ქუთაისში, "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის" პროექტის ფარგლებში, საქართველოსთვის გერმანულმა მხარემ 20 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი გამოჰყო. დამატებით 2 მილიონის ოდენობით გრანტი კი საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო. პროექტის ფარგლებში, ხელშეკრულება უკვე გაფორმდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებული ნაგავსაყრელი 2016 წლისათვის უნდა გაუქმდეს. ასევე იგეგმება არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა.