საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ვჭამთ მარხვაში - არის თუ არა ვირთხის გენით მიღებული სოიო მცენარეული საკვები?
რას ვჭამთ მარხვაში - არის თუ არა ვირთხის გენით მიღებული სოიო მცენარეული საკვები?

მეც­ნი­ე­რე­ბის დიდი ნა­წი­ლის მტკი­ცე­ბით, დღეს ბუ­ნებ­რი­ვი სოიო აღარ არ­სე­ბობს და ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში მოყ­ვა­ნი­ლი მცე­ნა­რე გენ­მო­დი­ცი­ფი­რე­ბუ­ლია. გმ სო­ი­ოს კი, რო­გორც ირ­კვე­ვა, არა­ნა­ი­რი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია; პი­რი­ქით, მისი მი­ღე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას დიდ საფრ­თხეს უქ­მნის - "ტვი­ნის გა­მოშ­რო­ბა", აუ­ტიზ­მი, ჩიყ­ვი, უშ­ვი­ლო­ბა, ნა­ყო­ფის მო­წყვე­ტა... ეს იმ და­ა­ვა­დე­ბა­თა მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლის მი­ზე­ზიც გმ სოიო შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. პა­რა­ლე­ლუ­რად, მეც­ნი­ე­რე­ბი კი­დევ ერთ დას­კვნამ­დე მი­ვიდ­ნენ: სოიო ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის მი­ზე­ზია. ამ ფონ­ზე, ექი­მე­ბი მშობ­ლებს ურ­ჩე­ვენ, ბავ­შვებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბი­ჭებს, არ აჭა­მონ სო­ი­ოს შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტი. არა­და, სო­ი­ოს­გან "თა­ვის­დაღ­წე­ვა"ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გან ის მა­გა­ლი­თად ამე­რი­კა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის თით­ქმის 80%-ის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია. შო­კო­ლა­დის, კან­ფე­ტის, ყა­ვის, ძეხ­ვე­უ­ლის, რძი­სა თუ სხვა პრო­დუქ­ტის მწარ­მო­ებ­ლე­ბი, ინ­გრე­დი­ენ­ტად გმ სო­ი­ოს გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე არც სხვა ქვეყ­ნებ­ში ამ­ბო­ბენ უარს.

მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა იმ ექი­მე­ბის რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც პა­ცი­ენ­ტებს მო­უ­წო­დე­ბენ, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მი­ირ­თვან გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი. ამ მო­წო­დე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია - ცხო­ვე­ლებს, რო­მელ­თაც გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტით კვე­ბა­ვენ, უნა­ყო­ფო­ბა და დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იმუ­ნო­სის­ტე­მა აქვთ, ისი­ნი ძა­ლი­ან სწრა­ფად ბერ­დე­ბი­ან, გა­აჩ­ნი­ათ ინ­სუ­ლი­ნის დო­ნის რე­გუ­ლი­რე­ბის პრობ­ლე­მა, ცვლი­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ებ­ზე... მიმ­დი­ნა­რე წლის 19 მა­ისს, ენ­ვი­რო­მენ­ტა­ლუ­რი მე­დი­ცი­ნის ამე­რი­კულ­მა აკა­დე­მი­ამ (ემაა) მო­უ­წო­და ექი­მებს, ას­წავ­ლონ პა­ცი­ენ­ტებს, რო­გორ აა­რი­დონ თავი გმო-ს; მე­ტიც - მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მია მო­უ­წო­დებს პლა­ნე­ტის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, სა­დაც ხმა მი­უწ­ვდე­ბათ, გა­ავ­რცე­ლონ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ გმო მავ­ნეა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, გმ კულ­ტუ­რე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე დიდ ყუ­რა­დღე­ბას სო­ი­ოს მი­მართ იჩე­ნენ. ის ერ­თა­დერ­თი მრაც­ვლე­უ­ლია, რო­მელ­საც აქვს უნა­რი, თა­ვის წო­ნა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე მეტი წყა­ლი შე­ი­წო­ვოს და მასა გა­ზარ­დოს. მას შემ­დეგ, რაც მისი გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს, არ ეკა­რე­ბა არც ერთი მავ­ნე­ბე­ლი, ია­ფი­ცაა და უხვმო­სავ­ლი­ა­ნიც. ამ ფონ­ზე, გა­საკ­ვი­რი არაა, რომ სოიო ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია: მა­გა­ლი­თად, ევ­რო­კავ­ში­რი ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ნი­მუმ 50 მი­ლი­ონ ტონა სო­ი­ოს ყი­დის, პა­რა­ლე­ლუ­რად, ის ლა­მის ყვე­ლა პრო­დუქ­ტის ინ­გრე­დი­ენ­ტად იქცა, აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­ქონ­ლი­სა და ფრინ­ვე­ლის საკ­ვე­ბა­დაც... ზო­გა­დად, ბუ­ნებ­რივ სო­ი­ოს, ბევ­რი კარ­გი თვი­სე­ბაც აქვს - ცი­ლე­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი და მისი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მა­ღა­ლია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ბუ­ნებ­რი­ვი სოიო დღეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ არ­სე­ბობს - ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში მო­წე­უ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სოიო გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია! სპე­ცი­ა­ლის­ტი-ალერ­გო­ლო­გი ჯონ ბო­ილ­სი ამ­ბობს: "ხში­რად ჩა­მი­ტა­რე­ბია ტეს­ტე­ბი სო­ი­ო­ზე - ჩვენს დრო­ში ყვე­ლა სოიო გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და ეს იმ­დე­ნად სა­ში­შია, რომ ადა­მი­ა­ნებს არა­სო­დეს ვურ­ჩევ მის ჭა­მას". ამ ფონ­ზე, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ზოგ ქვე­ყა­ნა­ში, მა­გა­ლი­თად - ფი­ნეთ­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში, სა­ბერ­ძნეთ­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში სო­ი­ო­სა და სო­ი­ოს­შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტის შე­ტა­ნა-გა­ყიდ­ვა აკ­რძა­ლუ­ლია.

რა­ტომ არის სა­ში­ში გმ სოიო? - ამის და­სად­გე­ნად არა­ერ­თი კვლე­ვა ჩა­ტარ­და. ზა­ზუ­ნებ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტმა აჩ­ვე­ნა, რომ სოიო მღრღნე­ლე­ბის უნა­ყო­ფო­ბი­სა და სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი გახ­და. სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გით დას­რულ­და ორ­სულ თაგ­ვებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი - მათ ორ­სუ­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძი­რი­თა­დად, გმ სო­ი­ო­თი კვე­ბავ­დნენ. უმე­ტე­სო­ბის შთა­მო­მავ­ლო­ბა სამ კვი­რა­ში და­ი­ხო­ცა, გა­დარ­ჩე­ნილ წრუ­წუ­ნებს კი, ზრდი­სა და რეპ­რო­დუქ­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ.

ამ კვლე­ვე­ბის შემ­დეგ, მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ სო­ი­ოს მი­ღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ორ­სუ­ლე­ბის­თვის. სო­ი­ოს სის­ტე­მა­ტურ­მა მი­ღე­ბამ მუც­ლის მო­წყვე­ტაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. გმ სო­ი­ო­ში არის სა­ში­ში ჰერ­ბი­ცი­დი რა­უნ­და­პი. 2008 წელს Benachour&Seralin-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­ში წე­რია, რომ ამ ჰერ­ბი­ცი­დის უმ­ცი­რეს დო­ზას (0,000001%) შე­უძ­ლია მოკ­ლას ემ­ბრი­ო­ნის, ჭიპ­ლა­რის სის­ხლი­სა და პლა­ცენ­ტის უჯრე­დე­ბი. ტვინ­ში დო­ფა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა, ადა­მი­ა­ნის აქ­ტი­უ­რო­ბას ზღუ­დავს, ასე­ვე დო­ფა­მი­ნი მოქ­მე­დებს კუნ­თე­ბი­სა და სახ­სრე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. დად­გინ­და, რომ სოიო დო­ფა­მი­ნის წარ­მოქ­მნას უშ­ლის ხელს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს ემ­ბრი­ო­ნის ტვინ­ზეც და თუ მუც­ლის მოშ­ლა არ და­ფიქ­სირ­და, ბავ­შვი გო­ნე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი და­ი­ბა­დოს.

სო­ი­ოს მი­ღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ორ­სუ­ლო­ბის პირ­ველ 12 კვი­რას, რად­გან სწო­რედ ამ დროს შე­იძ­ლე­ბა მან ნა­ყო­ფის ტვი­ნის ფორ­მი­რე­ბა­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. 1999 წელს, სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ­ში New England Journal of Medicine, გა­მოქ­ვეყ­ნდა კვლე­ვა, სა­დაც წე­რია, რომ იმ ქა­ლე­ბის დიდ ნა­წილს, ვინც ორ­სუ­ლო­ბის პირ­ველ კვი­რებ­ში სო­ი­ოს­შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტი მი­ი­ღეს და ნა­ყო­ფი შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს, გო­ნე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი და და­ბა­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლის ბავ­შვე­ბი გა­უჩ­ნდათ.

სოიო სა­ში­შია ბავ­შვე­ბის­თვი­საც. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლი­ან ბევ­რი მწარ­მო­ე­ბე­ლი მსოფ­ლი­ო­ში, სა­ბავ­შვო კვე­ბა­ში სო­ი­ოს ურევს, რის გა­მოც, მეც­ნი­ე­რე­ბი ძა­ლი­ან წუ­ხან. სხვა თუ არა­ფე­რი, გმ სოიო მოქ­მე­დებს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჩიყ­ვი. ბავ­შვებ­ში კი - ჩიყვთან ერ­თად, აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბაც. დას­კვნამ­დე, რომ სო­ი­ოს შემ­ცვე­ლი სა­ბავ­შვო კვე­ბა ჩიყვსა და აუ­ტიზმს იწ­ვევ­და, მეც­ნი­ე­რე­ბი ჯერ კი­დევ 60-იან წლებ­ში მი­ვიდ­ნენ. კორ­ნელსკის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯში კვლე­ვაც ჩა­ტარ­და და დად­გინ­და, რომ აუ­ტის­ტი ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ბა­დე­ბი­დან სო­ი­ო­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი რძით იკ­ვე­ბე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, ამ კვლე­ვის დროს მეც­ნი­ე­რე­ბი, კი­დევ ერთ აღ­მო­ჩე­ნამ­დე მი­ვიდ­ნენ - დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბა­საც დე­დე­ბი, სო­ი­ოს­შემ­ცველ სა­ბავ­შვო კვე­ბას აძ­ლევ­დნენ. ამ ფონ­ზე, შვედ­მა ექი­მებ­მა პირ­და­პირ გა­ავ­რცე­ლეს რე­კო­მენ­და­ცია, არ მივ­ცეთ სო­ი­ოს­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი ბავ­შვებს. ინ­გლის­სა და ავ­სტრა­ლი­ა­ში კი, სა­მე­დი­ცი­ნო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მშობ­ლებს მო­უ­წო­დე­ბენ, სა­ნამ ბავ­შვს სო­ი­ოს გა­ა­სინ­ჯე­ბენ, ექიმ­თან გა­ი­ა­რონ კონ­სულ­ტა­ცია.

ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის სოიო შე­ი­ცავს ფლა­ვო­ნო­ი­დებს, რო­მე­ლიც ქა­ლუ­რი ჰორ­მო­ნის, ესტრო­გე­ნის მცე­ნა­რე­უ­ლი ანა­ლო­გია. ფი­ტო­ესტრო­გე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სო­ი­ო­ში 1000-ჯერ მე­ტია, ვიდ­რე სხვა მცე­ნა­რე­ებ­ში. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ სო­ი­ოს მი­ღე­ბით, იტა­რებთ ჰორ­მო­ნო­თე­რა­პი­ას, რო­მელ­მაც ორ­გა­ნიზ­მში ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი ცვლი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია იგი ბავ­შვე­ბის­თვის. უფრო მე­ტად კი, ბი­ჭე­ბის­თვის - ესტრო­გე­ნის ანა­ლო­გის მი­ღე­ბით, ბი­ჭე­ბის ორ­გა­ნიზ­მში ქა­ლუ­რი ჰორ­მო­ნე­ბის მო­ჭარ­ბე­ბა ხდე­ბა. ამ ფონ­ზე, მეც­ნი­ე­რე­ბის ნა­წი­ლი იმ დას­კვნამ­დეც მი­ვი­და, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში ასე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის მი­ზე­ზი, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, სო­ი­ოა!

პა­რა­ლე­ლუ­რად, სოიო უნა­ყო­ფო­ბის მი­ზე­ზიც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, რად­გან იგი ჰორ­მო­ნა­ლუ­რი მცე­ნა­რეა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია მისი მი­ღე­ბა მა­შინ, როცა ყა­ლიბ­დე­ბა ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მა, საშ­ვი­ლოს­ნო... სო­ი­ოს მი­ღე­ბა გო­გო­ნებ­ში ნა­ად­რევ, ანო­მა­ლი­ურ სექ­სუ­ა­ლურ მომ­წი­ფე­ბას იწ­ვევს, ამი­ტომ ექი­მე­ბი გვირ­ჩე­ვენ, 15-16 წლამ­დე მკაც­რად ვა­კონ­ტრო­ლოთ ბავ­შვე­ბის კვე­ბის რა­ცი­ო­ნი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დოთ, რომ მას­ში სოიო არ შე­დი­ო­დეს.

სოიო ტვინ­ზე მისი შე­მად­გე­ნე­ლი ფი­ტომ­ჟა­ვის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მოქ­მე­დებს. ფი­ტომ­ჟა­ვა, ორ­გა­ნუ­ლი მჟა­ვაა, რო­მე­ლიც ბლო­კავს ისე­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­ნე­რა­ლე­ბის ასი­მი­ლა­ცი­ას კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტში, რო­გო­რი­ცაა კალ­ცი­უ­მი, მაგ­ნი­უ­მი, რკი­ნა და თუ­თია. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ბავ­შვებ­ში, რად­გან დი­ე­ტო­ლოგ სალ­ლი ფა­ლო­ნის თქმით, ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მში თუ­თი­ის დის­ბა­ლან­სი ზრდას აფერ­ხებს. ზრდის შე­ფერ­ხე­ბა კი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თოა ჩვი­ლებ­ში, რად­გან ხდე­ბა ცხი­მე­ბის დაგ­რო­ვე­ბა მი­ე­ლინ­ში (ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლი­თაც და­ფა­რუ­ლია ნერ­ვუ­ლი ბოჭ­კო­ე­ბი), რაც ტვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბას უშ­ლის ხელს. ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ასე­ვე აპა­თია, მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ლე­თარ­გია და გო­ნებ­რი­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

გმ სო­ი­ოს არც ზრდას­რუ­ლე­ბის­თვის მო­აქვს სარ­გე­ბე­ლი. მეც­ნი­ე­რებ­მა უკვე და­ად­გი­ნეს, რომ 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, დღე­ში 2 ჩაის ჭიქა სო­ი­ოს ზე­თის მი­ღე­ბა საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ და­ირ­ღვეს ქა­ლის მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად, მკვლე­ვა­რებ­მა სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს - გმ სო­ი­ოს პრო­დუქ­ტი "ტვინს აშ­რობს": კვლე­ვა­ში 4 ათა­სამ­დე ხან­ში­შე­სუ­ლი მა­მა­კა­ცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ალ­ცჰე­ი­მე­რის სინ­დრო­მის (ტვი­ნის ფა­ტა­ლუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა) დი­აგ­ნო­ზი კი და­უდ­გი­ნეს მათ, ვინც ხში­რად ჭამ­და სო­ი­ოს­გან დამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქტს. შე­სა­ბა­მი­სად, მეც­ნი­ე­რებ­მა და­დეს დას­კვნა - სო­ი­ოს­მოყ­ვა­რუ­ლებს, ალ­ცჰე­ი­მე­რით და­ა­ვა­დე­ბის 2,4-ჯერ მეტი რის­კი აქვთ. იკ­ლებს ტვი­ნის მასა - ზო­გა­დად, ტვი­ნის გა­მოშ­რო­ბა ღრმა მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბა­ში იწყე­ბა. 864 მა­მა­კა­ცის გა­მოკ­ვლე­ვამ კი აჩ­ვე­ნა, რომ მათ­ში, ვინც სო­ი­ოს ხში­რად მი­ირ­თმევს, "ტვი­ნის გა­მოშ­რო­ბის"პრო­ცე­სი ნა­ად­რე­ვა­დაც იწყე­ბა და სწრა­ფა­დაც ვი­თარ­დე­ბა.

ჰა­ვა­ის ჯან­დაც­ვის კვლე­ვის ცენ­ტრის დოქ­ტო­რი ლონ უა­ი­ტო­მი მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ სის­ტე­მა­ტუ­რად მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სოიო ორ­გა­ნიზმს ერთ წე­ლი­წად­ში მი­ნი­მუმ 5 წლით აბე­რებს.

ია­პო­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ დღე­ში 30 გრა­მი (2 ჩაის კოვ­ზი) სო­ი­ოს პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა საკ­მა­რი­სია, რათა ერთი თვის შემ­დეგ, ორ­გა­ნიზ­მში აი­წი­ოს თი­რო­იდ-სტე­რო­ი­დუ­ლი ჰორ­მო­ნის (TSH) მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა, რაც ჩიყ­ვის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ასე­ვე გა­მო­არ­კვი­ეს, რომ ამე­რი­კა­ში მოყ­ვა­ნი­ლი გმ სოიო შე­ი­ცავს ყვე­ლა­ზე ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბას, პეს­ტი­ციდ დი­ელდრინს, რო­მე­ლიც არის "დე­დე­ტე"-ს, იგი­ვე "დუს­ტის"მსგავ­სი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ჯერ კი­დევ 1970 წელს აიკ­რძა­ლა, დი­ელდრი­ნი დღემ­დე შე­მო­ი­ნა­ხა ნი­ა­დაგ­მა, რად­გან ძა­ლი­ან სტა­ბი­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბაა. დი­ელდრი­ნი 50-ჯერ ტოქ­სი­კუ­რია, ვიდ­რე "დუს­ტი". ორ­გა­ნიზ­მის მო­წამ­ვლის გარ­და, ამ ტოქ­სინს შე­უძ­ლია მეხ­სი­ე­რე­ბის და­კარ­გვა და ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს. პა­რა­ლე­ლუ­რად, სოიო, გან­სა­კუთ­რე­ბით ის, რო­მე­ლიც ბავ­შვთა კვე­ბა­შია და­მა­ტე­ბუ­ლი, სხვა ნე­ი­რო­ტოქ­სი­ნებ­საც შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს. მა­გა­ლი­თად ალუ­მინს, კად­მი­უმ­სა და ფტორს. კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ დე­დის რძეს­თან შე­და­რე­ბით, გმ სო­ი­ოს რძე­ში ალუ­მი­ნის კონ­ცენ­ტრა­ცია 100-ჯერ მე­ტია, კად­მი­უ­მი­სა კი - 8-15-ჯერ მეტი.

მავ­ნებ­ლო­ბას­თან ერ­თად, გმ სო­ი­ომ, და ზო­გა­დად გმ პრო­დუქტმა, მეც­ნი­ე­რებს კი­დევ ერთი თავ­სა­ტე­ხი გა­უ­ჩი­ნა - უკვე ცნო­ბი­ლია, რომ თეთ­რი დათ­ვის­გან ყინ­ვა­გამ­ძლე გე­ნია აღე­ბუ­ლი, გვე­ლის­გან - გვალ­ვა­გამ­ძლე გენი... ამ ფონ­ზე არის თუ არა ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი საკ­ვე­ბი, მა­გა­ლი­თად თევ­ზის­გე­ნი­ა­ნი პო­მი­დო­რი, ძაღ­ლის­გე­ნი­ა­ნი ბად­რი­ჯა­ნი, ვირ­თაგ­ვას­გე­ნი­ა­ნი კომ­ბოს­ტო... მეც­ნი­ე­რებს ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა უჭირთ. ისიც გა­ურ­კვე­ვე­ლია, სოიო, რო­მელ­შიც მეც­ნი­ე­რე­ბის ნა­წი­ლის მტკი­ცე­ბით აგ­რო­ბაქ­ტე­რი­ის ფერ­მენ­ტის გე­ნია ჩა­ნერ­გი­ლი, მე­ო­რე ნა­წი­ლის მტკი­ცე­ბით კი - ვირ­თხის გენი, მცე­ნა­რე­უ­ლი საკ­ვე­ბია თუ ცხო­ვე­ლუ­რი? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, ალ­ბათ ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლებ­ზე არა­ნაკ­ლებ და­ა­ინ­ტე­რე­სებს მორ­წმუ­ნე­ებს. მათ, ვინც მარ­ხვის დროს სო­ი­ოს კოტ­ლე­ტებს ან მის­გან დამ­ზა­დე­ბულ სხვა კერძს მი­ირ­თმევს. სამ­წუ­ხა­როდ, ბი­ო­ლო­გი­უ­რი კა­ტე­გო­რია ჯერ ვერ გა­ნი­სა­ზღვრა და დღემ­დე ვერ მო­ხერ­ხდა არის თუ არა სა­მარ­ხვო. სა­ნამ მეც­ნი­ე­რე­ბი ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად თავს იმ­ტვრე­ვენ, ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლებს და მარ­ხუ­ლებს ისღა დარ­ჩე­ნი­ათ, სო­ი­ო­ზე უარი თქვან. მი­თუ­მე­ტეს, რო­გორც ირ­კვე­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე სო­ი­ოს არა­ნა­ი­რი სარ­გე­ბე­ლი არ მო­აქვს, პი­რი­ქით, ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხეს უქ­მნის.

რო­მე­ლი პრო­დუქ­ტი შე­იც­ვას გმ სო­ი­ოს?

გულ­დას­მით წა­ი­კი­თხეთ თი­თო­ე­უ­ლი პრო­დუქ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა. თუ პირ­და­პირ "სოიო"არაა მი­თი­თე­ბუ­ლი, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ბა­ზარ­ზე ტრანსგე­ნუ­რი სო­ი­ოს ერთი სა­ხე­ო­ბაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი - GTS 40-3-2. ის იყი­დე­ბა სა­ვაჭ­რო მარ­კით - Roundup Ready (RR). ამე­რი­კუ­ლი პრო­დუქ­ტის 80%-ში სოიო არის.

სო­ი­ოს უმა­ტე­ბენ კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - პრო­დუქ­ტის ფასი და­ბა­ლი რომ იყოს. სო­ი­ოს მსოფ­ლიო მწარ­მო­ე­ბელ­თა შო­რის ლი­დე­რია კომ­პა­ნია "მონ­სან­ტო". გმ სო­ი­ოს ასე­ვე აქ­ტი­უ­რად აწარ­მო­ებს არ­გენ­ტი­ნა და ბრა­ზი­ლია. სო­ი­ოს დიდი ნა­წი­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ზე­თის მი­სა­ღე­ბად, და­მა­ტე­ბუ­ლია ყვე­ლა ფარ­ში­რე­ბულ პრო­დუქ­ტში, ყვე­ლა სა­ხის სო­სის­ში, ძეხვში, პელ­მენ­ში, სა­ბავ­შვო საკ­ვე­ბის დიდ ნა­წილ­ში, მა­ი­ო­ნეზ­ში, რძის პრო­დუქ­ტე­ბის დიდ ნა­წილ­ში, ყა­ვა­ში, შო­კო­ლად­ში, ზოგ­ჯერ ფქვილ­შიც - ასე­თი ფქვი­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი მალ­ფუ­ჭე­ბა­დია. თუ პრო­დუქ­ტი მალე და­ობ­და, უნდა ივა­რა­უ­დოთ, რომ მას­ში სოიო იყო შე­რე­უ­ლი.

ნინო ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეა
0

ყველაზე სასაცილო ამ ამბავში ისაა რომ თურმე მარტო ამერიკა იყენებს სოიოს🥴

ცინიზმი!

alamaria
0

ბოდიში მაგრამ ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ სად რა რაში შედის ეგ სოიო, არ ვარგა? ამოიღონ ხმარებიდან! რად უნდა ამდენი ლაპარაკი.ვინც საჭიროა იმან აკონტროლოს! მაგრამ სადაა ეგ სამსახური?? ან ვის ადარდებს ეგ საერთოდ ახლა ხომ ადამიანების დაავადებაზე და მოკვდინებაზეა გადართულიეს სამყარო :(

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რას ვჭამთ მარხვაში - არის თუ არა ვირთხის გენით მიღებული სოიო მცენარეული საკვები?

რას ვჭამთ მარხვაში - არის თუ არა ვირთხის გენით მიღებული სოიო მცენარეული საკვები?

მეცნიერების დიდი ნაწილის მტკიცებით, დღეს ბუნებრივი სოიო აღარ არსებობს და ნებისმიერ ქვეყანაში მოყვანილი მცენარე გენმოდიციფირებულია. გმ სოიოს კი, როგორც ირკვევა, არანაირი კვებითი ღირებულება არ გააჩნია; პირიქით, მისი მიღება ადამიანის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის - "ტვინის გამოშრობა", აუტიზმი, ჩიყვი, უშვილობა, ნაყოფის მოწყვეტა... ეს იმ დაავადებათა მცირე ჩამონათვალია, რომლის მიზეზიც გმ სოიო შეიძლება გახდეს. პარალელურად, მეცნიერები კიდევ ერთ დასკვნამდე მივიდნენ: სოიო ჰომოსექსუალიზმის მიზეზია. ამ ფონზე, ექიმები მშობლებს ურჩევენ, ბავშვებს, განსაკუთრებით ბიჭებს, არ აჭამონ სოიოს შემცველი პროდუქტი. არადა, სოიოსგან "თავისდაღწევა"ძალიან რთულია, რადგან ის მაგალითად ამერიკაში წარმოებული პროდუქციის თითქმის 80%-ის შემადგენლობაშია. შოკოლადის, კანფეტის, ყავის, ძეხვეულის, რძისა თუ სხვა პროდუქტის მწარმოებლები, ინგრედიენტად გმ სოიოს გამოყენებაზე არც სხვა ქვეყნებში ამბობენ უარს.

მსოფლიო მასშტაბით, დღითიდღე იზრდება იმ ექიმების რიცხვი, რომლებიც პაციენტებს მოუწოდებენ, არავითარ შემთხვევაში არ მიირთვან გენმოდიფიცირებული პროდუქტი. ამ მოწოდების საფუძველი შემაშფოთებელი მეცნიერული მტკიცებულებებია - ცხოველებს, რომელთაც გენმოდიფიცირებული პროდუქტით კვებავენ, უნაყოფობა და დაქვეითებული იმუნოსისტემა აქვთ, ისინი ძალიან სწრაფად ბერდებიან, გააჩნიათ ინსულინის დონის რეგულირების პრობლემა, ცვლილებები სხვადასხვა ორგანოებზე... მიმდინარე წლის 19 მაისს, ენვირომენტალური მედიცინის ამერიკულმა აკადემიამ (ემაა) მოუწოდა ექიმებს, ასწავლონ პაციენტებს, როგორ აარიდონ თავი გმო-ს; მეტიც - მედიცინის აკადემია მოუწოდებს პლანეტის ყველა მოქალაქეს, სადაც ხმა მიუწვდებათ, გაავრცელონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გმო მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

სპეციალისტები, გმ კულტურებიდან, ყველაზე დიდ ყურადღებას სოიოს მიმართ იჩენენ. ის ერთადერთი მრაცვლეულია, რომელსაც აქვს უნარი, თავის წონაზე რამდენჯერმე მეტი წყალი შეიწოვოს და მასა გაზარდოს. მას შემდეგ, რაც მისი გენმოდიფიცირება მოახდინეს, არ ეკარება არც ერთი მავნებელი, იაფიცაა და უხვმოსავლიანიც. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ სოიო ფართოდ გავრცელებულია: მაგალითად, ევროკავშირი ყოველწლიურად მინიმუმ 50 მილიონ ტონა სოიოს ყიდის, პარალელურად, ის ლამის ყველა პროდუქტის ინგრედიენტად იქცა, აქტიურად გამოიყენება საქონლისა და ფრინველის საკვებადაც... ზოგადად, ბუნებრივ სოიოს, ბევრი კარგი თვისებაც აქვს - ცილებითაა გაჯერებული და მისი კვებითი ღირებულებაც მაღალია, მაგრამ სამწუხაროდ, ბუნებრივი სოიო დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს - ნებისმიერ ქვეყანაში მოწეული თანამედროვე სოიო გენმოდიფიცირებულია! სპეციალისტი-ალერგოლოგი ჯონ ბოილსი ამბობს: "ხშირად ჩამიტარებია ტესტები სოიოზე - ჩვენს დროში ყველა სოიო გენმოდიფიცირებულია და ეს იმდენად საშიშია, რომ ადამიანებს არასოდეს ვურჩევ მის ჭამას". ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ ზოგ ქვეყანაში, მაგალითად - ფინეთში, ავსტრალიაში, ვენესუელაში, საბერძნეთსა და შვეიცარიაში სოიოსა და სოიოსშემცველი პროდუქტის შეტანა-გაყიდვა აკრძალულია.

რატომ არის საშიში გმ სოიო? - ამის დასადგენად არაერთი კვლევა ჩატარდა. ზაზუნებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სოიო მღრღნელების უნაყოფობისა და სიკვდილის მიზეზი გახდა. სავალალო შედეგით დასრულდა ორსულ თაგვებზე ჩატარებული კვლევები - მათ ორსულობის განმავლობაში ძირითადად, გმ სოიოთი კვებავდნენ. უმეტესობის შთამომავლობა სამ კვირაში დაიხოცა, გადარჩენილ წრუწუნებს კი, ზრდისა და რეპროდუქციის პრობლემები შეექმნათ.

ამ კვლევების შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სოიოს მიღება განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის. სოიოს სისტემატურმა მიღებამ მუცლის მოწყვეტაც შეიძლება გამოიწვიოს. გმ სოიოში არის საშიში ჰერბიციდი რაუნდაპი. 2008 წელს Benachour&Seralin-ში გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომ ამ ჰერბიციდის უმცირეს დოზას (0,000001%) შეუძლია მოკლას ემბრიონის, ჭიპლარის სისხლისა და პლაცენტის უჯრედები. ტვინში დოფამინის ნაკლებობა, ადამიანის აქტიურობას ზღუდავს, ასევე დოფამინი მოქმედებს კუნთებისა და სახსრების განვითარებაზე. დადგინდა, რომ სოიო დოფამინის წარმოქმნას უშლის ხელს, რამაც შეიძლება იმოქმედოს ემბრიონის ტვინზეც და თუ მუცლის მოშლა არ დაფიქსირდა, ბავშვი გონებაშეზღუდული დაიბადოს.

სოიოს მიღება განსაკუთრებით საშიშია ორსულობის პირველ 12 კვირას, რადგან სწორედ ამ დროს შეიძლება მან ნაყოფის ტვინის ფორმირებაში კატასტროფული ცვლილებები გამოიწვიოს. 1999 წელს, სამედიცინო ჟურნალში New England Journal of Medicine, გამოქვეყნდა კვლევა, სადაც წერია, რომ იმ ქალების დიდ ნაწილს, ვინც ორსულობის პირველ კვირებში სოიოსშემცველი პროდუქტი მიიღეს და ნაყოფი შეინარჩუნეს, გონებაშეზღუდული და დაბალი ინტელექტუალური მაჩვენებლის ბავშვები გაუჩნდათ.

სოიო საშიშია ბავშვებისთვისაც. ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი მწარმოებელი მსოფლიოში, საბავშვო კვებაში სოიოს ურევს, რის გამოც, მეცნიერები ძალიან წუხან. სხვა თუ არაფერი, გმ სოიო მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩიყვი. ბავშვებში კი - ჩიყვთან ერთად, აუტოიმუნური დაავადებაც. დასკვნამდე, რომ სოიოს შემცველი საბავშვო კვება ჩიყვსა და აუტიზმს იწვევდა, მეცნიერები ჯერ კიდევ 60-იან წლებში მივიდნენ. კორნელსკის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯში კვლევაც ჩატარდა და დადგინდა, რომ აუტისტი ბავშვების უმრავლესობა დაბადებიდან სოიოზე დამზადებული რძით იკვებებოდა. სხვათა შორის, ამ კვლევის დროს მეცნიერები, კიდევ ერთ აღმოჩენამდე მივიდნენ - დიაბეტით დაავადებული ბავშვების დიდ უმრავლესობასაც დედები, სოიოსშემცველ საბავშვო კვებას აძლევდნენ. ამ ფონზე, შვედმა ექიმებმა პირდაპირ გაავრცელეს რეკომენდაცია, არ მივცეთ სოიოსგან წარმოებული პროდუქტი ბავშვებს. ინგლისსა და ავსტრალიაში კი, სამედიცინო ორგანიზაციები მშობლებს მოუწოდებენ, სანამ ბავშვს სოიოს გაასინჯებენ, ექიმთან გაიარონ კონსულტაცია.

ყველა სახეობის სოიო შეიცავს ფლავონოიდებს, რომელიც ქალური ჰორმონის, ესტროგენის მცენარეული ანალოგია. ფიტოესტროგენების მაჩვენებელი სოიოში 1000-ჯერ მეტია, ვიდრე სხვა მცენარეებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოიოს მიღებით, იტარებთ ჰორმონოთერაპიას, რომელმაც ორგანიზმში ბევრი უარყოფითი ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით საშიშია იგი ბავშვებისთვის. უფრო მეტად კი, ბიჭებისთვის - ესტროგენის ანალოგის მიღებით, ბიჭების ორგანიზმში ქალური ჰორმონების მოჭარბება ხდება. ამ ფონზე, მეცნიერების ნაწილი იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ასე გავრცელებული ჰომოსექსუალიზმის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, სოიოა!

პარალელურად, სოიო უნაყოფობის მიზეზიც შეიძლება გახდეს, რადგან იგი ჰორმონალური მცენარეა. განსაკუთრებით საშიშია მისი მიღება მაშინ, როცა ყალიბდება ენდოკრინული სისტემა, საშვილოსნო... სოიოს მიღება გოგონებში ნაადრევ, ანომალიურ სექსუალურ მომწიფებას იწვევს, ამიტომ ექიმები გვირჩევენ, 15-16 წლამდე მკაცრად ვაკონტროლოთ ბავშვების კვების რაციონი და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მასში სოიო არ შედიოდეს.

სოიო ტვინზე მისი შემადგენელი ფიტომჟავის მეშვეობითაც მოქმედებს. ფიტომჟავა, ორგანული მჟავაა, რომელიც ბლოკავს ისეთი უმნიშვნელოვანესი მინერალების ასიმილაციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და თუთია. ეს განსაკუთრებით საშიშია ბავშვებში, რადგან დიეტოლოგ სალლი ფალონის თქმით, ბავშვის ორგანიზმში თუთიის დისბალანსი ზრდას აფერხებს. ზრდის შეფერხება კი, განსაკუთრებით სახიფათოა ჩვილებში, რადგან ხდება ცხიმების დაგროვება მიელინში (ნივთიერება, რომლითაც დაფარულია ნერვული ბოჭკოები), რაც ტვინის განვითარებას უშლის ხელს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ასევე აპათია, მეხსიერების დაქვეითება, ლეთარგია და გონებრივი დაავადებები.

გმ სოიოს არც ზრდასრულებისთვის მოაქვს სარგებელი. მეცნიერებმა უკვე დაადგინეს, რომ 2 თვის განმავლობაში, დღეში 2 ჩაის ჭიქა სოიოს ზეთის მიღება საკმარისია იმისთვის, რომ დაირღვეს ქალის მენსტრუალური ციკლი. პარალელურად, მკვლევარებმა სკანდალური განცხადება გააკეთეს - გმ სოიოს პროდუქტი "ტვინს აშრობს": კვლევაში 4 ათასამდე ხანშიშესული მამაკაცი მონაწილეობდა. ალცჰეიმერის სინდრომის (ტვინის ფატალური დაზიანება) დიაგნოზი კი დაუდგინეს მათ, ვინც ხშირად ჭამდა სოიოსგან დამზადებულ პროდუქტს. შესაბამისად, მეცნიერებმა დადეს დასკვნა - სოიოსმოყვარულებს, ალცჰეიმერით დაავადების 2,4-ჯერ მეტი რისკი აქვთ. იკლებს ტვინის მასა - ზოგადად, ტვინის გამოშრობა ღრმა მოხუცებულობაში იწყება. 864 მამაკაცის გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ მათში, ვინც სოიოს ხშირად მიირთმევს, "ტვინის გამოშრობის"პროცესი ნაადრევადაც იწყება და სწრაფადაც ვითარდება.

ჰავაის ჯანდაცვის კვლევის ცენტრის დოქტორი ლონ უაიტომი მივიდა დასკვნამდე, რომ სისტემატურად მიღების შემთხვევაში, სოიო ორგანიზმს ერთ წელიწადში მინიმუმ 5 წლით აბერებს.

იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეში 30 გრამი (2 ჩაის კოვზი) სოიოს პროდუქტის მიღება საკმარისია, რათა ერთი თვის შემდეგ, ორგანიზმში აიწიოს თიროიდ-სტეროიდული ჰორმონის (TSH) მაჩვენებელმა, რაც ჩიყვის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

სპეციალისტებმა ასევე გამოარკვიეს, რომ ამერიკაში მოყვანილი გმ სოიო შეიცავს ყველაზე ტოქსიკურ ნივთიერებას, პესტიციდ დიელდრინს, რომელიც არის "დედეტე"-ს, იგივე "დუსტის"მსგავსი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნივთიერებების გამოყენება ჯერ კიდევ 1970 წელს აიკრძალა, დიელდრინი დღემდე შემოინახა ნიადაგმა, რადგან ძალიან სტაბილური ნივთიერებაა. დიელდრინი 50-ჯერ ტოქსიკურია, ვიდრე "დუსტი". ორგანიზმის მოწამვლის გარდა, ამ ტოქსინს შეუძლია მეხსიერების დაკარგვა და ჰალუცინაციებიც გამოიწვიოს. პარალელურად, სოიო, განსაკუთრებით ის, რომელიც ბავშვთა კვებაშია დამატებული, სხვა ნეიროტოქსინებსაც შეიძლება შეიცავდეს. მაგალითად ალუმინს, კადმიუმსა და ფტორს. კვლევებმა აჩვენა, რომ დედის რძესთან შედარებით, გმ სოიოს რძეში ალუმინის კონცენტრაცია 100-ჯერ მეტია, კადმიუმისა კი - 8-15-ჯერ მეტი.

მავნებლობასთან ერთად, გმ სოიომ, და ზოგადად გმ პროდუქტმა, მეცნიერებს კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩინა - უკვე ცნობილია, რომ თეთრი დათვისგან ყინვაგამძლე გენია აღებული, გველისგან - გვალვაგამძლე გენი... ამ ფონზე არის თუ არა ვეგეტარიანული საკვები, მაგალითად თევზისგენიანი პომიდორი, ძაღლისგენიანი ბადრიჯანი, ვირთაგვასგენიანი კომბოსტო... მეცნიერებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ. ისიც გაურკვეველია, სოიო, რომელშიც მეცნიერების ნაწილის მტკიცებით აგრობაქტერიის ფერმენტის გენია ჩანერგილი, მეორე ნაწილის მტკიცებით კი - ვირთხის გენი, მცენარეული საკვებია თუ ცხოველური? ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ ვეგეტარიანელებზე არანაკლებ დააინტერესებს მორწმუნეებს. მათ, ვინც მარხვის დროს სოიოს კოტლეტებს ან მისგან დამზადებულ სხვა კერძს მიირთმევს. სამწუხაროდ, ბიოლოგიური კატეგორია ჯერ ვერ განისაზღვრა და დღემდე ვერ მოხერხდა არის თუ არა სამარხვო. სანამ მეცნიერები ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად თავს იმტვრევენ, ვეგეტარიანელებს და მარხულებს ისღა დარჩენიათ, სოიოზე უარი თქვან. მითუმეტეს, როგორც ირკვევა თანამედროვე სოიოს არანაირი სარგებელი არ მოაქვს, პირიქით, ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

რომელი პროდუქტი შეიცვას გმ სოიოს?

გულდასმით წაიკითხეთ თითოეული პროდუქტის შემადგენლობა. თუ პირდაპირ "სოიო"არაა მითითებული, გაითვალისწინეთ, რომ ბაზარზე ტრანსგენური სოიოს ერთი სახეობაა გავრცელებული - GTS 40-3-2. ის იყიდება სავაჭრო მარკით - Roundup Ready (RR). ამერიკული პროდუქტის 80%-ში სოიო არის.

სოიოს უმატებენ კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე - პროდუქტის ფასი დაბალი რომ იყოს. სოიოს მსოფლიო მწარმოებელთა შორის ლიდერია კომპანია "მონსანტო". გმ სოიოს ასევე აქტიურად აწარმოებს არგენტინა და ბრაზილია. სოიოს დიდი ნაწილი გამოიყენება ზეთის მისაღებად, დამატებულია ყველა ფარშირებულ პროდუქტში, ყველა სახის სოსისში, ძეხვში, პელმენში, საბავშვო საკვების დიდ ნაწილში, მაიონეზში, რძის პროდუქტების დიდ ნაწილში, ყავაში, შოკოლადში, ზოგჯერ ფქვილშიც - ასეთი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტი მალფუჭებადია. თუ პროდუქტი მალე დაობდა, უნდა ივარაუდოთ, რომ მასში სოიო იყო შერეული.

ნინო ლურსმანაშვილი

გაზეთი "ვერსია"