სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კალაძესაც და ღარიბაშვილს ვურჩევდი, ყველა სატანდერო დოკუმენტაციას გადახედონ"
"კალაძესაც და ღარიბაშვილს ვურჩევდი, ყველა სატანდერო დოკუმენტაციას გადახედონ"

ჟურ­ნა­ლის­ტი დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი ავ­თან­დილ ბე­რი­ძის ჯი­პთან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ მურ­მან დუმ­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბას სა­მარ­ცხვი­ნოს უწო­დებს და კა­ლა­ძე­სა და ღა­რი­ბაშ­ვილს სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­და­ხედ­ვას ურ­ჩევს.

"ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბა. უფრო სწო­რედ, ძა­ლა­უფ­ლე­ბის­გან გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი და გარ­ყვნი­ლი, თან მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი კა­ცის დი­აგ­ნო­ზი. აბა, მო­ხერ­ხე­ბა არ უნდა, ჯი­პის ყიდ­ვა უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს და­აბ­რა­ლო... თან, თვი­თონ ბე­რი­ძე ამ­ბობს ინ­ტერ­ვი­უ­ში, დაც­ვას იმი­ტომ ვი­ჩე­რებ, რომ ცოლ-შვი­ლი ჰყავს სარ­ჩე­ნიო... სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის, ბა­ტო­ნებს - კა­ლა­ძე­საც და ღა­რი­ბაშ­ვილს ვურ­ჩევ­დი, ყვე­ლა სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას გა­და­ხე­დონ. პი­რა­დად ორი-სამი 83 ათა­სი­ა­ნი ჯიპი მი­ნა­ხავს იქ, არ­ჩევ­ნე­ბის მერე ნა­ყი­დი:(", - წერს გრძე­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის, მურ­მან დუმ­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რე­გი­ო­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს სა­მარ­თლებ­რი­ვად მან­ქა­ნის შე­ძე­ნის უფ­ლე­ბა აქვს, ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ავ­ტო­ნო­მი­ას ამ უფ­ლე­ბას არ უნდა უზღუ­დავ­დეს. ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა დუმ­ბა­ძე უმაღ­ლე­სი საბ­ჭო­სა და აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ მან­ქა­ნე­ბის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კას.

"აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ბი­უ­ჯე­ტი არის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი, ეს არის მომ­ჭირ­ნე­ო­ბით შეგ­რო­ვი­ლი თან­ხა. უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ავ­თან­დილ ბე­რი­ძეს ურ­ჩია, რომ მან­ქა­ნა უნდა გა­მოც­ვლი­ლი­ყო და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ამი­ტომ მი­ი­ღო. საკ­მა­ოდ დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა ამ საქ­მეს, მისი მო­რა­ლუ­რი ნა­წი­ლი არც ისე კარ­გად არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. მინ­და გა­ვაფრ­თხი­ლო ყვე­ლა, რომ ჩვენ პა­ტი­ვი უნდა ვცეთ ინ­სტი­ტუ­ცი­ას, სტა­ტუსს, თა­ნამ­დე­ბო­ბას. ეს მან­ქა­ნა ავ­თან­დილ ბე­რი­ძეს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის­თვის არ უნდა შე­ე­ძი­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ნე­ბის­მი­ერ წევ­რს ჰყავს ახა­ლი მან­ქა­ნა და ეს არ არის გა­საკ­ვი­რი. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა თა­ვის კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ში უნდა ჩაჯ­დეს. ჩვენ 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს ცენ­ტრა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა და­ვამ­თავ­რეთ, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­ის ლი­დერს აქვს უფ­ლე­ბა რომ გან­კარ­გოს ბი­უ­ჯე­ტი რო­გორც თა­ვად მო­ი­სურ­ვებს უმაღ­ლე­სი საბ­ჭო. ეს არის კა­ნო­ნი. კომ­პე­ტენ­ცი­უ­რად და ფუნ­ქცი­უ­რად, კახა კა­ლა­ძეს არ აქვს უფ­ლე­ბა ზე­წო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ბი­უ­ჯეტ­ზე, ეს ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ბი­უ­ჯე­ტია", - გა­ნა­ცხა­და დუმ­ბა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­რა­ლურ მხა­რეს - ვიცე-სპი­კე­რი აცხა­დებს, რომ თა­ვად ძვე­ლი მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბა.

აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნელ ავ­თან­დილ ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტენ­დერს ახა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ძე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით უმაღ­ლე­სი საბ­ჭო უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ა­უქ­მებს და საბ­ჭო ახალ ჯიპს, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც და­ახ­ლო­ე­ბით 83 000 ლა­რია, აღარ იყი­დის.

რაც შე­ე­ხე­ბა ვიცე პრე­მი­ე­რი­სა და ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის კახა კა­ლა­ძი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბებს, რო­მელ­თა თქმი­თაც ავ­თან­დილ ბე­რი­ძის სა­კი­თხი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა, ავ­თან­დილ ბე­რი­ძემ გან­მარ­ტა, რომ ის შე­ეც­დე­ბა პო­ლიტ­საბ­ჭოს აუხ­სნას, თუ რის­თვის იყო ამ ჯი­პის ყიდ­ვა სა­ჭი­რო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"კალაძესაც და ღარიბაშვილს ვურჩევდი, ყველა სატანდერო დოკუმენტაციას გადახედონ"

"კალაძესაც და ღარიბაშვილს ვურჩევდი, ყველა სატანდერო დოკუმენტაციას გადახედონ"

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ავთანდილ ბერიძის ჯიპთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს და კალაძესა და ღარიბაშვილს სატენდერო დოკუმენტების გადახედვას ურჩევს.

"ძალიან სამარცხვინო განცხადება. უფრო სწორედ, ძალაუფლებისგან გაფუჭებული და გარყვნილი, თან მოუხერხებელი კაცის დიაგნოზი. აბა, მოხერხება არ უნდა, ჯიპის ყიდვა უსაფრთხოების სამსახურს დააბრალო... თან, თვითონ ბერიძე ამბობს ინტერვიუში, დაცვას იმიტომ ვიჩერებ, რომ ცოლ-შვილი ჰყავს სარჩენიო... სამართლიანობისთვის, ბატონებს - კალაძესაც და ღარიბაშვილს ვურჩევდი, ყველა სატენდერო დოკუმენტაციას გადახედონ. პირადად ორი-სამი 83 ათასიანი ჯიპი მინახავს იქ, არჩევნების მერე ნაყიდი:(", - წერს გრძელიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის განცხადებით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს სამართლებრივად მანქანის შეძენის უფლება აქვს, ცენტრალური ხელისუფლება კი ავტონომიას ამ უფლებას არ უნდა უზღუდავდეს. ასე გამოეხმაურა დუმბაძე უმაღლესი საბჭოსა და აჭარის განათლების სამინისტროს მიერ მანქანების შეძენის შესახებ ცენტრალური ხელისუფლების კრიტიკას.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი არის ავტონომიური, ეს არის მომჭირნეობით შეგროვილი თანხა. უსაფრთხოების სამსახურმა ავთანდილ ბერიძეს ურჩია, რომ მანქანა უნდა გამოცვლილიყო და გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ამ საქმეს, მისი მორალური ნაწილი არც ისე კარგად არის მოწესრიგებული. მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუციას, სტატუსს, თანამდებობას. ეს მანქანა ავთანდილ ბერიძეს საკუთარი ოჯახისთვის არ უნდა შეეძინა. საქართველოს მთავრობის ნებისმიერ წევრს ჰყავს ახალი მანქანა და ეს არ არის გასაკვირი. საქართველოს მთავრობა თავის კომპეტენციებში უნდა ჩაჯდეს. ჩვენ 2012 წლის 1 ოქტომბერს ცენტრალური მმართველობა დავამთავრეთ, აჭარის ავტონომიის ლიდერს აქვს უფლება რომ განკარგოს ბიუჯეტი როგორც თავად მოისურვებს უმაღლესი საბჭო. ეს არის კანონი. კომპეტენციურად და ფუნქციურად, კახა კალაძეს არ აქვს უფლება ზეწოლა განახორციელოს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტზე, ეს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტია", - განაცხადა დუმბაძემ.

რაც შეეხება მორალურ მხარეს - ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ თავად ძველი მანქანით გადაადგილდება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელ ავთანდილ ბერიძის განცხადებით, საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, ტენდერს ახალი ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში გააუქმებს და საბჭო ახალ ჯიპს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 83 000 ლარია, აღარ იყიდის.

რაც შეეხება ვიცე პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებებს, რომელთა თქმითაც ავთანდილ ბერიძის საკითხი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე განიხილება, ავთანდილ ბერიძემ განმარტა, რომ ის შეეცდება პოლიტსაბჭოს აუხსნას, თუ რისთვის იყო ამ ჯიპის ყიდვა საჭირო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს