Ambebi.ge იწყებს 2013 წლის შეფასებას. უახლოეს მომავალში ჩვენი მკითხველი სხვადასხვა აქტუალურ თემებად დაყოფილ წლის შემაჯამებელ სტატიებს და გამოკითხვებს იხილავს, მათ შორის, ცხადია, იქნება პოლიტიკური მოვლენები.
პირველ ეტაპზე, ჩვენი სურვილია, მკითხველთან ერთად გამოვავლინოთ წლის პოლიტიკოსი, ამას გამოკითხვის სახე მივცეთ და წლის პოლიტიკოსის სტატუსი თავად მკითხველმა მიანიჭოს საკუთარ ფავორიტს. ამისთვის თქვენი აქტიურობაა საჭირო. დაასახელეთ თქვენი ფავორიტი პოლიტიკოსი კომენტარების ველში, როგორც მმართველი გუნდიდან, ასევე ოპოზიციიდან და დაუჭირეთ მას მხარი.
გამოკითხვა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე თქვენი კომენტარების შეჯამების შედეგად, ათი ფავორიტი პოლიტიკოსი გამოვლინდება, მეორე ეტაპზე კი დასახელებული ათი "წლის პოლიტიკოსიდან" გამოკითხვის საშუალებით მკითხველი ერთ გამარჯვებულს გამოავლენს.
ვფიქრობთ, გამარჯვებული ქართველი პოლიტიკოსი კარგად აჩვენებს ქართული საზოგადოების პოლიტიკურ გემოვნებას.