საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მანქანები ემსახურებოდა გოგა ხაჩიძეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს
რა მანქანები ემსახურებოდა გოგა ხაჩიძეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს

გა­რე­მოს დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, დე­პუ­ტა­ტი გოგა ხა­ჩი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ჟურ­ნა­ლისტ დაჩი გრძე­ლიშ­ვილს პა­სუ­ხობს, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რეს­და, რა მან­ქა­ნით სარ­გებ­ლობ­და დე­პუ­ტა­ტი მი­ნის­ტრო­ბის დროს. ამ კი­თხვით ჟურ­ნა­ლის­ტმა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ჯა­როდ მი­მარ­თა.

"ზუს­ტად და ვრცლად ჩა­მო­გით­ვლი ჩემს სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ მან­ქა­ნებს ))

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბის დროს - ტო­ი­ო­ტას ჯიპი 4 Runner. და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 წლის და მარ­ჯვე­ნა სა­ჭე­თი. ბაზ­რო­ბა­ზე ვი­ყი­დეთ, თუ არ მეშ­ლე­ბა 7000 $-ად. მეტი ფული "ვერ" გვქონ­და.

თუმ­ცა, აუ­ცი­ლებ­ლად მჭირ­დე­ბო­და ჯიპი და დავ­დი­ო­დი ასე.

ერ­თა­დერ­თი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ვარ, რო­მელ­საც მძღო­ლი მარ­ჯვე­ნა მხა­რეს ეჯი­ნა.

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში 11 წლის მსუ­ბუ­ქი მერ­სე­დე­სი დამ­ხვდა, არა­და იქაც აუ­ცი­ლებ­ლად მჭირ­დე­ბო­და ჯიპი (ისე უბ­რა­ლოდ ვერ მიხ­ვი­დო­დი რე­გი­ო­ნის 60-70 %-ში). ჰოდა ისევ რე­ა­ლო­ბი­დან და უფი­ნან­სო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბაზ­რო­ბა­ზე შე­ვი­ძი­ნეთ 4-5 წლის Ford Maverick, თუ არ ვცდე­ბი 8-9 ათას დო­ლა­რად. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში 4 წელი ვი­მუ­შა­ვე და ბოლო ორი წელი მყავ­და Chevrolet-ის ჯიპი, ეგეც ბაზ­რო­ბა­ზე ვი­ყი­დეთ, ზუს­ტად მახ­სოვს 11 000 $-ად. ნუ, გა­სა­გე­ბია, ყვე­ლა­ფე­რი ეს ლა­რებ­ში, თუმ­ცა ფასი მა­ინც დო­ლარ­ში გა­მახ­სოვ­რდე­ბა

მი­ნის­ტრიც 4 წელი ვი­ყა­ვი.

რომ მი­ვე­დი, დამ­ხვდა წინა სამი მი­ნის­ტრის ნახ­მა­რი (ნორ­მა­ლუ­რი გა­გე­ბით) ამ­დე­ნი­ვე წლის Toyota Prado და რომ წა­მო­ვე­დი ეგ "პრა­დო" დავ­ტო­ვე.

თუმ­ცა, ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ შემ­თხვე­ვა­შიც ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი მი­ნის­ტრი ვარ, რო­მელ­მაც თა­ვის მან­ქა­ნას ე.წ. "კა­პი­ტალ­კა" გა­უ­კე­თა.

(იიf, აგა­ტი­რებს ისე­თი კო­მენ­ტა­რია თუმ­ცა სი­მარ­თლე)", - და­წე­რა ხა­ჩი­ძემ.

დე­პუ­ტა­ტის პა­სუ­ხი დაჩი გრძე­ლიშ­ვილ­მა უკო­მენ­ტა­როდ არ და­ტო­ვა.

"რო­გორ და­ჩაგ­რულ­ხარ კაცო, ადე­იშ­ვილს მაგ მან­ქა­ნე­ბის ფა­სის სა­მე­უ­ლი ედგა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და ახა­ლა­ი­ას playstation უპოვ­ნეს მან­ქა­ნა­ში:)))", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ჩი­ნოვ­ნიკ­თა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის თემა ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა გა­აქ­ტი­ურ­და - გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ავ­თან­დილ ბე­რი­ძე, რო­მელ­საც ამ დრომ­დე "ტო­ი­ო­ტა პრა­დო" და "ტო­ი­ო­ტა კამ­რი" ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, მო­მა­ვა­ლი წლი­დან, 2012 წლის "ტო­ი­ო­ტა პრა­დოს" ნაც­ვლად, ამა­ვე მარ­კის 2014 წლის მო­დე­ლის შე­ძე­ნას აპი­რებ­და. სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ძე­ნის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტენ­დე­რის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 83.000 ლარს შე­ად­გენ­და. თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ტენ­დე­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ით გავ­რცელ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან კი ამ ამ­ბავს მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, "ტო­ი­ო­ტა პრა­დოს" შე­სა­ძე­ნად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რი გა­უქ­მდა.

იხი­ლეთ ასე­ვე: ავ­თან­დილ ბე­რი­ძე ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ას "ჯან­საღ აჟი­ო­ტა­ჟად" მი­იჩ­ნევს

ავ­თო­მო­ბი­ლი და ავ­თო­ფა­რე­ხი - რო­გორ ამ­კო­ბენ "VIP" ავთო ბე­რი­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში

"ბე­რი­ძე­ზე უკე­თე­სი რა­ტოა, მე­ქოლ­გუ­რე რომ არ ჰყავს?" - მე­დი­ა­ში მო­რი­გი ჯი­პი­ა­ნი ჩი­ნოვ­ნი­კის ფოტო ვრცელ­დე­ბა

რა მანქანები ემსახურებოდა გოგა ხაჩიძეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს

რა მანქანები ემსახურებოდა გოგა ხაჩიძეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჟურნალისტ დაჩი გრძელიშვილს პასუხობს, რომელიც დაინტერესდა, რა მანქანით სარგებლობდა დეპუტატი მინისტრობის დროს. ამ კითხვით ჟურნალისტმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს სოციალურ ქსელში საჯაროდ მიმართა.

"ზუსტად და ვრცლად ჩამოგითვლი ჩემს სამსახურეობრივ მანქანებს ))

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორობის დროს - ტოიოტას ჯიპი 4 Runner. დაახლოებით 7-8 წლის და მარჯვენა საჭეთი. ბაზრობაზე ვიყიდეთ, თუ არ მეშლება 7000 $-ად. მეტი ფული "ვერ" გვქონდა.

თუმცა, აუცილებლად მჭირდებოდა ჯიპი და დავდიოდი ასე.

ერთადერთი გუბერნატორი ვარ, რომელსაც მძღოლი მარჯვენა მხარეს ეჯინა.

სამცხე-ჯავახეთში 11 წლის მსუბუქი მერსედესი დამხვდა, არადა იქაც აუცილებლად მჭირდებოდა ჯიპი (ისე უბრალოდ ვერ მიხვიდოდი რეგიონის 60-70 %-ში). ჰოდა ისევ რეალობიდან და უფინანსობიდან გამომდინარე ბაზრობაზე შევიძინეთ 4-5 წლის Ford Maverick, თუ არ ვცდები 8-9 ათას დოლარად. სამცხე-ჯავახეთში 4 წელი ვიმუშავე და ბოლო ორი წელი მყავდა Chevrolet-ის ჯიპი, ეგეც ბაზრობაზე ვიყიდეთ, ზუსტად მახსოვს 11 000 $-ად. ნუ, გასაგებია, ყველაფერი ეს ლარებში, თუმცა ფასი მაინც დოლარში გამახსოვრდება

მინისტრიც 4 წელი ვიყავი.

რომ მივედი, დამხვდა წინა სამი მინისტრის ნახმარი (ნორმალური გაგებით) ამდენივე წლის Toyota Prado და რომ წამოვედი ეგ "პრადო" დავტოვე.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაშიც ალბათ ერთადერთი მინისტრი ვარ, რომელმაც თავის მანქანას ე.წ. "კაპიტალკა" გაუკეთა.

(იიf, აგატირებს ისეთი კომენტარია თუმცა სიმართლე)", - დაწერა ხაჩიძემ.

დეპუტატის პასუხი დაჩი გრძელიშვილმა უკომენტაროდ არ დატოვა.

"როგორ დაჩაგრულხარ კაცო, ადეიშვილს მაგ მანქანების ფასის სამეული ედგა პროკურატურაში და ახალაიას playstation უპოვნეს მანქანაში:)))", - წერს ჟურნალისტი.

ჩინოვნიკთა ავტომობილების თემა ბოლო რამდენიმე დღეა გააქტიურდა - გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელსაც ამ დრომდე "ტოიოტა პრადო" და "ტოიოტა კამრი" ემსახურებოდა, მომავალი წლიდან, 2012 წლის "ტოიოტა პრადოს" ნაცვლად, ამავე მარკის 2014 წლის მოდელის შეძენას აპირებდა. სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისთვის ჩატარებული ტენდერის მიხედვით, აღნიშნული ავტომანქანის ღირებულება 83.000 ლარს შეადგენდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ტენდერის შესახებ ინფორმაცია მედიით გავრცელდა, საზოგადოების მხრიდან კი ამ ამბავს მწვავე კრიტიკა მოჰყვა, "ტოიოტა პრადოს" შესაძენად გამოცხადებული ტენდერი გაუქმდა.

იხილეთ ასევე: ავთანდილ ბერიძე ახალი ავტომობილის შეძენის შესახებ საზოგადოების რეაქციას "ჯანსაღ აჟიოტაჟად" მიიჩნევს

ავთომობილი და ავთოფარეხი - როგორ ამკობენ "VIP" ავთო ბერიძეს სოციალურ ქსელში

"ბერიძეზე უკეთესი რატოა, მექოლგურე რომ არ ჰყავს?" - მედიაში მორიგი ჯიპიანი ჩინოვნიკის ფოტო ვრცელდება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს