მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
133 300 ლარიანი ჯიპი კომისიისთვის და სამინისტროს ავტომანქანა ჭერში მონიტორით
133 300 ლარიანი ჯიპი კომისიისთვის და სამინისტროს ავტომანქანა ჭერში მონიტორით

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კომ­ფორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სიყ­ვა­რულს და ბი­უ­ჯე­ტის არა­მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯვას, ყო­ველ სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა­სა თუ აქ­ცი­ა­ზე ახ­სე­ნებ­დნენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბის შემ­დეგ კი, ეს თემა და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა და სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რე­ბი, ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნებს ყი­დუ­ლო­ბენ. ყვე­ლა მათ­განს ერთი და იგი­ვე მო­თხოვ­ნა აერ­თი­ა­ნებს - 2013 წლის გა­მოშ­ვე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი. სა­ჯა­რო უწყე­ბის მიერ მო­თხო­ვი­ლი არ­ცერ­თი ავ­ტო­მან­ქა­ნის ფასი 40 000 ლარს ქვე­ვით არ არის.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით, შე­ნა­ძე­ნი უნდა იყოს: 2013 წლის რუხი ფე­რის არა­ნაკ­ლებ 8-ად­გი­ლი­ა­ნი, არა­ნაკ­ლებ 4,5 ტურ­ბო დი­ზე­ლით 8-ცი­ლინ­დრი­ა­ნი ძრა­ვი, გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფი - 6-სიჩ­ქა­რი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტი­კა, უკა­ნა ელ. კა­რე­ბი, ელ. ფან­ჯრე­ბი და მუხ­რუ­ჭის ელ მარ­თვა, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რი ჭერ­ში, ეკ­რა­ნი ხმით გა­მო­ძა­ხე­ბა, ბლუ­თუ­სი, მძღო­ლის და მგზავ­რის უსაფრ­თხო­ე­ბის ბა­ლი­შე­ბი, მან­ქა­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის და მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კონ­ტრო­ლი, გარე სარ­კე­ე­ბი გათ­ბო­ბით, მეხ­სი­ე­რე­ბით, ჩა­კეც­ვით, კა­მე­რით და სხვა დე­ტა­ლე­ბი.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს 2013 წლის გა­მოშ­ვე­ბის სე­და­ნის ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ახა­ლი მან­ქა­ნა უსაფრ­თხო­ე­ბის ქამ­რე­ბით, ბორტ კომ­პი­უ­ტე­რით, კონ­დი­ცი­ო­ნე­რით, ცუდი გზე­ბის პა­კე­ტით და სხვა უნდა იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტროს მო­თხოვ­ნით, ვერ­ცხლის­ფე­რი, 2013 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნას სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­თან ერ­თად, უკა­ნა სა­ვარ­ძლე­ბი და­ყო­ფი­ლი და კეც­ვა­დი, მწე­ველ­თა პა­კე­ტი, მსუ­ბუ­ქი ლი­თო­ნის დის­კე­ბი - დი­ა­მეტ­რი არა­ნაკ­ლებ 17, უკა­ნა ხედ­ვის შიდა სარ­კე და­ბურ­ვა­დი და გა­ტა­ცე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა-იმო­ბი­ლა­ი­ზე­რი უნდა ქონ­დეს.

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურს 50 000 ლა­რად შე­ძე­ნი­ლი ჯიპი ყავს. 133 300 ლარი და­უჯ­და გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის­თვის "ტო­ი­ო­ტა ლენდკ­რუ­ი­ზე­რის" შეს­ყიდ­ვა.

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ სა­მი­ნიტ­რო­ე­ბის გარ­და, ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს, ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურს, თბი­ლი­სი საკ­რე­ბუ­ლო­სა და სხვა უწყე­ბებ­საც სურთ. სა­ერ­თო ჯამ­ში, ქარ­თველ ხალ­ხს, მხო­ლოდ ერთ წე­ლი­წად­ში ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ძე­ნა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლარი და­უჯ­და.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

133 300 ლარიანი ჯიპი კომისიისთვის და სამინისტროს ავტომანქანა ჭერში მონიტორით

133 300 ლარიანი ჯიპი კომისიისთვის და სამინისტროს ავტომანქანა ჭერში მონიტორით

ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკები, წინა ხელისუფლებას კომფორტული ავტომობილების სიყვარულს და ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვას, ყოველ საჯარო გამოსვლასა თუ აქციაზე ახსენებდნენ. ხელისუფლების გადაბარების შემდეგ კი, ეს თემა დავიწყებას მიეცა და საჯარო სამსახურები, ბიუჯეტის ხარჯზე საკმაოდ ძვირადღირებულ ავტომანქანებს ყიდულობენ. ყველა მათგანს ერთი და იგივე მოთხოვნა აერთიანებს - 2013 წლის გამოშვება და მაქსიმალური კომფორტი. საჯარო უწყების მიერ მოთხოვილი არცერთი ავტომანქანის ფასი 40 000 ლარს ქვევით არ არის.

სასჯელაღსრულების სამინისტროს სატენდერო დოკუმენტაციით, შენაძენი უნდა იყოს: 2013 წლის რუხი ფერის არანაკლებ 8-ადგილიანი, არანაკლებ 4,5 ტურბო დიზელით 8-ცილინდრიანი ძრავი, გადაცემათა კოლოფი - 6-სიჩქარიანი ავტომატიკა, უკანა ელ. კარები, ელ. ფანჯრები და მუხრუჭის ელ მართვა, ინტეგრირებული მონიტორი ჭერში, ეკრანი ხმით გამოძახება, ბლუთუსი, მძღოლის და მგზავრის უსაფრთხოების ბალიშები, მანქანის სტაბილურობის და მოცურების საწინააღმდეგო კონტროლი, გარე სარკეები გათბობით, მეხსიერებით, ჩაკეცვით, კამერით და სხვა დეტალები.

იუსტიციის სამინისტროს 2013 წლის გამოშვების სედანის ტიპის ავტომანქანა ესაჭიროება. ახალი მანქანა უსაფრთხოების ქამრებით, ბორტ კომპიუტერით, კონდიციონერით, ცუდი გზების პაკეტით და სხვა უნდა იყოს აღჭურვილი.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოთხოვნით, ვერცხლისფერი, 2013 წელს გამოშვებული მანქანას სხვა მახასიათებლებთან ერთად, უკანა სავარძლები დაყოფილი და კეცვადი, მწეველთა პაკეტი, მსუბუქი ლითონის დისკები - დიამეტრი არანაკლებ 17, უკანა ხედვის შიდა სარკე დაბურვადი და გატაცების საწინააღმდეგო სისტემა-იმობილაიზერი უნდა ქონდეს.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს 50 000 ლარად შეძენილი ჯიპი ყავს. 133 300 ლარი დაუჯდა გადასახადის გადამხდელებს საქართველოს ბიუჯეტს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის "ტოიოტა ლენდკრუიზერის" შესყიდვა.

ზემოთ ჩამოთვლილ სამინიტროების გარდა, ახალი თანამედროვე ავტომობილის შეძენა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, თბილისი საკრებულოსა და სხვა უწყებებსაც სურთ. საერთო ჯამში, ქართველ ხალხს, მხოლოდ ერთ წელიწადში ახალი ხელისუფლებისთვის კომფორტული ავტომობილების შეძენა რამდენიმე მილიონი ლარი დაუჯდა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა