ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს გრანტის სახით 30 მილიონი ჩინური იუანი (დაახლოებით 4.9 მლნ აშშ დოლარი) გამოუყო.
"აღნიშნული გრანტით დაფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები. ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველომ ჩინეთის მთავრობისგან 220 მლნ იუანის ოდენობის დახმარება მიიღო, მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო მელიორაციისა და ირიგაციის სისტემებისთვის განკუთვნილი ტექნიკის გადმოცემა. დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
2005 წლიდან დღემდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გრანტების სახით უკვე გამოყოფილია 220 მლნ იუანი (დაახლოებით 36.2 მლნ აშშ დოლარი) და 30 მლნ იუანის (დაახლოებით 4.7 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის 20-წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი 10 წლიანი შეღავათიანი პერიოდით.
ამ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგების (ირიგაცია და სასათბურე მეურნეობა) აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და მოწყობილობებით.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9