პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეკვავენ ვარსკვლავების" უპრეცედენტო ტური - ვარსკვლავები ცხოველებთან ერთად ცირკის არენაზე (ექსკლუზივი)
"ცეკვავენ ვარსკვლავების" უპრეცედენტო ტური - ვარსკვლავები ცხოველებთან ერთად ცირკის არენაზე (ექსკლუზივი)

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" სტარტს ფი­ნა­ლის­კენ იღებს. პრო­ექ­ტში ოთხი ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტი (გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, ნანა ნე­ბი­ე­რი­ძე, ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი და თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი) დარ­ჩა, რო­მელ­თაც ფი­ნალ­ში მო­სახ­ვედ­რად თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბძო­ლა მო­უ­წევთ.

19 დე­კემ­ბერს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი უპ­რე­ცე­დენ­ტო შო­უ­სა და ტურს გვთა­ვა­ზო­ბენ. ცირ­კის არე­ნა სა­კუ­თარ ფუნ­ქცი­ას და­იბ­რუ­ნებს და მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­თან ერ­თად, იქ ცხო­ვე­ლე­ბი (ლომი, მა­ი­მუ­ნე­ბი, ძაღ­ლი და პი­თო­ნი) გა­მოვ­ლენ... ვარ­სკვლა­ვე­ბი ამ­ჯე­რა­დაც ორ ნო­მერს შე­ას­რუ­ლე­ბენ, თუმ­ცა "ჯა­ი­ვი" ყვე­ლას­თვის სა­ყო­ველ­თაო იქ­ნე­ბა. "ამ­ბე­ბი.გე" ერთ-ერთ კონ­კურ­სანტს, ნანა ნე­ბი­ე­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- ნანა, შოუ ფი­ნა­ლის­კენ მი­დის. კონ­კუ­რენ­ცია მა­ტუ­ლობს. რო­გორ ემ­ზა­დე­ბით მო­რი­გი ტუ­რის­თვის?

- კი, ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია, თი­თო­ე­ულს არა მარ­ტო ორი ცეკ­ვის შეს­რუ­ლე­ბა გვი­წევს, არა­მედ, 19-ში "ცირ­კის ტური" გვე­ლის, ანუ სცე­ნა­ზე ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად უნდა გა­მო­ვი­დეთ. გარ­და ამი­სა, იქ­ნე­ბა კი­დევ სხვა სურპრი­ზე­ბიც...

- არე­ნა­ზე ლო­მებ­თან და მა­ი­მუ­ნებ­თან ერ­თად უნდა გა­მოხ­ვი­დეთ?

- კი, მა­გა­ლი­თად, გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს ლომ­თან ერ­თად გა­მო­ვა, თა­კოს 4 მა­ი­მუ­ნი ეყო­ლე­ბა გვერ­დით, მე - ძაღ­ლი, ქეთი კი პი­თონ­თან ერ­თად იცეკ­ვებს... დღეს პირ­ვე­ლად გვაქვს რე­პე­ტი­ცია... მოკ­ლედ, ცეკ­ვე­ბის შეს­წავ­ლის პარ­ლე­ლუ­რად ახლა იმა­ზე ვფიქ­რობ, ძაღ­ლი უშუ­ა­ლოდ შოუს დროს რო­გორ მო­იქ­ცე­ვა? ცოტა ხან­ში რე­პე­ტი­ცი­ა­ზე უნდა წა­ვი­დე და გზად ძეხ­ვი უნდა ვუ­ყი­დო...

- რა სა­ინ­ტე­რე­სო ამო­ცა­ნა გაქვთ...

- ძა­ლი­ან, სა­მა­გი­ე­როდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდი ზე­ი­მი იქ­ნე­ბა!

- ამ­დე­ნი ცხო­ვე­ლი უნდა იყოს სცე­ნა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მაც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა, არა?

- რა თქმა უნდა, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა.

- გი­ორ­გის ნა­დირ­თა მეფე შეხ­ვდა…

- კი, მას ლომ­თან ერ­თად მო­უ­წევს სცე­ნა­ზე ყოფ­ნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც ზღა­პარს ჰგავს! მოკ­ლედ, "ყიფ­შო" და ლომი გა­ლი­ა­ში ერ­თად იქ­ნე­ბი­ან...

- რა ცეკ­ვე­ბი უნდა წარ­მო­ად­გი­ნოთ?

- ყვე­ლამ "ჯა­ი­ვი" უნდა ვი­ცეკ­ვოთ. მე­ო­რე ცეკ­ვა თი­თო­ე­ულს სხვა გვაქვს. მე და ქეთი ხა­ტი­აშ­ვილს "ჩა-ჩა-ჩა" გვი­წევს, გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს - "ვე­ნუ­რი ვალ­სი" და თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი "ქვიქსტეპს" იცეკ­ვებს. მაგ­რამ ეს არ არის ყვე­ლა­ფე­რი, ჩვენ სპორ­ტუ­ლი ნომ­რე­ბიც უნდა წარ­მო­ვად­გი­ნოთ… მოკ­ლედ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი ტური გვე­ლო­დე­ბა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

sponsored by ContentRoom

"ცეკვავენ ვარსკვლავების" უპრეცედენტო ტური - ვარსკვლავები ცხოველებთან ერთად ცირკის არენაზე (ექსკლუზივი)

"ცეკვავენ ვარსკვლავების" უპრეცედენტო ტური - ვარსკვლავები ცხოველებთან ერთად ცირკის არენაზე (ექსკლუზივი)

"ცეკვავენ ვარსკვლავები" სტარტს ფინალისკენ იღებს. პროექტში ოთხი ძლიერი კონკურსანტი (გიორგი ყიფშიძე, ნანა ნებიერიძე, ქეთი ხატიაშვილი და თაკო ჩორგოლაშვილი) დარჩა, რომელთაც ფინალში მოსახვედრად თავდაუზოგავი ბძოლა მოუწევთ.

19 დეკემბერს ორგანიზატორები უპრეცედენტო შოუსა და ტურს გვთავაზობენ. ცირკის არენა საკუთარ ფუნქციას დაიბრუნებს და მოცეკვავეებთან ერთად, იქ ცხოველები (ლომი, მაიმუნები, ძაღლი და პითონი) გამოვლენ... ვარსკვლავები ამჯერადაც ორ ნომერს შეასრულებენ, თუმცა "ჯაივი" ყველასთვის საყოველთაო იქნება. "ამბები.გე" ერთ-ერთ კონკურსანტს, ნანა ნებიერიძეს დაუკავშირდა.

- ნანა, შოუ ფინალისკენ მიდის. კონკურენცია მატულობს. როგორ ემზადებით მორიგი ტურისთვის?

- კი, ძალიან დაიძაბა სიტუაცია, თითოეულს არა მარტო ორი ცეკვის შესრულება გვიწევს, არამედ, 19-ში "ცირკის ტური" გველის, ანუ სცენაზე ცხოველებთან ერთად უნდა გამოვიდეთ. გარდა ამისა, იქნება კიდევ სხვა სურპრიზებიც...

- არენაზე ლომებთან და მაიმუნებთან ერთად უნდა გამოხვიდეთ?

- კი, მაგალითად, გიორგი ყიფშიძეს ლომთან ერთად გამოვა, თაკოს 4 მაიმუნი ეყოლება გვერდით, მე - ძაღლი, ქეთი კი პითონთან ერთად იცეკვებს... დღეს პირველად გვაქვს რეპეტიცია... მოკლედ, ცეკვების შესწავლის პარლელურად ახლა იმაზე ვფიქრობ, ძაღლი უშუალოდ შოუს დროს როგორ მოიქცევა? ცოტა ხანში რეპეტიციაზე უნდა წავიდე და გზად ძეხვი უნდა ვუყიდო...

- რა საინტერესო ამოცანა გაქვთ...

- ძალიან, სამაგიეროდ, ეს ყველაფერი დიდი ზეიმი იქნება!

- ამდენი ცხოველი უნდა იყოს სცენაზე და შესაბამისად, ყველა უსაფრთხოების ზომაც დაცული იქნება, არა?

- რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება.

- გიორგის ნადირთა მეფე შეხვდა…

- კი, მას ლომთან ერთად მოუწევს სცენაზე ყოფნა. ეს ყველაფერი რაღაც ზღაპარს ჰგავს! მოკლედ, "ყიფშო" და ლომი გალიაში ერთად იქნებიან...

- რა ცეკვები უნდა წარმოადგინოთ?

- ყველამ "ჯაივი" უნდა ვიცეკვოთ. მეორე ცეკვა თითოეულს სხვა გვაქვს. მე და ქეთი ხატიაშვილს "ჩა-ჩა-ჩა" გვიწევს, გიორგი ყიფშიძეს - "ვენური ვალსი" და თაკო ჩორგოლაშვილი "ქვიქსტეპს" იცეკვებს. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, ჩვენ სპორტული ნომრებიც უნდა წარმოვადგინოთ… მოკლედ ძალიან დატვირთული და დაძაბული ტური გველოდება...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება