პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა ბენდუქიძეს უნიკალური დენდროპარკის გაჩეხვის მცდელობაში ადანაშაულებენ
კახა ბენდუქიძეს უნიკალური დენდროპარკის გაჩეხვის მცდელობაში ადანაშაულებენ

დი­ღომ­ში, აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აგ­რო­პარკს გა­ჩეხ­ვა ემუქ­რე­ბა. ეს ინ­ფორ­მა­ცია "პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის" იდე­ის ავ­ტორ­მა, ნატა ფე­რა­ძემ გვაც­ნო­ბა. რო­გორც ნატა ფე­რა­ძემ Ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­და, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უტყუ­ა­რია, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, მე­რი­ას დენ­დრო­პარ­კის გა­ჩეხ­ვის ნე­ბარ­თვა არ გა­უ­ცია:

"წყა­როს და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, თუმ­ცა ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ ამ უნი­კა­ლუ­რი ჯი­შის ხე­ებს გა­ჩეხ­ვა ემუქ­რე­ბა. რო­გორც მი­თხრეს, კახა ბენ­დუ­ქი­ძეს ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მშე­ნებ­ლო­ბის წა­მო­წყე­ბა აქვს და­გეგ­მი­ლი",- გა­ნა­ცხა­და Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ნატა ფე­რა­ძემ.

არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ლაშა გო­ცი­რი­ძე არ ადას­ტუ­რებს. მისი თქმით, დენ­დრო­პარკს გა­ჩეხ­ვა კი არ ემუქ­რე­ბა, არა­მედ პი­რი­ქით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მისი თვითმზარ­დი მავ­ნე მცე­ნა­რე­ე­ბის­გან გაწ­მე­და:

"ნებ­სმი­ერ დროს შე­გიძ­ლი­ათ მობ­რძან­დეთ და ნა­ხოთ, რომ ამ უნი­კა­ლუ­რი ჯი­შის ხე­ებს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. რა­ი­მე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბას რომ ჰქო­ნო­და ად­გი­ლი, მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი შე­სა­ბა­მის ზო­მებს მი­მარ­თავ­და. ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია მი­ვი­დეს მე­რი­ა­ში და გა­და­ა­მოწ­მოს, რომ მათ მიერ ხე­ე­ბის გა­ჩეხ­ვის ნე­ბარ­თვა გა­ცე­მუ­ლი არ არის და არც ჩვენ მიგ­ვი­მარ­თავს მათ­თვის",- გა­ნა­ცხა­და ლაშა გო­ცი­რი­ძემ.

"პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე, ნატა ფე­რა­ძე არც მე­რი­ას და არც აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტეტს არ ენ­დო­ბა. ფე­რა­ძე ამ­ბობს, რომ მას აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით ჰო­ლან­დი­ი­დან გა­მო­წე­რი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მან­ქა­ნე­ბით აპი­რე­ბენ უნი­კა­ლუ­რი ჯი­შის ხე­ე­ბის სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დარ­გვას, თუმ­ცა მისი მტკი­ცე­ბით, 50 წლის ხე­ებს გა­დარ­გვის შემ­დეგ, გა­ხა­რე­ბის შან­სი ვერ ექ­ნე­ბა:

"ჯერ ამ­ბო­ბენ, რომ ხე­ე­ბის თვითმზარ­დი მცე­ნა­რე­ე­ბის­გან გაწ­მენ­და მიმ­დი­ნა­რე­ობს, მალე გე­ტყვი­ან, რომ სხვა ად­გი­ლას გა­დარ­გვას აპი­რე­ბენ, ეს მე­რი­ის არა­ერ­თხელ ნა­ცა­დი ხრი­კია. ად­რეც მსმე­ნია მათ­გან მსგავ­სი არ­გუ­მენ­ტე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ნატა ფე­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბი საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და. გამ­წვა­ნე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და პარ­კებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებს მრა­ვა­ლი ას­წლო­ვა­ნი ნარ­გა­ვი შე­ე­წი­რა. 8 ივ­ლისს ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, ყო­ფი­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 42 ხე მო­იჭ­რა, კუს ტბის ფერ­დობ­ზე რეს­ტორ­ნის მშე­ნებ­ლო­ბას კი შე­დე­გად ე.წ. ციყ­ვე­ბის ტე­რი­ტო­რი­ის მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბის­გან გა­სუფ­თა­ვე­ბა მოჰ­ყვა.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კახა ბენდუქიძეს უნიკალური დენდროპარკის გაჩეხვის მცდელობაში ადანაშაულებენ

კახა ბენდუქიძეს უნიკალური დენდროპარკის გაჩეხვის მცდელობაში ადანაშაულებენ

დიღომში, აგრარული უნივერსიტეტის აგროპარკს გაჩეხვა ემუქრება. ეს ინფორმაცია "პარტიზანული მებაღეობის" იდეის ავტორმა, ნატა ფერაძემ გვაცნობა. როგორც ნატა ფერაძემ Ambebi.ge-ს განუცხადა, არსებული ინფორმაცია უტყუარია, თუმცა, ჯერჯერობით, მერიას დენდროპარკის გაჩეხვის ნებართვა არ გაუცია:

"წყაროს დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ნამდვილად ვიცი, რომ ამ უნიკალური ჯიშის ხეებს გაჩეხვა ემუქრება. როგორც მითხრეს, კახა ბენდუქიძეს ამ ტერიტორიაზე მშენებლობის წამოწყება აქვს დაგეგმილი",- განაცხადა Ambebi.ge-სთან საუბრისას ნატა ფერაძემ.

არსებულ ინფორმაციას აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე არ ადასტურებს. მისი თქმით, დენდროპარკს გაჩეხვა კი არ ემუქრება, არამედ პირიქით, მიმდინარეობს მისი თვითმზარდი მავნე მცენარეებისგან გაწმედა:

"ნებსმიერ დროს შეგიძლიათ მობრძანდეთ და ნახოთ, რომ ამ უნიკალური ჯიშის ხეებს საფრთხე არ ემუქრება. რაიმე უკანონო ქმედებას რომ ჰქონოდა ადგილი, მერიის ზედამხედველობის სამსახური შესაბამის ზომებს მიმართავდა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს მერიაში და გადაამოწმოს, რომ მათ მიერ ხეების გაჩეხვის ნებართვა გაცემული არ არის და არც ჩვენ მიგვიმართავს მათთვის",- განაცხადა ლაშა გოცირიძემ.

"პარტიზანი მებაღეების" თავმჯდომარე, ნატა ფერაძე არც მერიას და არც აგრარული უნივერსიტეტს არ ენდობა. ფერაძე ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვით ჰოლანდიიდან გამოწერილი სპეციალური მანქანებით აპირებენ უნიკალური ჯიშის ხეების სხვა ტერიტორიაზე გადარგვას, თუმცა მისი მტკიცებით, 50 წლის ხეებს გადარგვის შემდეგ, გახარების შანსი ვერ ექნება:

"ჯერ ამბობენ, რომ ხეების თვითმზარდი მცენარეებისგან გაწმენდა მიმდინარეობს, მალე გეტყვიან, რომ სხვა ადგილას გადარგვას აპირებენ, ეს მერიის არაერთხელ ნაცადი ხრიკია. ადრეც მსმენია მათგან მსგავსი არგუმენტები", - განაცხადა ნატა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში სარეკრეაციო ზონები საგრძნობლად შემცირდა. გამწვანებულ ტერიტორიებსა და პარკებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მრავალი ასწლოვანი ნარგავი შეეწირა. 8 ივლისს ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე, 42 ხე მოიჭრა, კუს ტბის ფერდობზე რესტორნის მშენებლობას კი შედეგად ე.წ. ციყვების ტერიტორიის მწვანე ნარგავებისგან გასუფთავება მოჰყვა.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია