მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარჩი "იდუმალ თოვლის ბაბუად" - "ბიბლუსის" წინასაახალწლო სერვისი მომხმარებელს!..
დარჩი "იდუმალ თოვლის ბაბუად" - "ბიბლუსის" წინასაახალწლო სერვისი მომხმარებელს!..

"ჩვენ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სფე­როს ვემ­სა­ხუ­რე­ბით - მომ­ხმა­რე­ბელს ცოდ­ნა­სა და გა­ნათ­ლე­ბას წიგ­ნე­ბის სა­ხით გა­დავ­ცემთ. შე­სა­ბა­მი­სად, იმის მტკი­ცე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფა­სე­უ­ლო­ბაა, სა­ჭი­როც არ არის", - ამ­ბობს თა­თია დგე­ბუ­ა­ძე, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "ბიბ­ლუ­სის" მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი.

- თა­თია, სა­ა­ხალ­წლოდ რა სია­ხ­ლე­ე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი "ბიბ­ლუს­ში"?

- ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, იმავდრო­უ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო და გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ჩუ­ქა­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს სა­ა­ხალ­წლოდ გა­უ­კე­თო, წიგ­ნია. ამა­ში არა­ფე­რია ახა­ლი, ასე იყო ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის დრო­საც და ეს ტრა­დი­ცია ბუ­ნებ­რი­ვად გრძელ­დე­ბა დღე­საც.

სწო­რედ ამი­ტომ, წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი "ბიბ­ლუს­ში" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია - ჩვენ­თან დიდი სა­ა­ხალ­წლო ფას­დაკ­ლე­ბე­ბი და სი­ურპრი­ზე­ბით სავ­სე სე­ზო­ნი და­ი­წყო: ქსელ­ში წარ­მოდ­გე­ნილ უამ­რავ წიგნ­ზე 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბაა, არის ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის, ასა­კი­სა და სქე­სის მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ცალ­კე შე­ფუ­თუ­ლი სა­სა­ჩუქ­რე პა­კე­ტე­ბი, ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო სერ­ვი­სი - "გა­უგ­ზავ­ნე სა­ჩუ­ქა­რი მე­გო­ბარს".

გარ­და იმი­სა, რომ მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია, თა­ვად შე­არ­ჩი­ოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი და ისარ­გებ­ლოს 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით, ჩვენ მათ ეს პრო­ცე­სი გა­ვუ­მარ­ტი­ვეთ და ად­გილ­ზე მო­სულ მომ­ხმა­რე­ბელს სპე­ცი­ა­ლურ სა­სა­ჩუქ­რე პა­კე­ტებს ვახ­ვედ­რებთ, სა­დაც ისი­ნი ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად შეძ­ლე­ბენ, სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თონ შვილს, მე­უღ­ლეს თუ ოჯა­ხის სხვა წევ­რს. მა­გა­ლი­თად, გვექ­ნე­ბა ასე­თი სა­ო­ჯა­ხო სა­სა­ჩუქ­რე პა­კე­ტი, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა: "ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო" (დი­სახ­ლი­სე­ბის­თვის), "სა­შო­ბაო სა­უნ­ჯე" (ოჯა­ხის პა­ტა­რა წევ­რე­ბის­თვის), "ბიბ­ლია" - წიგნ­თა სა­უნ­ჯე, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქარ­თულ ოჯახ­ში უნდა იყოს. ასე­ვე სა­ბავ­შვო პა­კე­ტი: შარლ პე­როს ხმო­ვა­ნი ზღაპ­რე­ბი, სა­ხა­ტა­ვი რვე­უ­ლი და 12-ფე­რი­ა­ნი მი­ლა­ნის ფლო­მას­ტე­რე­ბი. მსგავ­სი სა­სა­ჩუქ­რე პა­კე­ტე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი "ბიბ­ლუ­სის" მთელ ქსელ­ში, რომ­ლე­ბიც სეგ­მენ­ტუ­რად გვაქვს და­ყო­ფი­ლი: სა­ბავ­შვო პა­კე­ტი გო­გო­ნე­ბი­სა და ბი­ჭე­ბის­თვის, ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რით 3-დან - 6-წლამ­დე და 7-დან - 10 წლამ­დე; ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის და მა­მა­კა­ცე­ბის­თვის, ასე­ვე არის რამ­დე­ნი­მე სა­ხის სა­ო­ჯა­ხო პა­კე­ტი.

- რით გან­სხვავ­დე­ბა "ბიბ­ლუ­სის" შე­თა­ვა­ზე­ბა სხვა წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის­გან?

- მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ბიბ­ლუ­სი" მომ­ხმა­რე­ბელს წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ სა­ინ­ტე­რე­სო სერ­ვისს სთა­ვა­ზობს - მათ, ვი­საც უნდა დარ­ჩეს იდუ­მალ "თოვ­ლის ბა­ბუ­ად", ამის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბით.

თბი­ლი­სის მას­შტა­ბით "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში შე­მო­სულ მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია, ერთი მოს­ვლით რამ­დე­ნი­მე სა­ჩუ­ქა­რი შე­ი­ძი­ნოს, შერ­ჩე­უ­ლი სა­ჩუ­ქა­რი დაგ­ვი­ტო­ვოს იქვე, მა­ღა­ზი­ა­ში და ჩვე­ნი კუ­რი­ე­რი სა­ჩუქ­რის ად­რე­სატს მი­თი­თე­ბულ ად­გი­ლას მი­უ­ტანს. ვფიქ­რობ, ეს სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ გა­დატ­ვირ­თულ რე­ჟიმ­ში მყო­ფი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის, რო­მე­ლიც დრო­ის სიმ­ცი­რის გამო ვერ ახერ­ხებს ყვე­ლა მის­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ჩუქ­რის გა­კე­თე­ბას. ჩვენ ვიზ­რუ­ნებთ მათი ახ­ლობ­ლე­ბის წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე. ვი­მე­დოვ­ნებთ, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას ბევ­რი მიმ­დე­ვა­რი გა­მო­უჩ­ნდე­ბა და სულ მალე, თბი­ლის­ში გაჩ­ნდე­ბი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ჩუქ­რის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი.

- რო­დის იწყე­ბა ეს აქ­ცია?

- წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო ფას­დაკ­ლე­ბა "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 16 დე­კემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა!

ლალი ფა­ცია, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

დარჩი "იდუმალ თოვლის ბაბუად" - "ბიბლუსის" წინასაახალწლო სერვისი მომხმარებელს!..

დარჩი "იდუმალ თოვლის ბაბუად" - "ბიბლუსის" წინასაახალწლო სერვისი მომხმარებელს!..

"ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და საპასუხისმგებლო სფეროს ვემსახურებით - მომხმარებელს ცოდნასა და განათლებას წიგნების სახით გადავცემთ. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ეს ყველაფერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა, საჭიროც არ არის", - ამბობს თათია დგებუაძე, წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

- თათია, საახალწლოდ რა სია­ხ­ლეებია მოსალოდნელი "ბიბ­ლუსში"?

- ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე საინტერესო, იმავდროულად სასიამოვნო და გამორჩეული საჩუქარი, რაც შეიძლება, საყვარელ ადამიანს საახალწლოდ გაუკეთო, წიგნია. ამაში არაფერია ახალი, ასე იყო ჩვენი წინაპრების დროსაც და ეს ტრადიცია ბუნებრივად გრძელდება დღესაც.

სწორედ ამიტომ, წინასაახალწლო სამზადისი "ბიბლუსში" განსაკუთრებულია - ჩვენთან დიდი საახალწლო ფასდაკლებები და სიურპრიზებით სავსე სეზონი დაიწყო: ქსელში წარმოდგენილ უამრავ წიგნზე 50%-მდე ფასდაკლებაა, არის ნებისმიერი გემოვნების, ასაკისა და სქესის მომხმარებლისთვის ცალკე შეფუთული სასაჩუქრე პაკეტები, ასევე საინტერესო წინასაახალწლო სერვისი - "გაუგზავნე საჩუქარი მეგობარს".

გარდა იმისა, რომ მომხმარებელს შეუძლია, თავად შეარჩიოს მისთვის სასურველი წიგნი და ისარგებლოს 50%-მდე ფასდაკლებით, ჩვენ მათ ეს პროცესი გავუმარტივეთ და ადგილზე მოსულ მომხმარებელს სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტებს ვახვედრებთ, სადაც ისინი ხელმისაწვდომ ფასად შეძლებენ, საჩუქარი გაუკეთონ შვილს, მეუღლეს თუ ოჯახის სხვა წევრს. მაგალითად, გვექნება ასეთი საოჯახო სასაჩუქრე პაკეტი, რომელიც ოჯახის ყველა წევრისთვის საინტერესო იქნება: "ქართული სამზარეულო" (დისახლისებისთვის), "საშობაო საუნჯე" (ოჯახის პატარა წევრებისთვის), "ბიბლია" - წიგნთა საუნჯე, რომელიც ყველა ქართულ ოჯახში უნდა იყოს. ასევე საბავშვო პაკეტი: შარლ პეროს ხმოვანი ზღაპრები, სახატავი რვეული და 12-ფერიანი მილანის ფლომასტერები. მსგავსი სასაჩუქრე პაკეტების მრავალფეროვანი არჩევანი იქნება წარმოდგენილი "ბიბლუსის" მთელ ქსელში, რომლებიც სეგმენტურად გვაქვს დაყოფილი: საბავშვო პაკეტი გოგონებისა და ბიჭებისთვის, ასაკობრივი ზღვარით 3-დან - 6-წლამდე და 7-დან - 10 წლამდე; ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის, ასევე არის რამდენიმე სახის საოჯახო პაკეტი.

- რით განსხვავდება "ბიბლუსის" შეთავაზება სხვა წინასაახალწლო შეთავაზებებისგან?

- მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მომხმარებელს წინასაახალწლოდ საინტერესო სერვისს სთავაზობს - მათ, ვისაც უნდა დარჩეს იდუმალ "თოვლის ბაბუად", ამის რეალიზებაში დავეხმარებით.

თბილისის მასშტაბით "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შემოსულ მომხმარებელს შეუძლია, ერთი მოსვლით რამდენიმე საჩუქარი შეიძინოს, შერჩეული საჩუქარი დაგვიტოვოს იქვე, მაღაზიაში და ჩვენი კურიერი საჩუქრის ადრესატს მითითებულ ადგილას მიუტანს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო საშუალებაა წინასაახალწლოდ გადატვირთულ რეჟიმში მყოფი მომხმარებლისთვის, რომელიც დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებს ყველა მისთვის საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის გაკეთებას. ჩვენ ვიზრუნებთ მათი ახლობლების წინასაახალწლო განწყობის ამაღლებაზე. ვიმედოვნებთ, ამ ინიციატივას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდება და სულ მალე, თბილისში გაჩნდებიან სასიამოვნო საჩუქრის გამავრცელებლები.

- როდის იწყება ეს აქცია?

- წინასაახალწლო ფასდაკლება "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით 16 დეკემბრიდან დაიწყება!

ლალი ფაცია, Ambebi.ge

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს