მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოსკაროსანი მსახიობი ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა
ოსკაროსანი მსახიობი ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა

ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი ჯოან ფონ­ტე­ი­ნი 96 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბი, ჰი­ჩკო­კის ფილ­მე­ბის - "რე­ბე­კა­სა" და "ეჭ­ვის" ვარ­სკვლა­ვი, 15 დე­კემ­ბრის ღა­მეს სა­კუ­თარ სახ­ლში, კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ კარ­მელ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

იმის გამო, რომ უფ­რო­სი დის­თვის, ოლი­ვია დე ჰე­ვი­ლენ­დის­თვის კა­რი­ე­რა­ში ხელი არ შე­ე­შა­ლა, მსა­ხი­ობ­მა სა­ხე­ლი ორ­ჯერ გა­მო­იც­ვა­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად ის ჯოან ბარ­ფილ­დის ფსევ­დო­ნი­მით, შემ­დეგ კი ფონ­ტე­ი­ნის გვა­რით თა­მა­შობ­და ფილ­მებ­ში. მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი კი იყო ჯოან დე ბო­ვუ­არ ჰე­ვი­ლენ­დი.

ფონ­ტე­ინ­მა პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა 1940 წელს ალფ­რედ ჰი­ჩკო­კის ფილმში "რე­ბე­კა". სუ­რათ­მა "ოს­კა­რის" 11 ნო­მი­ნა­ცია მი­ი­ღო და აქე­დან ორში გა­ი­მარ­ჯვა. თუმ­ცა, ნო­მი­ნი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ფონ­ტე­ინ­მა ვერ მი­ი­ღო "ოს­კა­რი" ქა­ლის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის.

1941 წელს ჰი­ჩკოკ­მა ფონ­ტე­ი­ნი კვლავ გა­და­ი­ღო ფსი­ქო­ლო­გი­ურ დრა­მა­ში "ეჭვი" - მსა­ხი­ობ­მა ფილმში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის "ოს­კა­რი" მი­ი­ღო. ფონ­ტე­ინს ფილმში პარტნი­ო­რო­ბას კერი გრან­ტი უწევ­და.

ფონ­ტე­ინს სულ 60-ზე მეტ ფილმში აქვს როლი შე­რუ­ლე­ბუ­ლი. კი­ნოს გარ­და ის მუ­შა­ობ­და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და თა­მა­შობ­და ბროდ­ვე­ის დად­გმებ­ში.

ბოლო წლებ­ში მსა­ხი­ო­ბი გან­მარ­ტო­ე­ბით ცხოვ­რობ­და. მას 2 ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია segodnya.ua-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ოსკაროსანი მსახიობი ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა

ოსკაროსანი მსახიობი ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი ჯოან ფონტეინი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოსკაროსანი მსახიობი, ჰიჩკოკის ფილმების - "რებეკასა" და "ეჭვის" ვარსკვლავი, 15 დეკემბრის ღამეს საკუთარ სახლში, კალიფორნიის შტატის ქალაქ კარმელში გარდაიცვალა.

იმის გამო, რომ უფროსი დისთვის, ოლივია დე ჰევილენდისთვის კარიერაში ხელი არ შეეშალა, მსახიობმა სახელი ორჯერ გამოიცვალა. თავდაპირველად ის ჯოან ბარფილდის ფსევდონიმით, შემდეგ კი ფონტეინის გვარით თამაშობდა ფილმებში. მისი ნამდვილი სახელი კი იყო ჯოან დე ბოვუარ ჰევილენდი.

ფონტეინმა პირველი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1940 წელს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში "რებეკა". სურათმა "ოსკარის" 11 ნომინაცია მიიღო და აქედან ორში გაიმარჯვა. თუმცა, ნომინირების მიუხედავად, ფონტეინმა ვერ მიიღო "ოსკარი" ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

1941 წელს ჰიჩკოკმა ფონტეინი კვლავ გადაიღო ფსიქოლოგიურ დრამაში "ეჭვი" - მსახიობმა ფილმში შესრულებული როლისთვის "ოსკარი" მიიღო. ფონტეინს ფილმში პარტნიორობას კერი გრანტი უწევდა.

ფონტეინს სულ 60-ზე მეტ ფილმში აქვს როლი შერულებული. კინოს გარდა ის მუშაობდა ტელევიზიაში და თამაშობდა ბროდვეის დადგმებში.

ბოლო წლებში მსახიობი განმარტოებით ცხოვრობდა. მას 2 ქალიშვილი დარჩა.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება