მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის სჭირდება გლდანის გამგეობას 70 კუბო
რისთვის სჭირდება გლდანის გამგეობას 70 კუბო

გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბამ 70 კუ­ბოს შეს­ყიდ­ვა­ზე ტენ­დე­რი გა­მო­ა­ცხა­და. ტენ­დე­რის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ჩა­სას­ვე­ნე­ბე­ლი უნდა იყოს სტან­დარ­ტუ­ლი ზო­მის, წიფ­ლის, გა­მოკ­რუ­ლი სარ­ჩუ­ლით. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი 70 სუ­და­რა­საც შე­ი­ძენს. ტენ­დე­რის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 17.500 ლარს შე­ად­გენს.

გარ­და ამი­სა, გლ­და­ნის გამ­გე­ო­ბა ტენ­დერს სა­საფ­ლა­ოს მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზეც აცხა­დებს. კერ­ძოდ, მიმ­წო­დე­ბელ­მა თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სა­საფ­ლა­ო­ზე 70 მო­ქა­ლა­ქის დაკ­რძალ­ვა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა უნდა მო­ი­ცავ­დეს სა­მარხზე მომ­სა­ხუ­რე­ბას (სა­მარ­ხი­სათ­ვის ად­გი­ლის გა­მო­ყო­ფა, სა­მარ­ხის გა­თხრა, ჩას­ვე­ნე­ბა, სა­მა­რის ამოვ­სე­ბა, ბორ­ცვის მო­წყო­ბა) ასე­ვე, ლი­თო­ნის და­ფის დამ­ზა­დე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 16.800ლა­რია.

რო­გორც AMBEBI.GE-ს გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ­მა ნო­დარ სან­დუ­ხა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ორი-სამი წე­ლია, რაც გამ­გე­ო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ, უმ­წეო მო­სახ­ლე­ო­ბას, მათ ვი­საც კუ­ბო­ე­ბის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის დახ­მა­რე­ბას უწევს.

"ამ ჩა­სას­ვე­ნებ­ლებს მო­მა­ვა­ლი წლის­თვის ვყი­დუ­ლობთ. ეს არის გარ­და­მა­ვა­ლი ტენ­დე­რი. თან­ხა გა­ი­ხარ­ჯე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვინც იქ­ნე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­სახ­ლე, რომ­ლის ოჯახ­საც სა­სახ­ლის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა, და­ვეხ­მა­რე­ბით. ასე­ვე ტენ­დე­რი გვაქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­მარ­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, რაც მი­წის ამო­თხრას, ფირ­ნი­შის და­ყე­ნე­ბას, ელე­მენ­ტა­რუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლად რაც არის სა­ჭი­რო ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის, ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ეს სა­სახ­ლე­ე­ბი 70 ცალი გამ­ზა­დე­ბუ­ლი სად­მე ერ­თად არ დევს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის გა­მოვ­ლე­ნი­სა და და­კონ­ტრაქ­ტე­ბის შემ­დეგ, მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ მივ­მარ­თავთ გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ას, ის ამ­ზა­დებს სა­სახ­ლეს და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის სახ­ლში მი­აქვს", - აღ­ნიშ­ნა ნო­დარ სან­დუ­ხა­ძემ.

რო­გორც გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი გან­მარ­ტავს, გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი­სათ­ვის კუ­ბოს გა­და­ცე­მას და სა­საფ­ლა­ოს მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სი გან­სა­ზღვრავს. იგი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს და 70 000 სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი უნდა ჰქონ­დეს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ წელს, გლ­და­ნის გამ­გე­ო­ბას უმ­წე­ო­თა და­სახ­მა­რებ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 70 სა­სახ­ლე დას­ჭირ­და და აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გამ­გე­ო­ბამ ტენ­დე­რი სწო­რედ ამ­დე­ნი­ვე კუ­ბო­ზე გა­მო­ა­ცხა­და.

ანა მარ­შა­ნია, AMBEBI.GE

რისთვის სჭირდება გლდანის გამგეობას 70 კუბო

რისთვის სჭირდება გლდანის გამგეობას 70 კუბო

გლდანის რაიონის გამგეობამ 70 კუბოს შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობების თანახმად, ჩასასვენებელი უნდა იყოს სტანდარტული ზომის, წიფლის, გამოკრული სარჩულით. მუნიციპალიტეტი 70 სუდარასაც შეიძენს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 17.500 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, გლდანის გამგეობა ტენდერს სასაფლაოს მომსახურებაზეც აცხადებს. კერძოდ, მიმწოდებელმა თბილისის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოზე 70 მოქალაქის დაკრძალვა უნდა უზრუნველყოს.  ზემოაღნიშნული მომსახურება უნდა მოიცავდეს სამარხზე მომსახურებას (სამარხისათვის ადგილის გამოყოფა, სამარხის გათხრა, ჩასვენება, სამარის ამოვსება, ბორცვის მოწყობა) ასევე, ლითონის დაფის დამზადებას. აღნიშნული მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16.800ლარია.

როგორც AMBEBI.GE-ს გლდანის რაიონის გამგებელმა ნოდარ სანდუხაძემ განუცხადა, ორი-სამი წელია, რაც გამგეობა სოციალურად დაუცველ, უმწეო მოსახლეობას, მათ ვისაც კუბოების შეძენის შესაძლებლობა არ აქვს, აღნიშნული ტიპის დახმარებას უწევს.

"ამ ჩასასვენებლებს მომავალი წლისთვის ვყიდულობთ. ეს არის გარდამავალი ტენდერი. თანხა გაიხარჯება მომავალი წლის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, წლის განმავლობაში ვინც იქნება გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი მოსახლე, რომლის ოჯახსაც სასახლის შეძენის საშუალება არ ექნება, დავეხმარებით. ასევე ტენდერი გვაქვს გამოცხადებული სამარხის მომსახურებაზე, რაც მიწის ამოთხრას, ფირნიშის დაყენებას, ელემენტარული ქრისტიანულად რაც არის საჭირო ყველა ადამიანისთვის, ამ მომსახურებას გულისხმობს. ეს სასახლეები 70 ცალი გამზადებული სადმე ერთად არ დევს. გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისა და დაკონტრაქტების შემდეგ, მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ გამარჯვებულ კომპანიას, ის ამზადებს სასახლეს და გაჭირვებული ადამიანისთვის სახლში მიაქვს", - აღნიშნა ნოდარ სანდუხაძემ.

როგორც გლდანის რაიონის გამგებელი განმარტავს, გარდაცვლილის ოჯახისათვის კუბოს გადაცემას და სასაფლაოს მომსახურების გაწევას მოქალაქის სტატუსი განსაზღვრავს. იგი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული უნდა იყოს და 70 000 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები უნდა ჰქონდეს. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს, გლდანის გამგეობას უმწეოთა დასახმარებლად დაახლოებით 70 სასახლე დასჭირდა და აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, გამგეობამ ტენდერი სწორედ ამდენივე  კუბოზე გამოაცხადა.

ანა მარშანია, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია