ხაზინის ფლანგვის სინდრომი - მოსიარულე "ნაღმები" საქართველოს ხელისუფლებაში

ხაზინის ფლანგვის სინდრომი - მოსიარულე "ნაღმები" საქართველოს ხელისუფლებაში

"უნა­ხავ­მა რა ნა­ხაო", - კარ­გი გა­მოთ­ქ­მა გვაქვს ქარ­თ­ვე­ლებს. ფსი­ქო­ლო­გე­ბი კი ამას "სი­ხარ­ბის სინ­დ­რომს" უწო­დე­ბენ. ძი­რი­თა­დად ემარ­თე­ბათ ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უც­ბად, ზოგ­ჯერ თა­ვის­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლა­დაც, იშო­ვი­ან ფულს და რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბას მი­აღ­წე­ვენ. რო­გორც წე­სი, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ უნა­ხა­ო­ბი­თა თუ სი­ხარ­ბის სინ­დ­რო­მით, ისეთ შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ, რომ, რო­გორც იტყ­ვი­ან, ქა­რის მო­ტა­ნი­ლი ისევ ქარს მი­აქვს ხოლ­მე.

თუმ­ცა რო­დე­საც უნა­ხა­ო­ბი­სა თუ სი­ხარ­ბის სინ­დ­რო­მი ემარ­თე­ბათ სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლე­ებს, მე­დია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკ­ვე დამ­კ­ვირ­ვებ­ლის როლ­ში ვე­ღარ დარ­ჩე­ბა. კერ­ძოდ, სწო­რედ ჩვენი გა­და­სა­ხა­დები­დან ფი­ნან­ს­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის ხელ­ფა­სე­ბი, მა­თი მან­ქა­ნე­ბი (­შე­ძე­ნა, ბენ­ზი­ნი და ა.შ), მა­თი თა­ნა­შემ­წე­ე­ბი­სა თუ მძღო­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბი და ის კონ­ვერ­ტიც კი, რომ­ლე­ბი­თაც ისი­ნი ოფი­ცი­ა­ლურ წე­რი­ლებს გზავ­ნი­ან.

აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რის ავ­თან­დილ ბე­რი­ძი­სა და მი­სი ლა­მის შე­ძე­ნი­ლი ჯი­პის გარ­შე­მო ამ­ტყ­დარ აჟი­ო­ტაჟ­ზე აღარ შევ­ჩერ­დე­ბით. ცუ­დი ის არის, რომ, რო­გორც ექ­ს­პერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, ბე­რი­ძის შემ­თხ­ვე­ვა ერ­თა­დერ­თი არ არის. ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი კი, რომ­ლებ­საც "უნა­ხავ­მა რა ნა­ხა" და­ე­მარ­თათ, თა­ვი­სი "სი­ხარ­ბის სინ­დ­რო­მის" და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, ჩვენს, ანუ სა­ბი­უ­ჯე­ტო ფულს ხარ­ჯა­ვენ და უკვე ხაზინის ფლანგვის სინდრომი უყალიბდებათ. უნა­ხა­ვი ჩი­ნოს­ნის "ბი­უ­ჯეტ­ზე მიშ­ვე­ბა" იგი­ვეა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ნე­ლი მოქ­მე­დე­ბის მო­სი­ა­რუ­ლე ნაღ­მი რომ გყავ­დეს. - რო­დის აფეთ­ქ­დე­ბა, არ იცი, სა­მა­გი­ე­როდ, აფეთ­ქე­ბა (­ს­კან­და­ლი, გა­და­ხარ­ჯ­ვა, სა­ბი­უ­ჯე­ტო კრი­ზი­სი) კი ნამ­დ­ვი­ლად მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა და ყვე­ლა გა­ის­ვ­რე­ბა, მათ შო­რის ის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც პა­ტი­ოს­ნად და ყო­ველ­გ­ვა­რი ზედ­მე­ტი ფუ­ფუ­ნე­ბის გა­რე­შე უძღ­ვე­ბი­ან საქ­მეს.

არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სფე­რო­ში გარ­კ­ვე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი უნ­და და­წეს­დეს.

გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ა (­"­სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თ­ვე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი): "სა­ხელ­მ­წი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სფე­რო­ში იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და გარ­კ­ვე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მის შექ­მ­ნა, თუმ­ცა ამ სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას დი­დი დრო სჭირ­დე­ბა. ისე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ხელ­მ­წი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეა, ჩანს, ვინ რის შე­ძე­ნას აპი­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მო­ნი­ტო­რინ­გი, სიფხიზ­ლე, დაც­ვის ერთ-ერ­თი მე­ქა­ნიზ­მია სა­ხელ­მ­წი­ფო თან­ხე­ბის არა­სა­თა­ნა­დო ხარ­ჯ­ვის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის. კა­ნონ­ში "სა­ხელ­მ­წი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ" პირ­და­პირ არის ნათ­ქ­ვა­მი, რომ "შემ­ს­ყიდ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ვალ­დე­ბუ­ლია რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად და სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს შეს­ყიდ­ვა". სხვა­თა შო­რის, ახ­ლა­ხან ჩვე­ნი ყუ­რადღე­ბა მი­იპყ­რო მარ­ნე­უ­ლის გამ­გე­ო­ბის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ­მა 170 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტენ­დერ­მა 3 მან­ქა­ნის შე­სა­ძე­ნად. ტენ­დე­რის პირ­ველ ვერ­სი­ა­ში ( რო­მე­ლიც ახ­ლა სას­წ­რა­ფოდ შე­ას­წო­რეს) აშ­კა­რად ჩან­და, რომ ტენ­დე­რის დო­კუ­მენ­ტა­ცია დაქ­სე­როქ­სე­ბუ­ლი იყო ერთ-ერ­თი კომ­პა­ნი­ის მან­ქა­ნე­ბის მო­ნა­ცემ­თა სი­ი­დან, ამ კომ­პა­ნი­ის ლო­გოც ჩან­და. ტენ­დე­რის დაწ­ვ­რი­ლე­ბი­თი მოთხოვ­ნე­ბი: მან­ქა­ნის სიგ­რ­ძე-სი­გა­ნე-სი­მაღ­ლე სან­ტი­მეტ­რებ­ში, სხვა პა­რა­მეტ­რე­ბი, ისე იყო გა­წე­რი­ლი, მხო­ლოდ ერთ მან­ქა­ნას შე­იძ­ლე­ბა და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა, რაც კა­ნონ­დარ­ღ­ვე­ვაა. ახალ ვერ­სი­ა­ში ლო­გო აღარ ჩანს, მაგ­რამ პი­რო­ბე­ბი, რაც ავ­ტო­მან­ქა­ნამ უნ­და და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, მა­ინც ძალ­ზე შეზღუ­დუ­ლია. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა სა­ტენ­დე­რო პი­რო­ბებ­ში ლა­პა­რა­კია მან­ქა­ნის მა­ცი­ვარ­ზე, სა­ჭის დი­ზა­ინ­ზე, მა­გა­ლი­თად, ხი­სა და ტყა­ვის კომ­ბი­ნი­რე­ბულ სა­ჭე­ზე, რაც უკ­ვე ფუ­ფუ­ნე­ბაა და არა აუცი­ლებ­ლო­ბა, ამა­ში ხომ სა­ხელ­მ­წი­ფო სახ­ს­რე­ბი იხარ­ჯე­ბა! შე­საძ­ლოა, სა­მი­ნის­ტ­როს სჭირ­დე­ბა მა­ღა­ლი კლა­სის მან­ქა­ნა თუნ­დაც უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, მაგ­რამ ხში­რად ისე­თი მოთხოვ­ნე­ბია, რი­სი და­სა­ბუ­თე­ბაც ძნე­ლია. კა­ნო­ნით შე­იძ­ლე­ბა ძვე­ლი ავ­ტო­პარ­კი კონ­კ­რე­ტულ კომ­პა­ნი­ას მიჰ­ყი­დო და შემ­დეგ თან­ხის და­მა­ტე­ბით ახა­ლი შე­ის­ყი­დო, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა ზედ­მეტ ხარ­ჯებს თა­ვი უნ­და აარი­დონ, ხალ­ხის ჯი­ბი­დან შევ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ყა­ი­რა­თი­ან ხარ­ჯ­ვა­ზე უნ­და იყონ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და არა სა­კუ­თარ კომ­ფორ­ტ­ზე.

სო­ფიო ჭა­რე­ლი (­სა­ქარ­­თ­ვე­­ლოს ახალ­გაზ­რ­და იურის­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი): კა­ნო­ნი, რომ­ლი­თაც სა­ხელ­მ­წი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ძალ­ზე ზო­გა­დია, მას­ში ნათ­ქ­ვა­მია, რომ შეს­ყიდ­ვე­ბი­სას სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფო სახ­ს­რებს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად უნ­და ხარ­ჯავ­დ­ნენ, თუმ­ცა, არ არ­სე­ბობს კონ­კ­რე­ტუ­ლი წე­სი, კრი­ტე­რი­უ­მი, მა­გა­ლი­თად, რა სა­ხის ავ­ტო­მან­ქა­ნა უნ­და შე­ის­ყი­დოს სა­მი­ნის­ტ­რომ თუ სხვა ორ­გა­ნომ, რა ხარ­ჯე­ბი უნ­და და­ი­ხარ­ჯოს მათ შე­სა­ძე­ნად. ამი­ტომ, მთავ­რო­ბას მივ­მარ­თეთ რე­კო­მენ­და­ცი­ით, შე­მუ­შავ­დეს სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტი, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტულ წე­სებს, კრი­ტე­რი­უ­მებს და­ად­გენს და ყვე­ლა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე გავ­რ­ცელ­დე­ბა. შე­იქ­მ­ნა სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სია, რო­მე­ლიც ამ სა­კითხს სწავ­ლობს. ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, ავ­ტო­სატ­რან­ს­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნის წეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა. კვლე­ვის თა­ნახ­მად, ახალი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვ­ლის შემ­დეგ, ოქ­ტომ­ბ­რის არ­ჩევ­ნე­ბი­დან 2013 წლამ­დე, 307 ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ი­ძი­ნეს, 2013 წელს კი სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა 461 ავ­ტო­მან­ქა­ნა იყი­დეს.

- უნ­და არ­სე­ბობ­დეს თან­ხის ზე­და ზღვა­რი, რომ­ლის ზე­მოთ ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა არ შე­იძ­ლე­ბა?

- შე­საძ­ლოა, თან­ხა სხვა­დას­ხ­ვა იყოს, თუნ­დაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, ეს წი­ნას­წარ უნ­და გა­ი­წე­როს, რად­გან ერ­თი წლით ად­რე სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ უკ­ვე იცის, სჭირ­დე­ბა თუ არა მან­ქა­ნა, რაც არ ხდე­ბა და მან­ქა­ნებს სპონ­ტა­ნუ­რად იძე­ნენ, რაც ასე­ვე კა­ნონ­დარ­ღ­ვე­ვაა, მე­ტი და­სა­ბუ­თე­ბაა სა­ჭი­რო, თუ რა­ტომ ყი­დუ­ლო­ბენ სწო­რედ ამ ავ­ტო­მო­ბილს და არა სხვას.

კახა კა­ხიშ­ვი­ლი­ (ექ­ს­პერ­ტი): "მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რად ეკო­ნო­მი­უ­რი მო­დე­ლი უნ­და შე­ი­ძი­ნონ, რა აუცი­ლებ­ლო­ბაა, მათ ლუქს და ბიზ­ნეს­კ­ლა­სის "სე­და­ნე­ბით" იარონ? არ­სე­ბობს მან­ქა­ნე­ბის ეკო­ნო­მი­უ­რი სეგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც იაფია, არც შე­ნახ­ვა-ნა­წი­ლე­ბის შეც­ვ­ლა მო­ითხოვს დიდ ხარ­ჯებს, ნაკ­ლებ საწ­ვავ­საც მო­იხ­მარს; სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლე­ებს უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეთ მხო­ლოდ ეკო­ნომ­კ­ლა­სის და არა ბიზ­ნეს და ლუქ­ს­კ­ლა­სის მან­ქა­ნე­ბი. სწო­რედ ამ პა­რა­მეტ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნ­და შე­ი­მუ­შა­ოს მთავ­რო­ბამ სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტი. გასაგებია, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს სჭირ­დე­ბა ასე­ვე წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი კლა­სის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის პარ­კი, რად­გან მა­ღა­ლი დო­ნის სტუმ­რე­ბი ჩა­მო­დი­ან და თვი­თონ უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს: პრე­ზი­დენტს, პრე­მი­ერს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს ასე­თი მან­ქა­ნე­ბი უნ­და მო­ემ­სა­ხუ­როს, მაგ­რამ აქაც მკაც­რი რეგ­ლა­მენ­ტა­ცია უნ­და არ­სე­ბობ­დეს - ვის რა მან­ქა­ნა ეკუთ­ვ­ნის; რაც შე­ე­ხე­ბა ჯი­პებს, არც ერთ ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლე­ებს ჯი­პი არ ემ­სა­ხუ­რე­ბა და რად­გან ბო­ლო დროს ჩვენ­მა ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა მო­უხ­ში­რეს სა­უ­ბარს, რომ მთებ­ში უწევთ სი­ა­რუ­ლი, ასე­თი სა­გან­გე­ბო შემ­თხ­ვე­ვე­ბის­თ­ვის, სა­მი­ნის­ტ­როს ბა­ლან­ს­ზე შე­იძ­ლე­ბა ერ­თი მან­ქა­ნა ირიცხე­ბო­დეს, მაგ­რამ ამ მან­ქა­ნით მი­ნის­ტ­რი ყო­ველ­დღი­უ­რად არ უნ­და სარ­გებ­ლობ­დეს, მხო­ლოდ სა­გან­გე­ბო შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და იქო­ქე­ბო­დეს, რად­გან მი­სი შე­ნახ­ვა ძალ­ზე ძვი­რია, რო­გორც საწ­ვა­ვის, ისე სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის მხრივ".

ნო­დარ სარ­ჯ­ვე­ლა­ძე (­ფ­სი­ქო­ლო­გი): "თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი, მი­ნის­ტ­რი თუ სხვა რან­გის პო­ლი­ტი­კო­სი მა­ინც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია და შე­სა­ბა­მი­სი სურ­ვი­ლე­ბი, მო­ტი­ვე­ბი ამოძ­რა­ვებს: წინ­ს­ვ­ლის სურ­ვი­ლი, ამ­ბი­ცია, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­კენ სწრაფ­ვა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, სი­ხარ­ბეც. თა­ნამ­დე­ბო­ბა, ძა­ლა­უფ­ლე­ბით ტკბო­ბის არე­ა­ლი - მა­ინც პა­ტივ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბის სარ­ბი­ე­ლია და რა­კი ისი­ნი ხარ­ბად ეტა­ნე­ბი­ან თა­ნამ­დე­ბო­ბას, მის­გან შე­სა­ბა­მის დი­ვი­დენ­დებს, გა­მორ­ჩე­ნა­საც ელი­ან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის სურ­ვი­ლიც ძა­ლა­უფ­ლე­ბის ნე­ბის გა­მო­ხატ­ვაა, ძა­ლა­უფ­ლე­ბა კი ადა­მი­ა­ნებს ხში­რად სწო­რედ თა­ვიანთი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად სჭირ­დე­ბათ. მარ­თა­ლია, ხალხს უნ­და, რომ ისი­ნი არა სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა­ზე, არა­მედ უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუ­ნავ­დ­ნენ, მათ­თ­ვის კი ხალ­ხ­ზე ზრუნ­ვა, უმე­ტეს­წი­ლად, სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის სურ­ვი­ლია, უნ­დათ, რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს იყ­ვ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, თუმ­ცა, ამ­ჟა­მად ჩვენ­ში ხში­რია სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი, ძალ­ზე მა­ღა­ლია ე.წ. ვერ­ტი­კა­ლუ­რი მო­ბი­ლო­ბა, რაც პო­ლი­ტი­კო­სებ­ში არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ც­დას ბა­დებს: ერ­თი ძა­ლა წა­ვი­და, მე­ო­რე მო­ვი­და, ვინ იქ­ნე­ბა ხვალ? ამი­ტომ ცდი­ლო­ბენ, დრო­ის მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი ნა­ხონ, მან­ქა­ნა იქ­ნე­ბა, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი თუ ფუ­ფუ­ნე­ბის სხვა საგ­ნე­ბი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სხვი­სი, ხში­რად თა­ვი­სი ზემ­დ­გო­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის თვა­ლით უყუ­რე­ბენ სამ­ყა­როს: მას თუ აქვს, მე რა­ტომ არ უნ­და მქონ­დეს? სხვაგ­ვა­რად ვერც მო­იქ­ცე­ვა, რად­გან ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თეთ­რი ყვა­ვის როლ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა".

ისე, მარ­ტო ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში არ არის საქ­მე. მა­გა­ლი­თად, ექ­ს­პერ­ტებს არა­ერ­თხელ აღუ­ნიშ­ნავთ, რომ 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის მი­ხედ­ვით, გა­ი­ზარ­და სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბის შტა­ტე­ბი და და­ფი­ნან­სე­ბა. სხვა­თა შო­რის, "ყვე­ლა სი­ახ­ლე" წერ­და, რომ ცო­ტა უც­ნა­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მი­ვი­ღეთ. სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ხში­რად უფ­რო მა­ღა­ლი ხელ­ფა­სე­ბია, ვიდ­რე ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში და არ არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, კონ­კ­რე­ტულ­მა ჩი­ნო­სან­მა არცთუ ისე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მის კე­თე­ბა­ში რა­ტომ უნ­და მი­ი­ღოს 4-5 ათა­სი ლა­რი. სა­მა­გი­ე­როდ, ეს არა­ჯან­საღ პრო­ცე­სებს იწ­ვევს. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა ცდი­ლობს სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბას და ხში­რად სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბი ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ებს კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებს არ­თ­მე­ვენ. სა­ხელ­მ­წი­ფო რომ ბიზ­ნე­სის კონ­კუ­რენ­ტის როლ­ში გა­მო­დის, ალ­ბათ, ასე­თი უც­ნა­უ­რო­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თუ მოხ­დე­ბა.

პ.ს. ალ­ბათ, კი­დევ ერთ სინ­დ­რომ­ზე უნ­და ვი­სა­უბ­როთ - "და­ბუ­რულ­მი­ნე­ბი­ა­ნი ჯი­პე­ბის" სინ­დ­რომ­ზე - სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი რან­გის ჩი­ნო­სნებიც კი ასე­თი მან­ქა­ნე­ბით მოძ­რა­ო­ბას ცდი­ლო­ბენ. ისე, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ცა­ლი ყუ­რით მა­ინც მო­ეს­მი­ნათ, რას ამ­ბო­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მო­რი­გი ასე­თი ბორ­ბ­ლე­ბი­ა­ნი "სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნა" რომ ჩა­უ­წუ­ი­ლებთ ხოლ­მე.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა