პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ პუტინი - ყირიმში არსებული სიტუაციის შედარება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არაკორექტულად მიმაჩნია
ვლადიმერ პუტინი - ყირიმში არსებული სიტუაციის შედარება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არაკორექტულად მიმაჩნია

ყი­რიმ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­და­რე­ბა აფხა­ზეთ­თან და სამ­ხრეთ ოსეთ­თან არა­კო­რექ­ტუ­ლად მი­მაჩ­ნია, - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

"ვფიქ­რობ, რომ არა­კო­რექ­ტუ­ლია ყი­რიმ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­და­რე­ბა აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის სი­ტუ­ცი­ას­თან. ყი­რიმ­თან და­კავ­ში­რე­ბით მსგავ­სი, რაც სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ში ხდე­ბო­და, არა­ფე­რი ხდე­ბა, რად­გან თა­ვის დრო­ზე ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­მა თა­ვი­ან­თი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­დეს და სამ­წუ­ხა­როდ, იქ ეთ­ნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სის­ხლისღვრა იყო", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეს არ იყო პირ­ვე­ლი მსგავ­სი კონ­ფლიქ­ტი, თუ 1918 და 1921 წლე­ბის კონ­ფლიქ­ტებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, როცა სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დაშ­ლის შემ­დეგ, ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­მა რუ­სე­თის ფარ­გლებ­ში დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს და არა – და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

"ამი­ტომ აქ ახა­ლი არა­ფე­რია. რო­გორც იცით, ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი, რო­მელ­თაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტუ­სი ჰქონ­დათ და ასე­ვე რუსი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი. თუმ­ცა, იქ იყ­ვნენ ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი და იმ დრო­ის­თვის არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. ჩვე­ნი რე­აქ­ცია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო არა მხო­ლოდ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვას­თან, არა­მედ ჩვენს მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლებ­ზე თავ­დას­ხმა­სა და ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბის მკვლე­ლო­ბა­ზე. აი, რაში მდგო­მა­რე­ობ­და ამ მოვ­ლე­ნე­ბის არსი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყი­რიმ­ში მსგავ­სი არა­ფე­რია და იმე­დია, არც მოხ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს კი­თხვა "ლოს ან­ჯე­ლეს თა­იმ­სის" უკ­რა­ი­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა და­უს­ვა, რო­მელ­მაც პუ­ტინს ჰკი­თხა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, ყი­რიმ­ში რუ­სეთ­მა ისე­ვე და­იც­ვას რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მცხოვ­რებ­ლე­ბი, რო­გორც ეს აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში მოხ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს­თან კონ­ფლიქ­ტის წინ რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა უწყე­ბამ ათა­სო­ბით რუ­სუ­ლი პას­პორ­ტი და­უ­რი­გა სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის მცხოვ­რებ­ლებს. მერე კი, კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ რუ­სეთ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი იყო სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და­ეც­ვა. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ჰიჰო­თე­ტუ­რად მა­ინც, რომ თქვენ ასე­ვე და­იც­ვათ ყი­რი­მის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მცხოვ­რებ­ლე­ბი ან ყი­რიმ­ში მცხოვ­რე­ბი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ბუ­ნე­ბა­ში რუსი ჯა­რე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში შეყ­ვა­ნა", - ჰკი­თხა "ლოს ან­ჯე­ლეს თა­იმ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინს.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა დღეს სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხა. პუ­ტინ­თან პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას 1300-ზე მეტი ჟურ­ნა­ლის­ტი ეს­წრე­ბო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ვლადიმერ პუტინი - ყირიმში არსებული სიტუაციის შედარება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არაკორექტულად მიმაჩნია

ვლადიმერ პუტინი - ყირიმში არსებული სიტუაციის შედარება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არაკორექტულად მიმაჩნია

ყირიმში არსებული სიტუაციის შედარება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არაკორექტულად მიმაჩნია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ვფიქრობ, რომ არაკორექტულია ყირიმში არსებული სიტუაციის შედარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიტუციასთან. ყირიმთან დაკავშირებით მსგავსი, რაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ხდებოდა, არაფერი ხდება, რადგან თავის დროზე ამ ტერიტორიებმა თავიანთი დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადეს და სამწუხაროდ, იქ ეთნიკურ ნიადაგზე ფართომასშტაბიანი სისხლისღვრა იყო", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ეს არ იყო პირველი მსგავსი კონფლიქტი, თუ 1918 და 1921 წლების კონფლიქტებს გავითვალისწინებთ, როცა სადამსჯელო ოპერაციები ხორციელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, ამ ტერიტორიებმა რუსეთის ფარგლებში დარჩენის სურვილი გამოთქვეს და არა – დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში.

"ამიტომ აქ ახალი არაფერია. როგორც იცით, ამ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ მშვიდობისმყოფელები, რომელთაც საერთაშორისო სტატუსი ჰქონდათ და ასევე რუსი სამხედრო მოსამსახურეები. თუმცა, იქ იყვნენ ქართველი სამხედროები და იმ დროისთვის არაღიარებული ამ ტერიტორიების წარმომადგენლებიც. ჩვენი რეაქცია დაკავშირებული იყო არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების დაცვასთან, არამედ ჩვენს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმასა და ჩვენი სამხედროების მკვლელობაზე. აი, რაში მდგომარეობდა ამ მოვლენების არსი. მადლობა ღმერთს, ყირიმში მსგავსი არაფერია და იმედია, არც მოხდება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტს კითხვა "ლოს ანჯელეს თაიმსის" უკრაინელმა ჟურნალისტმა დაუსვა, რომელმაც პუტინს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა, ყირიმში რუსეთმა ისევე დაიცვას რუსულენოვანი მცხოვრებლები, როგორც ეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოხდა.

"საქართველოსთან კონფლიქტის წინ რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ ათასობით რუსული პასპორტი დაურიგა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მცხოვრებლებს. მერე კი, კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იყო საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაეცვა. შესაძლებელია თუ არა ჰიჰოთეტურად მაინც, რომ თქვენ ასევე დაიცვათ ყირიმის რუსულენოვანი მცხოვრებლები ან ყირიმში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები. შესაძლებელია თუ არა ბუნებაში რუსი ჯარების უკრაინაში შეყვანა", - ჰკითხა "ლოს ანჯელეს თაიმსის" ჟურნალისტმა ვლადიმერ პუტინს.

რუსეთის პრეზიდენტმა დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებების კითხვებს უპასუხა. პუტინთან პრესკონფერენციას 1300-ზე მეტი ჟურნალისტი ესწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა