ამის შესახებ bpn.ge-ს კომპანია ”my auto”-ს ავტობაზრობის მარკეტინგის მენეჯერმა აკაკი გრიგოლიამ განუცხადა.
მისი თქმით, 2010-2011 წლებში, როდესაც ყაზახეთი რუსეთ-ბელარუსთან ერთად ეკონომიკურ ბლოკში გაწევრიანდა და მათ შორის ერთიანი საბაჟო ტარიფები ამოქმედდა, ცენტალურ აზიაში საბაჟო გადასახადებმა ავტომობილების იმპორტზე შესამჩნევად მოიმატა. საქართველო, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების ძირითადი მიმწოდებელი იყო, ბელარუსმა ჩაანაცვლა, რომელთანაც ყაზახეთი ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ვაჭრობს.
”თუ ამ კავშირს სომხეთიც შეურთდება, გაყიდვები, სავარაუდოდ, 20%-ით შემცირდება, რადგან ამ ქვეყანას საერთო ექსპორტში სწორედ 20% უკავია”, - აცხადებს გრიგოლია.
თუმცა, ავტოდილერი მომავალს მაინც ოპტიმისტურად უყურებს.
იხილეთ სრულად: საბაჟო კავშირში სომხეთის გაწევრიანება ქართველ ავტოდილერებს 100 მილიონ დოლარს დააკარგვინებს