პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგულავას პირველი განცხადება პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ
უგულავას პირველი განცხადება პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ

თბი­ლი­სის მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბა უკვე და­ტო­ვა. რო­გორც და­კი­თხვის შემ­დეგ გიგი უგუ­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, საქ­მე აბ­სურ­დუ­ლია, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და იგი­ვე ჩვე­ნე­ბე­ბი არ­სე­ბობს, რაც სხვა საქ­მე­ბებ­ში.

"გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ თბი­ლი­სის მა­გივ­რად რუს­თა­ვის სა­სა­მარ­თლო­ში ვივ­ლი. მო­დის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი და უჭირს მთავ­რო­ბას, რად­გან ივა­ნიშ­ვილ­მა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და უსუ­სუ­რი კან­დი­და­ტი და­ტო­ვა და ახლა ფიქ­რო­ბენ, რო­გორ შე­ა­სა­ღონ ეს კან­დი­და­ტი თბი­ლისს", - აღ­ნიშ­ნა უგუ­ლა­ვამ.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის თქმით, ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა სხვა კან­დი­და­ტის ჩა­მო­შო­რე­ბა და ბუ­ტა­ფო­რუ­ლი კან­დი­და­ტე­ბის შექ­მნა, დღე­ვან­დე­ლი დღეც მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"მინ­და, მათ გა­სა­გო­ნად ვთქვა, ვინც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რუს­თავ­ში კი არა, მეს­ტი­ის სა­სა­მარ­თლო­ში ვივ­ლი, იქაც და­ვამ­ტკი­ცებ, რომ ვარ უდა­ნა­შა­უ­ლო და შე­სა­ბა­მი­სად, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ბრალ­დე­ბა საპ­ნის ბუშ­ტი­ვით გას­კდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ.

ამას­თან, მან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თა, რის შემ­დე­გაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა თბი­ლი­სის მერი აქ­ცი­ი­დან ტა­შით გა­ა­ცი­ლეს.

უგუ­ლა­ვას წი­ნა­აღ­მდეგ ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 7-დან 11 წლამ­დე ვა­დით. საქ­მე ეხე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით ბი­უ­ჯე­ტის თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვა­სა და მით­ვი­სე­ბას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

უგულავას პირველი განცხადება პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ

უგულავას პირველი განცხადება პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ

თბილისის მერმა გიგი უგულავამ პროკურატურის შენობა უკვე დატოვა. როგორც დაკითხვის შემდეგ გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქმე აბსურდულია, თავიდან ბოლომდე ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და იგივე ჩვენებები არსებობს, რაც სხვა საქმებებში.

"განსხვავება ის არის, რომ თბილისის მაგივრად რუსთავის სასამართლოში ვივლი. მოდის ადგილობრივი არჩევნები და უჭირს მთავრობას, რადგან ივანიშვილმა არაადეკვატური და უსუსური კანდიდატი დატოვა და ახლა ფიქრობენ, როგორ შეასაღონ ეს კანდიდატი თბილისს", - აღნიშნა უგულავამ.

დედაქალაქის მერის თქმით, ამისთვის აუცილებელია, ყველა სხვა კანდიდატის ჩამოშორება და ბუტაფორული კანდიდატების შექმნა, დღევანდელი დღეც მხოლოდ და მხოლოდ ამას ემსახურება.

"მინდა, მათ გასაგონად ვთქვა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რუსთავში კი არა, მესტიის სასამართლოში ვივლი, იქაც დავამტკიცებ, რომ ვარ უდანაშაულო და შესაბამისად, ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება საპნის ბუშტივით გასკდება", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ამასთან, მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა თბილისის მერი აქციიდან ტაშით გააცილეს.

უგულავას წინააღმდეგ ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. საქმე ეხება დიდი ოდენობით ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და მითვისებას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა