რიკი მარტინი მამაკაცზე ქორწინდება

რიკი მარტინი მამაკაცზე ქორწინდება

პოპულარული ლათინოამერიკელი მომღერალი რიკი მარტინი დაქორწინებას აპირებს. მომღერალი, რომელმაც 2010 წელს მისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ განაცხადა, საყვარელთან ურთიერთობას ოფიციალურად ესპანეთში გააფორმებს. იგი პარტნიორ კარლოს გონსალეს აბელთან უკვე 4 წელია ცხოვრობს.

41 წლის მომღერალმა ერთ-ერთი ინტერვიუში საკუთარი გრძნობების შესახებ ისაუბრა. "ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვაქვს, იცით, სიყვარული მოულოდნელად მოდის, როდესაც მას არ ელოდები. საყვარელ ადამიანს არ ვეძებდი, მაგრამ თავისით გამოჩნდა. მას ჩემი შვილები ძალიან უყვარს. უკეთესს ვერც ინატრებ",- თქვა მარტინმა.

მას შემდეგ რაც 2011 წელს მომღერალი ოფიციალურად ესპანეთის მოქალაქე გახდა, მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ჭორები გავრცელდა, რადგან ამ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია.

მუსიკის გარდა, მარტინმა მწერლობაც სცადა. ორი ვაჟის - მატეოსა და ვალენტინოს მამამ წიგნი Santiago The Dreamer In The Land Among The Stars დაწერა.

საბავშვო წიგნი უკვე გაყიდვაშია.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე დაგაინტერესებთ:

რიკი მარტინმა სცენაზე ორგია მოაწყო

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება