პარტნიორები:

    ვახო სანაია: ანტიდასავლური განწყობების შექმნის მცდელობა არის სამარცხვინო ფაქტი

    ვახო სანაია: ანტიდასავლური განწყობების შექმნის მცდელობა არის სამარცხვინო ფაქტი

    ტელეწამყვანი ვახო სანაია საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს:

    "უმარტივეს რაღაცას ვიტყვი. საქართველოს დასავლური კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნიშნავს ავტომატურად (!) რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას. ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ კარგად ვიცით, რასაც ნიშნავს რუსეთის იმპერიაში ცხოვრება და ეს არავის გვინდა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელი გველოდება წინ.

    თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ტყუილები კი არ ვუთხრათ, არამედ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ევროკავშირზე. ვისაც უნდა, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა შეაჩეროს, ბევრ ტყუილს იტყვის, ყველანაირ უბედურებას დასავლეთს დააბრალებს, მაგრამ ამ სისულელეების გავრცელების ხელშეწყობა როგორ შეიძლება ?!

    საქართველო ახლა კი არ ირჩევს საით წავიდეს - ცივილიზაციისკენ თუ სიბნელისკენ ? ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გაკეთდა. ახლაც ჩვენი ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რომ ევროკავშირი ჯობია ევრაზიულ კავშირს. ანტიდასავლური განწყობების შექმნის მცდელობა არის სამარცხვინო ფაქტი. ჩვენ თვითონვე ნუ შევუქმნით ჩვენს თავს და ჩვენს მომავალს საფრთხეს", - წერს ვახო სანაია.

    "ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

    ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

    "მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს