პარტნიორები:

    ბაქო-ახალქალაქი-ყარსის პერსპექტივები "კასპიის ფორუმზე" განიხილეს

    ბაქო-ახალქალაქი-ყარსის პერსპექტივები "კასპიის ფორუმზე" განიხილეს

    ევროპისა და აზიის შემაერთებელი ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა რეგიონში მნიშვნელოვან პროექტად რჩება. ეს საკითხი რამდენიმე დღის წინ, ქალაქ სტამბულში ჩატარებულ "კასპიის ფორუმზე" განიხილეს.

    სტამბულში ჩატარებულ "კასპიის ფორუმზე" მთავარი თემა ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის რეგიონული მნიშვნელობა იყო. საქმიან შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულის წერილზეც გამახვილდა ყურადღება, სადაც საგანგებოდ იყო ხაზგასმული, რომ "ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა აზიის და ევროპის შემაერთებელი თანამედროვე აბრეშუმის გზა იქნება".

    ჰაიატი იაზიჯი - თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრი: ყარსის რკინიგზის პროექტი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. პროექტიში მონაწილე ქვეყნების: საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკა სერიოზულ დივიდენდებს მიიღებს. საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები დადებით კონტექსტში ვითარდება. საბაჟო სისტემის გაადვილებისა და სავაჭრო პარტნიორობის ურთიერთობით ბევრი ნაბიჯი გადავდგით. იმედი მაქვს, რომ ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზაც ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობების განვითარებას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს.

    თანერ ილდიზ-თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: საქართველოსთან კარგი ურთიერთობები გვქვს. ამ ქვეყანასთან ენერგეტიკის კურსით არსებული ურთიერთობები ბევრი ქვეყნისთვის მისაბაძია. საქართველოში, არჩევნების შემდეგ, მთავრობაში მოსულ ხელისუფლებასთანაც ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას. არსებულ პროექტებს შორის მნიშვნელოვანია ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის პროექტი. თურქეთის მხარე იმედოვნებს, რომ დათქმული პერიოდისთვის ამ პროექტის მშენებლობა დასრულდება.

    ჰალდუნ იავაში-კასპიის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი: "კასპიის ფორუმი" ერთგვარი კასპიის დაოსია, ამ ფორუმის მიზანი უმთავრესად რეგიონში არსებული ქვეყნების განვითარებაზე და პერსპექტივებზე მსჯელობაა. ფორუმში მონაწილეობას იღებს არა მარტო კასპიის ზღვის პირა ქვეყნები, არამედ ყველა ის ქვეყანა, რომელიც კონტაქტშია კასპიის რეგიონთან დაკავშირებულ პროექტებთან. საქართველოს მონაწილეობა კასპიის ფორუმში მნიშვნელოვანი ფაქტორია. მე ვისურვებდი ეს მონაწილეობა სამომავლოდ უფრო ფართო მასშტაბიანი იყოს, რადგან საქართველო რეგიონში განხორცელებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილეა.

    საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალმა მთავრობამ ბაქო-ახალქალაქი-ყარსის პროექტის გადახედვაზე ისაუბრა. მშენებლობა 2014 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ აღნიშნულ ვადებში პროექტის დასრულება ვერ მოხერხდება. საქართველოს პარლამენტის წევრ ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პროექტი 2016 წლის პირველ ნახევარში დსურლდება.

    ზვიად კვაჭანტირაძე- საქართველოს პარლამენტის წევრი: თურქულმა მხარემაც აღნიშნა ამ პროექტის მნიშვნელოვანი როლის შესახებ, ახალ ხელისუფლებას შეკითხვები ჰქონდა ამ პროქტთან დაკავშირებით, რაც არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავდა იმას, რომ ვინმე ამ პროექტის წინააღმდეგ გამოდიოდა. ეტაპობრივად ამ კითხვებს პასუხი უკვე გაეცა და თუ რამე დარჩა ,ამასაც ექ\ნება თავისი პასუხი. ამ პროქტის დახურვა ყოვლად წარმოუდგენელი იყო თუნდაც ჩემთვის და მივესალმები იმ აზრს, რომ ეს პროექტი 2016 წლის პირველ ნახევარში დასრულდება, რაც გახდება მნიშვნელოვანი ნაწილი სატრანსპორტო კორიდორისა, როემლიც საშუალებას მისცემს ცენტრალური აზიიდან და შორეული ჩინეთიდანაც კი ტვირთები უპრობლემოდ გადაადგილდეს ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ბაზრებისკენ.

    ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მთლიანი სიგრძე 826 კილომეტრი იქნება. პირველ ეტაპზე ის 1 მილიონი მგზავრისა და 6 მილიონ 500 ათასი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებას შეძლებს. სამომავლოდ კი რიცხვი 3 მილიონ მზგავრამდე და 15 მილიონ ტონა ტვირთამდე უნდა გაიზარდოს.

    გიორგი ბერიძე, Ambebi.ge

    დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

    თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

    როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ