პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - ვანო მერაბიშვილის განცხადებას სერიოზული პასუხი უნდა გაეცეს
თეა წულუკიანი - ვანო მერაბიშვილის განცხადებას სერიოზული პასუხი უნდა გაეცეს

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს.

რო­გორც თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი.

"ეს ჩემ­თვის არის სრუ­ლი­ად ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ძა­ლი­ან მიკ­ვის, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კი მგო­ნია, რომ ამ­გვა­რი რამე მომ­ხდა­რი­ყო, თუნ­დაც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში, სა­დაც თვი­სობ­რი­ვად სხვა მე­თო­დე­ბით მუ­შა­ო­ბენ და მი­თუ­მე­ტეს მთა­ვარ პრო­კუ­რორს გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ამ­გვა­რი მე­თო­დი. მე ეს მი­მაჩ­ნია გა­მო­რი­ცხუ­ლად", - აცხა­დებს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი.

წუ­ლუ­კი­ა­ნის თქმით, რად­გან გან­ცხა­დე­ბა გა­კე­თა ამას სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა მო­ე­კი­დონ და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბამ უნდა გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა.

"რაკი ეს გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და ამას სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა მო­ვე­კი­დოთ და არ უნდა მო­ვე­კი­დოთ ისე, რო­გორც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებ­და და ყო­ველ­გავ­რი სე­რი­ო­ზუ­ლი მიდ­გო­მის გა­რე­შე, რო­დე­საც ამ­ბობ­და, რომ ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი იტრყუ­ე­ბო­და მის გარ­და. მე ამას ასე არ ვუ­ყუ­რებ. მგო­ნია, რომ ეს არის გა­მო­რი­ცხუ­ლი. რაკი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კეთ­და, შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი უნდა გა­ა­კე­თონ. სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით უნდა მო­ე­კიდ­ნონ ამ გან­ცხა­დე­ბას და გას­ცენ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხი", - აცხა­დებს წუ­ლუ­კი­ა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, გან­სჯა­დო­ბის სა­კი­თხე­ბი არის ბრძა­ნე­ბა­ში გა­წე­რი­ლი და გა­მო­ი­ძი­ებს ის რო­მე­ლიც ჩა­ით­ვლე­ბა, რომ არის მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, თუკი დად­გა გა­მო­ძი­ე­ბის თემა.

"ეს გან­ცხა­დე­ბა არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ. ამი­ტომ უნდა შე­მოწ­მდეს და გა­ე­ცეს პა­სუ­ხი სე­რი­ო­ზუ­ლად. არც იმას გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ვერ გა­ი­თა­ვი­სა რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და სხვა მე­თო­დე­ბით მოქ­მე­დებს", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თეა წულუკიანი - ვანო მერაბიშვილის განცხადებას სერიოზული პასუხი უნდა გაეცეს

თეა წულუკიანი - ვანო მერაბიშვილის განცხადებას სერიოზული პასუხი უნდა გაეცეს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას სერიოზული პასუხი უნდა გაეცეს.

როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მერაბიშვილის განცხადება არის წარმოუდგენელი.

"ეს ჩემთვის არის სრულიად ახალი ინფორმაცია და ძალიან მიკვის, წარმოუდგენელიც კი მგონია, რომ ამგვარი რამე მომხდარიყო, თუნდაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც თვისობრივად სხვა მეთოდებით მუშაობენ და მითუმეტეს მთავარ პროკურორს გამოეყენებინა ამგვარი მეთოდი. მე ეს მიმაჩნია გამორიცხულად", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

წულუკიანის თქმით, რადგან განცხადება გაკეთა ამას სერიოზულად უნდა მოეკიდონ და ყველა შესაბამისმა უწყებამ უნდა გააკეთოს განცხადება.

"რაკი ეს განცხადება გაკეთდა ამას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და არ უნდა მოვეკიდოთ ისე, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა და ყოველგავრი სერიოზული მიდგომის გარეშე, როდესაც ამბობდა, რომ ყველა დანარჩენი იტრყუებოდა მის გარდა. მე ამას ასე არ ვუყურებ. მგონია, რომ ეს არის გამორიცხული. რაკი სასამართლო სხდომაზე ეს განცხადება გააკეთდა, შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი განცხადებები უნდა გააკეთონ. სერიოზულობით უნდა მოეკიდნონ ამ განცხადებას და გასცენ დასაბუთებული და სერიოზული პასუხი", - აცხადებს წულუკიანი.

მისივე თქმით, განსჯადობის საკითხები არის ბრძანებაში გაწერილი და გამოიძიებს ის რომელიც ჩაითვლება, რომ არის მიუკერძოებელი, თუკი დადგა გამოძიების თემა.

"ეს განცხადება არის წარმოუდგენელი რამ. ამიტომ უნდა შემოწმდეს და გაეცეს პასუხი სერიოზულად. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ვანო მერაბიშვილმა ვერ გაითავისა რომ ხელისუფლება შეიცვალა და სხვა მეთოდებით მოქმედებს", - აღნიშნა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა