პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოთხოვ­ნებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ჩვე­ნი დრო­ის დამ­ლა­გე­ბე­ლი?
რა მოთხოვ­ნებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ჩვე­ნი დრო­ის დამ­ლა­გე­ბე­ლი?

წლე­ბის წინ გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რელ­ზე მო­მი­წია გავ­ლამ ავ­ტო­მო­ბი­ლით. რა­ო­დენ დი­დი იყო ჩე­მი გა­ო­ცე­ბა, რო­დე­საც ნაგ­ვის გო­რა­კებს შო­რის ჩად­გ­მუ­ლი პა­ტა­რა ხუ­ხუ­ლე­ბი ვი­ხი­ლე მბო­ლა­ვი საკ­ვა­მუ­რე­ბი­თა და მათ ირ­გ­ვ­ლივ მო­ფუს­ფუ­სე ადა­მი­ა­ნე­ბით! იქ­ვე რამ­დე­ნი­მე ტო­მა­რა­ა­კი­დე­ბუ­ლი მო­ზარ­დი სა­გულ­და­გუ­ლოდ ეძებ­და ვარ­გის­სა და გა­სა­ყი­დად გა­მო­სა­დეგ ნივთს. შო­რი­ახ­ლოს ძრო­ხა ძოვ­და, ხო­ლო გი­გან­ტუ­რი ზო­მის ღორს პირ­ში ნა­სუფ­რა­ლით გავ­სე­ბუ­ლი პარ­კი ჩა­ე­დო და ზან­ტად ღე­ჭავ­და.

- ვინ არის ეს ხალ­ხი?

- ისი­ნი აქ მუ­შა­ო­ბენ და თან ცხოვ­რო­ბენ. ნაგ­ვის და­ფა­სო­ე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. ჯართს აბა­რე­ბენ, ღო­რებ­სა და ძრო­ხებს ზრდი­ან... იცი, რომ ამ სა­ხის საკ­ვე­ბით ნაკ­ვე­ბი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი თა­ვი­სუფ­ლად იმა­ტებს თვე­ში 300 გრამს.

- მე­რე მათ კლა­ვენ, ბა­ზარ­ში მი­აქვთ და მე­ხორ­ცეს აბა­რე­ბენ, - და­ვას­რუ­ლე თა­ნა­მო­სა­უბ­რის ფრა­ზა. ნა­ნახ­მა შემ­ზა­რა, მო­მინ­და, სას­წ­რა­ფოდ გავ­ც­ლო­დი იქა­უ­რო­ბას და არას­დ­როს დავ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რელ­ზე.

- იქ­ნებ ვინ­მემ იფიქ­როს ამ პრობ­ლე­მა­სა და ხალ­ხ­ზე.

ეს ჩემი ბო­ლო ფრა­ზა იყო, რო­მელ­საც ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დუ­მი­ლი მოჰ­ყ­ვა, ჩემ­სა და ჩემს თა­ნა­მო­სა­უბ­რეს შო­რის.

...დღეს გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რე­ლი აღარ არ­სე­ბობს, ხუ­ხუ­ლე­ბიც და­ან­გ­რი­ეს და სა­ქო­ნე­ლიც და­ხო­ცეს. იმე­დი მაქვს, იმ ადა­მი­ა­ნებ­მა ბევ­რად ღირ­სე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას მოჰ­კი­დეს ხე­ლი (თუმ­ცა, რა უფ­ლე­ბა მაქვს გან­ვ­სა­ჯო ისი­ნი? ნა­გავ­საყ­რელ­ზე და­სახ­ლე­ბა მა­თი ლუკ­მა­პუ­რის შოვ­ნის ერ­თა­დერ­თი წყა­რო იყო. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი სი­დუხ­ჭი­რემ აიძუ­ლა, ასე მოქ­ცე­უ­ლიყ­ვ­ნენ).

2013 წელს ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხურ­მა გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რე­ლის კონ­სერ­ვა­ცია მო­ახ­დი­ნა, ხო­ლო მე­რი­ის ეკო­ლო­გი­ი­სა და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბამ ის აფხა­ზე­თის ლე­გი­ტი­მურ მთავ­რო­ბას გა­დას­ცა. ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა კი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ხუ­მის ფი­ლი­ალ­თან მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა, რის მი­ხედ­ვი­თაც სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი ყო­ფი­ლი ნა­გავ­საყ­რე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახ­ლო მო­მა­ვალ­ში უამ­რავ ხეს დარ­გა­ვენ.

ალ­ბათ იკი­თხავთ, სად მი­დის ახ­ლა ჩვე­ნი ბუნ­კე­რე­ბი­დან ნა­გა­ვი? სად და - ლი­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გახ­ს­ნილ ახალ ნა­გავ­საყ­რელ­ზე. მაგ­რამ ახალ­გახ­ს­ნი­ლი ნა­გავ­საყ­რე­ლის გარ­შე­მო გა­მე­ფე­ბუ­ლი არა­სა­სი­ა­მოვ­ნო სუ­ნი­სა და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ის გა­მო, ლი­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა მის სას­წ­რა­ფოდ გა­უქ­მე­ბას ითხოვს. აბა, გლდა­ნე­ლე­ბი ხმას არ იღებ­დ­ნენ - მიჩ­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ და იმი­ტომ. ნა­გავ­საყ­რე­ლი ამ ისე­დაც ყვე­ლა­სათ­ვის ყბა­და­ღე­ბუ­ლი გა­რე­უბ­ნის ერ­თ­გ­ვა­რი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თიც გახ­ლ­დათ.

ახ­ლა კი იმას მო­გახ­სე­ნებთ, თუ რა­ტომ ვსა­უბ­რობ ამ­დენს ამ თე­მა­ზე. ბო­ლო დროს "ფე­ის­ბუკ­ში" ჩემს შეს­ვ­ლა­სა და თვა­ლის გა­დავ­ლებ-გად­მოვ­ლე­ბას რა­ტომ­ღაც, "მოგ­ზა­უ­რო­ბა" ვუ­წო­დე. პოს­ტე­ბის უკი­დე­გა­ნო საზღ­ვ­რე­ბის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ, ხან ერთ ქვე­ყა­ნას ვსტუმ­რობ, ხან - მე­ო­რეს და ერთ დღე­საც... ზუს­ტად ისეთ­მა სუნ­მა შე­მი­ღი­ტი­ნა ნეს­ტო­ებ­ში, რო­გო­რიც წლე­ბის წინ, გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რელ­ზე გავ­ლი­სას ვიგ­რ­ძე­ნი. მაშ, ასე, ჩე­მი მო­რი­გი "ფე­ის­ბუკ"-გა­ჩე­რე­ბა კა­ი­როს გა­რე­უ­ბა­ნი - მე­დი­ნა ზე­ბე­ლაა, რო­მე­ლიც მუ­კა­ტა­მის მთის ძირ­ში მდე­ბა­რე­ობს.

კა­ი­რო, ეგ­ვიპ­ტე არა მხო­ლოდ თაფ­ლო­ბის თვის გა­სა­ტა­რებ­ლად ქარ­თ­ვე­ლი წყვი­ლე­ბის თავ­ში პირ­ვე­ლი­ვე სპონ­ტა­ნუ­რად გა­ელ­ვე­ბუ­ლი, სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი პი­რა­მი­დე­ბი­სა და ცხვირ­მომ­ტ­ვ­რე­უ­ლი ხე­ოფ­სის ქვე­ყა­ნაა; კა­ი­რო კი­დევ - გა­რე­უბ­ნე­ბია, სა­დაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა საკ­მა­ოდ მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი სი­უ­ჟე­ტები, რომ­ლებ­მაც არა მგო­ნია, თაფ­ლო­ბის თვის რო­მან­ტი­კუ­ლად გა­ტა­რე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი და­თაფ­ლულ ხა­სი­ათ­ზე და­ა­ყე­ნოს. თუმ­ცა წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას აუცი­ლებ­ლად და­უ­ტო­ვებს.

მე­დი­ნა ზე­ბე­ლა მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბით (ი­მა­ვე კოპ­ტე­ბით) და­სახ­ლე­ბუ­ლი უბა­ნია და ის ერ­თი სა­უ­კუ­ნის არის (კოპ­ტე­ბი კა­ი­რო­ე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლებ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მა­ნე­ბი ავიწ­რო­ებ­დ­ნენ და ისი­ნიც იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დ­ნენ, ქა­ლა­ქი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, მიგ­დე­ბულ გა­რე­უ­ბან­ში და­სახ­ლე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ და თა­ვის რჩე­ნის მიზ­ნით, ნაგ­ვის და­ფა­სო­ე­ბის­თ­ვის მო­ე­კი­დეთ ხე­ლი). მე­დი­ნა ზე­ბე­ლა­ში უამ­რა­ვი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი დგას, რო­მელ­თა სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი და აივ­ნე­ბი ნაგ­ვის პი­რა­მი­დე­ბით არის გა­მო­ტე­ნი­ლი. ნა­გა­ვი სა­ხუ­რავ­ზე, ნა­გა­ვი აი­ვან­ზე, ქუ­ჩებ­სა და სკვე­რებ­ში. მას­ში იქე­ქე­ბა ქა­ლა­ქის მთე­ლი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა. მას­ში თა­მა­შო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი. ისე, ზა­ბა­ლი­ნე­ბი (ა­რა­ბუ­ლად - მე­ნაგ­ვე­ე­ბი) იმას კი ხვდე­ბი­ან, რომ მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბა არ­ც­თუ სა­ხარ­ბი­ე­ლოა და ტუ­რის­ტებ­სა და ფო­ტოგ­რა­ფებს არ სწყა­ლო­ბენ. მა­თი გა­გე­ბა ად­ვი­ლია. თა­ვი­ან­თი გა­ჭირ­ვე­ბაც ყოფ­ნით, მაგ­რამ ჩვენ მა­ინც ვცა­დოთ მათ­თან შეღ­წე­ვა.

ქა­ლა­ქი სის­ხამ დი­ლით იღ­ვი­ძებს. მა­მა­კა­ცე­ბი კა­ი­რო­ში მი­დი­ან და მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე პი­კა­პე­ბით ეზი­დე­ბი­ან ნა­გავს. ქა­ლე­ბი და ბავ­შ­ვე­ბი კი მე­რე მათ არ­ჩე­ვენ. კერ­ძოდ - პლასტმასს, რკი­ნას, ქა­ღალდს ერ­თ­მა­ნე­თის­გან და­ა­ცალ­კე­ვე­ბენ და შე­სა­ბა­მის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ჩა­ა­ბა­რე­ბენ. მო­სახ­ლე­ო­ბა აგ­რეთ­ვე, მე­ღო­რე­ო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. უბან­ში და­ახ­ლო­ე­ბით 40 000 ღო­რი ბი­ნად­რობს (ხე­დავთ მსგავ­სე­ბას გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რელ­თან?..) ღო­რე­ბი ნაგ­ვი­დან საკ­ვებს ჭა­მენ, ზა­ბა­ლი­ნე­ბი კი ღო­რე­ბის­გან მი­ღე­ბულ ნა­კელს სარ­ფი­ა­ნად ყი­დი­ან - სა­სუ­ქად, რა თქმა უნ­და. და­ხა­რის­ხე­ბულ ნა­გავს ხალ­ხი სახ­ლის სა­ხუ­რა­ვებ­ზეც კი ინა­ხავს. მათ ის იქ სპე­ცი­ა­ლუ­რი ამ­წე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ააქვს. ამ­ბო­ბენ, ზა­ფხულ­ში უბანს ახ­ლო­საც ვერ გა­ე­კა­რე­ბი, ისე ყარ­სო. ახ­ლა ზამ­თა­რია და ეს სუ­ნი დი­დად არ გა­წუ­ხებს.

ისე, ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­უ­ბა­ნია. ნაგ­ვის და­ხა­რის­ხე­ბის გარ­და, ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში და­დი­ან, ბა­ზარ­ში ქორ­ფა ხი­ლი იყი­დე­ბა და გა­რე კა­ფე­ებ­ში ბე­ბე­რი ზა­ბა­ლი­ნე­ბი ჩი­ლიმს აბო­ლე­ბენ.

ქა­ლაქს გავ­ც­დი და 10 წუ­თიც არ მქონ­და გავ­ლი­ლი, რომ ნა­სე­რის ქუ­ჩა­ზე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის ქა­ლაქ­ში, რო­მელ­მაც ისევ სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­მახ­სე­ნა, კერ­ძოდ კი - მი­სი და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი. მაგ­რამ ამა­ზე - შემ­დეგ "Facebook მო­ნი­ტორ­ში" ვი­სა­უბ­როთ. ერ­თი სიტყ­ვით, თუ ეგ­ვიპ­ტე­ში მოხ­ვ­დე­ბით, არ და­ი­ზა­როთ და მე­დი­ნა ზე­ბე­ლა­ში შე­ი­ა­რეთ... რა­თა და­ა­ფა­სოთ თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ზოგ­ჯერ ძა­ლი­ა­ნაც გიშ­ლით ნერ­ვებს.

და ამ დროს, ჩვენ­თან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ჭირ­ვე­ბის გა­მო თავ­ზე ფეხს ად­გამს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას და ხელ­ში ცოცხ­სა და აქან­დაზს იღებს, რა­თა ოჯა­ხი არ­ჩი­ნოს, შვი­ლებს ლუკ­მა­პუ­რი არ მო­აკ­ლოს. წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ასეთ ადა­მი­ა­ნებს სამ­სა­ხურს სთა­ვა­ზობს და შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს:

"წყალ­ტუ­ბოს საკ­რე­ბუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი დამ­ლა­გებ­ლის ვა­კან­სი­ა­ზე კონ­კურსს აცხა­დებს. დამ­ლა­გე­ბელ­მა უნ­და იცო­დეს:

ა) სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცია.

ბ) ევ­რო­პუ­ლი ქარ­ტია ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

ც) სა­ქარ­თ­ვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

დ) სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი კო­დექ­სი.

ე) სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის შე­სა­ხებ.

ფ) სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ.

გ) სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ".

მაგ­რამ ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. დამ­ლა­გე­ბე­ლი აუცი­ლებ­ლად უნ­და ფლობ­დეს კომ­პი­უ­ტე­რულ ცოდ­ნას და ჰქონ­დეს კარ­გი წე­რი­თი უნა­რი. და­ცინ­ვაა, არა? "ფე­ის­ბუ­კე­ლე­ბი­ცა" და მეც ასე ვფიქ­რობთ.

მოკ­ლედ, კი­დევ უამ­რა­ვი რამ მო­ეთხო­ვე­ბა სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბელს, მათ შო­რის - ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მი... ორ­კ­ვი­რი­ა­ნი ფიქ­რის შემ­დეგ კი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია მას გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და­ი­ბა­რებს და გარ­კ­ვე­ულ უნა­რებ­ში ტეს­ტი­რე­ბას ჩა­უ­ტა­რებს. მოკ­ლედ, არა­ნა­ი­რი შან­სი არ მაქვს, თუნ­დაც დამ­ლა­გებ­ლად მო­ვე­წყო, რად­გა­ნაც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პუნ­ქ­ტე­ბის უმე­ტეს ნა­წილს ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ. ასე რომ, ჯო­ბია, ისევ "ფე­ის­ბუ­კის" უკი­დე­გა­ნო სამ­ყა­რო­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლო ხე­ტი­ა­ლი და მო­მა­ვა­ლი "Facebook მო­ნი­ტო­რის­თ­ვის" მო­ვემ­ზა­დო.

ქე­თი ნი­კო­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რა მოთხოვ­ნებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ჩვე­ნი დრო­ის დამ­ლა­გე­ბე­ლი?

რა მოთხოვ­ნებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ჩვე­ნი დრო­ის დამ­ლა­გე­ბე­ლი?

წლე­ბის წინ გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რელ­ზე მო­მი­წია გავ­ლამ ავ­ტო­მო­ბი­ლით. რა­ო­დენ დი­დი იყო ჩე­მი გა­ო­ცე­ბა, რო­დე­საც ნაგ­ვის გო­რა­კებს შო­რის ჩად­გ­მუ­ლი პა­ტა­რა ხუ­ხუ­ლე­ბი ვი­ხი­ლე მბო­ლა­ვი საკ­ვა­მუ­რე­ბი­თა და მათ ირ­გ­ვ­ლივ მო­ფუს­ფუ­სე ადა­მი­ა­ნე­ბით! იქ­ვე რამ­დე­ნი­მე ტო­მა­რა­ა­კი­დე­ბუ­ლი მო­ზარ­დი სა­გულ­და­გუ­ლოდ ეძებ­და ვარ­გის­სა და გა­სა­ყი­დად გა­მო­სა­დეგ ნივთს. შო­რი­ახ­ლოს ძრო­ხა ძოვ­და, ხო­ლო გი­გან­ტუ­რი ზო­მის ღორს პირ­ში ნა­სუფ­რა­ლით გავ­სე­ბუ­ლი პარ­კი ჩა­ე­დო და ზან­ტად ღე­ჭავ­და.

- ვინ არის ეს ხალ­ხი?

- ისი­ნი აქ მუ­შა­ო­ბენ და თან ცხოვ­რო­ბენ. ნაგ­ვის და­ფა­სო­ე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. ჯართს აბა­რე­ბენ, ღო­რებ­სა და ძრო­ხებს ზრდი­ან... იცი, რომ ამ სა­ხის საკ­ვე­ბით ნაკ­ვე­ბი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი თა­ვი­სუფ­ლად იმა­ტებს თვე­ში 300 გრამს.

- მე­რე მათ კლა­ვენ, ბა­ზარ­ში მი­აქვთ და მე­ხორ­ცეს აბა­რე­ბენ, - და­ვას­რუ­ლე თა­ნა­მო­სა­უბ­რის ფრა­ზა. ნა­ნახ­მა შემ­ზა­რა, მო­მინ­და, სას­წ­რა­ფოდ გავ­ც­ლო­დი იქა­უ­რო­ბას და არას­დ­როს დავ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რელ­ზე.

- იქ­ნებ ვინ­მემ იფიქ­როს ამ პრობ­ლე­მა­სა და ხალ­ხ­ზე.

ეს ჩემი ბო­ლო ფრა­ზა იყო, რო­მელ­საც ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დუ­მი­ლი მოჰ­ყ­ვა, ჩემ­სა და ჩემს თა­ნა­მო­სა­უბ­რეს შო­რის.

...დღეს გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რე­ლი აღარ არ­სე­ბობს, ხუ­ხუ­ლე­ბიც და­ან­გ­რი­ეს და სა­ქო­ნე­ლიც და­ხო­ცეს. იმე­დი მაქვს, იმ ადა­მი­ა­ნებ­მა ბევ­რად ღირ­სე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას მოჰ­კი­დეს ხე­ლი (თუმ­ცა, რა უფ­ლე­ბა მაქვს გან­ვ­სა­ჯო ისი­ნი? ნა­გავ­საყ­რელ­ზე და­სახ­ლე­ბა მა­თი ლუკ­მა­პუ­რის შოვ­ნის ერ­თა­დერ­თი წყა­რო იყო. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი სი­დუხ­ჭი­რემ აიძუ­ლა, ასე მოქ­ცე­უ­ლიყ­ვ­ნენ).

2013 წელს ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის კე­თილ­მოწყო­ბის სამ­სა­ხურ­მა გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რე­ლის კონ­სერ­ვა­ცია მო­ახ­დი­ნა, ხო­ლო მე­რი­ის ეკო­ლო­გი­ი­სა და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბამ ის აფხა­ზე­თის ლე­გი­ტი­მურ მთავ­რო­ბას გა­დას­ცა. ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა კი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ხუ­მის ფი­ლი­ალ­თან მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა, რის მი­ხედ­ვი­თაც სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი ყო­ფი­ლი ნა­გავ­საყ­რე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახ­ლო მო­მა­ვალ­ში უამ­რავ ხეს დარ­გა­ვენ.

ალ­ბათ იკითხავთ, სად მი­დის ახ­ლა ჩვე­ნი ბუნ­კე­რე­ბი­დან ნა­გა­ვი? სად და - ლი­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გახ­ს­ნილ ახალ ნა­გავ­საყ­რელ­ზე. მაგ­რამ ახალ­გახ­ს­ნი­ლი ნა­გავ­საყ­რე­ლის გარ­შე­მო გა­მე­ფე­ბუ­ლი არა­სა­სი­ა­მოვ­ნო სუ­ნი­სა და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ის გა­მო, ლი­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა მის სას­წ­რა­ფოდ გა­უქ­მე­ბას ითხოვს. აბა, გლდა­ნე­ლე­ბი ხმას არ იღებ­დ­ნენ - მიჩ­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ და იმი­ტომ. ნა­გავ­საყ­რე­ლი ამ ისე­დაც ყვე­ლა­სათ­ვის ყბა­და­ღე­ბუ­ლი გა­რე­უბ­ნის ერ­თ­გ­ვა­რი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თიც გახ­ლ­დათ.

ახ­ლა კი იმას მო­გახ­სე­ნებთ, თუ რა­ტომ ვსა­უბ­რობ ამ­დენს ამ თე­მა­ზე. ბო­ლო დროს "ფე­ის­ბუკ­ში" ჩემს შეს­ვ­ლა­სა და თვა­ლის გა­დავ­ლებ-გად­მოვ­ლე­ბას რა­ტომ­ღაც, "მოგ­ზა­უ­რო­ბა" ვუ­წო­დე. პოს­ტე­ბის უკი­დე­გა­ნო საზღ­ვ­რე­ბის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ, ხან ერთ ქვე­ყა­ნას ვსტუმ­რობ, ხან - მე­ო­რეს და ერთ დღე­საც... ზუს­ტად ისეთ­მა სუნ­მა შე­მი­ღი­ტი­ნა ნეს­ტო­ებ­ში, რო­გო­რიც წლე­ბის წინ, გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რელ­ზე გავ­ლი­სას ვიგ­რ­ძე­ნი. მაშ, ასე, ჩე­მი მო­რი­გი "ფე­ის­ბუკ"-გა­ჩე­რე­ბა კა­ი­როს გა­რე­უ­ბა­ნი - მე­დი­ნა ზე­ბე­ლაა, რო­მე­ლიც მუ­კა­ტა­მის მთის ძირ­ში მდე­ბა­რე­ობს.

კა­ი­რო, ეგ­ვიპ­ტე არა მხო­ლოდ თაფ­ლო­ბის თვის გა­სა­ტა­რებ­ლად ქარ­თ­ვე­ლი წყვი­ლე­ბის თავ­ში პირ­ვე­ლი­ვე სპონ­ტა­ნუ­რად გა­ელ­ვე­ბუ­ლი, სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი პი­რა­მი­დე­ბი­სა და ცხვირ­მომ­ტ­ვ­რე­უ­ლი ხე­ოფ­სის ქვე­ყა­ნაა; კა­ი­რო კი­დევ - გა­რე­უბ­ნე­ბია, სა­დაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა საკ­მა­ოდ მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი სი­უ­ჟე­ტები, რომ­ლებ­მაც არა მგო­ნია, თაფ­ლო­ბის თვის რო­მან­ტი­კუ­ლად გა­ტა­რე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი და­თაფ­ლულ ხა­სი­ათ­ზე და­ა­ყე­ნოს. თუმ­ცა წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას აუცი­ლებ­ლად და­უ­ტო­ვებს.

მე­დი­ნა ზე­ბე­ლა მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბით (ი­მა­ვე კოპ­ტე­ბით) და­სახ­ლე­ბუ­ლი უბა­ნია და ის ერ­თი სა­უ­კუ­ნის არის (კოპ­ტე­ბი კა­ი­რო­ე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლებ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მა­ნე­ბი ავიწ­რო­ებ­დ­ნენ და ისი­ნიც იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დ­ნენ, ქა­ლა­ქი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, მიგ­დე­ბულ გა­რე­უ­ბან­ში და­სახ­ლე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ და თა­ვის რჩე­ნის მიზ­ნით, ნაგ­ვის და­ფა­სო­ე­ბის­თ­ვის მო­ე­კი­დეთ ხე­ლი). მე­დი­ნა ზე­ბე­ლა­ში უამ­რა­ვი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი დგას, რო­მელ­თა სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი და აივ­ნე­ბი ნაგ­ვის პი­რა­მი­დე­ბით არის გა­მო­ტე­ნი­ლი. ნა­გა­ვი სა­ხუ­რავ­ზე, ნა­გა­ვი აივან­ზე, ქუ­ჩებ­სა და სკვე­რებ­ში. მას­ში იქე­ქე­ბა ქა­ლა­ქის მთე­ლი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა. მას­ში თა­მა­შო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი. ისე, ზა­ბა­ლი­ნე­ბი (ა­რა­ბუ­ლად - მე­ნაგ­ვე­ე­ბი) იმას კი ხვდე­ბი­ან, რომ მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბა არ­ც­თუ სა­ხარ­ბი­ე­ლოა და ტუ­რის­ტებ­სა და ფო­ტოგ­რა­ფებს არ სწყა­ლო­ბენ. მა­თი გა­გე­ბა ად­ვი­ლია. თა­ვი­ან­თი გა­ჭირ­ვე­ბაც ყოფ­ნით, მაგ­რამ ჩვენ მა­ინც ვცა­დოთ მათ­თან შეღ­წე­ვა.

ქა­ლა­ქი სის­ხამ დი­ლით იღ­ვი­ძებს. მა­მა­კა­ცე­ბი კა­ი­რო­ში მი­დი­ან და მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე პი­კა­პე­ბით ეზი­დე­ბი­ან ნა­გავს. ქა­ლე­ბი და ბავ­შ­ვე­ბი კი მე­რე მათ არ­ჩე­ვენ. კერ­ძოდ - პლასტმასს, რკი­ნას, ქა­ღალდს ერ­თ­მა­ნე­თის­გან და­ა­ცალ­კე­ვე­ბენ და შე­სა­ბა­მის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ჩა­ა­ბა­რე­ბენ. მო­სახ­ლე­ო­ბა აგ­რეთ­ვე, მე­ღო­რე­ო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. უბან­ში და­ახ­ლო­ე­ბით 40 000 ღო­რი ბი­ნად­რობს (ხე­დავთ მსგავ­სე­ბას გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რელ­თან?..) ღო­რე­ბი ნაგ­ვი­დან საკ­ვებს ჭა­მენ, ზა­ბა­ლი­ნე­ბი კი ღო­რე­ბის­გან მი­ღე­ბულ ნა­კელს სარ­ფი­ა­ნად ყი­დი­ან - სა­სუ­ქად, რა თქმა უნ­და. და­ხა­რის­ხე­ბულ ნა­გავს ხალ­ხი სახ­ლის სა­ხუ­რა­ვებ­ზეც კი ინა­ხავს. მათ ის იქ სპე­ცი­ა­ლუ­რი ამ­წე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ააქვს. ამ­ბო­ბენ, ზაფხულ­ში უბანს ახ­ლო­საც ვერ გა­ე­კა­რე­ბი, ისე ყარ­სო. ახ­ლა ზამ­თა­რია და ეს სუ­ნი დი­დად არ გა­წუ­ხებს.

ისე, ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­უ­ბა­ნია. ნაგ­ვის და­ხა­რის­ხე­ბის გარ­და, ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში და­დი­ან, ბა­ზარ­ში ქორ­ფა ხი­ლი იყი­დე­ბა და გა­რე კა­ფე­ებ­ში ბე­ბე­რი ზა­ბა­ლი­ნე­ბი ჩი­ლიმს აბო­ლე­ბენ.

ქა­ლაქს გავ­ც­დი და 10 წუ­თიც არ მქონ­და გავ­ლი­ლი, რომ ნა­სე­რის ქუ­ჩა­ზე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის ქა­ლაქ­ში, რო­მელ­მაც ისევ სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­მახ­სე­ნა, კერ­ძოდ კი - მი­სი და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი. მაგ­რამ ამა­ზე - შემ­დეგ "Facebook მო­ნი­ტორ­ში" ვი­სა­უბ­როთ. ერ­თი სიტყ­ვით, თუ ეგ­ვიპ­ტე­ში მოხ­ვ­დე­ბით, არ და­ი­ზა­როთ და მე­დი­ნა ზე­ბე­ლა­ში შე­ი­ა­რეთ... რა­თა და­ა­ფა­სოთ თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ზოგ­ჯერ ძა­ლი­ა­ნაც გიშ­ლით ნერ­ვებს.

და ამ დროს, ჩვენ­თან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ჭირ­ვე­ბის გა­მო თავ­ზე ფეხს ად­გამს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას და ხელ­ში ცოცხ­სა და აქან­დაზს იღებს, რა­თა ოჯა­ხი არ­ჩი­ნოს, შვი­ლებს ლუკ­მა­პუ­რი არ მო­აკ­ლოს. წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ასეთ ადა­მი­ა­ნებს სამ­სა­ხურს სთა­ვა­ზობს და შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს:

"წყალ­ტუ­ბოს საკ­რე­ბუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი დამ­ლა­გებ­ლის ვა­კან­სი­ა­ზე კონ­კურსს აცხა­დებს. დამ­ლა­გე­ბელ­მა უნ­და იცო­დეს:

ა) სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცია.

ბ) ევ­რო­პუ­ლი ქარ­ტია ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

ც) სა­ქარ­თ­ვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

დ) სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი კო­დექ­სი.

ე) სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის შე­სა­ხებ.

ფ) სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ.

გ) სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ".

მაგ­რამ ეს მხო­ლოდ და­საწყი­სია. დამ­ლა­გე­ბე­ლი აუცი­ლებ­ლად უნ­და ფლობ­დეს კომ­პი­უ­ტე­რულ ცოდ­ნას და ჰქონ­დეს კარ­გი წე­რი­თი უნა­რი. და­ცინ­ვაა, არა? "ფე­ის­ბუ­კე­ლე­ბი­ცა" და მეც ასე ვფიქ­რობთ.

მოკ­ლედ, კი­დევ უამ­რა­ვი რამ მო­ეთხო­ვე­ბა სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბელს, მათ შო­რის - ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მი... ორ­კ­ვი­რი­ა­ნი ფიქ­რის შემ­დეგ კი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია მას გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და­ი­ბა­რებს და გარ­კ­ვე­ულ უნა­რებ­ში ტეს­ტი­რე­ბას ჩა­უ­ტა­რებს. მოკ­ლედ, არა­ნა­ი­რი შან­სი არ მაქვს, თუნ­დაც დამ­ლა­გებ­ლად მო­ვეწყო, რად­გა­ნაც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პუნ­ქ­ტე­ბის უმე­ტეს ნა­წილს ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ. ასე რომ, ჯო­ბია, ისევ "ფე­ის­ბუ­კის" უკი­დე­გა­ნო სამ­ყა­რო­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლო ხე­ტი­ა­ლი და მო­მა­ვა­ლი "Facebook მო­ნი­ტო­რის­თ­ვის" მო­ვემ­ზა­დო.

ქე­თი ნი­კო­ლა­ვა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია