პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ესწრებოდა ტიციან ტაბიძის ქალიშვილის დაბადებას
ვინ ესწრებოდა ტიციან ტაბიძის ქალიშვილის დაბადებას

ექიმ გივი ან­დრი­ა­ძეს ნი­კო­ლო­ზად არა­ვინ იც­ნობს, თუმ­ცა და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­სა და სხვა სა­ბუ­თებ­ში ასე წე­რია. ფა­რი­კა­ო­ბით გა­ტა­ცე­ბულ­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი მნიშ-ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა. ახლა ვე­ტე­რან სპორ­ტსმე­ნებ­თან ერ­თად, 70 წლის ასაკ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვე­ტე­რან მო­ფა­რი­კა­ვე­თა შო­რის მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. შე­ჩე­რე­ბას ამ შე­დეგ­ზე არ აპი­რებს და მო­მა­ვა­ლი წლის­თვის უფრო აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა პირ­ვე­ლო­ბის მო­სახ­ვე­ჭად...

ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის შთა­მო­მა­ვა­ლია, კერ­ძოდ, პო­ე­ტის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლის ნი­ტას ვაჟი. მა­მა­მი­სი, ალექ­სი ან­დრი­ა­ძე, კარ­დი­ო­ლო­გი გახ­ლდათ და თა­ვა­დაც მისი პრო­ფე­სია აირ­ჩია. პო­ე­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი 2007 წელს 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მან სი­ცო­ცხლის ბოლო წლე­ბი იმ ბი­ნა­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ფეხი აიდ­გა... მის ვაჟს, გივი ან­დრი­ა­ძეს, სწო­რედ იმა­ვე ად­გი­ლას, თბი­ლის­ში, გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე, ტი­ცი­ა­ნის ბინა-მუ­ზე­უმ­ში შევ­ხვდით. აქ პო­ე­ტი, მისი მე­უღ­ლე ნინო მა­ყაშ­ვი­ლი და ქა­ლიშ­ვი­ლი ნიტა 1921-დან 1937 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე ცხოვ­რობ­დნენ. ტი­ცი­ა­ნი ბევ­რი სხვა­სა­ვით ან­ტი­საბ­ჭო­თა მოღ­ვა­წე­ო­ბის აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. 1937 წლის რეპ­რე­სი­ე­ბის შემ­დეგ, მათ ბი­ნა­ში სხვე­ბიც შე­უ­სახ­ლეს, თუმ­ცა 1957 წელს, პო­ე­ტის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა. 1985 წლი­დან პო­ე­ტის ბი­ნა­ში მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა და კედ­ლებ­მა, ნიტა ტა­ბი­ძის მი­თი­თე­ბით, ძვე­ლე­ბუ­რი იერი და­იბ­რუ­ნა. გარ­შე­მო პო­ე­ტის უამ­რა­ვი ნივ­თი და არა­ერ­თი ფოტო გაბ­რუ­ნებს წარ­სულ­ში. მათ შო­რის: ავე­ჯი, ცის­ფე­რი ყან­წი, კა­ლა­მი, სა­მელ­ნე, ჩი­ბუ­ხი, ჭი­ქე­ბი. იქ­ვეა პი­ე­რო­სა და კო­ლომ­ბი­ნას ფი­გუ­რე­ბი, რო­მე­ლიც პა­ო­ლო იაშ­ვილ­მა ტი­ცი­ან­სა და მის მე­უღ­ლეს ქორ­წი­ლის დღეს აჩუ­ქა. ამა­ვე ოთახ­ში ინა­ხე­ბა ის სა­ა­თი, რო­მე­ლიც ტი­ცი­ა­ნის და­კა­ვე­ბის ღა­მეს 3 სა­ათ­ზე გა­ჩერ­და და მას შემ­დეგ აღარ უმუ­შა­ვია...

ქარ­თვე­ლი სიმ­ბო­ლის­ტი პო­ე­ტი­სა და "ცის­ფერ­ყან­წელ­თა" მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი და­მა­არ­სებ­ლის ბი­ნის მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის მრგვა­ლი მა­გი­დის გარ­შე­მო ის­ხდნენ "ცის­ფერ­ყან­წე­ლე­ბი" და სხვა ცნო­ბი­ლი პო­ე­ტე­ბი: ბო­რის პას­ტერ­ნა­კი, სერ­გეი ესე­ნი­ნი, ნი­კო­ლოზ ტი­ხო­ნო­ვი, ვლა­დი­მერ მა­ი­ა­კოვ­სკი... კედ­ლებ­ზე კი ტი­ცი­ა­ნის პორ­ტრე­ტე­ბი და ფო­ტო­ე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი. სა­ო­ჯა­ხო ალ­ბო­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ პო­ე­ტის შვი­ლიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე, ოჯახ­სა და წი­ნაპ­რებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა...

გივი ან­დრი­ა­ძე:

- 1966 წელს სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე, ას­პი­რან­ტუ­რა მოს­კოვ­ში გა­ვი­ა­რე და 1969 წელს და­ვი­ცა­ვი სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია ცნო­ბი­ლი კარ­დი­ო­ლო­გის, აკა­დე­მი­კოს ევ­გე­ნი ჩა­ზო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. 10 ივ­ნისს ის 85 წლის გახ­დე­ბა და ამ იუ­ბი­ლე­ზე და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი ვარ.

თბი­ლის­ში კარ­დი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში ვმუ­შა­ობ­დი, შემ­დეგ ისევ ჩა­ზოვ­თან გა­ვემ­გზავ­რე. 1989 წელს და­ვას­რუ­ლე სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია და მოს­კოვ­ში კარ­დი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრში მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი გავ­ხდი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში კარ­დი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დი. ბო­ლოს და­ვა­არ­სე კარ­დი­ო­რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ცენ­ტრი და დღემ­დე მისი დი­რექ­ტო­რი ვარ.

ბავ­შვო­ბა­ში პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში ფა­რი­კა­ო­ბის სექ­ცი­ა­ზე ანა­ტო­ლი ფი­ო­დო­როვ­თან ვვარ­ჯი­შობ­დი. თა­ვი­დან­ვე მი­მარ­თლებ­და, ჯერ ქა­ლა­ქის პირ­ვე­ლო­ბა მო­ვი­გე, შემ­დეგ 12-14 წლის მო­ფა­რი­კა­ვე­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი... ამას მოს­კოვ­ში "სპარ­ტა­კის" პირ­ვე­ლო­ბა­ზე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მოჰ­ყვა. სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლის დროს ტრი­ფონ (ბი­ჭი­კო) მესხთან ვვარ­ჯი­შობ­დი და 1961 წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პირ­ვე­ლო­ბა მო­ვი­პო­ვე. 1962 წელს 19 წლის ასაკ­ში მე­ო­რედ გა­ვი­მარ­ჯვე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პირ­ვე­ლო­ბა­ზე და ეგ­ვიპ­ტე­ში გა­ვემ­გზავ­რე. იქ ბრძო­ლა ფრანგ მო­ფა­რი­კა­ვე კურ­ტი­ლი­ას­თან წა­ვა­გე, რო­მე­ლიც მარ­ცხე­ნა ხე­ლით ფა­რი­კა­ობ­და. 20 წლის ასაკ­ში მე­სა­მედ მო­ვი­პო­ვე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პირ­ვე­ლო­ბა. კურ­ტი­ლი­ას კი­დევ ერთხელ შევ­ხვ-დი ბელ­გი­ა­ში, ქა­ლაქ გენ­ტში. პირ­ვე­ლი ბრძო­ლა ხუთ ჩხვლე­ტამ­დე გრძელ­დე­ბა და რო­გორც მერე გა­ზე­თე­ბი წერ­დნენ, ერთ წუთ­ში ხუ­თით ერთი მო­ვუ­გე, ანუ იმ ერთ წუთ­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ხუთი ჩხვლე­ტა მი­ვა­ყე­ნე. კურ­ტი­ლი­ას შემ­დეგ მე­ო­რე ბრძო­ლა წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლე და მე­სა­მე­ზე რომ გა­მე­მარ­ჯვა, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდე­ბო­დი. არ ვიცი, და­ძა­ბუ­ლო­ბის ბრა­ლი იყო თუ ნერ­ვუ­ლი სტრე­სის, ხელი გა­მი­კავ­და და ბრძო­ლა ბო­ლომ­დე ვერ მიმ­ყავ­და. არა­და, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან "რა­პი­რის­ტებს" შო­რის არა­ვის ჰქო­ნია ეს ტი­ტუ­ლი მო­პო­ვე­ბუ­ლი და მე ამ გა­მარ­ჯვე­ბის რე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტი ვი­ყა­ვი. მა­სა­ჟი გა­მი­კე­თეს, ცოტა შე­ვის­ვე­ნე და ბრძო­ლა გან­ვა­ახ­ლე. მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ჩხვლე­ტა მი­ვა­ყე­ნე, წი-თელი ნა­თუ­რა აინ­თო და ამის შემ­დეგ მხო­ლოდ ის მახ­სოვს, რო­გორ მომ­ცვივ­დნენ მწვრთნე­ლი, მე­გობ­რე­ბი და ხელ­ში ამი­ტა­ცეს. ეს იყო 1963 წლის აპ­რი­ლი. დიდი ხმა­უ­რი ატყდა, გა­ვი­მარ­ჯვე, ასე გავ­ხდი ახალ­გაზ­რდა მო­ფა­რი­კა­ვე­თა შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ვინ ესწრებოდა ტიციან ტაბიძის ქალიშვილის დაბადებას

ვინ ესწრებოდა ტიციან ტაბიძის ქალიშვილის დაბადებას

ექიმ გივი ანდრიაძეს ნიკოლოზად არავინ იცნობს, თუმცა დაბადების მოწმობასა და სხვა საბუთებში ასე წერია. ფარიკაობით გატაცებულმა წლების განმავლობაში არაერთი მნიშ-ვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ახლა ვეტერან სპორტსმენებთან ერთად, 70 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონატზე ვეტერან მოფარიკავეთა შორის მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. შეჩერებას ამ შედეგზე არ აპირებს და მომავალი წლისთვის უფრო აქტიურად ემზადება პირველობის მოსახვეჭად...

ტიციან ტაბიძის შთამომავალია, კერძოდ, პოეტის ერთადერთი ქალიშვილის ნიტას ვაჟი. მამამისი, ალექსი ანდრიაძე, კარდიოლოგი გახლდათ და თავადაც მისი პროფესია აირჩია. პოეტის ქალიშვილი 2007 წელს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, მან სიცოცხლის ბოლო წლები იმ ბინაში გაატარა, სადაც ფეხი აიდგა... მის ვაჟს, გივი ანდრიაძეს, სწორედ იმავე ადგილას, თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტიციანის ბინა-მუზეუმში შევხვდით. აქ პოეტი, მისი მეუღლე ნინო მაყაშვილი და ქალიშვილი ნიტა 1921-დან 1937 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდნენ. ტიციანი ბევრი სხვასავით ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააკავეს. 1937 წლის რეპრესიების შემდეგ, მათ ბინაში სხვებიც შეუსახლეს, თუმცა 1957 წელს, პოეტის რეაბილიტაციის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. 1985 წლიდან პოეტის ბინაში მუზეუმი გაიხსნა და კედლებმა, ნიტა ტაბიძის მითითებით, ძველებური იერი დაიბრუნა. გარშემო პოეტის უამრავი ნივთი და არაერთი ფოტო გაბრუნებს წარსულში. მათ შორის: ავეჯი, ცისფერი ყანწი, კალამი, სამელნე, ჩიბუხი, ჭიქები. იქვეა პიეროსა და კოლომბინას ფიგურები, რომელიც პაოლო იაშვილმა ტიციანსა და მის მეუღლეს ქორწილის დღეს აჩუქა. ამავე ოთახში ინახება ის საათი, რომელიც ტიციანის დაკავების ღამეს 3 საათზე გაჩერდა და მას შემდეგ აღარ უმუშავია...

ქართველი სიმბოლისტი პოეტისა და "ცისფერყანწელთა" მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებლის ბინის მისაღები ოთახის მრგვალი მაგიდის გარშემო ისხდნენ "ცისფერყანწელები" და სხვა ცნობილი პოეტები: ბორის პასტერნაკი, სერგეი ესენინი, ნიკოლოზ ტიხონოვი, ვლადიმერ მაიაკოვსკი... კედლებზე კი ტიციანის პორტრეტები და ფოტოებია გამოფენილი. საოჯახო ალბომის დათვალიერების შემდეგ პოეტის შვილიშვილი საკუთარ თავზე, ოჯახსა და წინაპრებზე გვესაუბრება...

გივი ანდრიაძე:

- 1966 წელს სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, ასპირანტურა მოსკოვში გავიარე და 1969 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია ცნობილი კარდიოლოგის, აკადემიკოს ევგენი ჩაზოვის ხელმძღვანელობით. 10 ივნისს ის 85 წლის გახდება და ამ იუბილეზე დაპატიჟებული ვარ.

თბილისში კარდიოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი, შემდეგ ისევ ჩაზოვთან გავემგზავრე. 1989 წელს დავასრულე სადოქტორო დისერტაცია და მოსკოვში კარდიოლოგიის ცენტრში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გავხდი. წლების განმავლობაში თბილისში კარდიოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი. ბოლოს დავაარსე კარდიორეანიმაციული ცენტრი და დღემდე მისი დირექტორი ვარ.

ბავშვობაში პიონერთა სასახლეში ფარიკაობის სექციაზე ანატოლი ფიოდოროვთან ვვარჯიშობდი. თავიდანვე მიმართლებდა, ჯერ ქალაქის პირველობა მოვიგე, შემდეგ 12-14 წლის მოფარიკავეთა შორის საქართველოს ჩემპიონი გავხდი... ამას მოსკოვში "სპარტაკის" პირველობაზე პირველი ადგილი მოჰყვა. სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს ტრიფონ (ბიჭიკო) მესხთან ვვარჯიშობდი და 1961 წელს საბჭოთა კავშირის პირველობა მოვიპოვე. 1962 წელს 19 წლის ასაკში მეორედ გავიმარჯვე საბჭოთა კავშირის პირველობაზე და ეგვიპტეში გავემგზავრე. იქ ბრძოლა ფრანგ მოფარიკავე კურტილიასთან წავაგე, რომელიც მარცხენა ხელით ფარიკაობდა. 20 წლის ასაკში მესამედ მოვიპოვე საბჭოთა კავშირის პირველობა. კურტილიას კიდევ ერთხელ შევხვ-დი ბელგიაში, ქალაქ გენტში. პირველი ბრძოლა ხუთ ჩხვლეტამდე გრძელდება და როგორც მერე გაზეთები წერდნენ, ერთ წუთში ხუთით ერთი მოვუგე, ანუ იმ ერთ წუთში მოწინააღმდეგეს ხუთი ჩხვლეტა მივაყენე. კურტილიას შემდეგ მეორე ბრძოლა წარმატებით დავასრულე და მესამეზე რომ გამემარჯვა, მსოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი. არ ვიცი, დაძაბულობის ბრალი იყო თუ ნერვული სტრესის, ხელი გამიკავდა და ბრძოლა ბოლომდე ვერ მიმყავდა. არადა, საბჭოთა კავშირიდან "რაპირისტებს" შორის არავის ჰქონია ეს ტიტული მოპოვებული და მე ამ გამარჯვების რეალური კანდიდატი ვიყავი. მასაჟი გამიკეთეს, ცოტა შევისვენე და ბრძოლა განვაახლე. მოწინააღმდეგეს ჩხვლეტა მივაყენე, წი-თელი ნათურა აინთო და ამის შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, როგორ მომცვივდნენ მწვრთნელი, მეგობრები და ხელში ამიტაცეს. ეს იყო 1963 წლის აპრილი. დიდი ხმაური ატყდა, გავიმარჯვე, ასე გავხდი ახალგაზრდა მოფარიკავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია