სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მნიშვნელოვანი დღე წულაძეების ოჯახში
ყველაზე მნიშვნელოვანი დღე წულაძეების ოჯახში

ლე­ვან წუ­ლა­ძი­სა და მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვას ოჯახ­ში უკვე სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბი­ლე­ბა იგ­რძნო­ბა. დღე­სას­წა­უ­ლის მო­ლო­დინს, უცხო­ე­თი­დან თი­ნა­თი­ნის ჩა­მოს­ვლის სი­ხა­რუ­ლიც ამ­ძაფ­რებს. რე­ჟი­სო­რის ოჯახ­ში, სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი­სას, ყვე­ლას თა­ვი­სი როლი აქვს. "ახა­ლი წელი ჩვენს ოჯახ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­სას­წა­უ­ლია, რა­ტომ­ღაც ასე დამ­კვიდ­რდა", - ამ­ბობს მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა და სა­მა­ლა­ვებ­ში გა­და­ნა­ხულ იმ სა­ჩუქ­რებს იხ­სე­ნებს, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ზე მე­ტად აღაფრ­თო­ვა­ნა.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1969 წლის 4 აგ­ვის­ტო.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მსა­ხი­ო­ბი. ამ პრო­ფე­სი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი იმ ასა­კი­დან გა­მიჩ­ნდა, როცა გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ყვე­ლა ადა­მი­ან­მა პრო­ფე­სია უნდა აირ­ჩი­ოს. არ­ჩე­ვა­ნის გამო არას­დროს მი­ნა­ნია.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...ბევრ რა­მეს ამ­ბო­ბენ და რო­მე­ლი გა­ვიხ­სე­ნო?

- მსმე­ნია, მა­ნა­ნა კარ­გი მე­გო­ბა­რი­აო.

- მად­ლო­ბა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, - სუ­ნა­მო­ზე გიჟ­დე­ბაო. ისე, მარ­თლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...ლე­ვანს. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად წინსვლის­კენ, გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მი­ბიძ­გებს. მას რომ არ შევ­ხვედ­რო­დი, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ვიქ­ნე­ბო­დი თუ არა წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...ბევრ შეც­დო­მას არ და­ვუშ­ვებ­დი.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე...

- ...ჭკუ­ას ხან ვსწავ­ლობ და ხან - ვერა. სამ­წუ­ხა­როდ, ზოგ­ჯერ შეც­დო­მებს ვი­მე­ო­რებ.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...მყავს ლე­ვა­ნი და კარ­გი შვი­ლი - თი­ნა­თი­ნი. მას არ­და­დე­გებ­ზე ვე­ლო­დე­ბით. ახალ წელს ერ­თად შევ­ხვდე­ბით.

- ჩვე­ვად გვაქვს, ყო­ველ ახალ წელს...

- ...ერ­თმა­ნეთს სი­ურპრი­ზებს ვუ­წყობთ. სა­ჩუქ­რებს ყვე­ლა­ნი სა­გულ­და­გუ­ლოდ ვმა­ლავთ. 12 სა­ა­თი რომ შეს­რულ­დე­ბა, სა­მა­ლა­ვე­ბი­დან გა­მოგ­ვაქვს და დიდი ჟრი­ა­მუ­ლი იწყე­ბა.

- სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქა­რი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მა­ო­ცა...

- ...ლე­ვა­ნის­გან ნა­ჩუ­ქა­რი სა­ა­თი და სათ­ვა­ლე იყო. ზუს­ტად ისე­თი იყო, რო­გო­რიც მინ­დო­და და 12 სა­ათ­ზე გა­მო­ა­ჩი­ნა. ახა­ლი წელი ჩვენს ოჯახ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­სას­წა­უ­ლია, რა­ტომ­ღაც ასე დამ­კვიდ­რდა. სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი არა­ნაკ­ლებ სა­სი­ა­მოვ­ნოა. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ დღე­ზე ვფიქ­რობ.

- სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი...

- ...გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვაქვს. კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე მე ვზრუ­ნავ, თი­ნა­თი­ნი ნაძ­ვის ხეს რთავს, სახ­ლს ალა­მა­ზებს. ლე­ვა­ნი მე მეხ­მა­რე­ბა და მერე ყვე­ლა­ფერს გემ­რი­ე­ლად გე­ახ­ლე­ბათ.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...ეს ოპ­ტი­მიზ­მია. მინ­და, ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა და აღ­ქმა არას­დროს დავ­კარ­გო. პე­სი­მიზ­მიც შე­მო­მი­ტევს ხოლ­მე, მაგ­რამ ვცდი­ლობ, მო­ვე­რიო. ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა ლე­ვა­ნი ვერ მეხ­მა­რე­ბა. ასეთ დროს ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს მხო­ლოდ თა­ვად თუ უშ­ვე­ლის. გან­წყო­ბის თე­ო­რი­ის ძა­ლი­ან მჯე­რა.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ძა­ლე­ბის მი­მართ ზედ­მე­ტი ურ­წმუ­ნო­ე­ბაა.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- როცა მე და ლე­ვა­ნი ერ­თმა­ნეთს ვე­ბუ­ტე­ბით...

- ....გა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ ვრიგ­დე­ბით? ძა­ლი­ან მო­ჩხუ­ბა­რი ცოლ-ქმა­რი არ ვართ. იშ­ვი­ა­თად ვკა­მა­თობთ და რო­გორც წესი, ეს უაზ­რო­ბის, გა­უ­გებ­რო­ბის გამო ხდე­ბა. ჩვენს ცხოვ­რებ­ში არც დიდი ჩხუ­ბე­ბი ყო­ფი­ლა და არც - შე­რი­გე­ბე­ბი. მთა­ვა­რია, ადა­მი­ან­მა გა­მიჯ­ნო, რისი დათ­მო­ბა შე­გიძ­ლია და რო­დის ვერ წახ­ვალ კომ­პრო­მის­ზე. ეს ცოლ-ქმრის ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის.

- თავს ვერ ვი­კა­ვებ და ვტი­რი, როცა...

- ...ლე­ვა­ნი­სა და თი­ნა­თი­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, იშ­ვი­ა­თად ვტი­რი. მათ გული ად­ვი­ლად უჩუყ­დე­ბათ და თვა­ლე­ბი უმალ­ვე უც­რემ­ლი­ან­დე­ბათ. ისიც კი არ მახ­სოვს, ბო­ლოს რო­დის ან რის გამო ვი­ტი­რე. ეს ადა­მი­ა­ნუ­რი სიძ­ლი­ე­რეა თუ არა? - ვფიქ­რობ, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბა უფ­როა. ზოგ­ჯერ იმ გან­ცდის გა­მო­ხატ­ვის მე­რი­დე­ბა, რო­მე­ლიც "შიგ­ნით" მაქვს.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...ჩემს შვილ­თან ერ­თად. მე და ლე­ვანს მას­თან დიდ­ხანს გან­შო­რე­ბა არ შეგ­ვიძ­ლია.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...სიყ­ვა­რუ­ლით.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...ცხოვ­რე­ბაა, ქი­მი­აა, მე­გობ­რო­ბაა, შეჩ­ვე­ვაა...

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- ...ვხვდე­ბი, რომ ადა­მი­ა­ნი ქვეყ­ნად ამის­თვის იბა­დე­ბა.

- კარგ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნებს...

- ...გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი იუ­მო­რი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემ გარ­შე­მო ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლე­ბიც კარგ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნე­ბენ.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...მსი­ა­მოვ­ნებს. თუ ვინ­მე სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს გე­ტყვის, იცო­დე, გა­ტყუ­ებს და არ და­უ­ჯე­რო. შე­ქე­ბა მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ ვცდი­ლობ, ამით არ დავ­ტკბე, ხიბლში არ ჩავ­ვარ­დე.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი. ე.წ. კას­ტინ­გი ჩემი პრო­ფე­სი­ის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, შე­სარ­ჩევ ტუ­რებ­ზე სი­ა­რუ­ლი კი არ მიყ­ვარს, რაც მსა­ხი­ო­ბის­თვის ცუდი თვი­სე­ბაა. კი­ნო­დან რამ­დე­ნი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მქონ­და, ხან მე ვთქვი უარი, ხან - მო­ლა­პა­რა­კე­ბა არ შედ­გა...

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...ყალბ ადა­მი­ა­ნებ­თან მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა. ტყუ­ი­ლი და სი­ყალ­ბე ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ღი­ზი­ა­ნებს. მსა­ხი­ო­ბებს ხში­რად გვეს­მის სი­ტყვე­ბი: "თქვენ თა­მა­შობთ". ვინც ასე ფიქ­რობს, მინ­და, ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ ჩვენ თა­მა­ში და ცხოვ­რე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ნუ­ლი გვაქვს. ად­გილს, სა­დაც ვთა­მა­შობთ, სცე­ნა ჰქვია.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...ჩვენ­თან სტუმ­რად რა­ტომ არ მო­დი­ხა­რო? ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი დღის რე­ჟი­მი მაქვს - თე­ატ­რი, სახ­ლი, თე­ატ­რი, სახ­ლი და სამ­წუ­ხა­როდ, სხვა რა­ღა­ცე­ბის­თვის დრო არ მრჩე­ბა.

- ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი...

- ...44 წლის თუ გავ­ხდე­ბო­დი. ასა­კი ხში­რად მა­ვი­წყდე­ბა.

- რე­ჟი­სო­რი, რო­მელ­თან თა­ნამშ­რომ­ლო­ბა­ზეც ვოც­ნე­ბობ...

- ...ვუდი ალენ­თან სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დი.

- დღემ­დე ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...ინ­გლი­სუ­რი ენა კარ­გად ვერ ვის­წავ­ლე.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...ლე­ვანს სა­კუ­თარ თე­ატრს ვა­ჩუ­ქებ­დი და გა­ვა­ხა­რებ­დი.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...არ დავ­თან­ხმდე­ბი უხამს ფილმში ან სპექ­ტაკლში თა­მაშ­ზე.

- ვე­რა­ვინ მა­ი­ძუ­ლებს...

- ...პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვას. არ მიყ­ვარს, როცა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი იწყე­ბენ იმ საქ­მის კე­თე­ბას, რო­მე­ლიც არ იცი­ან.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...დე­დის­გან ბევ­რი და­რი­გე­ბა მახ­სოვს. მის რჩე­ვებს ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებ. დედა ერ­თდრო­უ­ლად, მკაც­რიც არის და მე­გობ­რუ­ლიც.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ...

- ...გიყ­ვარ­დეთ თე­ატ­რი და ხში­რად ია­რეთ სპექ­ტაკ­ლის სა­ნა­ხა­ვად!

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ყველაზე მნიშვნელოვანი დღე წულაძეების ოჯახში

ყველაზე მნიშვნელოვანი დღე წულაძეების ოჯახში

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ოჯახში უკვე საახალწლო განწყობილება იგრძნობა. დღესასწაულის მოლოდინს, უცხოეთიდან თინათინის ჩამოსვლის სიხარულიც ამძაფრებს. რეჟისორის ოჯახში, საახალწლო სამზადისისას, ყველას თავისი როლი აქვს. "ახალი წელი ჩვენს ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რატომღაც ასე დამკვიდრდა", - ამბობს მანანა კოზაკოვა და სამალავებში გადანახულ იმ საჩუქრებს იხსენებს, რომლებმაც ყველაზე მეტად აღაფრთოვანა.

- დაბადების თარიღი...

- ...1969 წლის 4 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ამ პროფესიისადმი ინტერესი იმ ასაკიდან გამიჩნდა, როცა გავაცნობიერე, რომ ყველა ადამიანმა პროფესია უნდა აირჩიოს. არჩევანის გამო არასდროს მინანია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ბევრ რამეს ამბობენ და რომელი გავიხსენო?

- მსმენია, მანანა კარგი მეგობარიაო.

- მადლობა. იმასაც ამბობენ, - სუნამოზე გიჟდებაო. ისე, მართლა ძალიან მიყვარს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ლევანს. ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად წინსვლისკენ, განვითარებისკენ მიბიძგებს. მას რომ არ შევხვედროდი, ძნელი სათქმელია, ვიქნებოდი თუ არა წარმატებული.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ბევრ შეცდომას არ დავუშვებდი.

- დაშვებულ შეცდომებზე...

- ...ჭკუას ხან ვსწავლობ და ხან - ვერა. სამწუხაროდ, ზოგჯერ შეცდომებს ვიმეორებ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ლევანი და კარგი შვილი - თინათინი. მას არდადეგებზე ველოდებით. ახალ წელს ერთად შევხვდებით.

- ჩვევად გვაქვს, ყოველ ახალ წელს...

- ...ერთმანეთს სიურპრიზებს ვუწყობთ. საჩუქრებს ყველანი საგულდაგულოდ ვმალავთ. 12 საათი რომ შესრულდება, სამალავებიდან გამოგვაქვს და დიდი ჟრიამული იწყება.

- საახალწლო საჩუქარი, რომელმაც ყველაზე მეტად გამაოცა...

- ...ლევანისგან ნაჩუქარი საათი და სათვალე იყო. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მინდოდა და 12 საათზე გამოაჩინა. ახალი წელი ჩვენს ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რატომღაც ასე დამკვიდრდა. საახალწლო სამზადისი არანაკლებ სასიამოვნოა. მთელი წლის განმავლობაში ამ დღეზე ვფიქრობ.

- საახალწლო სამზადისი...

- ...გადანაწილებული გვაქვს. კერძების მომზადებაზე მე ვზრუნავ, თინათინი ნაძვის ხეს რთავს, სახლს ალამაზებს. ლევანი მე მეხმარება და მერე ყველაფერს გემრიელად გეახლებათ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს ოპტიმიზმია. მინდა, ბედნიერების განცდა და აღქმა არასდროს დავკარგო. პესიმიზმიც შემომიტევს ხოლმე, მაგრამ ვცდილობ, მოვერიო. ეს ის შემთხვევაა, როცა ლევანი ვერ მეხმარება. ასეთ დროს ადამიანი საკუთარ თავს მხოლოდ თავად თუ უშველის. განწყობის თეორიის ძალიან მჯერა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...საკუთარი თავისა და ძალების მიმართ ზედმეტი ურწმუნოებაა.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ეს აუცილებელია.

- როცა მე და ლევანი ერთმანეთს ვებუტებით...

- ....გაინტერესებს, როგორ ვრიგდებით? ძალიან მოჩხუბარი ცოლ-ქმარი არ ვართ. იშვიათად ვკამათობთ და როგორც წესი, ეს უაზრობის, გაუგებრობის გამო ხდება. ჩვენს ცხოვრებში არც დიდი ჩხუბები ყოფილა და არც - შერიგებები. მთავარია, ადამიანმა გამიჯნო, რისი დათმობა შეგიძლია და როდის ვერ წახვალ კომპრომისზე. ეს ცოლ-ქმრის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ არის.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ლევანისა და თინათინისგან განსხვავებით, იშვიათად ვტირი. მათ გული ადვილად უჩუყდებათ და თვალები უმალვე უცრემლიანდებათ. ისიც კი არ მახსოვს, ბოლოს როდის ან რის გამო ვიტირე. ეს ადამიანური სიძლიერეა თუ არა? - ვფიქრობ, თავშეკავებულობა უფროა. ზოგჯერ იმ განცდის გამოხატვის მერიდება, რომელიც "შიგნით" მაქვს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ჩემს შვილთან ერთად. მე და ლევანს მასთან დიდხანს განშორება არ შეგვიძლია.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...სიყვარულით.

- სიყვარული ეს...

- ...ცხოვრებაა, ქიმიაა, მეგობრობაა, შეჩვევაა...

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...ვხვდები, რომ ადამიანი ქვეყნად ამისთვის იბადება.

- კარგ ხასიათზე მაყენებს...

- ...გემოვნებიანი იუმორი. საბედნიეროდ, ჩემ გარშემო ბევრი ისეთი ადამიანია, რომლებიც კარგ ხასიათზე მაყენებენ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მსიამოვნებს. თუ ვინმე საწინააღმდეგოს გეტყვის, იცოდე, გატყუებს და არ დაუჯერო. შექება მსიამოვნებს, მაგრამ ვცდილობ, ამით არ დავტკბე, ხიბლში არ ჩავვარდე.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...კინომსახიობი. ე.წ. კასტინგი ჩემი პროფესიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, შესარჩევ ტურებზე სიარული კი არ მიყვარს, რაც მსახიობისთვის ცუდი თვისებაა. კინოდან რამდენიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა, ხან მე ვთქვი უარი, ხან - მოლაპარაკება არ შედგა...

- ვიბნევი, როცა...

- ...ყალბ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. ტყუილი და სიყალბე ყველაზე მეტად მაღიზიანებს. მსახიობებს ხშირად გვესმის სიტყვები: "თქვენ თამაშობთ". ვინც ასე ფიქრობს, მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ თამაში და ცხოვრება ერთმანეთისგან გამიჯნული გვაქვს. ადგილს, სადაც ვთამაშობთ, სცენა ჰქვია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ჩვენთან სტუმრად რატომ არ მოდიხარო? ბოლო დროს განსაკუთრებით, დაკავებული დღის რეჟიმი მაქვს - თეატრი, სახლი, თეატრი, სახლი და სამწუხაროდ, სხვა რაღაცებისთვის დრო არ მრჩება.

- ვერაფრით წარმოვიდგენდი...

- ...44 წლის თუ გავხდებოდი. ასაკი ხშირად მავიწყდება.

- რეჟისორი, რომელთან თანამშ­რომლობაზეც ვოცნებობ...

- ...ვუდი ალენთან სიამოვნებით ვიმუშავებდი.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ინგლისური ენა კარგად ვერ ვისწავლე.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ლევანს საკუთარ თეატრს ვაჩუქებდი და გავახარებდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არ დავთანხმდები უხამს ფილმში ან სპექტაკლში თამაშზე.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...პოლიტიკაში ჩართვას. არ მიყვარს, როცა არაპროფესიონალები იწყებენ იმ საქმის კეთებას, რომელიც არ იციან.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...დედისგან ბევრი დარიგება მახსოვს. მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. დედა ერთდროულად, მკაცრიც არის და მე­გობრულიც.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...გიყვარდეთ თეატრი და ხშირად იარეთ სპექტაკლის სანახავად!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება