მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოლინ ფარელი - ელიზაბეტ ტეილორი ჩემი რომანტიკული გატაცება იყო
კოლინ ფარელი - ელიზაბეტ ტეილორი ჩემი რომანტიკული გატაცება იყო

მსა­ხი­ობ კო­ლინ ფა­რელს არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია ელი­ზა­ბეტ ტე­ი­ლორ­თან მე­გობ­რო­ბა­ზე, თუმ­ცა ახლა ფა­რელ­მა აღი­ა­რა, რომ ტე­ი­ლო­რი მისი "უკა­ნას­კნე­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი გა­ტა­ცე­ბა" იყო. კო­ლინ ფა­რელ­მა ამის შე­სა­ხებ ელენ დე­ჯე­ნე­რი­სის შო­უ­ში ისა­უბ­რა.

"მე ვაღ­მერ­თებ­დი მას, ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალი იყო" - აღ­ნიშ­ნა კო­ლინ­მა.

კო­ლინ ფა­რელს და ელი­ზა­ბეტ ტე­ი­ლორს ერ­თად არას­დროს უთა­მა­ში­ათ, თუმ­ცა ერ­თმა­ნე­თი 2009 წელს გა­იც­ნეს. ფა­რე­ლი ლოს-ან­ჯე­ლე­სის კი­ლი­ნი­კა Cedars-Sinai-ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მისი მე­ო­რე შვი­ლი ჰარი და­ი­ბა­და. ლიფ­ტში კო­ლი­ნი ელი­ზა­ბეტ ტე­ი­ლო­რის მე­ნე­ჯერს შეხ­ვდა, რო­მელ­მაც ელი­ზა­ბე­ტის გუ­ლის ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ უამ­ბო.

ფა­რე­ლი იხ­სე­ნებს: "მე ვთხო­ვე, ჩემ­გან მო­კი­თხვა გა­და­ე­ცა და აღ­ვნიშ­ნე, რომ, ალ­ბათ, მას არც ეცო­დი­ნე­ბო­და, ვინ ვი­ყა­ვი, რა­ზეც მე­ნე­ჯერ­მა მი­პა­სუ­ხა "არა არა, ის თქვენ გიც­ნობთ". მე მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ვუ­სურ­ვე. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ვფიქ­რობ­დი ელი­ზა­ბეტ­ზე და და­ვუ­რე­კე ჩემს პრეს-მდი­ვანს თხოვ­ნით, რომ მის­თვის ყვა­ვი­ლე­ბი გა­ეგ­ზავ­ნათ. რა­ზეც პრეს-მდი­ვან­მა მი­პა­სუ­ხა: "ეს სა­სა­ცი­ლოა, იმი­ტომ რომ, ახლა სწო­რედ ელი­ზა­ბე­ტის­გან შენ­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ ორ­ქი­დე­ებს ვუ­ყუ­რებ", - აღ­ნიშ­ნა მსა­ხი­ობ­მა.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, ამ ფაქ­ტის შემ­დეგ მას გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, ელი­ზა­ბეტ ტე­ი­ლო­რი პი­რა­დად გა­ეც­ნო.

"მე შევ­ძე­ლი მას­თან შეხ­ვედ­რა და ეს იყო ჩვე­ნი 2 წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყი­სი. ჩემ­თვის ის რა­ღაც უკა­ნას­კნე­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი გა­ტა­ცე­ბა­სა­ვით იყო, თუმ­ცა მხო­ლოდ ჩემს ფიქ­რებ­ში და არა პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით",- აღ­ნიშ­ნა მსა­ხი­ობ­მა.

რო­გორც ფა­რელ­მა გა­ნა­ცხა­და, ის და ტე­ი­ლო­რი ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და შე­ეძ­ლოთ თით­ქმის შუ­ა­ღა­მემ­დე ესა­უბ­რათ ტე­ლე­ფო­ნით. მსა­ხი­ობ­მა ისიც აღი­ა­რა, რომ მი­უ­ხე­და­ვად 44 წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, წი­ნა­აღ­მდე­გი არ იქ­ნე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო ელი­ზა­ბე­ტის მერ­ვე ქმა­რი, მაგ­რამ მისი ოც­ნე­ბე­ბი არ ახდა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია uk.eonline.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კოლინ ფარელი - ელიზაბეტ ტეილორი ჩემი რომანტიკული გატაცება იყო

კოლინ ფარელი - ელიზაბეტ ტეილორი ჩემი რომანტიკული გატაცება იყო

მსახიობ კოლინ ფარელს არაერთხელ უსაუბრია ელიზაბეტ ტეილორთან მეგობრობაზე, თუმცა ახლა ფარელმა აღიარა, რომ ტეილორი მისი "უკანასკნელი რომანტიკული გატაცება" იყო. კოლინ ფარელმა ამის შესახებ ელენ დეჯენერისის შოუში ისაუბრა.

"მე ვაღმერთებდი მას, ის არაჩვეულებრივი ქალი იყო" - აღნიშნა კოლინმა.

კოლინ ფარელს და ელიზაბეტ ტეილორს ერთად არასდროს უთამაშიათ, თუმცა ერთმანეთი 2009 წელს გაიცნეს. ფარელი ლოს-ანჯელესის კილინიკა Cedars-Sinai-ში იმყოფებოდა, სადაც მისი მეორე შვილი ჰარი დაიბადა. ლიფტში კოლინი ელიზაბეტ ტეილორის მენეჯერს შეხვდა, რომელმაც ელიზაბეტის გულის ოპერაციის შესახებ უამბო.

ფარელი იხსენებს: "მე ვთხოვე, ჩემგან მოკითხვა გადაეცა და აღვნიშნე, რომ, ალბათ, მას არც ეცოდინებოდა, ვინ ვიყავი, რაზეც მენეჯერმა მიპასუხა "არა არა, ის თქვენ გიცნობთ". მე მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე. რამდენიმე დღის შემდეგ სახლში დაბრუნებული ვფიქრობდი ელიზაბეტზე და დავურეკე ჩემს პრეს-მდივანს თხოვნით, რომ მისთვის ყვავილები გაეგზავნათ. რაზეც პრეს-მდივანმა მიპასუხა: "ეს სასაცილოა, იმიტომ რომ, ახლა სწორედ ელიზაბეტისგან შენთვის გამოგზავნილ ორქიდეებს ვუყურებ", - აღნიშნა მსახიობმა.

მსახიობის თქმით, ამ ფაქტის შემდეგ მას გაუჩნდა სურვილი, ელიზაბეტ ტეილორი პირადად გაეცნო.  

"მე შევძელი მასთან შეხვედრა და ეს იყო ჩვენი 2 წლიანი ურთიერთობის დასაწყისი. ჩემთვის ის რაღაც უკანასკნელი რომანტიკული გატაცებასავით იყო, თუმცა მხოლოდ ჩემს ფიქრებში და არა პირდაპირი მნიშვნელობით",- აღნიშნა მსახიობმა.

როგორც ფარელმა განაცხადა, ის და ტეილორი ახლო მეგობრები იყვნენ და შეეძლოთ თითქმის შუაღამემდე ესაუბრათ ტელეფონით. მსახიობმა ისიც აღიარა, რომ მიუხედავად 44 წლიანი ასაკობრივი სხვაობისა, წინააღმდეგი არ იქნებოდა გამხდარიყო ელიზაბეტის მერვე ქმარი, მაგრამ მისი ოცნებები არ ახდა.

მომზადებულია uk.eonline.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება