მსახიობი პიტერ ოტული 81 წლის ასაკში ლონდონში მდებარე საავადმყოფოში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
"ის ყველაზე კეთილი და მგრძნობიარე ადამიანი იყო მათ შორის ვისთანაც კი ურთიერთობა მქონია", - განაცხადა მსახიობის აგენტმა სტივ კენისმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ვეტერანი მსახიობის გარდაცვალებას შოუბიზნესის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გამოეხმაურნენ - მათ შორის, მწუხარება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმაც გამოთქვა.
50-წლიანი თავბრუდამხვევი კარიერის განმავლობაში თეატრისა და კინოს ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებისთვის არაერთი საინტერესო სახე შექმნა. ის ოსკარის ნომინაციაზე რვაჯერ იყო წარდგენილი, მაგრამ პრესტიჟული ჯილდო არასდროს მიუღია.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.