მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინი - ჩემი დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი ისეთივე კეთლგანწყობილი დარჩა, როგორიც იყო
პუტინი - ჩემი დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი ისეთივე კეთლგანწყობილი დარჩა, როგორიც იყო

სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­მეც­ვა­ლა, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­გო­რი კეთლგან­წო­ბი­ლიც იყო, ისე­თი­ვე დარ­ჩა. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე უპა­სუ­ხა.

"პი­რა­დად მე სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­მეც­ვა­ლა, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ -არა. ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სად­მი ისე­თი­ვე კეთლგან­წყო­ბი­ლი დარ­ჩა, რო­გო­რიც იყო. ყვე­ლა­ზე რთულ დრო­საც კი, როცა კავ­კა­სი­ა­ში სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თქვენ­თვის კარ­გად ცნო­ბილ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­ში­ნაც კი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო. უნდა ით­ქვას, რომ იმ რთულ მო­მენ­ტებ­შიც კი, თა­ვად ქარ­თვე­ლის ხალ­ხის რუ­სე­თი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით მტკიც­დე­ბო­და. არ მახ­სოვს, ეს აქამ­დე მით­ქვამს თუ არა, მაგ­რამ ერთ-ერთ ქა­ლაქ­ში მო­ხუ­ცი მა­მა­კა­ცი მი­ვი­და ჩვენს სამ­ხედ­როს­თან და ჰკი­თხა, აქ რას ეძებთ, აქ რა გინ­დათ, მი­დით, თბი­ლის­ში წა­დით და მიშა წა­იყ­ვა­ნეთ, მე რას მი­ყუ­რებ­თო. რო­გორც იცით, ჩვენ სამ­ხედ­რო­ე­ბი დავ­კარ­გეთ, ჩვე­ნე­ბის თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს. ერთ-ერთ სამ­ხედ­როს­თან მო­ხუ­ცი ბე­ბია მი­ვი­და, წა­იყ­ვა­ნა, და­ა­პუ­რა. რო­დე­საც ვამ­ბობ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, არ ვხუმ­რობ და არც ირო­ნი­ით ვამ­ბობ", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

რო­ი­გორც რუ­სე­თის პირ­ველ­მა პირ­მა გა­ნა­ცხა­და, რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან ღრმა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვთ, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი, ისე რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით.

მი­სი­ვე თქმით, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი რუ­სე­თის გამო არ და­წყე­ბუ­ლა და ყვე­ლამ აღი­ა­რა, რომ რუ­სეთს არც სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბე­ბი და­უ­წყია.

"არ­სე­ბობს პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს გამო არ და­წყე­ბუ­ლა, ეს სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბე­ბი ჩვენ არ დაგ­ვი­წყია. ეს ახლა უკვე ცხა­დია და ყვე­ლამ აღი­ა­რა. მოხ­და ის, რაც მოხ­და. ჩვენ ათას­ჯერ ვუ­თხა­რით, ნუ გა­ა­კე­თებთ ამას, ნუ და­უშ­ვებთ სის­ხლისღვრას. მაგ­რამ არა, მა­ინც მი­იყ­ვა­ნეს საქ­მე აქამ­დე. ახლა შე­იქ­მნა გან­სა­ზღვრუ­ლი რე­ა­ლო­ბა. ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია, ან­გა­რი­ში არ გა­ვუ­წი­ოთ ამას. მაგ­რამ ვხე­დავთ იმ სიგ­ნა­ლებს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძ­ლე­ვა. არ ვიცი, რას გუ­ლის­ხმობ­და ჩვე­ნი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, შე­იძ­ლე­ბა ეს უწყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბია. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ცი­ის ისე გან­ვი­თა­რე­ბა, რა­საც ახლა ვხე­დავთ, ვფიქ­რობ, მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ვაბ­რუ­ნოთ უვი­ზო რე­ჟი­მი. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან კარ­გი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ში, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ეს და­ეხ­მა­რე­ბა ხალ­ხს ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, და­ეხ­მა­რე­ბა ქარ­თველ მე­წარ­მე­ებს რუ­სულ ბა­ზაზ­რზე მუ­შა­ო­ბა­ში და სა­ერ­თოდ, შექ­მნი­და პი­რო­ბებს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ბო­ლოო ნორ­მა­ლი­ზე­ბის დას­რუ­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხე­დავს იმ სიგ­ნა­ლებს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძ­ლე­ვა.

"არ ვიცი, რას გუ­ლის­ხმობ­და ჩვე­ნი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, შე­იძ­ლე­ბა ეს უწყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცი­ის ისე გან­ვი­თა­რე­ბა, რა­საც ახლა ვხე­დავთ, ვფიქ­რობ, მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ვაბ­რუ­ნოთ უვი­ზო რე­ჟი­მი", - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, ეს ძა­ლი­ან კარ­გი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ში, თუ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ისიც, რომ ეს და­ეხ­მა­რე­ბა ხალ­ხს ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

"ეს ასე­ვე და­ეხ­მა­რე­ბა ქარ­თველ მე­წარ­მე­ებს რუ­სულ ბა­ზარ­ზე მუ­შა­ო­ბა­ში და სა­ერ­თოდ, შექ­მნი­და პი­რო­ბებს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ბო­ლოო ნორ­მა­ლი­ზე­ბის დას­რუ­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

"რუს­თა­ვის 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ჰკი­თხა, თუ რა პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა­ზე არის რუ­სე­თი მზად, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­თვის და პი­რა­დად მას შე­ეც­ვა­ლა თუ არა პო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ. ჟურ­ნა­ლის­ტმა პუ­ტინს ასე­ვე შე­ახ­სე­ნა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ რუ­სე­თი ამ ეტაპ­ზე მზად არ არის, გა­ა­უქ­მოს სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მი.

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

პუტინი - ჩემი დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი ისეთივე კეთლგანწყობილი დარჩა, როგორიც იყო

პუტინი - ჩემი დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი ისეთივე კეთლგანწყობილი დარჩა, როგორიც იყო

საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შემეცვალა, თუმცა ქართველი ხალხის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, როგორი კეთლგანწობილიც იყო, ისეთივე დარჩა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე უპასუხა.

"პირადად მე საქართველოს მოქმედი  ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შემეცვალა, თუმცა ქართველი ხალხის მიმართ -არა. ჩემი დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი ისეთივე კეთლგანწყობილი დარჩა, როგორიც იყო. ყველაზე რთულ დროსაც კი, როცა კავკასიაში სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა, თქვენთვის კარგად ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით, მაშინაც კი ქართველი ხალხისადმი დამოკიდებულება ყველაზე კეთილგანწყობილი იყო. უნდა ითქვას, რომ იმ რთულ მომენტებშიც კი, თავად ქართველის ხალხის რუსეთისადმი დამოკიდებულებით მტკიცდებოდა. არ მახსოვს, ეს აქამდე მითქვამს თუ არა, მაგრამ ერთ-ერთ ქალაქში მოხუცი მამაკაცი მივიდა ჩვენს სამხედროსთან და ჰკითხა, აქ რას ეძებთ, აქ რა გინდათ, მიდით, თბილისში წადით და მიშა წაიყვანეთ, მე რას მიყურებთო. როგორც იცით, ჩვენ სამხედროები დავკარგეთ, ჩვენების თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ერთ-ერთ სამხედროსთან მოხუცი ბებია მივიდა, წაიყვანა, დააპურა. როდესაც ვამბობ, რომ ქართველი ხალხის მიმართ ყველაზე კეთილი დამოკიდებულება მაქვს, არ ვხუმრობ და არც ირონიით ვამბობ", - განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

როიგორც რუსეთის პირველმა პირმა განაცხადა, რუსეთსა და საქართველოს ძალიან ღრმა ურთიერთობები აქვთ, როგორც კულტურული, ისე რელიგიური თვალსაზრისით.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები რუსეთის გამო არ დაწყებულა და ყველამ აღიარა, რომ რუსეთს არც სამხედრო ქმედებები დაუწყია.

"არსებობს პრობლემები, რომელიც ჩვენს გამო არ დაწყებულა, ეს სამხედრო ქმედებები ჩვენ არ დაგვიწყია. ეს ახლა უკვე ცხადია და ყველამ აღიარა. მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ ათასჯერ ვუთხარით, ნუ გააკეთებთ ამას, ნუ დაუშვებთ სისხლისღვრას. მაგრამ არა, მაინც მიიყვანეს საქმე აქამდე. ახლა შეიქმნა განსაზღვრული რეალობა. ჩვენ არ შეგვიძლია, ანგარიში არ გავუწიოთ ამას. მაგრამ ვხედავთ იმ სიგნალებს, რომელსაც საქართველოს ახალი ხელისუფლება იძლევა. არ ვიცი, რას გულისხმობდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიძლება ეს უწყებასთან დაკავშირებული საკითხებია. მაგრამ საქართველოში სიტუციის ისე განვითარება, რასაც ახლა ვხედავთ, ვფიქრობ, მოგვცემს შესაძლებლობას დავაბრუნოთ უვიზო რეჟიმი. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს დაეხმარება ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობაში, დაეხმარება ქართველ მეწარმეებს რუსულ ბაზაზრზე მუშაობაში და საერთოდ, შექმნიდა პირობებს ჩვენი ურთიერთობების საბოლოო ნორმალიზების დასრულებაში", - განაცხადა პუტინმა.

სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ  რუსეთის ხელისუფლება ხედავს იმ სიგნალებს, რომელსაც საქართველოს ახალი ხელისუფლება იძლევა.

"არ ვიცი, რას გულისხმობდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიძლება ეს უწყებასთან დაკავშირებული საკითხებია, მაგრამ საქართველოში სიტუაციის ისე განვითარება, რასაც ახლა ვხედავთ, ვფიქრობ, მოგვცემს შესაძლებლობას დავაბრუნოთ უვიზო რეჟიმი", - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში, თუ გათვალისწინებული იქნება ისიც, რომ ეს დაეხმარება ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობაში.

"ეს ასევე დაეხმარება ქართველ მეწარმეებს რუსულ ბაზარზე მუშაობაში და საერთოდ, შექმნიდა პირობებს ჩვენი ურთიერთობების საბოლოო ნორმალიზების დასრულებაში", - განაცხადა პუტინმა.

"რუსთავის 2"-ის ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაზე არის რუსეთი მზად, საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის და პირადად მას შეეცვალა თუ არა პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ჟურნალისტმა პუტინს ასევე შეახსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გუშინდელი განცხადება, რომ რუსეთი ამ ეტაპზე მზად არ არის, გააუქმოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა