Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭაბუა ამირეჯიბის წერილი პატრიარქს გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე
ჭაბუა ამირეჯიბის წერილი პატრიარქს გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე

"წე­რი­ლე­ბი პატ­რი­არ­ქს" - ასე ჰქვია წიგნ-ალ­ბომს, რო­მელ­შიც წმინ­და სი­ნო­დის წევ­რე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბის, ხე­ლო­ვა­ნე­ბის პატ­რი­არ­ქი­სად­მი ხელ­ნა­წე­რი წე­რი­ლე­ბია და­ბეჭ­დი­ლი, სა­დაც ისი­ნი უწ­მინ­დეს სა­კუ­თარ სი­ხა­რულს, წარ­მა­ტე­ბას და ტკი­ვილს უზი­ა­რე­ბენ. მათ შო­რის არის ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მწე­რალ­მა პატ­რი­არ­ქს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე მის­წე­რა. Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ წე­რილს:

"უწ­მინ­დე­სო და უნე­ტა­რე­სო, ჩვე­ნო დიდი მო­ძღვა­რო და სუ­ლი­ე­რო წი­ნამ­ძღო­ლო, ჩვე­ნო ბა­ტო­ნო ილი­ავ!

ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემს ოჯახ­თან ერ­თად წი­ლად მხვდა - თქვე­ნი ღვაწ­ლით გა­ნა­თე­ბულ დრო­ში ვცხოვ­რობ და ვმოღ­ვა­წე­ობთ. მწამს, ამას­ვე გრძნო­ბენ მი­ლი­ო­ნო­ბით ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნი.

გმად­ლობთ ყვე­ლაფ­რის­თვის, - გმად­ლობთ ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რო­მელ­საც უმ­თავ­რე­სად უძღვნით ყვე­ლა ჩვენ­განს, - დიდ­სა თუ მცი­რეს. აზ­რით გვმო­ძღვრავთ და გვას­წავ­ლით სიყ­ვა­რულს, მი­ტე­ვე­ბას, სიბ­რძნე­სა და დიდსუ­ლოვ­ნე­ბას.

მწამს უფა­ლი შე­ის­მენს თქვენს ლოც­ვებს, რო­მელ­თაც მთე­ლი ჩვე­ნი ერის გუ­ლის­ხმე­ვა ერ­თვის და ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო გაბრ­წყინ­დე­ბა!

თქვე­ნი ბერი და­ვი­თი - მზე­ჭა­ბუკ, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი.

თბი­ლი­სი, 2013 წლის თვრა­მე­ტი ივ­ნი­სი."

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი 92 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მწე­რა­ლი 1921 წლის 18 ნო­ემ­ბერს და­ი­ბა­და.

2010 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი ბე­რად აღიკ­ვე­ცა და სა­ხე­ლად და­ვი­თი ეწო­და. მწერ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ბე­რად აღ­კვე­ცის წესი ბორ­ჯო­მი­სა და ბა­კუ­რი­ა­ნის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე სე­რა­ფი­მემ მის­სა­ვე სახ­ლში შე­ას­რუ­ლა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი: "ეს წე­რი­ლი თვრა­მე­ტი­სას წა­ა­კი­თხეთ თქვენს ბალ­ღებს!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჭაბუა ამირეჯიბის წერილი პატრიარქს გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე

ჭაბუა ამირეჯიბის წერილი პატრიარქს გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე

"წერილები პატრიარქს" - ასე ჰქვია წიგნ-ალბომს, რომელშიც წმინდა სინოდის წევრების, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების, ხელოვანების პატრიარქისადმი ხელნაწერი წერილებია დაბეჭდილი, სადაც ისინი უწმინდეს საკუთარ სიხარულს, წარმატებას და ტკივილს უზიარებენ. მათ შორის არის ჭაბუა ამირეჯიბის წერილი, რომელიც მწერალმა პატრიარქს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მისწერა. Ambebi.ge გთავაზობთ წერილს:

"უწმინდესო და უნეტარესო, ჩვენო დიდი მოძღვარო და სულიერო წინამძღოლო, ჩვენო ბატონო ილიავ!

ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ოჯახთან ერთად წილად მხვდა - თქვენი ღვაწლით განათებულ დროში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობთ. მწამს, ამასვე გრძნობენ მილიონობით ჩვენი თანამემამულენი.

გმადლობთ ყველაფრისთვის, - გმადლობთ ქრისტესმიერი სიყვარულისთვის, რომელსაც უმთავრესად უძღვნით ყველა ჩვენგანს, - დიდსა თუ მცირეს. აზრით გვმოძღვრავთ და გვასწავლით სიყვარულს, მიტევებას, სიბრძნესა და დიდსულოვნებას.

მწამს უფალი შეისმენს თქვენს ლოცვებს, რომელთაც მთელი ჩვენი ერის გულისხმევა ერთვის და ჩვენი საქართველო გაბრწყინდება!

თქვენი ბერი დავითი - მზეჭაბუკ, ჭაბუა ამირეჯიბი.

თბილისი, 2013 წლის თვრამეტი ივნისი."

შეგახსენებთ, რომ ჭაბუა ამირეჯიბი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერალი 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა.

2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში შეასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ჭაბუა ამირეჯიბი: "ეს წერილი თვრამეტისას წააკითხეთ თქვენს ბალღებს!"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია