პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალმა ნათებამ" კიდევ ერთი განსხვავებული კონცეფციის მქონე მაღაზია-სალონი გახსნა
"ახალმა ნათებამ" კიდევ ერთი განსხვავებული კონცეფციის მქონე მაღაზია-სალონი გახსნა

კომ­პა­ნია "ახალ­მა ნა­თე­ბამ" აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში მდე­ბა­რე ცენ­ტრა­ლუ­რი პა­ვი­ლი­ო­ნის უკან, კი­დევ ერთი მა­ღა­ზია-სა­ლო­ნი გახ­სნა.

400 კვმ-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი shop in shop ტი­პის სა­ლო­ნი ახა­ლი შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზეა. ახა­ლი სა­ლო­ნი, ისე­ვე რო­გორც "ფო­რუ­მი ახა­ლი ნა­თე­ბის­გან", თვი­სობ­რი­ვად გან­სხვავ­დე­ბა კომ­პა­ნი­ის ქსე­ლუ­რი მა­ღა­ზი­ე­ბის­გან, რად­გან აქ გა­ნა­თე­ბას­თან ერ­თად წარ­მოდ­გე­ნი­ლია ავე­ჯი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი.მა­ღა­ზი­ა­ში მი­სულ მომ­ხმა­რე­ბელს სა­ნა­თე­ბის გარ­და, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს შე­ი­ძი­ნოს დივ­ნე­ბი, სა­წო­ლე­ბი, რბი­ლი სა­მე­უ­ლე­ბი, ტან­საც­მლის კა­რა­დე­ბი, წიგ­ნის თა­რო­ე­ბი, ნა­ხა­ტე­ბი, კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი, ლარ­ნა­კე­ბი, სა­ა­თე­ბი და სხვა­დას­ხვა ტი­პის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი.

კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტმა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, ხელ­მი­საწ­ვდო­მი პრო­დუქ­ცია სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მომ­ხმა­რე­ბელ­ზე გათ­ვა­ლა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ახალ­მა ნა­თე­ბამ" პირ­ვე­ლი ფო­რუ­მი 22 ნო­ემ­ბერს გახ­სნა, სა­დაც ევ­რო­პუ­ლი ბრენ­დე­ბის პრო­დუქ­ცია იყი­დე­ბა. ახალ შოუ-რუმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფუნ­ქცი­უ­რი ავე­ჯი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი კი სა­შუ­ა­ლო სეგ­მენტზეა გათ­ვლი­ლი. ნა­წარ­მი ევ­რო­პე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ჰონგ კონ­გშია დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

"ვი­ნა­ი­დან, ჩვენ გვინ­და, რომ ჩვენ­მა პრო­დუქ­ცი­ამ მო­იც­ვას ყვე­ლა, რო­გორც მა­ღა­ლი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის, ასე­ვე სა­შუ­ა­ლო სეგ­მენ­ტის მო­სახ­ლე­ო­ბა, ამი­ტომ სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლეთ, რომ ავე­ჯი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ყვე­ლა ფე­ნის­თვის გვქონ­დეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი", - გან­მარ­ტა "ფო­რუ­მის ახა­ლი ნა­თე­ბის­გან" მე­ნე­ჯერ­მა და­ვით გუ­ლუ­აშ­ვილ­მა.

გა­მო­ფე­ნი­ლი ავე­ჯი სამი ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ახა­ლი სი­ტყვაა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე. ეს კომ­პო­ნენ­ტე­ბია: ხა­რის­ხი, სტი­ლი და ფუნ­ქცია.

ავე­ჯი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ტექ­სტი­ლის, ხისა და სხვა მა­სა­ლის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. სტი­ლის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო არა­ერ­თი ევ­რო­პე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, მათ შო­რის, იტა­ლი­ი­დან და ავ­სტრი­ი­დან.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მახ­ვილ­დეს ავე­ჯის ფუნ­ქცი­უ­რო­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, რბი­ლი ავე­ჯი წარ­მოდ­გე­ნი­ლია გარ­და­სახ­ვის რამ­დე­ნი­მე ფუნ­ქცი­ით, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია შე­და­რე­ბით მცი­რე ფარ­თის მქო­ნე სახ­ლე­ბის, ოფი­სე­ბი­სა თუ სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ინ­ტე­რი­ე­რე­ბი­სათ­ვის. ამას­თან, მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია DIY (Do It Yourself) ტი­პის ავე­ჯის მეშ­ვე­ო­ბით, სა­სურ­ვე­ლი ნა­წი­ლე­ბი თა­ვად აარ­ჩი­ოს და კონ­სტრუქ­ტო­რის პრინ­ცი­პით, სა­სურ­ვე­ლი კა­რა­და ან მთლი­ა­ნად ინ­ტე­რი­ე­რი აა­წყოს.

შოუ რუ­მის პირ­ველ სტუმ­რებს - ჟურ­ნა­ლის­ტებს "ახა­ლი ნა­თე­ბის" პიარ მე­ნე­ჯერ­მა თათა მორ­ჩი­ლა­ძემ ავე­ჯის ფუნ­ქცი­უ­რო­ბა თა­ვად წარ­მო­უდ­გი­ნა. ფუნ­ქცი­უ­რი ავე­ჯი გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე ფარ­თის მქო­ნე მომ­ხმა­რებ­ლის­თვის არის სა­სურ­ვე­ლი.

"მათ­თვის, ვი­საც არ აქვს ად­გი­ლი რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნივ­თი ერთ ოთახ­ში მო­ა­თავ­სონ, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი იგო­ნე­ბენ "ტრანსფორ­მერ-ავეჯს". ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ერთი ტი­პის სა­ვარ­ძე­ლი გა­და­კეთ­დეს და შე­დე­გად გახ­დეს 3-4 სხვა­დას­ხვა ტი­პის რბი­ლი ავე­ჯი. მა­გა­ლი­თად, შოუ-რუმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­ვარ­ძე­ლი, სა­დაც ორი ადა­მი­ა­ნი მო­თავ­სდე­ბა. ეს სა­ვარ­ძე­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­და­კეთ­დეს შეზ­ლონ­გის ტი­პის კომ­ფორ­ტულ წა­მო­სა­წოლ სა­შუ­ა­ლე­ბად, ამა­ვე ნივ­თის გა­და­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ორი ადა­მი­ა­ნის­თვის გათ­ვლილ სა­წო­ლად, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­და­კეთ­დეს გან­სხვა­ვე­ბულ დივ­ნად, რო­მე­ლიც იც­ვლის კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას", - გან­მარ­ტა თათა მორ­ჩი­ლა­ძემ.

ახალ მა­ღა­ზია-სა­ლონ­ში და­საქ­მე­ბუ­ლია კარ­გად დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი. წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ნა­თე­ბის, ავე­ჯი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 260 და­სა­ხე­ლე­ბას აღე­მა­ტე­ბა.

სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კომ­პა­ნია "ახა­ლი ნა­თე­ბა" 7-დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, მომ­ხმა­რე­ბელს შოუ რუმ­ში წარ­მოდ­გე­ნილ ყვე­ლა ტი­პის სა­ნათ­ზე, ავე­ჯზე და აქ­სე­სუ­ა­რებ­ზე 20%-იან სა­ა­ხალ­წლო ფას­დაკ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"ახალმა ნათებამ" კიდევ ერთი განსხვავებული კონცეფციის მქონე მაღაზია-სალონი გახსნა

"ახალმა ნათებამ" კიდევ ერთი განსხვავებული კონცეფციის მქონე მაღაზია-სალონი გახსნა

კომპანია "ახალმა ნათებამ" აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ცენტრალური პავილიონის უკან, კიდევ ერთი მაღაზია-სალონი გახსნა.

400 კვმ-ზე განთავსებული shop in shop ტიპის სალონი ახალი შენობის პირველ სართულზეა. ახალი სალონი, ისევე როგორც "ფორუმი ახალი ნათებისგან", თვისობრივად განსხვავდება კომპანიის ქსელური მაღაზიებისგან, რადგან აქ განათებასთან ერთად წარმოდგენილია ავეჯი და აქსესუარები.მაღაზიაში მისულ მომხმარებელს სანათების გარდა, შესაძლებლობა აქვს შეიძინოს დივნები, საწოლები, რბილი სამეულები, ტანსაცმლის კარადები, წიგნის თაროები, ნახატები, კომპოზიციები, ლარნაკები, საათები და სხვადასხვა ტიპის აქსესუარები.

კომპანიის მენეჯმენტმა უმაღლესი ხარისხის, ხელმისაწვდომი პროდუქცია საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელზე გათვალა.

როგორც ცნობილია, "ახალმა ნათებამ" პირველი ფორუმი 22 ნოემბერს გახსნა, სადაც ევროპული ბრენდების პროდუქცია იყიდება. ახალ შოუ-რუმში წარმოდგენილი ფუნქციური ავეჯი და აქსესუარები კი საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. ნაწარმი ევროპელი დიზაინერების მონაწილეობით, ჰონგ კონგშია დამზადებული.

"ვინაიდან, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა პროდუქციამ მოიცვას ყველა, როგორც მაღალი ფინანსური შესაძლებლობის, ასევე საშუალო სეგმენტის მოსახლეობა, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ავეჯი და აქსესუარები ყველა ფენისთვის გვქონდეს წარმოდგენილი", - განმარტა "ფორუმის ახალი ნათებისგან" მენეჯერმა დავით გულუაშვილმა.

გამოფენილი ავეჯი სამი ძირითადი კომპონენტის გათვალისწინებით, ახალი სიტყვაა ქართულ ბაზარზე. ეს კომპონენტებია: ხარისხი, სტილი და ფუნქცია.

ავეჯი უმაღლესი ხარისხის ტექსტილის, ხისა და სხვა მასალისგან არის დამზადებული. სტილის შემუშავების პროცესში ჩართული იყო არაერთი ევროპელი დიზაინერი, მათ შორის, იტალიიდან და ავსტრიიდან.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ავეჯის ფუნქციურობაზე. მაგალითად, რბილი ავეჯი წარმოდგენილია გარდასახვის რამდენიმე ფუნქციით, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია შედარებით მცირე ფართის მქონე სახლების, ოფისებისა თუ სხვა დანიშნულების ინტერიერებისათვის. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია DIY (Do It Yourself) ტიპის ავეჯის მეშვეობით, სასურველი ნაწილები თავად აარჩიოს და კონსტრუქტორის პრინციპით, სასურველი კარადა ან მთლიანად ინტერიერი ააწყოს.

შოუ რუმის პირველ სტუმრებს - ჟურნალისტებს "ახალი ნათების" პიარ მენეჯერმა თათა მორჩილაძემ ავეჯის ფუნქციურობა თავად წარმოუდგინა. ფუნქციური ავეჯი განსაკუთრებით მცირე ფართის მქონე მომხმარებლისთვის არის სასურველი.

"მათთვის, ვისაც არ აქვს ადგილი რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების ნივთი ერთ ოთახში მოათავსონ, დიზაინერები იგონებენ "ტრანსფორმერ-ავეჯს". ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, ერთი ტიპის სავარძელი გადაკეთდეს და შედეგად გახდეს 3-4 სხვადასხვა ტიპის რბილი ავეჯი. მაგალითად, შოუ-რუმში წარმოდგენილია სავარძელი, სადაც ორი ადამიანი მოთავსდება. ეს სავარძელი შეიძლება გადაკეთდეს შეზლონგის ტიპის კომფორტულ წამოსაწოლ საშუალებად, ამავე ნივთის გადაკეთება შესაძლებელია ორი ადამიანისთვის გათვლილ საწოლად, ასევე შესაძლებელია გადაკეთდეს განსხვავებულ დივნად, რომელიც იცვლის კონფიგურაციას", - განმარტა თათა მორჩილაძემ.

ახალ მაღაზია-სალონში დასაქმებულია კარგად დატრენინგებული და კვალიფიციური კადრები. წარმოდგენილი სანათების, ავეჯისა და აქსესუარების რაოდენობა 260 დასახელებას აღემატება.

საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, კომპანია "ახალი ნათება" 7-დან 31 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებელს შოუ რუმში წარმოდგენილ ყველა ტიპის სანათზე, ავეჯზე და აქსესუარებზე 20%-იან საახალწლო ფასდაკლებას სთავაზობს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"