კახა სარაჯიშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი გახმაურებული ვიდეოებით ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ''ობიექტივის'' მიერ გავრცელებულ მის უმუსიკო მუსიკალურ ნომრებს აქტიურად იყენებენ იუმორისტული გადაცემები. ამ მხრივ ''ვანოს შოუ'' გამოირჩევა, რომელზეც თავად მომღერალი, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილია.
- ბატონო კახა, ძალიან პოპულარული ხართ, თქვენს ვიდეოებს სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში ვხედავთ...
- ჰო, მაგრამ არასწორი ინტერპრეტაციით. ამ ვიდეომასალას ცუდად იყენებენ. მერე ეს ოჯახში კამათის მიზეზი ხდება. რა არის ეს, მამა, თუ სერიოზულ კარიერაზე ფიქრობ, ასეთ გამოსვლებს ჯობია მოერიდოო, მეუბნებიან შვილები. მე ისეთ ჟანრში ვმუშაობ, კლასიკა, ჯაზი, ფანკი, საქართველოში არც ერთი არ არის პოპულარული. მარკუს მილერი ან ელ ჯერო უნდა იყო, რომ მიგიღონ. ქართველ შემსრულებელს ვერ იღებენ. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ამ ჟანრის ფესტივალები იმართება, ჯერჯერობით მაინც დაბალ დონეზე ვართ. რაც შეეხება ვანო ჯავახიშვილის გადაცემას, იუმორი კარგად მესმის, ადრე პაროდიებსაც ვაკეთებდი, ეს ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ ეს არ არის იუმორი, ამას დაცინვა ჰქვია. და ამას მტკივნეულად აღიქვამენ ჩემი შვილები.
- რა პროფესიის ხართ?
- კინორეჟისორი გახლავართ. ერთი ფილმიც მაქვს გადაღებული ''კიბე'', რომელიც არის გოგონას სიზმარზე, სიურრეალისტული სტილია. გია ლეჟავა, ზურა შარია თამაშობენ ამ ფილმში, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი იყო ზურა, ზედმეტად ანცობდა, ხშირად გვიშლიდა გადაღებას. ასევე მაქვს გადაღებული ფილმი ''არავინ'', რომელშიც ნანუკა ხუსკივაძე თამაშობს. იმ პერიოდში ''მეორე არხზე'' ვმუშაობდი სერგი გვარჯალაძესთან ერთად. მიმყავდა საავტორო გადაცემა ''მედიტაციები ჩარჩოს გარეშე''.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია