სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისი დახმარებით აიღო 1 მილიონამდე სესხი მურმან დუმბაძემ?
ვისი დახმარებით აიღო 1 მილიონამდე სესხი მურმან დუმბაძემ?

სურს თუ არა მურ­მან დუმ­ბა­ძეს, იქ­ცეს აჭა­რის ფე­ო­და­ლად და რა­ტომ თვლი­ან, რომ სე­პა­რა­ტიზმს აღ­ვი­ვებს? ვინ შე­ჭა­მა ფერ­მე­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა და რა­ტომ არ სა­უბ­რობს დუმ­ბა­ძე ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე­ზე? რა­ტომ სცა­და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ავთო ბე­რი­ძის დაც­ვა და რას მი­ი­ღებს ის ამის სა­ნაც­ვლოდ?

"ალი­ას" "ხალ­ხის პარ­ტი­ის" აჭა­რის რე­გი­ო­ნის თავ­მჯდო­მა­რე, ჯუმ­ბერ თა­ვარ­თქი­ლა­ძე ესა­უბ­რა:

- მურ­მან დუმ­ბა­ძის რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ უნდა ჩა­ე­რი­ოს რე­გი­ო­ნის ბი­უ­ჯე­ტის გან­კარ­გვა­ში, სხვა არა­ფე­რია, გარ­და იმი­სა, რომ მან ამ გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ავ­ლი­ნა სა­კუ­თა­რი ში­ნა­გა­ნი მრწამ­სი და სურ­ვი­ლი იმი­სა, რომ ის ქვეც­ნო­ბი­ე­რად ყო­ფი­ლა სე­პა­რა­ტის­ტუ­ლად გან­წყო­ბი­ლი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ვიცე-სპი­კერ­მა გა­ა­კე­თოს ასე­თი გან­ცხა­დე­ბა? ან მას ვინ მის­ცა იმის მან­და­ტი, რომ სა­უბ­რობს რე­გი­ო­ნის სა­ხე­ლით? მინ­და, შე­ვახ­სე­ნო ყვე­ლას, რომ, რომ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, მურ­მან დუმ­ბა­ძე ყვე­ლა­ზე კარგ სიზ­მარ­შიც კი ვერ იხი­ლავ­და პარ­ლა­მენ­ტის კი­ბე­ებ­საც კი.

- რა­ტომ და­უ­ჭი­რა დუმ­ბა­ძემ მხა­რი ავთო ბე­რი­ძეს, როცა იცო­და, რომ კა­ლა­ძე მას ღიად და­უ­პი­რის­პირ­და?

- საქ­მეც მა­გა­შია, ავთო ბე­რი­ძე მურ­მან დუმ­ბა­ძის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე წყალ­საც კი ვერ და­ლევს. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს მურ­მან დუმ­ბა­ძის ახი­რე­ბა იყო.

- რა იყო დუმ­ბა­ძის ახი­რე­ბა? მან­ქა­ნის ყიდ­ვა­ზე ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბა?

- დიახ, ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ძე­ნა. რად­გან მერე მას ესარ­გებ­ლა. მურ­მან დუმ­ბა­ძე ავ­თან­დილ ბე­რი­ძის კა­ბი­ნეტ­ში ზის და ის იძ­ლე­ვა გან­კარ­გუ­ლე­ბებს, ვინ სად და­ი­ნიშ­ნოს. ესაა კლა­ნი, რო­მელ­მა კლან­მაც დღევ­ნა­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გი აჭა­რა­ში ნულ­ზე და­იყ­ვა­ნა. რა­ტომ და­უ­ჭი­რა მხა­რი ბე­რი­ძეს? იმი­ტომ, რომ ბე­რი­ძე მურ­მან დუმ­ბა­ძის ახი­რე­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. დუმ­ბა­ძე­მაც პატ­რო­ნო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა. საქ­მე ისაა, რომ ამ ორ ვიპ-პერ­სო­ნას აჭა­რა თა­ვი­სი "შპს" ჰგო­ნია. სად და ვის გა­უ­გია, რომ ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ჰქონ­დეს თა­ვი­სი კუ­თხის ბი­უ­ჯე­ტის გა­კონ­ტრო­ლე­ბის, ან კი­დევ მო­კი­თხვის უფ­ლე­ბა? ეს სუ­ლაც არაა თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში ჩა­რე­ვა და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა. დუმ­ბა­ძეს და­სა­კარ­გი არც არა­ფე­რი აქვს, რომ რა­ი­მე მო­ი­გოს თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მან­ქა­ნის შეც­ვლა მე ვურ­ჩი­ეო. ამ გან­ცხა­დე­ბით, უბ­რა­ლოდ, სა­კუ­თა­რი თავი აჩ­ვე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და კი­დევ არ გა­მოვ­რი­ცხავ, მისი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნი­ა­დაგს იმ­ზა­დებს, ვი­თომ ოპო­ზი­ცი­ა­ში წა­სას­ვლე­ლად, რომ და­ჩაგ­რუ­ლის მან­ტია მო­ის­ხას და ამ პო­ზი­ცი­ი­დან ისა­უბ­როს მერე.

- მურ­მან დუმ­ბა­ძე გუნდთან და­პი­რის­პი­რე­ბას აქამ­დე ვერ ბე­დავ­და. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლას ელო­და, რომ "გუ­დის­თვის პირი მო­ეხ­სნა"?

- დუმ­ბა­ძემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხით და­კარ­გა პატ­რო­ნი. ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღა­ზე­ვა. რთუ­ლი არ იქ­ნე­ბა მო­ძებ­ნა, შე­დით, წინა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ნა­ხეთ, სა­ნამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მო­ვი­დო­და პო­ლი­ტი­კა­ში და ნა­ხავთ, სა­კუ­თარ სო­ფელ­ში რამ­დენ ხმას იღებ­და ხოლ­მე. უბ­რა­ლოდ, მურ­მან დუმ­ბა­ძი­სა და მისი კლა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ კახი კა­ლა­ძემ ბევ­რი რამ გა­ი­გო მისი ერ­თკვი­რი­ა­ნი აჭა­რა­ში ყოფ­ნის დროს. კახი კა­ლა­ძე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რომ ბე­რი­ძის სა­კითხს პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ. კა­ლა­ძემ და­ი­ნა­ხა, აქ რა ხდე­ბო­და, თო­რემ არაა კონ­ფლიქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი, ბევრ რა­ღა­ცა­ზე და­ხუ­ჭავ­და თვალს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ზე – ვერა, რად­გან ის ვიცე-პრე­მი­ე­რია და პა­სუხს აგებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­ზე. მურ­მან დუმ­ბა­ძე კი არ და­უ­პირსპირ­და გუნდს, ავ­თოს მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის გამო, უბ­რა­ლოდ, ეს მისი ჩვე­უ­ლი და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი გა­მოხ­ტო­მა იყო, რო­მელ­მა გა­მოხ­ტო­მა­მაც ქარ­თველ ერსა და პო­ლი­ტი­კურ წრე­ებს აჩ­ვე­ნა თა­ვი­სი სახე.

- ხომ არ ცდი­ლობს მურ­მან დუმ­ბა­ძე, რომ "ას­ლან აბა­ში­ძედ" იქ­ცეს და ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უთხრას, ავ­ტო­ნო­მია ვარ და ფულს ნუ მით­ვლი­თო?

- მურ­მან დუმ­ბა­ძე არაა ის პი­როვ­ნე­ბა და მას არც იმის რე­ი­ტინ­გი აქვს, რომ იქ­ცეს "ას­ლან 2"-ად. ამ გან­ცხა­დე­ბით აჩ­ვე­ნა, რომ სურ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად აქვს, თუმ­ცა სურ­ვილს ადა­მი­ა­ნი არ მო­უკ­ლავს. დღეს აჭა­რას არ ჰყავს რე­ა­ლუ­რი არც მმარ­თვე­ლი და არც უმაღ­ლე­სი საბ­ჭო. აჭა­რას მარ­თავს ბა­ლას­ტი ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც აქაც არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი არი­ან. დღემ­დე ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი გა­უ­წ­მენ­და­ვია, გა­და­ად­გი­ლე­ბა პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ვე­ლო­ბის მა­ნი­ას, ბა­თუმ­ში დუმ­ბა­ძის კლა­ნი ებ­რძვის ხა­ბა­ძის კლანს და მე­სა­მე კლა­ნი დუმს. ეს მე­სა­მე კლა­ნია პა­ტა­რა დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მელ­საც მფარ­ვე­ლო­ბენ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს დიდი მად­ლო­ბა, რაც მან გა­ა­კე­თა, თუმ­ცა მისი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა არის და იყო კად­რე­ბი აჭა­რა­ში. მან აჭა­რელ ხალ­ხს შეს­თა­ვა­ზა არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი ბა­ლას­ტი, რომ­ლებ­მაც თვა­ი­ან­თი უუ­ნა­რო­ბით შექ­მნეს უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა. პრაქ­ტი­კუ­ლად ჩა­ვარ­და რთვე­ლი, ხალ­ხს ციტ­რუ­სი და­ულ­პა. მო­ვუ­წო­დებ ბა­ტონ პრე­მი­ერს, დრო­უ­ლად გა­მო­ას­წო­როს აჭა­რა­ში სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვად ხალ­ხი გა­მოვყრით მათ კა­ბი­ნე­ტე­ბი­დან. გა­გი­გი­ათ სად­მე, რო­მე­ლი­მე თუნ­დაც დიქ­ტა­ტო­რულ ქვე­ყა­ნა­ში იყ­ვნენ ეკო­მიგ­რან­ტე­ბი, უსახ­ლკა­რო ხალ­ხი და ასეთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ მან­ქა­ნებს იძენ­დნენ? და სა­ერ­თოდ, იქ­ნებ ვინ­მემ ამიხ­სნას, რა სარ­გებ­ლო­ბა მო­აქვს ამ უმაღ­ლეს საბ­ჭოს ხალ­ხის­თვის? რა­ტომ ვხარ­ჯავთ ამ­დენ ფულს? ხომ არ სჯო­ბია, უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ნაც­ვლად იყოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი საბ­ჭო, სა­დაც შევ­ლენ რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლე­ბი და არ იქ­ნე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი.

- პი­რად სა­უ­ბარ­ში მე­უბ­ნე­ბო­დით, ვი­თხოვ, ფერ­მე­რებ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის აუ­დი­ტი გა­კეთ­დეს და გა­მოჩ­ნდე­ბა, ეს თან­ხა ვინ შე­ჭა­მაო. კონ­კრე­ტუ­ლად, რას გუ­ლის­ხმობთ?

- მე არ ვამ­ტკი­ცებ ამას, ეს ფული ვინ შე­ჭა­მა და ვინ - არა, ეს ჩემ­თვის უც­ნო­ბია, თუმ­ცა დიახ, ეს თემა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია. სად წა­ვი­და ფერ­მე­რებ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბი? არა­ერთ ფერ­მერ­თან მქო­ნია სა­უ­ბა­რი, სა­დაც მი­დას­ტუ­რებ­დნენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო პი­ა­რი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს თან­ხე­ბი გა­ი­ცა მათ წრე­ში, ანუ შიდა წრე­ში მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ფერ­მე­რებ­თან გა­და­ნა­წილ­და და მე­ტიც, ის ვა­უ­ჩე­რე­ბიც კი, ყვე­ლას არ აუ­ღია და სად წა­ვი­და, არა­ვინ იცის, ვფიქ­რობ, ამ თე­მის ირ­გვლივ უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა და სი­მარ­თლე გა­ირ­კვეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ­სა­ხუ­რებს, იცო­დეს სი­მარ­თლე და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ვალ­დე­ბუ­ლია, სი­მარ­თლე უთხრას ხალ­ხს.

- რო­მელ ფერ­მე­რებს და­უ­რიგ­დათ ეს თან­ხა, რო­მელ­თაც ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ მურ­მან დუმ­ბა­ძეს­თან?

- დიახ, რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ძი­რი­თად­ში თევ­ზის ბიზ­ნეს­ში, მე­ფუტკრე­ო­ბის თით­ქოს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. აჭა­რა­ში თევ­ზის ბიზ­ნე­სი კი იცით, ვი­სი­ცაა.

- მსმე­ნია ისიც, რომ ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძეს­თან მურ­მან დუმ­ბა­ძე დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს ურ­თი­ერ­თო­ბას, სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი აქ­ვთო. ასეა?

- დიახ, ეს არაა ახა­ლი ამ­ბა­ვი და არც ისაა ახა­ლი ამ­ბა­ვი, რომ ვარ­შა­ლო­მი­ძის დახ­მა­რე­ბით აიღო მი­ლი­ო­ნამ­დე სეს­ხი დუმ­ბა­ძემ. ახლა იმით უხ­დის პა­ტი­ვის­ცე­მას დუმ­ბა­ძე ვარ­შა­ლო­მი­ძეს, რომ ხელს არ ადებს და არც კი ლან­ძღავს სა­ჯა­როდ. დღეს, თუ დუმ­ბა­ძის ახ­ლო­ბე­ლი არ ხარ, სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბას ვერ მი­ი­ღებ. ერთი წელი თავს ვა­რი­დებ­დი მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე ჩემი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად უა­რეს­დე­ბო­და აჭა­რა­ში საქ­მე­ე­ბი და მათი მხრი­დან თავ­ხე­დო­ბებს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვცდი­ლობ­დი, კო­მე­ტა­რე­ბი არ გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ვფიქ­რობ­დი, ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დრო­ზე მო­ე­გე­ბო­და გონს და თა­ვად მი­ი­ღებ­დნენ ზო­მებს, მაგ­რამ დუმ­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბა იყო ჩემ­თვის უკა­ნას­კნე­ლი წვე­თი და მივ­ხვდი, რომ კვლავ უნდა ჩავ­მდგა­რი­ყა­ვი ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში. ვა­ი­პო­ლი­ტი­კო­სებს არ მივ­ცემ ასე­თი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყო­ველ წამს შე­ვახ­სე­ნებ, რომ ისი­ნი ხალ­ხის მსა­ხუ­რე­ბი არი­ან და არა უფ­რო­სე­ბი.

- თქვენ ამ­ბობთ, რომ დუმ­ბა­ძე პო­პუ­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით სპექ­ტაკ­ლებს დგამს, რას გუ­ლის­ხმობთ?

- მა­გა­ლი­თის­თვის მო­გიყ­ვანთ მე­ჩე­თის სა­კითხს. ეს თემა დად­გმუ­ლი იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან, რომ აჭა­რა­ში ხმე­ბი არ მიგ­ვე­ღო მა­შინ­დელ ოპო­ზი­ცი­ას. რომ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ჩვენ იმ ამ­ბე­ბის შემ­დეგ აჭა­რა­ში ვერ მი­ვი­ღებ­დით 5 პრო­ცენ­ტსაც კი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ზემო აჭა­რა­ში. ამ თე­მის გარ­შე­მო ასეთ­მა აჟი­ო­ტაჟ­მა ის შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელ­მაც კი ვერ უშ­ვე­ლა და არ­ჩევ­ნებ­ზე 25 პრო­ცენ­ტი მი­ი­ღო კო­ა­ლი­ცი­ამ. არა­ნა­ი­რი მე­ჩე­თი იქ არ შენ­დე­ბო­და, თუ შენ­დე­ბო­და, სა­დაა ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო? ხომ არის დუმ­ბა­ძე ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ახლა ხომ მი­უწ­ვდე­ბა ხელი, ვნა­ხოთ, რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იყო? არა­ნა­ი­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, სა­კუ­თა­რით ავის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის სჭირ­დე­ბო­და ეს.

- მინ­და გკი­თხოთ, კა­ლა­ძე დი­ვერ­სი­ის შე­სა­ხებ რომ სა­უბ­რობ­და, ასე­თი ძლი­ე­რია ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ დი­ვერ­სი­ას აწყობს?

- ასე­თი უსუ­სუ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. დღეს აჭა­რა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია ხალ­ხის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, ვი­საც არა­სო­დეს ხელი არ გა­უნ­ძრე­ვი­ათ წინა რე­ჟი­მის და­სამ­რა­ცხებ­ლად და ისი­ნი შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­დნენ ერ­თად. ასე­თი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი კად­რე­ბი, ახლა რომ ჰყავს აჭა­რას, ჯერ არ ჰყო­ლია.

"ალია" კო­მენ­ტა­რის­თვის მურ­მან დუმ­ბა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- ბა­ტო­ნო მურ­მან, ჯუმ­ბერ თა­ვარ­თლქი­ლა­ძე სე­რი­ო­ზულ ბრალ­დე­ბებს გი­ყე­ნებთ.

- ჯუმ­ბერ თა­ვარ­თქი­ლა­ძეს ვერ ვუ­პა­სუ­ხებ. არ არის ის კლა­სი, რომ პა­სუ­ხი გავ­ცე. რაც უნდა, ის თქვას. ერთი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი იყო, წა­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან და დარ­ჩა ჯუმ­ბერ თა­ვარ­თქი­ლა­ძე. მად­ლო­ბა, რომ და­მი­რე­კე და და­ინ­ტე­რეს­დი ჩემი პო­ზი­ცი­ით. მაგ­ნა­ი­რე­ბი წავ­ლენ, წა­მოვ­ლენ და პო­ლი­ტი­კა დარ­ჩე­ბა. ას­ლან აბა­ში­ძე გა­ვაგ­დე სე­პა­რა­ტიზ­მის გამო და მე ვიქ­ცე­ვი ახლა სე­პა­რა­ტის­ტი­ვით? არ ჩა­მოვ­ქვე­ით­დე­ბი მე ჯუმ­ბე­რის დო­ნე­ზე. და­წე­რე, რომ და­მი­კავ­შირ­დი და უარი ვთქვი კო­მენ­ტარ­ზე.

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ვისი დახმარებით აიღო 1 მილიონამდე სესხი მურმან დუმბაძემ?

ვისი დახმარებით აიღო 1 მილიონამდე სესხი მურმან დუმბაძემ?

სურს თუ არა მურმან დუმბაძეს, იქცეს აჭარის ფეოდალად და რატომ თვლიან, რომ სეპარატიზმს აღვივებს? ვინ შეჭამა ფერმერებისთვის გამოყოფილი თანხა და რატომ არ საუბრობს დუმბაძე ლევან ვარშალომიძეზე? რატომ სცადა ცენტრალური ხელისუფლებისგან ავთო ბერიძის დაცვა და რას მიიღებს ის ამის სანაცვლოდ?

"ალიას" "ხალხის პარტიის" აჭარის რეგიონის თავმჯდომარე, ჯუმბერ თავართქილაძე ესაუბრა:

- მურმან დუმბაძის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს რეგიონის ბიუჯეტის განკარგვაში, სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ მან ამ განცხადებით გამოავლინა საკუთარი შინაგანი მრწამსი და სურვილი იმისა, რომ ის ქვეცნობიერად ყოფილა სეპარატისტულად განწყობილი. როგორ შეიძლება, ვიცე-სპიკერმა გააკეთოს ასეთი განცხადება? ან მას ვინ მისცა იმის მანდატი, რომ საუბრობს რეგიონის სახელით? მინდა, შევახსენო ყველას, რომ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მურმან დუმბაძე ყველაზე კარგ სიზმარშიც კი ვერ იხილავდა პარლამენტის კიბეებსაც კი.

- რატომ დაუჭირა დუმბაძემ მხარი ავთო ბერიძეს, როცა იცოდა, რომ კალაძე მას ღიად დაუპირისპირდა?

- საქმეც მაგაშია, ავთო ბერიძე მურმან დუმბაძის ნებართვის გარეშე წყალსაც კი ვერ დალევს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მურმან დუმბაძის ახირება იყო.

- რა იყო დუმბაძის ახირება? მანქანის ყიდვაზე ტენდერის გამოცხადება?

- დიახ, ავტომანქანის შეძენა. რადგან მერე მას ესარგებლა. მურმან დუმბაძე ავთანდილ ბერიძის კაბინეტში ზის და ის იძლევა განკარგულებებს, ვინ სად დაინიშნოს. ესაა კლანი, რომელმა კლანმაც დღევნადელი ხელისუფლების რეიტინგი აჭარაში ნულზე დაიყვანა. რატომ დაუჭირა მხარი ბერიძეს? იმიტომ, რომ ბერიძე მურმან დუმბაძის ახირებების შემსრულებელია. დუმბაძემაც პატრონობა გამოიჩინა. საქმე ისაა, რომ ამ ორ ვიპ-პერსონას აჭარა თავისი "შპს" ჰგონია. სად და ვის გაუგია, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას არ ჰქონდეს თავისი კუთხის ბიუჯეტის გაკონტროლების, ან კიდევ მოკითხვის უფლება? ეს სულაც არაა თვითმმართველობაში ჩარევა და ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა. დუმბაძეს დასაკარგი არც არაფერი აქვს, რომ რაიმე მოიგოს თავისი განცხადებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მანქანის შეცვლა მე ვურჩიეო. ამ განცხადებით, უბრალოდ, საკუთარი თავი აჩვენა საზოგადოებას და კიდევ არ გამოვრიცხავ, მისი საქმიანობებიდან გამომდინარე, ნიადაგს იმზადებს, ვითომ ოპოზიციაში წასასვლელად, რომ დაჩაგრულის მანტია მოისხას და ამ პოზიციიდან ისაუბროს მერე.

- მურმან დუმბაძე გუნდთან დაპირისპირებას აქამდე ვერ ბედავდა. ბიძინა ივანიშვილის წასვლას ელოდა, რომ "გუდისთვის პირი მოეხსნა"?

- დუმბაძემ ბიძინა ივანიშვილის სახით დაკარგა პატრონი. ის ბიძინა ივანიშვილმა აღაზევა. რთული არ იქნება მოძებნა, შედით, წინა არჩევნების შედეგები ნახეთ, სანამ ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა პოლიტიკაში და ნახავთ, საკუთარ სოფელში რამდენ ხმას იღებდა ხოლმე. უბრალოდ, მურმან დუმბაძისა და მისი კლანის საქმიანობის შესახებ კახი კალაძემ ბევრი რამ გაიგო მისი ერთკვირიანი აჭარაში ყოფნის დროს. კახი კალაძე იძულებული გახდა, განცხადება გაეკეთებინა, რომ ბერიძის საკითხს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ. კალაძემ დაინახა, აქ რა ხდებოდა, თორემ არაა კონფლიქტური ადამიანი, ბევრ რაღაცაზე დახუჭავდა თვალს, მაგრამ ყველაფერზე – ვერა, რადგან ის ვიცე-პრემიერია და პასუხს აგებს ხელისუფლების ქმედებებზე. მურმან დუმბაძე კი არ დაუპირსპირდა გუნდს, ავთოს მხარდამჭერი განცხადების გაკეთების გამო, უბრალოდ, ეს მისი ჩვეული დაუფიქრებელი გამოხტომა იყო, რომელმა გამოხტომამაც ქართველ ერსა და პოლიტიკურ წრეებს აჩვენა თავისი სახე.

- ხომ არ ცდილობს მურმან დუმბაძე, რომ "ასლან აბაშიძედ" იქცეს და ცენტრალურ ხელისუფლებას უთხრას, ავტონომია ვარ და ფულს ნუ მითვლითო?

- მურმან დუმბაძე არაა ის პიროვნება და მას არც იმის რეიტინგი აქვს, რომ იქცეს "ასლან 2"-ად. ამ განცხადებით აჩვენა, რომ სურვილი ნამდვილად აქვს, თუმცა სურვილს ადამიანი არ მოუკლავს. დღეს აჭარას არ ჰყავს რეალური არც მმართველი და არც უმაღლესი საბჭო. აჭარას მართავს ბალასტი ჯგუფი, რომლებიც აქაც არაკომპეტენტურები არიან. დღემდე ქალაქის ქუჩები გაუწმენდავია, გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს. რაც შეეხება პირველობის მანიას, ბათუმში დუმბაძის კლანი ებრძვის ხაბაძის კლანს და მესამე კლანი დუმს. ეს მესამე კლანია პატარა დაჯგუფება, რომელსაც მფარველობენ ცენტრალური ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა, რაც მან გააკეთა, თუმცა მისი ყველაზე დიდი შეცდომა არის და იყო კადრები აჭარაში. მან აჭარელ ხალხს შესთავაზა არაკომპეტენტური ბალასტი, რომლებმაც თვაიანთი უუნარობით შექმნეს უამრავი პრობლემა. პრაქტიკულად ჩავარდა რთველი, ხალხს ციტრუსი დაულპა. მოვუწოდებ ბატონ პრემიერს, დროულად გამოასწოროს აჭარაში საკადრო პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ხალხი გამოვყრით მათ კაბინეტებიდან. გაგიგიათ სადმე, რომელიმე თუნდაც დიქტატორულ ქვეყანაში იყვნენ ეკომიგრანტები, უსახლკარო ხალხი და ასეთ ძვირადღირებულ მანქანებს იძენდნენ? და საერთოდ, იქნებ ვინმემ ამიხსნას, რა სარგებლობა მოაქვს ამ უმაღლეს საბჭოს ხალხისთვის? რატომ ვხარჯავთ ამდენ ფულს? ხომ არ სჯობია, უმაღლესი საბჭოს ნაცვლად იყოს წარმომადგენლობითი საბჭო, სადაც შევლენ რაიონის გამგებლები და არ იქნება ანაზღაურებადი.

- პირად საუბარში მეუბნებოდით, ვითხოვ, ფერმერებზე გამოყოფილი თანხის აუდიტი გაკეთდეს და გამოჩნდება, ეს თანხა ვინ შეჭამაო. კონკრეტულად, რას გულისხმობთ?

- მე არ ვამტკიცებ ამას, ეს ფული ვინ შეჭამა და ვინ - არა, ეს ჩემთვის უცნობია, თუმცა დიახ, ეს თემა ძალიან აქტუალურია. სად წავიდა ფერმერებზე გამოყოფილი თანხები? არაერთ ფერმერთან მქონია საუბარი, სადაც მიდასტურებდნენ, რომ ეს ყველაფერი იყო პიარი. სინამდვილეში, ეს თანხები გაიცა მათ წრეში, ანუ შიდა წრეში მათთან დაახლოებულ ფერმერებთან გადანაწილდა და მეტიც, ის ვაუჩერებიც კი, ყველას არ აუღია და სად წავიდა, არავინ იცის, ვფიქრობ, ამ თემის ირგვლივ უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და სიმართლე გაირკვეს. საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართლე და ხელისუფლებაც ვალდებულია, სიმართლე უთხრას ხალხს.

- რომელ ფერმერებს დაურიგდათ ეს თანხა, რომელთაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მურმან დუმბაძესთან?

- დიახ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ძირითადში თევზის ბიზნესში, მეფუტკრეობის თითქოს განვითარებისთვის. აჭარაში თევზის ბიზნესი კი იცით, ვისიცაა.

- მსმენია ისიც, რომ ლევან ვარშალომიძესთან მურმან დუმბაძე დღემდე ინარჩუნებს ურთიერთობას, საერთო ბიზნესი აქვთო. ასეა?

- დიახ, ეს არაა ახალი ამბავი და არც ისაა ახალი ამბავი, რომ ვარშალომიძის დახმარებით აიღო მილიონამდე სესხი დუმბაძემ. ახლა იმით უხდის პატივისცემას დუმბაძე ვარშალომიძეს, რომ ხელს არ ადებს და არც კი ლანძღავს საჯაროდ. დღეს, თუ დუმბაძის ახლობელი არ ხარ, სახელმწიფო დახმარებას ვერ მიიღებ. ერთი წელი თავს ვარიდებდი მიმდინარე მოვლენებზე ჩემი აზრის დაფიქსირებას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად უარესდებოდა აჭარაში საქმეები და მათი მხრიდან თავხედობებს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვცდილობდი, კომეტარები არ გამეკეთებინა. ვფიქრობდი, ცენტრალური ხელისუფლება დროზე მოეგებოდა გონს და თავად მიიღებდნენ ზომებს, მაგრამ დუმბაძის განცხადება იყო ჩემთვის უკანასკნელი წვეთი და მივხვდი, რომ კვლავ უნდა ჩავმდგარიყავი ხალხის სამსახურში. ვაიპოლიტიკოსებს არ მივცემ ასეთი სეპარატისტული განცხადებების გაკეთების საშუალებას და ხელისუფლებას ყოველ წამს შევახსენებ, რომ ისინი ხალხის მსახურები არიან და არა უფროსები.

- თქვენ ამბობთ, რომ დუმბაძე პოპულისტური განცხადებებით სპექტაკლებს დგამს, რას გულისხმობთ?

- მაგალითისთვის მოგიყვანთ მეჩეთის საკითხს. ეს თემა დადგმული იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომ აჭარაში ხმები არ მიგვეღო მაშინდელ ოპოზიციას. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ იმ ამბების შემდეგ აჭარაში ვერ მივიღებდით 5 პროცენტსაც კი, განსაკუთრებით, ზემო აჭარაში. ამ თემის გარშემო ასეთმა აჟიოტაჟმა ის შედეგი მოიტანა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელმაც კი ვერ უშველა და არჩევნებზე 25 პროცენტი მიიღო კოალიციამ. არანაირი მეჩეთი იქ არ შენდებოდა, თუ შენდებოდა, სადაა ის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც უნდა აშენებულიყო? ხომ არის დუმბაძე ახლა ხელისუფლებაში, ახლა ხომ მიუწვდება ხელი, ვნახოთ, რა ხელშეკრულება იყო? არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს, საკუთარით ავის რეაბილიტაციისთვის სჭირდებოდა ეს.

- მინდა გკითხოთ, კალაძე დივერსიის შესახებ რომ საუბრობდა, ასეთი ძლიერია ძველი ხელისუფლება, რომ დივერსიას აწყობს?

- ასეთი უსუსური ადგილობრივი ხელისუფლების ხელში ყველაფერი შესაძლებელია. დღეს აჭარაში ხელისუფლებაშია ხალხის უმეტესი ნაწილი, ვისაც არასოდეს ხელი არ გაუნძრევიათ წინა რეჟიმის დასამრაცხებლად და ისინი შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ ერთად. ასეთი არაკომპეტენტური კადრები, ახლა რომ ჰყავს აჭარას, ჯერ არ ჰყოლია.

"ალია" კომენტარისთვის მურმან დუმბაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო მურმან, ჯუმბერ თავართლქილაძე სერიოზულ ბრალდებებს გიყენებთ.

- ჯუმბერ თავართქილაძეს ვერ ვუპასუხებ. არ არის ის კლასი, რომ პასუხი გავცე. რაც უნდა, ის თქვას. ერთი კობა დავითაშვილი იყო, წავიდა პოლიტიკიდან და დარჩა ჯუმბერ თავართქილაძე. მადლობა, რომ დამირეკე და დაინტერესდი ჩემი პოზიციით. მაგნაირები წავლენ, წამოვლენ და პოლიტიკა დარჩება. ასლან აბაშიძე გავაგდე სეპარატიზმის გამო და მე ვიქცევი ახლა სეპარატისტივით? არ ჩამოვქვეითდები მე ჯუმბერის დონეზე. დაწერე, რომ დამიკავშირდი და უარი ვთქვი კომენტარზე.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა