პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო რობაქიძე: "ხელისუფლებამ სამართლიანობა თაროზე შემოდო"
სოსო რობაქიძე: "ხელისუფლებამ სამართლიანობა თაროზე შემოდო"

სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მოკ­ლუ­ლი ბუტა რო­ბა­ქი­ძის მამა, სოსო რო­ბა­ქი­ძე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ითხოვს. მისი თქმით, დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის გამო, უარი თქვა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე. რო­ბა­ქი­ძე აცხა­დებს, რომ თუ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ აღად­გენს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, მა­შინ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­და­ა­ყე­ნებს და ამას მო­მა­ვა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ა­კე­თებს.

"მო­ვი­თხოვ, დაჩ­ქარ­დეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა, რო­მე­ლიც ჩემი აზ­რით, თა­რო­ზეა შე­მო­დე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აქვს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება. ისი­ნი ან­გა­რიშს უწე­ვენ ევ­რო­პას და ამე­რი­კას, რომ რა­მე­ნა­ი­რად, არ და­სა­ჯონ ხალ­ხი, ვინც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. ნა­ცი­ო­ნა­ლებს დიდი ლო­ბე­ბი ჰყავთ სა­ზღვარ­გა­რეთ და ამი­სათ­ვის მუ­შა­ო­ბენ. ვფიქ­რობ, ახალ მთავ­რო­ბას უნდა ეყოს გა­ბე­დუ­ლე­ბა, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღად­გი­ნოს, სწო­რედ ამის­თვის მის­ცა ხალ­ხმა ხმა ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის გამო, უარი თქვეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე და დღე­საც ასე გრძელ­დე­ბა. თუ იმე­დი სა­ბო­ლო­ოდ გა­დაგ­ვე­წუ­რე­ბა, მა­შინ სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვი­წყებთ პრო­ტესტს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მა­შინ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხალ­ხი გა­და­ა­ყე­ნებს და მოვა ის მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც აღად­გენს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას", - ამ­ბობს სოსო რო­ბა­ქი­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"P.S." (პოსტსკრიპ­ტუ­მი - ქუ­თა­ი­სი)

სოსო რობაქიძე: "ხელისუფლებამ სამართლიანობა თაროზე შემოდო"

სოსო რობაქიძე: "ხელისუფლებამ სამართლიანობა თაროზე შემოდო"

სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. მისი თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ სააკაშვილის ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციის გამო, უარი თქვა სამართლიანობის აღდგენაზე. რობაქიძე აცხადებს, რომ თუ დღევანდელი ხელისუფლება არ აღადგენს სამართლიანობას, მაშინ ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას გადააყენებს და ამას მომავალი ხელისუფლება გააკეთებს.

"მოვითხოვ, დაჩქარდეს სამართლიანობის აღდგენა, რომელიც ჩემი აზრით, თაროზეა შემოდებული. ვფიქრობ, ამ ხელისუფლებას არ აქვს სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება. ისინი ანგარიშს უწევენ ევროპას და ამერიკას, რომ რამენაირად, არ დასაჯონ ხალხი, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ნაციონალებს დიდი ლობები ჰყავთ საზღვარგარეთ და ამისათვის მუშაობენ. ვფიქრობ, ახალ მთავრობას უნდა ეყოს გაბედულება, რომ სამართლიანობა აღადგინოს, სწორედ ამისთვის მისცა ხალხმა ხმა ახალ ხელისუფლებას. სააკაშვილის ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციის გამო, უარი თქვეს სამართლიანობის აღდგენაზე და დღესაც ასე გრძელდება. თუ იმედი საბოლოოდ გადაგვეწურება, მაშინ სერიოზულად დავიწყებთ პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ. მაშინ ამ ხელისუფლებას ხალხი გადააყენებს და მოვა ის მთავრობა, რომელიც აღადგენს სამართლიანობას", - ამბობს სოსო რობაქიძე.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ