მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრანგეთის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრება
საფრანგეთის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრება

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ფრან­სუა ოლან­დი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნას არ და­ეს­წრე­ბა. რო­გორც "იტარ-ტასი" იუ­წყე­ბა, ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია I-TELE–ს ეთერ­ში საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ლო­რან ფა­ბი­უს­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრმა რუ­სე­თის ქა­ლაქს ოლიმ­პი­ა­დის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბა უსურ­ვა და აღ­ნიშ­ნა, რომ "საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის დას­წრე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის". ფა­ბი­უ­სის გან­ცხა­დე­ბით, სოჭ­ში გამ­გზავ­რე­ბას არც თა­ვად გეგ­მავს.

საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის პირ­ველ პირს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, არის თუ არა კავ­შირ­ში ფრან­სუა ოლან­დის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სეთ­ში მოქ­მედ ჰო­მო­ფო­ბი­ურ კა­ნონ­თან, რო­მე­ლიც ევ­რო­პელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა არა­ერ­თხელ გა­აკ­რი­ტი­კეს.

ფრან­სუა ოლან­დი ერ­თა­დერ­თი პირ­ვე­ლი პირი არ არის, რო­მელ­მაც სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დას ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და. სოჭ­ში გამ­გზავ­რე­ბა­ზე უარი ცოტა ხნის წინ გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა იო­ჰან გა­უკ­მა გა­ნა­ცხა­და. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნას არ და­ეს­წრე­ბი­ან პო­ლო­ნე­თის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი.

ცნო­ბი­ლია, რომ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ით არც სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია I-TELE–ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საფრანგეთის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი სოჭის ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრება. როგორც "იტარ-ტასი" იუწყება, ამის შესახებ ტელეკომპანია I-TELE–ს ეთერში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა განაცხადა.

მინისტრმა რუსეთის ქალაქს ოლიმპიადის წარმატებით ჩატარება უსურვა და აღნიშნა, რომ "საფრანგეთის პრეზიდენტის დასწრება გათვალისწინებული არ არის". ფაბიუსის განცხადებით, სოჭში გამგზავრებას არც თავად გეგმავს.

საფრანგეთის საგარეო უწყების პირველ პირს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა კავშირში ფრანსუა ოლანდის ეს გადაწყვეტილება რუსეთში მოქმედ ჰომოფობიურ კანონთან, რომელიც ევროპელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ გააკრიტიკეს.

ფრანსუა ოლანდი ერთადერთი პირველი პირი არ არის, რომელმაც სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა. სოჭში გამგზავრებაზე უარი ცოტა ხნის წინ გერმანიის პრეზიდენტმა იოჰან გაუკმა განაცხადა. ასევე ცნობილია, რომ სოჭის ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრებიან პოლონეთის პირველი პირები.

ცნობილია, რომ სოჭის ოლიმპიადაზე სამთავრობო დელეგაციით არც საქართველო იქნება წარმოდგენილი.

მომზადებულია I-TELE–ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა