანა­ზღა­უ­რე­ბის ზღვრუ­ლი მო­ცუ­ლო­ბა თვე­ში შე­ად­გენს 1 700 ლარს.

IDFI აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხე­ბაც. 2013 წლის 1 იან­ვრი­დან 15 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის მიერ ქვეყ­ნის გა­რეთ სა­მუ­შაო ვი­ზი­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯებ­მა შე­ად­გი­ნა 203 445 ლარი. ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ ვი­ზიტს წარ­მო­ად­გენს 2013 წლის 27 აგ­ვის­ტოს ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძის, მე­რაბ რა­ფა­ვას და გი­ორ­გი მუს­ხე­ლიშ­ვი­ლის ვი­ზი­ტი ჩი­ნეთ­ში -თი­თო­ე­ულ მათ­განს სა­შუ­ა­ლოდ გა­მო­ე­ყოთ 5640 ლარი. 2013 წლის 21 მა­ისს შოთა ქურ­და­ძეს, თა­მაზ შო­ში­აშ­ვილს, კახა გუ­რულს და გუ­რამ კინ­წუ­რაშ­ვილს გა­მო­ე­ყოთ 4 471 ლარი თი­თო­ე­ულს საფ­რან­გეთ­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტი­სათ­ვის.

"ჩვენ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­დან ასე­ვე მო­ვი­თხო­ვეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, თუმ­ცა საკ­რე­ბუ­ლომ სამ­წუ­ხა­როდ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა. ამას­თან, საკ­რე­ბუ­ლოს მიერ ქვეყ­ნის გა­რეთ სა­მუ­შაო ვი­ზი­ტებ­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის მიერ აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში გა­წე­ულ ხარ­ჯებს",-ნათ­ქვა­მია IDFI-ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რა ოდენობის პრემიებს იღებენ თბილისის საკრებულოში

რა ოდენობის პრემიებს იღებენ თბილისის საკრებულოში

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა 2013 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით 18 684 ლარი მიიღო, მისი თანამდებობრივი სარგო კი, ყოველთვიურად 3540 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" - IDFI ავრცელებს, რომელმაც საჯარო ინფორმაცია თბილისის საკრებულოდან გამოითხოვა.

საკრებულოდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეზე მეტი პრემია საკრებულოს წევრებმა ჯაბა სამუშიამ და გიორგი ტყემალაძემ მიიღეს და თითოეულ მათგანს პრემიის სახით 19 095 ლარი ერგო.

იანვარ-ოქტომბერში თბილისის საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემულმა პრემიების საერთო რაოდენობამ შეადგინა 1 707 631 ლარი, საიდანაც საკრებულოს წევრებზე გაცემულია 439 276 ლარი, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე 1 268 355 ლარი.

IDFI-ის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში პრემია გაიცემოდა საკრებულოს მხოლოდ 23 წევრზე, ხოლო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის შემდგომ, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით, ყოველთვიურად პრემია გაიცემოდა საკრებულოს 31 წევრზე. კერძოდ, საკრებულოს წევრებზე პრემიები გაიცემა საკრებულოს თავმჯდომარეზე, მის მოადგილეებზე, მუდმივი კომისიების თავმჯდომარეებზე და ფრაქციების თავმჯდომარეებზე.

საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები კი ასეთია - საკრებულოს თავმჯდომარე - 3540 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე -2950 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე -2850 ლარი, საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე -2 600 ლარი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე -2 600 ლარი. რაც შეეხება საკრებულოს სხვა წევრების შრომის ანაზღაურებას, ის განსხვავებული წესით რეგულირდება. მათი ანაზღაურება დამოკიდებულია მათ მიერ შესრულებულ ცალკეულ დავალებებთან და თითოეული წევრის ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში შეადგენს 1 700 ლარს.

IDFI აქვეყნებს ინფორმაციას სამივლინებო ხარჯების შესახებაც. 2013 წლის 1 იანვრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით საკრებულოს წევრების მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა 203 445 ლარი. ყველაზე ძვირადღირებულ ვიზიტს წარმოადგენს 2013 წლის 27 აგვისტოს ირაკლი შიხიაშვილის, გიორგი ტყემალაძის, მერაბ რაფავას და გიორგი მუსხელიშვილის ვიზიტი ჩინეთში -თითოეულ მათგანს საშუალოდ გამოეყოთ 5640 ლარი. 2013 წლის 21 მაისს შოთა ქურდაძეს, თამაზ შოშიაშვილს, კახა გურულს და გურამ კინწურაშვილს გამოეყოთ 4 471 ლარი თითოეულს საფრანგეთში სამუშაო ვიზიტისათვის.

"ჩვენ თბილისის საკრებულოდან ასევე მოვითხოვეთ აღნიშნული სამუშაო ვიზიტების დანიშნულება, თუმცა საკრებულომ სამწუხაროდ აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა. ამასთან, საკრებულოს მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებზე გაწეული ხარჯები არ ჩამოუვარდება სამინისტროების მიერ აღნიშნულ პერიოდში გაწეულ ხარჯებს",-ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა