საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ქართველ მომღერლებს ერთმანეთის მიმართ შური, ბოღმა და მტრობა აქვთ'' - მარკუს მეტრეველი
''ქართველ მომღერლებს ერთმანეთის მიმართ შური, ბოღმა და მტრობა აქვთ'' - მარკუს მეტრეველი

მომ­ღე­რა­ლი მარ­კუს მეტ­რე­ველს მი­აჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი საქ­მი­ა­ნო­ბა არ არის და­ფა­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამ პრო­ფე­სი­ის მი­ტო­ვე­ბას არ აპი­რებს, რა­და­გან, რო­გორც ამ­ბობს, სიმ­ღე­რა მისი სული და გუ­ლია...

იმე­დი აქვს, რომ მოვა დრო და მისი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ფას­დე­ბა, შო­უ­ბიზ­ნე­სიც ამო­ი­სუნ­თქავს და შე­სა­ბა­მი­სად იქ­ნე­ბა ისე­თი სფე­რო, რო­მელ­ში მუ­შა­ო­ბაც მომ­ღე­რალს პრობ­ლე­მებს კი არ შე­უქ­მნის, არა­მედ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭებს...

- ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი ჩემ­თვის მხო­ლოდ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ერ მომ­ღერ­ლებს ნიშ­ნავს. აბა, ამ სფე­რო­ში არც შოუა და არც ბიზ­ნე­სი! უსახ­სრო­ბის გამო ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა არ ფი­ნანსდე­ბა. ამი­ტომ არის, რომ მომ­ღე­რალს თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის ღირ­სე­უ­ლად რი­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს. ამას მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბი ახერ­ხე­ბენ...

- გა­სა­გე­ბია, რომ ამ სფე­როს მთა­ვარ ნაკლს ასა­ხე­ლებ, მაგ­რამ კი­დევ რა არ მოგ­წონს მას­ში?

- ბევ­რი რამ არ მომ­წონს, ან სა­ერ­თოდ რა არის მო­სა­წო­ნი? გა­ვი­მე­ო­რებ, რომ მხიბ­ლავს მხო­ლოდ ჩვე­ნი მომ­ღერ­ლე­ბის ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, ნიჭი და ნე­ბის­ყო­ფა, რომ ამ რთულ პი­რო­ბებ­ში უხ­დე­ბათ მუ­შა­ო­ბა...

- რას გვე­ტყვი, არის თუ არა ამ სფე­რო­ში (ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში) კლა­ნუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი?

- კლა­ნე­ბი? კი, "რა­ღა­ცე­ბი" არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია... კლა­ნებს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, თა­ვად მომ­ღერ­ლებ­ში ერ­თმა­ნე­თის მი­მართ დიდი შური, ბოღ­მა, ბო­რო­ტე­ბა, მტრო­ბა იგ­რძნო­ბა... ამ ყვე­ლა­ფერს მსოფ­ლი­ო­ში ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია ჰქვია, აქ რაც ხდე­ბა, ამას სა­ხე­ლი არ აქვს...

- რო­გორ გგო­ნია, ვის აქვს ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში მოხ­ვედ­რის უფ­ლე­ბა?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი გვყავს (ძვე­ლი და ახა­ლი თა­ო­ბის), რომ­ლებ­საც ღირ­სე­უ­ლად და წარ­მა­ტე­ბით შე­უძ­ლი­ათ წა­რად­გი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი მსოფ­ლი­ოს დიდ სცე­ნებ­ზე (რა თქმა უნდა, სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რით)... რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ ვის აქვს შო­უ­ბიზ­ნეს­ში მოხ­ვედ­რის უფ­ლე­ბა, ჩემი აზ­რით, მას, ვინც შო­უ­ბიზ­ნე­სის გარ­კვე­ულ სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს...

- რა სტან­დარ­ტებ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ეს არის უპირ­ვე­ლე­სად, უფ­ლის­გან ბო­ძე­ბუ­ლი ნიჭი: 1. ნორ­მა­ლუ­რი ვო­კა­ლი; 2. გა­რეგ­ნო­ბა; 3. იმი­ჯი; 4. რე­პერ­ტუ­ა­რი; 5 სას­ცე­ნო ხე­ლოვ­ნე­ბა; 6 ქო­რე­ოგ­რა­ფია და რაც მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნო­ბა! მოკ­ლედ, რომ ვთქვა, რო­გორც ბერ­ძნე­ბი ამ­ბო­ბენ, უნდა იყოს მომ­ღე­რა­ლი ("პა­კე­ტო")...

- ამ სფე­როს ყვე­ლა წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის ხარ მი­სა­ღე­ბი?

- არი­ან, რა თქმა უნდა, ერ­თე­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც ჯერ კი­დევ მი­უ­ღე­ბე­ლი ვარ, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის დიდი ტრა­გე­დია არ არის. ყვე­ლას ვერ ეყ­ვა­რე­ბი... მაგ­რამ ვიცი, რომ ბევრ ჩემს კო­ლე­გას ვუყ­ვარ­ვარ, მა­ფა­სე­ბენ და ანა­ლო­გი­უ­რად ვარ მეც მათ მი­მართ გან­წყო­ბი­ლი!

- შენი აზ­რით, რა რის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წევ­რმა მი­გი­ღოს?

- ყვე­ლა ვე­რას­დროს მი­გი­ღებს! ეს და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნია... შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლას უყ­ვარ­დე...

- მე­ტე­რი თუ გყავს?

- მტე­რი? რა თქმა უნდა, ბევ­რი მტე­რი მყავს, რომ­ლე­ბიც რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, მაძ­ლი­ე­რე­ბენ...

- შო­უ­ბიზ­ნე­სით ნა­შოვ­ნი ფუ­ლით ცხოვ­რობ?

- სა­ზღვარ­გა­რეთ ჩემი შე­მო­სა­ვა­ლით ვცხოვ­რობ­დი; სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, ამ სფე­რო­ში ნა­შოვ­ნი ფუ­ლით მხო­ლოდ ვარ­სე­ბობთ, ვსუნ­თქავთ!..

- მა­შინ შო­უ­ბიზ­ნეს­ში საქ­მი­ა­ნო­ბას რა აზრი აქვს?

- მე სიმ­ღე­რით ვსუნ­თქავ და რომ არა ჩემი პრო­ფე­სია, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნი ვერ ვი­არ­სე­ბებ­დი. ჩემს სიყ­ვა­რულს, სი­ხა­რულს, ტკი­ვილს ბედ­ნი­ე­რე­ბას ჩემი სიმ­ღე­რით გა­მოვ­ხა­ტავ და შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის ჩემი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა. მჯე­რა, მოვა დრო და ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და პრო­ფე­სია დაგ­ვი­ფას­დე­ბა...

- დღეს და­ბა­ლი ხა­რის­ხის მუ­სი­კის დის­კებ­სა თუ ალ­ბო­მებს აქვს გა­სა­ვა­ლი. მა­სობ­რი­ვად ისი­ნი იყი­დე­ბა. რა არის ამის მი­ზე­ზი?

- ეს არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, მსოფ­ლი­ო­შიც დიდი პრობ­ლე­მაა. მე­კობ­რე­ო­ბა მუ­სი­კა­ში მსოფ­ლი­ოს აწუ­ხებს და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­საც.…მა­გა­ლი­თად, ჩემი ალ­ბო­მი ჯერ არ გა­მო­სუ­ლა და ბაზ­რო­ბის დახ­ლებს (მდა­რე ხა­რის­ხის) ჩემი დის­კე­ბი უკვე ამ­შვე­ნებს... ამას ხელი ინ­ტერ­ნეტ­მა შე­უ­წყო... სა­ერ­თოდ, გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მაქვს ერთი სიდი სინ­გლი (სა­ბერ­ძნეთ­ში), სა­დაც 3 სიმ­ღე­რაა შე­სუ­ლი, ის კომ­პა­ნია FAME STUDIOM გა­მო­უშ­ვა… ალ­ბომ­ზე ახლა ვას­რუ­ლებ მუ­შა­ო­ბას და სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ ალ­ბომს გა­მო­ვუშ­ვებ...

- პრო­დი­უ­სე­რი თუ გყავს?

- ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი იყო უნი­ჭი­ე­რე­სი კომ­პო­ზი­ტო­რი და მომ­ღე­რა­ლი მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი. ამ ეტაპ­ზე პრო­დი­უ­სინგს მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი მი­წევს (სი­ცი­ლით ამ­ბობს)...

- ახა­ლი წლის ღამე შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის შე­მო­სავ­ლი­ა­ნია ხოლ­მე. ალ­ბათ შენც დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბი, არა? რამ­დე­ნად სწო­რად მი­გაჩ­ნია შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კლუ­ბებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში გა­მოს­ვლა?

- სა­ა­ხალ­წლოდ, რა­საკ­ვრი­ვე­ლია დატ­ვირ­თუ­ლი ვარ. ნე­ტა­ვი, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ ახა­ლი წელი იყოს, მი­ვე­სალ­მე­ბი. მომ­ღე­რა­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხალ­ხს ეკუთ­ვნის და სა­დაც ღირ­სე­უ­ლი მიწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა, ეს იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი დო­ნის კლუ­ბი თუ რეს­ტო­რა­ნი, რა­ტო­მაც არ უნდა მი­ი­ღოს მომ­ღე­რალ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა? ჩემ­თვის პი­რა­დად მი­სა­ღე­ბია მღე­რა კლუბ­სა და რეს­ტო­რან­ში, რად­გა­ნაც იქაც არი­ან ჩვე­ნი მსმე­ნე­ლე­ბი და ან­ტიმსმე­ნე­ლე­ბი.

- ოდეს­მე კონ­ცერ­ტი­დან ვინ­მეს თუ და­უბ­ლო­კი­ხარ და რა­ტომ?

- კი, დაბ­ლოკ­ვის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი მქონ­და. "დაბ­ლოკ­ვა" ისე, რა სა­სა­ცი­ლო სი­ტყვაა, არა? მაგ­რამ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლებს არ და­ვა­კონ­კრე­ტებ, რად­გა­ნაც ასე­თი საქ­ცი­ე­ლით­ვის ზო­გა­დად ცო­დო­ე­ბი არი­ან. ისი­ნი თა­ვი­სი ბოღ­მის, შუ­რი­სა და ეგო­იზ­მის წი­ნა­შე იმ­დე­ნად უსუ­სუ­რე­ბი არი­ან, რომ სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა, და­ვეხ­მა­რო ჩემი სი­ტყვი­ე­რი მი­ნიშ­ნე­ბით: "kiss my ass".

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

''ქართველ მომღერლებს ერთმანეთის მიმართ შური, ბოღმა და მტრობა აქვთ'' - მარკუს მეტრეველი

''ქართველ მომღერლებს ერთმანეთის მიმართ შური, ბოღმა და მტრობა აქვთ'' - მარკუს მეტრეველი

მომღერალი მარკუს მეტრეველს მიაჩნია, რომ საქართველოში მისი საქმიანობა არ არის დაფასებული, თუმცა ამ პროფესიის მიტოვებას არ აპირებს, რადაგან, როგორც ამბობს, სიმღერა მისი სული და გულია...

იმედი აქვს, რომ მოვა დრო და მისი საქმიანობა დაფასდება, შოუბიზნესიც ამოისუნთქავს და შესაბამისად იქნება ისეთი სფერო, რომელში მუშაობაც მომღერალს პრობლემებს კი არ შეუქმნის, არამედ სიამოვნებას მიანიჭებს...

- ქართული შოუბიზნესი ჩემთვის მხოლოდ ძალიან ნიჭიერ მომღერლებს ნიშნავს. აბა, ამ სფეროში არც შოუა და არც ბიზნესი! უსახსრობის გამო ჩვენი შემოქმედება არ ფინანსდება. ამიტომ არის, რომ მომღერალს თავისი შემოქმედების ღირსეულად რიალიზაციის საშუალება არ აქვს. ამას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ...

- გასაგებია, რომ ამ სფეროს მთავარ ნაკლს ასახელებ, მაგრამ კიდევ რა არ მოგწონს მასში?

- ბევრი რამ არ მომწონს, ან საერთოდ რა არის მოსაწონი? გავიმეორებ, რომ მხიბლავს მხოლოდ ჩვენი მომღერლების ვოკალური მონაცემები, ნიჭი და ნებისყოფა, რომ ამ რთულ პირობებში უხდებათ მუშაობა...

- რას გვეტყვი, არის თუ არა ამ სფეროში (ქართულ შოუბიზნესში) კლანური დაჯგუფებები?

- კლანები? კი, "რაღაცები" არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის გაუგებარია... კლანებს რომ თავი დავანებოთ, თავად მომღერლებში ერთმანეთის მიმართ დიდი შური, ბოღმა, ბოროტება, მტრობა იგრძნობა... ამ ყველაფერს მსოფლიოში ჯანსაღი კონკურენცია ჰქვია, აქ რაც ხდება, ამას სახელი არ აქვს...

- როგორ გგონია, ვის აქვს ქართულ შოუბიზნესში მოხვედრის უფლება?

- საქართველოში ბევრი ნიჭიერი მომღერალი გვყავს (ძველი და ახალი თაობის), რომლებსაც ღირსეულად და წარმატებით შეუძლიათ წარადგინოს საქართველოს სახელი მსოფლიოს დიდ სცენებზე (რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით)... რაც შეეხება იმას, თუ ვის აქვს შოუბიზნესში მოხვედრის უფლება, ჩემი აზრით, მას, ვინც შოუბიზნესის გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებს...

- რა სტანდარტებზეა ლაპარაკი?

- ეს არის უპირველესად, უფლისგან ბოძებული ნიჭი: 1. ნორმალური ვოკალი; 2. გარეგნობა; 3. იმიჯი; 4. რეპერტუარი; 5 სასცენო ხელოვნება; 6 ქორეოგრაფია და რაც მთავარია, ადამიანობა! მოკლედ, რომ ვთქვა, როგორც ბერძნები ამბობენ, უნდა იყოს მომღერალი ("პაკეტო")...

- ამ სფეროს ყველა წარმომადგენლისთვის ხარ მისაღები?

- არიან, რა თქმა უნდა, ერთეულები, რომლებისთვისაც ჯერ კიდევ მიუღებელი ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია არ არის. ყველას ვერ ეყვარები... მაგრამ ვიცი, რომ ბევრ ჩემს კოლეგას ვუყვარვარ, მაფასებენ და ანალოგიურად ვარ მეც მათ მიმართ განწყობილი!

- შენი აზრით, რა რის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოების ყველა წევრმა მიგიღოს?

- ყველა ვერასდროს მიგიღებს! ეს დაუწერელი კანონია... შეუძლებელია ყველას უყვარდე...

- მეტერი თუ გყავს?

- მტერი? რა თქმა უნდა, ბევრი მტერი მყავს, რომლებიც რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მაძლიერებენ...

- შოუბიზნესით ნაშოვნი ფულით ცხოვრობ?

- საზღვარგარეთ ჩემი შემოსავალით ვცხოვრობდი; საქართველოში კი, ამ სფეროში ნაშოვნი ფულით მხოლოდ ვარსებობთ, ვსუნთქავთ!..

- მაშინ შოუბიზნესში საქმიანობას რა აზრი აქვს?

- მე სიმღერით ვსუნთქავ და რომ არა ჩემი პროფესია, როგორც პიროვნება, ადამიანი ვერ ვიარსებებდი. ჩემს სიყვარულს, სიხარულს, ტკივილს ბედნიერებას ჩემი სიმღერით გამოვხატავ და შესაბამისად, ეს არის ჩემი მამოძრავებელი ძალა. მჯერა, მოვა დრო და ჩვენი საქმიანობა და პროფესია დაგვიფასდება...

- დღეს დაბალი ხარისხის მუსიკის დისკებსა თუ ალბომებს აქვს გასავალი. მასობრივად ისინი იყიდება. რა არის ამის მიზეზი?

- ეს არა მარტო საქართველოს, მსოფლიოშიც დიდი პრობლემაა. მეკობრეობა მუსიკაში მსოფლიოს აწუხებს და შესაბამისად, საქართველოსაც.…მაგალითად, ჩემი ალბომი ჯერ არ გამოსულა და ბაზრობის დახლებს (მდარე ხარისხის) ჩემი დისკები უკვე ამშვენებს... ამას ხელი ინტერნეტმა შეუწყო... საერთოდ, გამოშვებული მაქვს ერთი სიდი სინგლი (საბერძნეთში), სადაც 3 სიმღერაა შესული, ის კომპანია FAME STUDIOM გამოუშვა… ალბომზე ახლა ვასრულებ მუშაობას და საქართველოში პირველ ალბომს გამოვუშვებ...

- პროდიუსერი თუ გყავს?

- ჩემი მუსიკალური პროდიუსერი იყო უნიჭიერესი კომპოზიტორი და მომღერალი მაიკო კაჭკაჭიშვილი. ამ ეტაპზე პროდიუსინგს მარკუს მეტრეველი მიწევს (სიცილით ამბობს)...

- ახალი წლის ღამე შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის შემოსავლიანია ხოლმე. ალბათ შენც დატვირთული იქნები, არა? რამდენად სწორად მიგაჩნია შოუბიზნესის წარმომადგენლების კლუბებსა და რესტორნებში გამოსვლა?

- საახალწლოდ, რასაკვრიველია დატვირთული ვარ. ნეტავი, საქართველოში სულ ახალი წელი იყოს, მივესალმები. მომღერალი შოუბიზნესის წარმომადგენელი ხალხს ეკუთვნის და სადაც ღირსეული მიწვევა იქნება, ეს იქნება მაღალი დონის კლუბი თუ რესტორანი, რატომაც არ უნდა მიიღოს მომღერალმა მონაწილეობა? ჩემთვის პირადად მისაღებია მღერა კლუბსა და რესტორანში, რადგანაც იქაც არიან ჩვენი მსმენელები და ანტიმსმენელები.

- ოდესმე კონცერტიდან ვინმეს თუ დაუბლოკიხარ და რატომ?

- კი, დაბლოკვის რამდენიმე ფაქტი მქონდა. "დაბლოკვა" ისე, რა სასაცილო სიტყვაა, არა? მაგრამ იმ ადამიანების სახელებს არ დავაკონკრეტებ, რადგანაც ასეთი საქციელითვის ზოგადად ცოდოები არიან. ისინი თავისი ბოღმის, შურისა და ეგოიზმის წინაშე იმდენად უსუსურები არიან, რომ სურვილი მიჩნდება, დავეხმარო ჩემი სიტყვიერი მინიშნებით: "kiss my ass".

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge''-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება