პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ანდრონიკაშვილი არისტოკრატ მამაკაცს ელოდება
ეკა ანდრონიკაშვილი არისტოკრატ მამაკაცს ელოდება

მსა­ხი­ო­ბი ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი პრო­ექტ "ერთი-ერ­თში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე დიდ­ხანს ფიქ­რობ­და, სიმ­ღე­რა არ გა­მოს­დის და ამის გამო ჟი­უ­რის წევ­რე­ბის­გან ხში­რად და­ბალ ქუ­ლებს იღებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ ნა­ნობს, რომ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს. რად­გან, რო­გორც მსა­ხი­ობს, ასე მოკ­ლე დრო­ში არ ექ­ნე­ბო­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე პერ­სო­ნა­ჟი გა­ნე­სა­ხი­ე­რე­ბი­ნა. გა­სულ კვი­რას ეკას "ერთი ერ­თში" და­წყე­ბამ­დე შევ­ხვდით.

- ყვე­ლა­ზე კარ­გად თავი მე­რი­ლინ მონ­როს გან­სა­ხი­ე­რე­ბი­სას ვიგ­რძე­ნი, თუმ­ცა თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე, ახლა სხვა­ნა­ი­რად მი­ვუდ­გე­ბო­დი და სხვა­ნა­ი­რად ვი­სი­ა­მოვ­ნებ­დი ამ გარ­და­სახ­ვით. ბევ­რი ვი­ნერ­ვი­უ­ლე და ეს ხელს მიშ­ლი­და. ჩემი რა­დი­კა­ლუ­რი გარ­და­სახ­ვა, რა თქმა უნდა, იყო აფ­რიკ სი­მო­ნი. ჩემი მე­გო­ბა­რი გვერ­დით მედ­გა და ვერ მიხ­ვდა, რომ მე ვი­ყა­ვი. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ჩემ­თვის ეს იყო.

- "ერთი ერ­თშის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბი არ არი­ან.

- არა­მარ­ტო მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვამ­ბობთ ამას. მა­ყუ­რე­ბე­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" ხში­რად მწერს, რომ შოუს სუს­ტი წერ­ტი­ლი არის ჟი­უ­რი.

- თქვენ რა­ტომ ეთან­ხმე­ბით ამ მო­საზ­რე­ბას? ფიქ­რობთ, რომ და­ბალ შე­ფა­სე­ბებს არ იმ­სა­ხუ­რებთ?

- ჩე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ ვამ­ბობ. არა­თა­ნა­ბარ ბრძო­ლა­ში ვარ. ყვე­ლა მომ­ღე­რა­ლია და მხო­ლოდ მე ვარ მსა­ხი­ო­ბი. ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­ვუ­წევ სიმ­ღე­რა­ში კონ­კუ­რენ­ცი­ას და­ნარ­ჩე­ნებს. ამას მე თა­ვა­დაც ვამ­ბობ. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ მო­ნა­წი­ლე­თა პე­და­გო­გე­ბი არ უნდა იყ­ვნენ ჟი­უ­რი­ში, ამ მო­საზ­რე­ბას ვე­თან­ხმე­ბი. თა­ნაც, როცა ასეთ პრო­ექ­ტში უცხო­ე­ნო­ვა­ნი ჟი­უ­რი ზის, მან კარ­გად უნდა იცო­დეს არამ­ცთუ ქარ­თვე­ლი და რუსი მომ­ღერ­ლე­ბი, არა­მედ ძვე­ლი თა­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბიც. მათ კი არ იცი­ან. ჟი­უ­რის ასე­თი წევ­რი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, თუნ­დაც გა­და­ცე­მის წინა დღეს დავ­ჯდე­ბო­დი და "იუ­თუბ­ზე" მა­ინც შევ­ხე­დავ­დი ვი­დე­ო­ებს. უფრო კომ­პე­ტენ­ტუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ჟი­უ­რის დას­მა შე­იძ­ლე­ბო­და. მო­ნა­წი­ლე­ებს გვი­ჭირს, რად­გან თით­ქმის ყო­ველ­თვის ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რა ვარ­დე­ბა.

- გა­უ­ჭირ­დათ პრო­ექ­ტზე თქვე­ნი და­თან­ხმე­ბა?

- სამი კვი­რა ვფიქ­რობ­დი, მი­მე­ღო თუ არა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მო­ვი­თხო­ვე ვო­კა­ლის პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც შე­მა­მოწ­მებ­და და სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღებ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. შე­მა­მოწ­მა და თქვა, სმე­ნა აქვს და მო­ა­ხერ­ხებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­სო. ამ პრო­ექ­ტში რომ ვარ, მთლად ჩემი ბრა­ლი არ არის, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ჩემ გარ­და პრო­ექ­ტში კი­დევ რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი ყო­ფი­ლი­ყო. მა­შინ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში თეთ­რი ყვა­ვი­ვით არ ვიქ­ნე­ბო­დი. თუმ­ცა არ ვნა­ნობ, რომ დავ­თან­ხმდი, რად­გან მსა­ხი­ობს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად აქვს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ასე ხში­რად გარ­და­ი­სა­ხოს. ამან ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­ხიბ­ლა. გარ­და ამი­სა, უზარ­მა­ზარ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებ. მი­ვიჩ­ნევ, რომ ვო­კა­ლუ­რა­დაც გა­ვი­ზარ­დე, რე­პე­ტი­ცი­ებ­მა თა­ვი­სი გა­ა­კე­თა. სარ­გებ­ლის მეტი არა­ფე­რი მო­უ­ცია. კარ­გი შოუა, მთე­ლი ზა­ფხუ­ლი პრო­ექ­ტის რუ­სულ ვერ­სი­ას ვუ­ყუ­რებ­დი და ძა­ლი­ან მომ­წონ­და. ყვე­ლა შოუს შო­რის, რაც ჩვენ­თან გა­სუ­ლა, ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე წა­ვე­დი რის­კზე და მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ ჩემს გა­მოს­ვლებს ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლად არ უნდა მი­ვუდ­გე. გა­სარ­თო­ბი შოუა.

- შოუ ალ­ბათ იმი­თაც არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ პრო­ექტს არა­ვინ ტო­ვებს.

- ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მე ალ­ბათ მე­ო­რე სა­კონ­კურ­სო დღეს­ვე დავ­ტო­ვებ­დი პრო­ექტს. შოუ გაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მა­ყუ­რე­ბელს კარ­გი კუ­თხით და­ა­ნახ­ვო თავი.

- რას ფიქ­რო­ბენ თქვენს სიმ­ღე­რა­ზე ოჯა­ხის წვე­რე­ბი?

- მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. ჩემი შვი­ლი, ლუკა ნა­კა­ში­ძე, სამი თვე ბერ­ლინ­ში იყო და ბერ­ლინ­შიც ნა­ხუ­ლობ­და ჩემს გა­მოს­ვლებს. აფ­რიკ სი­მო­ნი რომ ვი­ყა­ვი და ჩემი პორ­ტრე­ტი დავ­დე წარ­წე­რით დე­და­შე­ნი, მი­ა­წე­რა, სი­გი­ჟე­აო. დე­დის მა­გივ­რად აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი კაცი უყუ­რებ­და და ვერ და­ი­ჯე­რა, რომ მე ვი­ყა­ვი. ოჯა­ხის წევ­რებს უხა­რი­ათ, რომ ავმღერ­დი და ასეთ კარგ პრო­ექ­ტში ვმო­ნა­წი­ლე­ობ. თუმ­ცა იმა­საც ვი­ტყვი, რომ დამ­კარ­გეს. პრაქ­ტი­კუ­ლად, მთე­ლი დღე­ე­ბი სახ­ლი­დან ვარ გა­მო­სუ­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ეკა ანდრონიკაშვილი არისტოკრატ მამაკაცს ელოდება

ეკა ანდრონიკაშვილი არისტოკრატ მამაკაცს ელოდება

მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი პროექტ ''ერთი-ერთში'' მონაწილეობაზე დიდხანს ფიქრობდა, სიმღერა არ გამოსდის და ამის გამო ჟიურის წევრებისგან ხშირად დაბალ ქულებს იღებს. მიუხედავად ამისა, არ ნანობს, რომ პროექტში მონაწილეობს. რადგან, როგორც მსახიობს, ასე მოკლე დროში არ ექნებოდა იმის საშუალება, რომ რამდენიმე პერსონაჟი განესახიერებინა. გასულ კვირას ეკას ''ერთი ერთში'' დაწყებამდე შევხვდით.

- ყველაზე კარგად თავი მერილინ მონროს განსახიერებისას ვიგრძენი, თუმცა თავიდან რომ ვიწყებდე, ახლა სხვანაირად მივუდგებოდი და სხვანაირად ვისიამოვნებდი ამ გარდასახვით. ბევრი ვინერვიულე და ეს ხელს მიშლიდა. ჩემი რადიკალური გარდასახვა, რა თქმა უნდა, იყო აფრიკ სიმონი. ჩემი მეგობარი გვერდით მედგა და ვერ მიხვდა, რომ მე ვიყავი. ყველაზე რთული ჩემთვის ეს იყო.

- ''ერთი ერთშის'' მონაწილეები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჟიურის შეფასებით კმაყოფილები არ არიან.

- არამარტო მონაწილეები ვამბობთ ამას. მაყურებელი ''ფეისბუქზე'' ხშირად მწერს, რომ შოუს სუსტი წერტილი არის ჟიური.

- თქვენ რატომ ეთანხმებით ამ მოსაზრებას? ფიქრობთ, რომ დაბალ შეფასებებს არ იმსახურებთ?

- ჩემიდან გამომდინარე არ ვამბობ. არათანაბარ ბრძოლაში ვარ. ყველა მომღერალია და მხოლოდ მე ვარ მსახიობი. ვერანაირად ვერ გავუწევ სიმღერაში კონკურენციას დანარჩენებს. ამას მე თავადაც ვამბობ. არსებობს ვერსია, რომ მონაწილეთა პედაგოგები არ უნდა იყვნენ ჟიურიში, ამ მოსაზრებას ვეთანხმები. თანაც, როცა ასეთ პროექტში უცხოენოვანი ჟიური ზის, მან კარგად უნდა იცოდეს არამცთუ ქართველი და რუსი მომღერლები, არამედ ძველი თაობის შემსრულებლებიც. მათ კი არ იციან. ჟიურის ასეთი წევრი რომ ვყოფილიყავი, თუნდაც გადაცემის წინა დღეს დავჯდებოდი და ''იუთუბზე'' მაინც შევხედავდი ვიდეოებს. უფრო კომპეტენტური და საინტერესო ჟიურის დასმა შეიძლებოდა. მონაწილეებს გვიჭირს, რადგან თითქმის ყოველთვის ქართული და რუსული სიმღერა ვარდება.

- გაუჭირდათ პროექტზე თქვენი დათანხმება?

- სამი კვირა ვფიქრობდი, მიმეღო თუ არა პროექტში მონაწილეობა. მოვითხოვე ვოკალის პედაგოგი, რომელიც შემამოწმებდა და საკუთარ თავზე აიღებდა პასუხისმგებლობას. შემამოწმა და თქვა, სმენა აქვს და მოახერხებს მონაწილეობის მიღებასო. ამ პროექტში რომ ვარ, მთლად ჩემი ბრალი არ არის, კარგი იქნებოდა, ჩემ გარდა პროექტში კიდევ რამდენიმე მსახიობი ყოფილიყო. მაშინ უფრო საინტერესო იქნებოდა. ამ შემთხვევაში თეთრი ყვავივით არ ვიქნებოდი. თუმცა არ ვნანობ, რომ დავთანხმდი, რადგან მსახიობს ძალიან იშვიათად აქვს ამის შესაძლებლობა, ასე ხშირად გარდაისახოს. ამან ყველაზე მეტად მომხიბლა. გარდა ამისა, უზარმაზარ გამოცდილებას ვიღებ. მივიჩნევ, რომ ვოკალურადაც გავიზარდე, რეპეტიციებმა თავისი გააკეთა. სარგებლის მეტი არაფერი მოუცია. კარგი შოუა, მთელი ზაფხული პროექტის რუსულ ვერსიას ვუყურებდი და ძალიან მომწონდა. ყველა შოუს შორის, რაც ჩვენთან გასულა, ყველაზე მეტად მომწონს. აქედან გამომდინარე წავედი რისკზე და მივიღე მონაწილეობა. მიმაჩნია, რომ ჩემს გამოსვლებს ძალიან კრიტიკულად არ უნდა მივუდგე. გასართობი შოუა.

- შოუ ალბათ იმითაც არის საინტერესო, რომ პროექტს არავინ ტოვებს.

- ასე რომ არ ყოფილიყო, მე ალბათ მეორე საკონკურსო დღესვე დავტოვებდი პროექტს. შოუ გაძლევს იმის საშუალებას, რომ მაყურებელს კარგი კუთხით დაანახვო თავი.

- რას ფიქრობენ თქვენს სიმღერაზე ოჯახის წვერები?

- მეგობრები და ოჯახის წევრები, რასაკვირველია, მგულშემატკივრობენ. ჩემი შვილი, ლუკა ნაკაშიძე, სამი თვე ბერლინში იყო და ბერლინშიც ნახულობდა ჩემს გამოსვლებს. აფრიკ სიმონი რომ ვიყავი და ჩემი პორტრეტი დავდე წარწერით დედაშენი, მიაწერა, სიგიჟეაო. დედის მაგივრად აფროამერიკელი კაცი უყურებდა და ვერ დაიჯერა, რომ მე ვიყავი. ოჯახის წევრებს უხარიათ, რომ ავმღერდი და ასეთ კარგ პროექტში ვმონაწილეობ. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ დამკარგეს. პრაქტიკულად, მთელი დღეები სახლიდან ვარ გამოსული.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება