მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბერიძეზე უკეთესი რატოა, მექოლგურე რომ არ ჰყავს?" - მედიაში მორიგი ჯიპიანი ჩინოვნიკის ფოტო ვრცელდება
"ბერიძეზე უკეთესი რატოა, მექოლგურე რომ არ ჰყავს?" - მედიაში მორიგი ჯიპიანი ჩინოვნიკის ფოტო ვრცელდება

ჟურ­ნა­ლის­ტი დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე "გუ­რია ნი­უ­სის" გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­ზეც გუ­რი­ის ახა­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე სამ­სა­ხუ­რის ავ­ტო­მო­ბი­ლის გვერ­დით არის გა­მო­სა­ხუ­ლი. გრძე­ლიშ­ვი­ლი კო­ლე­გებს ჩი­ნოვ­ნიკ­თა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბას ურ­ჩევს.

"ეს მან­ქა­ნა გუ­რი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რი­საა? და ბე­რი­ძე­ზე უკე­თე­სი რა­ტოა, მე­ქოლ­გუ­რე რომ არ ჰყავს? სა­ერ­თო­დაც, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, კო­ლე­გა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ეს ჩი­ნოვ­ნი­კუ­რი მან­ქა­ნე­ბი მო­ი­კი­თხონ. დღეს ასეთ­მა ჩა­ბუ­რულ მი­ნი­ან­მა შავ­მა "ავ­ტო­ბუს­მა" ლა­მის გა­და­მი­ა­რა. და­ლოც­ვი­ლე­ბო, ექ­ვსი შვი­ლი გვყავს და სუ­ბა­რუ ფო­რეს­ტერ­ში ვე­ტე­ვით დე­დი­ან-მა­მი­ა­ნად. ამ­ხე­ლა რა ალ­ტერ ეგო გაქვთ, პრა­დო­ზე და კრუ­ი­ზერ 200-ზე ნაკ­ლებ­ში რომ ვერ ეტე­ვით? ნუ, ვთქვათ, იკად­რეთ და ჩას­ხე­დით. კიდე, სა­გან­გე­ბო მა­შუ­ქებ­საც აყე­ნებთ და ზე­მო­და­ნაც დამ­კი­ვი­ხართ, რომ გზა და­გით­მოთ? მი­ნებს მა­ინც ნუ ჩა­ბუ­რავთ, ბავ­შვებს და­ვა­ნა­ხებ­დი, რა ჯი­შის ცხო­ვე­ლებ­თან აქვთ საქ­მე...

მე რომ აქ­ტი­ურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ვიყო, უბ­რა­ლოდ, დავ­დგე­ბო­დი ოც­ნე­ბის ოფის­თან და გა­და­ვი­ღებ­დი, რა მან­ქა­ნე­ბით მი­ვი­დოდ­ნენ იმ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, სა­დაც ბე­რი­ძის მან­ქა­ნი­ა­და უნდა გა­ირ­ჩეს:)))", - წერს დაჩი.

შე­გახ­სე­ნებთ, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სკან­დალ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის თავ­მჯდო­მა­რე, ავ­თან­დილ ბე­რი­ძე აღ­მოჩ­ნდა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­თან­დილ ბე­რი­ძეს, რო­მელ­საც ამ დრომ­დე "ტო­ი­ო­ტა პრა­დო" და "ტო­ი­ო­ტა კამ­რი" ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, მო­მა­ვა­ლი წლი­დან, 2012 წლის "ტო­ი­ო­ტა პრა­დოს" ნაც­ვლად, ამა­ვე მარ­კის 2014 წლის მო­დე­ლი უნდა მომ­სა­ხუ­რე­ბო­და.

სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ძე­ნის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტენ­დე­რის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა 83.000 ლარი ღირ­და. თუმ­ცა რო­გორც ბე­რი­ძემ ორი დღის წინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, "ტო­ი­ო­ტა პრა­დოს" შე­სა­ძე­ნად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რი გა­უქ­მე­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­კი­თხის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

იხი­ლეთ ასე­ვე: ავ­თან­დილ ბე­რი­ძე ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ას "ჯან­საღ აჟი­ო­ტა­ჟად" მი­იჩ­ნევს

ავ­თო­მო­ბი­ლი და ავ­თო­ფა­რე­ხი - რო­გორ ამ­კო­ბენ "VIP" ავთო ბე­რი­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ბერიძეზე უკეთესი რატოა, მექოლგურე რომ არ ჰყავს?" - მედიაში მორიგი ჯიპიანი ჩინოვნიკის ფოტო ვრცელდება

"ბერიძეზე უკეთესი რატოა, მექოლგურე რომ არ ჰყავს?" - მედიაში მორიგი ჯიპიანი ჩინოვნიკის ფოტო ვრცელდება

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "გურია ნიუსის" გავრცელებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც გურიის ახალი გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე სამსახურის ავტომობილის გვერდით არის გამოსახული. გრძელიშვილი კოლეგებს ჩინოვნიკთა ავტომობილებით დაინტერესებას ურჩევს.

"ეს მანქანა გურიის გუბერნატორისაა? და ბერიძეზე უკეთესი რატოა, მექოლგურე რომ არ ჰყავს? საერთოდაც, საინტერესო იქნება, კოლეგა ჟურნალისტებმა ეს ჩინოვნიკური მანქანები მოიკითხონ. დღეს ასეთმა ჩაბურულ მინიანმა შავმა "ავტობუსმა" ლამის გადამიარა. დალოცვილებო, ექვსი შვილი გვყავს და სუბარუ ფორესტერში ვეტევით დედიან-მამიანად. ამხელა რა ალტერ ეგო გაქვთ, პრადოზე და კრუიზერ 200-ზე ნაკლებში რომ ვერ ეტევით? ნუ, ვთქვათ, იკადრეთ და ჩასხედით. კიდე, საგანგებო მაშუქებსაც აყენებთ და ზემოდანაც დამკივიხართ, რომ გზა დაგითმოთ? მინებს მაინც ნუ ჩაბურავთ, ბავშვებს დავანახებდი, რა ჯიშის ცხოველებთან აქვთ საქმე...

მე რომ აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყო, უბრალოდ, დავდგებოდი ოცნების ოფისთან და გადავიღებდი, რა მანქანებით მივიდოდნენ იმ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მმართველი პოლიტიკოსები, სადაც ბერიძის მანქანიადა უნდა გაირჩეს:)))", - წერს დაჩი.

შეგახსენებთ, ძვირადღირებული ავტომობილთან დაკავშირებულ სკანდალში რამდენიმე დღის წინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავთანდილ ბერიძეს, რომელსაც ამ დრომდე "ტოიოტა პრადო" და "ტოიოტა კამრი" ემსახურებოდა, მომავალი წლიდან, 2012 წლის "ტოიოტა პრადოს" ნაცვლად, ამავე მარკის 2014 წლის მოდელი უნდა მომსახურებოდა.

სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისთვის ჩატარებული ტენდერის მიხედვით, აღნიშნული ავტომანქანა 83.000 ლარი ღირდა. თუმცა როგორც ბერიძემ ორი დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ტოიოტა პრადოს" შესაძენად გამოცხადებული ტენდერი გაუქმებულია და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები საკითხის მოსაგვარებლად.

იხილეთ ასევე: ავთანდილ ბერიძე ახალი ავტომობილის შეძენის შესახებ საზოგადოების რეაქციას "ჯანსაღ აჟიოტაჟად" მიიჩნევს

ავთომობილი და ავთოფარეხი - როგორ ამკობენ "VIP" ავთო ბერიძეს სოციალურ ქსელში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს