Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში ადანაშაულებენ სამართალდამცავებს მარიამ კოჩალიძის ახლობლები
რაში ადანაშაულებენ სამართალდამცავებს მარიამ კოჩალიძის ახლობლები

16 დე­კემ­ბერს დას­რულ­და ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 16 წლის მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გან­ხილ­ვა. ირა­ნის მო­ქა­ლა­ქეს, მო­ჰა­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტანს სა­სა­მარ­თლომ სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად გა­მო­უ­ტა­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი წელს, 22 ივ­ლისს ბა­თუმ­ში, ახა­ლი ბულ­ვა­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. 16 წლის ყელ­გა­მოჭ­რი­ლი გო­გო­ნა ნა­თე­სა­ვებ­მა ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე იპო­ვეს. მა­რი­ა­მი მო­კუნ­ტუ­ლი იწვა, ზურ­გზე დიდი ლოდი ედო. კი­სე­რი სულ და­ჩე­ხი­ლი ჰქონ­და, ცალი ხელი ჭრი­ლო­ბა­ზე მი­ე­დო. ხე­ლიც და­სე­რი­ლი ჰქონ­და, ეტყო­ბო­და, მკვლელს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და; მე­ო­რე ხე­ლით იქვე ქვი­ში­ა­ნი მიწა სიმ­წრით ამო­ე­თხა­რა.

მა­რი­ა­მი სახ­ლი­დან სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე, ვე­ლო­სი­პე­დით სა­სე­ირ­ნოდ გა­ვი­და. დილა-სა­ღა­მოს ერთი და იმა­ვე მარ­შრუტს გა­დი­ო­და, ახა­ლი ბულ­ვა­რი­დან რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით დიდ ქვა­ზე ჩა­მოჯ­დე­ბო­და, წიგნს კი­თხუ­ლობ­და, ჩა­ნა­წე­რებს აკე­თებ­და, მზის ჩას­ვლას ელო­დე­ბო­და და შემ­დეგ სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და. 9 სა­ა­თი სრულ­დე­ბო­და, გამ­ზრდელ­მა ნათ­ლი­ამ, ნა­ტა­ლია კვინ­ტრა­ძემ მა­რი­ა­მი რომ მო­ი­კი­თხა. ძებ­ნის შემ­დეგ ამ შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თის თვითმხილ­ვე­ლე­ბი გახ­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, მკვლე­ლო­ბა ყა­ჩა­ღო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და და ამი­ტომ ბრალ­დე­ბულს ყა­ჩა­ღო­ბა­სა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი. ბო­როტ­მოქ­მედ­მა თან წა­ი­ღო მა­რი­ა­მის ოქ­როს ჯვა­რი და ნა­ხე­ვარგრა­მი­ა­ნი ოქ­როს ბე­ჭე­დი, იქვე და­ტო­ვა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი "აი­ფო­ნი" და ვე­ლო­სი­პე­დი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა.

მკვლე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი თვის შე­მო­სუ­ლი იყო და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან სულ ცოტა ხან­ში ბა­თუ­მი და­ტო­ვა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ბო­ლომ­დე არ ეს­წრე­ბოდ­ნენ, რად­გან ისი­ნი მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას არ ეთან­ხმე­ბი­ან. არც გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე მი­სუ­ლან.

ნა­ტა­ლია კვინ­ტრა­ძე, მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძის ნათ­ლია:

- გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე არ ვი­ყა­ვით, ამ "ცირ­კში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მიგ­ვი­ღია. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მომ­ხდარს თა­ვი­დან­ვე ან­გა­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცა და თქვა, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლი მკვლელ­მა ყა­ჩა­ღო­ბის მიზ­ნით ჩა­ი­დი­ნა. ამის მერე გა­მო­ძი­ე­ბას არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია სი­მარ­თლის გა­სარ­კვე­ვად. მთე­ლი სა­სა­მარ­თლოს მსვლე­ლო­ბი­სას ავი­თა­რებ­დნენ ამ ვერ­სი­ას და და­ა­ყე­ნეს ის გა­ნა­ჩე­ნი, რაც თა­ვი­დან და­გეგ­მეს. არა­ვის უც­დია, ოჯა­ხის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა და რე­ა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კი­თხვას ვი­თხოვ­დით, სი­მარ­თლე რომ გარ­კვე­უ­ლი­ყო, მაგ­რამ ამა­საც ვერ მი­ვაღ­წი­ეთ.

- თქვენ დაგ­კი­თხეს?

- ჩვენ დაგ­ვკი­თხეს, მერე რა, ვინ მი­აქ­ცია ჩვენს ჩვე­ნე­ბას ყუ­რა­დღე­ბა?! ყა­ჩა­ღი იქ და­ტო­ვებ­და ძვი­რად ღი­რე­ბულ ტე­ლე­ფონს და ვე­ლო­სი­პედს და ნა­ხე­ვარგრა­მი­ან ოქ­როს წა­ი­ღებ­და მხო­ლოდ?.. სად იყო აქ ყა­ჩა­ღო­ბა?! მერე რა, რომ მკვლელს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს? კარ­გად იცი­ან, რომ მას მა­ინც არ და­ი­ჭე­რენ და მი­უ­სა­ჯეს, რა აზრი აქვს ამ სას­ჯელს?! თუნ­დაც სიკ­ვდი­ლით დას­ჯა გა­მო­ე­ტა­ნათ.

- არ გაქვთ იმე­დი, რომ მის და­კა­ვე­ბას მო­ა­ხერ­ხე­ბენ?

- არც უც­დი­ათ მისი და­კა­ვე­ბა. ელო­დე­ბი­ან, მე­გობ­რუ­ლად თურ­ქე­თი რო­დის და­ეხ­მა­რე­ბა, - ეს ხომ ზღა­პა­რია! არა­და, ბავ­შვი სარ­წმუ­ნო­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოკ­ლეს, ეს იყო შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა. ჩვენ, ოჯა­ხი შე­ვებ­რძო­ლე­ბით თურ­ქეთს? მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოს იმის ძალა მა­ინც უნდა შეს­წევ­დეს, რომ XXI სა­უ­კუ­ნე­ში 16 წლის ბავ­შვს კლა­ვენ სარ­წმუ­ნო­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ეს ხმა­მაღ­ლა მა­ინც თქვას.

- თურ­ქე­თი რა შუ­ა­შია? მკვლე­ლი ხომ ირა­ნის მო­ქა­ლა­ქეა.

- თვი­თონ ამ­ბო­ბენ, რომ მკვლე­ლი თურ­ქეთ­შია და იქი­დან არ­სად გა­სუ­ლა. ცხა­დია, თურ­ქებ­მა შე­უკ­ვე­თეს ირა­ნელს მკვლე­ლო­ბა და მას ხომ არ და­ი­ჭე­რენ? ის და­ი­ქი­რა­ვეს, რად­გან თურ­ქულ­მა სკო­ლამ გა­დაგ­ვი­ხა­და 2.800 ლარი და არ გვა­პა­ტი­ეს მა­რი­ა­მის თურ­ქუ­ლი სკო­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნა; სხვა ვერ­სია ჩვენ არ გვაქვს. მა­რი­ა­მი შა­ჰი­ნის სა­ხე­ლო­ბის თურ­ქულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. მომ­ხდარს მთე­ლი ოჯა­ხი ამ სკო­ლას ვუ­კავ­ში­რებთ: 10 დღის გა­დაყ­ვა­ნი­ლი გვყავ­და გიმ­ნა­ზი­ა­ში და მე­ა­თე დღეს მოკ­ლეს.

- უფრო კონ­კრე­ტუ­ლად გვი­თხა­რით, რას გუ­ლის­ხმობთ?

- ნათ­ლო­ბის ჯვა­რი მა­რი­ამს ძა­ფით ეკი­და. რომ ვი­პო­ვეთ, ძაფი ისევ ყელ­ზე ჰქონ­და, ჯვა­რი კი მოხ­სნი­ლი... მკვლე­ლი სექ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, მაგ­რამ რო­მე­ლი სექ­ტის, არ ვიცი. ათას­ჯერ ვთხო­ვეთ, და­ე­კი­თხათ იმ მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი, სა­დაც მკვლე­ლი ყო­ველ­დღე მი­დი­ო­და. არ უნდა მი­სუ­ლიყ­ვნენ იმ სკო­ლა­ში, სა­დაც მა­რი­ა­მი 8 წელი სწავ­ლობ­და და არა­ვინ უნდა და­ე­კი­თხათ?.. საქ­მე ზე­რე­ლედ არის გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და სი­მარ­თლე არა­ვის გა­ურ­კვე­ვია. ჩვენ რა უნდა მო­ვი­მოქ­მე­დოთ? რამე ძალა შეგ­ვწევს ამ სა­ხელ­მწი­ფო­ში უბ­რა­ლო ხალ­ხს? მი­თხა­რით, რო­გორ გა­ვუმკლავ­დეთ ამ უკა­ნო­ნო­ბას? პრო­კუ­რა­ტუ­რა აჭა­რა­ში მა­გას იტყვის, რომ ბავ­შვი სარ­წმუ­ნო­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოკ­ლეს? ჩვენ თურ­ქეთს ვერ მო­ვე­რე­ვით. შე­იძ­ლე­ბა, რო­გორც გირ­გვლი­ა­ნის დედა მო­ი­შო­რეს, ისე მოგ­ვი­შო­რონ მე და მა­რი­ა­მის დედა და ასე გაგ­ვა­ჩუ­მონ.

- მა­ინც რა­ტომ უნდა მო­ეკ­ლათ თურ­ქებს?

- მა­რი­ა­მის მამა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ოჯა­ხი ვერ იხ­დი­და სწავ­ლის ფულს. 2.800 ლარი იყო გა­და­სახ­დე­ლი და ამი­ტომ დე­და­მი­სი მი­ვი­და იმ თურ­ქულ სკო­ლა­ში, უთხრა, რომ მა­რი­ა­მის გა­დაყ­ვა­ნა სურ­და სხვა­გან. ოღონდ მა­რი­ა­მი არ გა­და­იყ­ვა­ნოთ, ჩვენ მოვ­ძებ­ნით ბიზ­ნეს­მე­ნებს, ვინც მის სწავ­ლას და­ას­პონ­სო­რე­ბენ, - უთხრეს დე­და­მისს, - ფულს არ გა­და­გახ­დე­ვი­ნებ­თო. იმ წელს დავ­ტო­ვეთ, ფუ­ლიც არ გა­დაგ­ვიხ­დია, მაგ­რამ მერე რომ გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ, გვეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, არ ის­ვე­ნებ­დნენ. სახ­ლშიც იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე და დამ­რი­გე­ბე­ლი, ოღონდ მა­რი­ა­მი არ წა­იყ­ვა­ნო­თო. ისიც მი­თხრეს, და­გეხ­მა­რე­ბით ტან­საც­მლით, საკ­ვე­ბი­თო. რად გვინ­დო­და მათი ტან­საც­მე­ლი, მა­რი­ამს რა ეტყო­ბო­და ჩა­უც­მე­ლის და უჭ­მე­ლის?! უბ­რა­ლოდ, სწავ­ლის თან­ხა დიდი იყო და ვერ ვიხ­დი­დით. მა­რი­ამ­მა თურ­ქუ­ლი სკო­ლა და­ტო­ვა და სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში რომ გა­და­ვი­და, ვფიქ­რობთ, ამი­ტომ შე­უკ­ვე­თეს მისი მოკ­ვლა. ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი. ძა­ლი­ან ნა­კი­თხი ბავ­შვი იყო. სკო­ლა­შიც ყვე­ლა სა­განს ერ­თნა­ი­რად მა­ღალ დო­ნე­ზე ფლობ­და. უს­წავ­ლე­ლი არა­სო­დეს წა­სუ­ლა. 10 კლა­სი ისე და­ამ­თავ­რა, ერთი ცხრი­ა­ნიც არა­სო­დეს გა­მოჰ­ყო­ლია. თურ­ქულ­სა და ინ­გლი­სურს ქარ­თუ­ლი­ვით ფლობ­და. კარ­გად იცო­და რუ­სუ­ლი, ფრან­გულ­საც სწავ­ლობ­და. ასე­თი ბავ­შვი მოგ­ვიკ­ლეს და იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვაქვს, რომ მკვლე­ლი და­ი­სა­ჯოს. ეს არის სა­მარ­თა­ლი?! ჩვენ არ ვცნობთ ამ გა­ნა­ჩენს, ეს ფარ­სი იყო.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რაში ადანაშაულებენ სამართალდამცავებს მარიამ კოჩალიძის ახლობლები

რაში ადანაშაულებენ სამართალდამცავებს მარიამ კოჩალიძის ახლობლები

16 დეკემბერს დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმის განხილვა. ირანის მოქალაქეს, მოჰამადამინ როოინტანს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად გამოუტანა.

შეგახსენებთ, შემზარავი დანაშაული წელს, 22 ივლისს ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 16 წლის ყელგამოჭრილი გოგონა ნათესავებმა ზღვის სანაპიროზე იპოვეს. მარიამი მოკუნტული იწვა, ზურგზე დიდი ლოდი ედო. კისერი სულ დაჩეხილი ჰქონდა, ცალი ხელი ჭრილობაზე მიედო. ხელიც დასერილი ჰქონდა, ეტყობოდა, მკვლელს წინააღმდეგობას უწევდა; მეორე ხელით იქვე ქვიშიანი მიწა სიმწრით ამოეთხარა.

მარიამი სახლიდან საღამოს 7 საათზე, ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა. დილა-საღამოს ერთი და იმავე მარშრუტს გადიოდა, ახალი ბულვარიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დიდ ქვაზე ჩამოჯდებოდა, წიგნს კითხულობდა, ჩანაწერებს აკეთებდა, მზის ჩასვლას ელოდებოდა და შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. 9 საათი სრულდებოდა, გამზრდელმა ნათლიამ, ნატალია კვინტრაძემ მარიამი რომ მოიკითხა. ძებნის შემდეგ ამ შემზარავი სურათის თვითმხილველები გახდნენ.

გამოძიების მტკიცებით, მკვლელობა ყაჩაღობის ნიადაგზე მოხდა და ამიტომ ბრალდებულს ყაჩაღობასა და განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. ბოროტმოქმედმა თან წაიღო მარიამის ოქროს ჯვარი და ნახევარგრამიანი ოქროს ბეჭედი, იქვე დატოვა ძვირად ღირებული "აიფონი" და ველოსიპედი, რომელიც მხოლოდ გადასაადგილებლად გამოიყენა.

მკვლელი საქართველოში ერთი თვის შემოსული იყო და დანაშაულის ჩადენიდან სულ ცოტა ხანში ბათუმი დატოვა.

სასამართლო პროცესებს მოკლულის ოჯახის წევრები ბოლომდე არ ესწრებოდნენ, რადგან ისინი მკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან. არც განაჩენის გამოცხადებაზე მისულან.

ნატალია კვინტრაძე, მარიამ კოჩალიძის ნათლია:

- განაჩენის გამოცხადებაზე არ ვიყავით, ამ "ცირკში" მონაწილეობა არ მიგვიღია. პროკურატურამ მომხდარს თავიდანვე ანგარებით ჩადენილი მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა და თქვა, რომ ეს დანაშაული მკვლელმა ყაჩაღობის მიზნით ჩაიდინა. ამის მერე გამოძიებას არაფერი გაუკეთებია სიმართლის გასარკვევად. მთელი სასამართლოს მსვლელობისას ავითარებდნენ ამ ვერსიას და დააყენეს ის განაჩენი, რაც თავიდან დაგეგმეს. არავის უცდია, ოჯახის მიწოდებული ინფორმაციების გადამოწმება და რეალური გამოძიების ჩატარება. კონკრეტული ადამიანების დაკითხვას ვითხოვდით, სიმართლე რომ გარკვეულიყო, მაგრამ ამასაც ვერ მივაღწიეთ.

- თქვენ დაგკითხეს?

- ჩვენ დაგვკითხეს, მერე რა, ვინ მიაქცია ჩვენს ჩვენებას ყურადღება?! ყაჩაღი იქ დატოვებდა ძვირად ღირებულ ტელეფონს და ველოსიპედს და ნახევარგრამიან ოქროს წაიღებდა მხოლოდ?.. სად იყო აქ ყაჩაღობა?! მერე რა, რომ მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს? კარგად იციან, რომ მას მაინც არ დაიჭერენ და მიუსაჯეს, რა აზრი აქვს ამ სასჯელს?! თუნდაც სიკვდილით დასჯა გამოეტანათ.

- არ გაქვთ იმედი, რომ მის დაკავებას მოახერხებენ?

- არც უცდიათ მისი დაკავება. ელოდებიან, მეგობრულად თურქეთი როდის დაეხმარება, - ეს ხომ ზღაპარია! არადა, ბავშვი სარწმუნოების ნიადაგზე მოკლეს, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. ჩვენ, ოჯახი შევებრძოლებით თურქეთს? მაგრამ სახელმწიფოს იმის ძალა მაინც უნდა შესწევდეს, რომ XXI საუკუნეში 16 წლის ბავშვს კლავენ სარწმუნოების ნიადაგზე, ეს ხმამაღლა მაინც თქვას.

- თურქეთი რა შუაშია? მკვლელი ხომ ირანის მოქალაქეა.

- თვითონ ამბობენ, რომ მკვლელი თურქეთშია და იქიდან არსად გასულა. ცხადია, თურქებმა შეუკვეთეს ირანელს მკვლელობა და მას ხომ არ დაიჭერენ? ის დაიქირავეს, რადგან თურქულმა სკოლამ გადაგვიხადა 2.800 ლარი და არ გვაპატიეს მარიამის თურქული სკოლიდან გამოყვანა; სხვა ვერსია ჩვენ არ გვაქვს. მარიამი შაჰინის სახელობის თურქულ სკოლაში სწავლობდა. მომხდარს მთელი ოჯახი ამ სკოლას ვუკავშირებთ: 10 დღის გადაყვანილი გვყავდა გიმნაზიაში და მეათე დღეს მოკლეს.

- უფრო კონკრეტულად გვითხარით, რას გულისხმობთ?

- ნათლობის ჯვარი მარიამს ძაფით ეკიდა. რომ ვიპოვეთ, ძაფი ისევ ყელზე ჰქონდა, ჯვარი კი მოხსნილი... მკვლელი სექტის წარმომადგენელი იყო, მაგრამ რომელი სექტის, არ ვიცი. ათასჯერ ვთხოვეთ, დაეკითხათ იმ მაღაზიის გამყიდველები, სადაც მკვლელი ყოველდღე მიდიოდა. არ უნდა მისულიყვნენ იმ სკოლაში, სადაც მარიამი 8 წელი სწავლობდა და არავინ უნდა დაეკითხათ?.. საქმე ზერელედ არის გამოძიებული და სიმართლე არავის გაურკვევია. ჩვენ რა უნდა მოვიმოქმედოთ? რამე ძალა შეგვწევს ამ სახელმწიფოში უბრალო ხალხს? მითხარით, როგორ გავუმკლავდეთ ამ უკანონობას? პროკურატურა აჭარაში მაგას იტყვის, რომ ბავშვი სარწმუნოების ნიადაგზე მოკლეს? ჩვენ თურქეთს ვერ მოვერევით. შეიძლება, როგორც გირგვლიანის დედა მოიშორეს, ისე მოგვიშორონ მე და მარიამის დედა და ასე გაგვაჩუმონ.

- მაინც რატომ უნდა მოეკლათ თურქებს?

- მარიამის მამა რომ გარდაიცვალა, ოჯახი ვერ იხდიდა სწავლის ფულს. 2.800 ლარი იყო გადასახდელი და ამიტომ დედამისი მივიდა იმ თურქულ სკოლაში, უთხრა, რომ მარიამის გადაყვანა სურდა სხვაგან. ოღონდ მარიამი არ გადაიყვანოთ, ჩვენ მოვძებნით ბიზნესმენებს, ვინც მის სწავლას დაასპონსორებენ, - უთხრეს დედამისს, - ფულს არ გადაგახდევინებთო. იმ წელს დავტოვეთ, ფულიც არ გადაგვიხდია, მაგრამ მერე რომ გადმოვიყვანეთ, გვეხვეწებოდნენ, არ ისვენებდნენ. სახლშიც იყვნენ მოსულები სასწავლო ნაწილის გამგე და დამრიგებელი, ოღონდ მარიამი არ წაიყვანოთო. ისიც მითხრეს, დაგეხმარებით ტანსაცმლით, საკვებითო. რად გვინდოდა მათი ტანსაცმელი, მარიამს რა ეტყობოდა ჩაუცმელის და უჭმელის?! უბრალოდ, სწავლის თანხა დიდი იყო და ვერ ვიხდიდით. მარიამმა თურქული სკოლა დატოვა და სასულიერო აკადემიაში რომ გადავიდა, ვფიქრობთ, ამიტომ შეუკვეთეს მისი მოკვლა. ბავშვობიდან ძალიან წარმატებული იყო, საოცრად ნიჭიერი. ძალიან ნაკითხი ბავშვი იყო. სკოლაშიც ყველა საგანს ერთნაირად მაღალ დონეზე ფლობდა. უსწავლელი არასოდეს წასულა. 10 კლასი ისე დაამთავრა, ერთი ცხრიანიც არასოდეს გამოჰყოლია. თურქულსა და ინგლისურს ქართულივით ფლობდა. კარგად იცოდა რუსული, ფრანგულსაც სწავლობდა. ასეთი ბავშვი მოგვიკლეს და იმის შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ მკვლელი დაისაჯოს. ეს არის სამართალი?! ჩვენ არ ვცნობთ ამ განაჩენს, ეს ფარსი იყო.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ