მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გადაწყვიტა კონსულტანტობა ფუფუნებაში გაზრდილმა გოგონამ
რატომ გადაწყვიტა კონსულტანტობა ფუფუნებაში გაზრდილმა გოგონამ

20 წლის თა­თუ­ლი გუ­რე­ში­ძე ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის პიარ-მე­ნე­ჯე­რია. მი­აჩ­ნია, რომ საქ­მი­ა­ნი ქა­ლის­თვის კარ­გი გა­რეგ­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მისი აზ­რით, კარ­გი პიარ-მე­ნე­ჯე­რი კლა­სი­კუ­რად, ქა­ლუ­რად, დახ­ვე­წი­ლად უნდა იც­ვამ­დეს... თა­თუ­ლი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "კატ­რი­ნის" ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და 5 მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის ეროვ­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რის - ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლავთ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავს, რომ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ის თა­თუ­ლი გუ­რე­ში­ძეა, მერე კი - "ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის შვი­ლი".

- და­ახ­ლო­ე­ბით 1 წე­ლია, რაც პიარ-მე­ნე­ჯე­რად ვმუ­შა­ობ. ბავ­შვო­ბი­დან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ რა თქმა უნდა, ეკა ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა. თუკი რა­მეს მი­ვაღ­წიე, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ადრე სიმ­ღე­რა ჩემი ჰობი იყო, მაგ­რამ არ "გავ­ყე­ვი", რად­გან ჩემი აზ­რით, ადა­მი­ან­მა ბევ­რი უნდა იმუ­შა­ოს, რომ კარ­გი მომ­ღე­რა­ლი გახ­დეს.

- პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ?

- მინ­დო­და, ფსი­ქო­ლო­გი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ როცა ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე უნდა გავ­სუ­ლი­ყა­ვი, გავ­თხოვ­დი (გა­ვი­პა­რე), რის გა­მოც ეკა ძა­ლი­ან გა­მიბ­რაზ­და... ფსი­ქო­ლო­გია მა­ინ­ტე­რე­სებს და ოდეს­მე ამ სპე­ცი­ა­ლო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად და­ვე­უფ­ლე­ბი.

- მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე? ეკაც ხომ არ და­გეხ­მა­რა იმა­ში, რომ დიდი კომ­პა­ნი­ის პიარ-მე­ნე­ჯე­რი გამ­ხდა­რი­ყა­ვი?

- მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა წარ­მარ­თოს. მეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მი­ვე­დი. თავ­და­პირ­ვე­ლად, რამ­დე­ნი­მე დღე კონ­სულ­ტან­ტად ვმუ­შა­ობ­დი. ამ დროს გა­ვარ­კვიე - რა და რო­გორ ხდე­ბო­და. მოკ­ლედ, საქ­მეს ალღო ად­ვი­ლად ავუ­ღე... 7-8 წლის ასაკ­ში სიმ­ღე­რის კონ­კურ­სებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ასეთ დროს დე­დას ვუ­რე­კავ­დი და ვთხოვ­დი: არ მოხ­ვი­დე, ჟი­უ­რის 10 წევ­რი­დან 9 შენი ნაც­ნო­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბა და არ მინ­და, მხო­ლოდ იმი­ტომ გა­ვი­მარ­ჯვო, რომ ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის შვი­ლი ვარ-მეთ­ქი. ერთხელ ეკა ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში კონ­ცერტს უძღვე­ბო­და. მე ერთ-ერთ ან­სამ­ბლში ვმღე­რო­დი. სა­ღა­მოს უკ­რა­ი­ნე­ლი სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. უკ­რა­ი­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნელ­თან მი­ვი­და და უთხრა: ამ 50 ბავ­შვი­დან თა­თუ­ლი გუ­რე­ში­ძე მო­მე­წო­ნაო. ხელ­მძღვა­ნელ­მა უთხრა, რომ კონ­ცერ­ტის წამ­ყვა­ნის შვი­ლი ვი­ყა­ვი. მთე­ლი ღამე თავს ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ­დი, რად­გან იმი­ტომ ამირ­ჩი­ეს, რომ თა­თუ­ლი ვი­ყა­ვი და არა - ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის შვი­ლი (იცი­ნის). ზო­გა­დად, თუკი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის შვი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს, რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, რომ ეს მშობ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- როცა კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ო­ბა გა­და­წყვი­ტე, ეკას რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რე­აქ­ცია ჰქონ­და... ისე, მას ბავ­შვო­ბი­დან დი­რექ­ტო­რო­ბის ამ­ბი­ცია აქვს (იღი­მის), მე კი ცოტა სხვაგ­ვა­რი ხა­სი­ა­თი მაქვს. ჩემს უფ­როსს - სოსო სვი­ა­ნა­ძეს ეკა ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობ­და. ისიც იცო­და, რომ მისი კომ­პა­ნია წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. დე­დას­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვი­მუ­შა­ვებ. ჰოდა, ვი­ნა­ი­დან ბა­ტო­ნი სო­სოს საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ იცო­და, სა­მუ­შა­ოდ "ბრმად" გა­მიშ­ვა. მე­ნე­ჯე­რო­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ კონ­სულ­ტან­ტებ­ზე ძლი­ე­რი უნდა იყო. როცა კომ­პა­ნი­ა­ში მი­ვე­დი, არა­ვის­ზე ძლი­ე­რი არ ვყო­ფილ­ვარ - ყვე­ლა ჩემ­ზე უკე­თე­სი იყო... მირ­ჩევ­ნია, ყვე­ლა­ფე­რი ეტა­პობ­რი­ვად გა­ვი­ა­რო, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში, წარ­მა­ტე­ბას "და­მო­უ­კი­დებ­ლად მიღ­წე­უ­ლი" ერ­ქმე­ვა და არა - სხვა რა­ღა­ცე­ბით... ბა­ტო­ნი სო­სოს­გან უამ­რა­ვი რამ ვის­წავ­ლე და კი­დევ ვსწავ­ლობ. მი­ხა­რია, რომ ისე­თი ადა­მი­ა­ნი ვი­პო­ვე, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­უ­ლად "მზრდის", მა­ვი­თა­რებს...

- შე­მო­სავ­ლის წყა­რო პირ­ვე­ლად ამ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას გა­გიჩ­ნდა?

- არა. მა­ნამ­დე ჰო­ნო­რა­რე­ბი მქონ­და ხოლ­მე. როცა დედა მის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მთხოვ­და, ვე­უბ­ნე­ბო­დი: გა­და­მი­ხა­დე და ვიმ­ღე­რებ-მეთ­ქი (იცი­ნის). კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე სხვა ბავ­შვებს ჰო­ნო­რარს უხ­დი­და და ჩემ­თვის რა­ტომ არ უნდა გა­და­ე­ხა­და? რა, ცუ­დად ვმღე­რო­დი? თუ ცუ­დად ვმღე­რო­დი, მა­შინ კონ­ცერ­ტზე სა­ერ­თოდ არ უნდა გა­ვეყ­ვა­ნე - აი, ასე­თი ამ­ბი­ცია მქონ­და.

- მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა გაქვს?

- ქუ­თა­ის­ში, სტუ­დია "ჯა­დოს­ნურ ჰან­გებ­ში" ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სო­ლის­ტი გახ­ლდით. იმავდრო­უ­ლად, სა­მე­ჯლი­სო და ქარ­თულ ხალ­ხურ ცეკ­ვა­ზეც დავ­დი­ო­დი. სიმ­ღე­რას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებ. მე და ნინი შერ­მა­დინს ქარ­თუ­ლი ჯა­რის ჰიმ­ნი გვაქვს ჩა­წე­რი­ლი. ასე­ვე, ქეთი გო­მარ­თელ­თან ერ­თად დუ­ეტს ვას­რუ­ლებ და კი­დევ 1 სოლო სიმ­ღე­რაც მაქვს...

- მუ­შა­ო­ბა გა­თხო­ვე­ბამ­დე და­ი­წყე?

- არა, გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ. ეკა მი­იჩ­ნევს, რომ ჩემი გა­თხო­ვე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბის "ბრა­ლია": სახ­ლში ყვე­ლას მიყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა მქონ­და, მაგ­რამ ჩემი სად­მე გაშ­ვე­ბის სულ ეში­ნო­დათ. ერთხელ "ფარ­თი­ზე", კლუბ­ში ვი­ყა­ვი და მა­მამ (ეკას მე­უღ­ლემ, რო­მელ­საც მა­მად მი­ვიჩ­ნევ) მო­მა­კი­თხა. განა იმის ეში­ნო­დათ, რომ რა­მეს და­ვა­შა­ვებ­დი, მაგ­რამ ფიქ­რობ­დნენ, რა­ი­მე ხი­ფათს არ გა­და­ე­ყა­რო­სო. მა­გა­ლი­თად, ბავ­შვო­ბა­ში, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით ან ავ­ტო­ბუ­სით სტუ­დი­ა­ში რომ მივ­დი­ო­დი, დედა უკან მან­ქა­ნით მომ­ყვე­ბო­და (იცი­ნის). ის "გიჟი" დე­დაა და ამას თა­ვა­დაც აღ­ნიშ­ნავს ხოლ­მე. როცა ჭო­რის დო­ნე­ზე შე­ი­ტყო, რომ გა­თხო­ვე­ბას ვა­პი­რებ­დი, ჩემს შეყ­ვა­რე­ბულს შინ მი­ა­კი­თხა, მან­ქა­ნა­ში ჩა­ის­ვა და ჩემ შე­სა­ხებ ესა­უბ­რა: წა­იყ­ვა­ნე, დღეს­ვე გა­მო­ვუშ­ვებ, მაგ­რამ ჩემი შვი­ლი შენ არ გა­მო­გად­გე­ბა, ამ­ბი­ცი­უ­რი ბავ­შვი­აო. მაგ­რამ აი, უკვე 2 წე­ლია, რაც მე და ლე­ვა­ნი ცოლ-ქმა­რი ვართ.

- მშობ­ლე­ბის ასე­თი კონ­ტრო­ლის ქვეშ მყოფ­მა რო­მა­ნის გაბ­მა რო­გორ მო­ა­ხერ­ხე?

- ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის პე­რი­ო­დი იყო. ლე­ვან­მა და­მი­რე­კა, - წა­მო­დიო. ჰოდა, ავ­დე­ქით და წა­ვე­დით (იცი­ნის)... 4 წელი გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. ალ­ბათ, ოჯა­ხის შექ­მნა ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ: როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბა დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა, რო­მა­ნი დაძ­მურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­იზ­რდე­ბა ხოლ­მე. ჩვენ ან უნდა დავ­შო­რე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, ან - ოჯა­ხი შეგ­ვექ­მნა. ჩემს ოჯახ­ში "გაკ­ვრით" იცოდ­ნენ, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, ეს სა­კი­თხი სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­უ­ღი­ათ.

- შენ მიერ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას მე­უღ­ლე რო­გორ შეხ­ვდა?

- ძა­ლი­ან კარ­გად! ჩემი მე­უღ­ლეც მი­იჩ­ნევს, რომ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა წარვმარ­თოთ.

- რას საქ­მი­ა­ნობს?

- ერთ-ერთი სას­ტუმ­როს პიარ-მე­ნე­ჯე­რი გახ­ლავთ.

- შვი­ლი გყავთ?

- ჯერ არა. ჩემს დას - ტა­სოს ვზრდი. პრაქ­ტი­კას გა­ვივ­ლი და შვილს მერე უკეთ გავზრდი (იცი­ნის).

- საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ რჩე­ვებს ეკას ეკი­თხე­ბი თუ ამ სა­კი­თხშიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხარ?

- ვცდი­ლობ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვიყო, მაგ­რამ ეკას იმ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, რომ რჩე­ვებს სხვე­ბი ეკი­თხე­ბი­ან და შვილ­მა რომ არ ვკი­თხო, სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა. რჩე­ვებს ყო­ველ­თვის მაძ­ლევს, მაგ­რამ თუ ძა­ლი­ან მი­ჭირს, მხო­ლოდ მა­შინ ვუ­ჯე­რებ.

- დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას სი­ჯი­უ­ტეს ხში­რად იჩენ?

- ასე ადრე უფრო ხში­რად ხდე­ბო­და. ბავ­შვო­ბა­ში სულ "მი­ყი­დეს" გა­ვი­ძა­ხო­დი. 16 წლი­სამ დე­დას ძვირ­ფა­სი მან­ქა­ნის ყიდ­ვა მოვ­თხო­ვე. მი­თხრა: თა­თუ­ლი, ახლა სა­ჭი­რო თან­ხა არ მაქვს, ხომ ხე­დავ, ტა­სოც გაჩ­ნდაო და იქვე დას­ძი­ნა: შვი­ლი როცა გე­ყო­ლე­ბა, ნა­ხავ, რო­გო­რი გრძნო­ბაა, როცა რა­მეს გთხოვს და ვერ შე­უს­რუ­ლე­ბო. მი­ვუტ­რი­ალ­დი და ვუ­პა­სუ­ხე: 16 წელი ისე გამ­ზარ­დე, "მინ­და" დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ მქონ­და, რომ ყვე­ლა­ფერს მის­რუ­ლებ­დი და გინ­და, რომ დღეს გა­და­მა­კე­თო-მეთ­ქი (იცი­ნის)?! ჩემს შვილს ასე ნამ­დვი­ლად არ გავზრდი. როცა ადა­მი­ანს ანე­ბივ­რებ, ცხა­დია, ის უფრო მეტს მოგ­თხოვს. ღვთის წყა­ლო­ბით, ჩემს შვილს არა­ფერს მო­ვაკ­ლებ, მაგ­რამ ისეთ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში არ გავზრდი, რო­გორ­შიც დე­დამ მე გამ­ზარ­და.

- გა­ნე­ბივ­რე­ბამ ხა­სი­ა­თის რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა ხომ არ ჩა­მო­გი­ყა­ლი­ბა?

- უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა რამ­დე­ნად არის, არ ვიცი, მაგ­რამ ლი­დე­რო­ბა მიყ­ვარს, თუნ­დაც - სა­მე­გობ­რო­ში. კი­დევ, ეგო­ის­ტი ვარ: მინ­და, ყვე­ლა მე მე­ფე­რე­ბო­დეს. თუ ადა­მი­ა­ნი მიყ­ვარს, ის კი ყუ­რა­დღე­ბას არ მაქ­ცევს, ვბრაზ­დე­ბი.

- ბევ­რი მე­გო­ბა­რი გყავს?

- კი, მაგ­რამ ყვე­ლას და­ქა­ლად არ მი­ვიჩ­ნევ.

- პიარ-მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბამ­დე ეკას შენ­თვის თა­ვის სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ო­ბა არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია?

- ეკას­თან არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დი - გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი.

- მშვე­ნი­ე­რი გა­რეგ­ნო­ბა გაქვს. მო­დე­ლო­ბა­ზე ან თუნ­დაც, ფო­ტო­მო­დე­ლო­ბა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- თურ­მე 3 წლის ვი­ყა­ვი, როცა სა­კუ­თარ სიმ­ღე­რას ვმღე­რო­დი. ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში, ეკა სი­ლა­მა­ზის კონ­კურსს ატა­რებ­და. დე­დის­თვის მით­ქვამს: გა­მიკ­ვა­ნე, ლა, პლინ­ცე­სო­ბა მეჩ მინ­და-მეთ­ქი. როცა მი­პა­სუ­ხა, - არ შე­იძ­ლე­ბაო, ვერ მივ­ხვდი - რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და. ჟი­უ­რის წევ­რებს ლა­მაზ კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ლა­მა­ზი ბავ­შვი მოვ­წო­ნე­ბი­ვარ და როცა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ, უთ­ქვამთ: ძა­ლი­ან გაგ­ვიკ­ვირ­და, რომ ის გო­გო­ნა, ვინც ეს სა­ღა­მო სიმ­ღე­რით გა­ა­ლა­მა­ზა, კონ­კურ­სში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამი­ტომ სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის ნო­მი­ნა­ცია - "პრინ­ცე­სა" გვაქ­ვსო. თურ­მე, კაბა ავი­კე­ცე (გრძე­ლი, "დიდი" კაბა მცმია), სცე­ნა­ზე გავ­ვარ­დი, მიკრო­ფონს ხელი ვტა­ცე და ვთქვი: დე­დი­კოო, პლინ­ცე­სა მა­ინჩ ხომ გავ­ხდი-მეთ­ქი (იცი­ნის)! სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში და­ჩაგ­რუ­ლი ვარ, მაგ­რამ რომ გი­თხრა, - მო­დე­ლო­ბის დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებ.

- და­ბო­ლოს, ქალ­ბა­ტო­ნებს რას ურ­ჩევ?

- ქალი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უნდა იყოს, მით უმე­ტეს - მა­შინ, როცა უკ­ვე ოჯა­ხი აქვს. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, ისე­თი სა­მუ­შაო ეპო­ვოთ, სა­დაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნო­ბენ და ფი­ნან­სუ­რა­დაც და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ გადაწყვიტა კონსულტანტობა ფუფუნებაში გაზრდილმა გოგონამ

რატომ გადაწყვიტა კონსულტანტობა ფუფუნებაში გაზრდილმა გოგონამ

20 წლის თათული გურეშიძე ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის პიარ-მენეჯერია. მიაჩნია, რომ საქმიანი ქალისთვის კარგი გარეგნობა მნიშვნელოვანია. მისი აზრით, კარგი პიარ-მენეჯერი კლასიკურად, ქალურად, დახვეწილად უნდა იცვამდეს... თათული სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელისა და 5 მსოფლიო სილამაზის კონკურსის ეროვნული დირექტორის - ეკა მგალობლიშვილის ქალიშვილი გახლავთ, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა, ის თათული გურეშიძეა, მერე კი - "ეკა მგალობლიშვილის შვილი".

- დაახლოებით 1 წელია, რაც პიარ-მენეჯერად ვმუშაობ. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეკა ყველაფერში მეხმარება. თუკი რამეს მივაღწიე, მისი დამსახურებაა. ადრე სიმღერა ჩემი ჰობი იყო, მაგრამ არ "გავყევი", რადგან ჩემი აზრით, ადამიანმა ბევრი უნდა იმუშაოს, რომ კარგი მომღერალი გახდეს.

- პროფესიით ვინ ხარ?

- მინდოდა, ფსიქოლოგი ვყოფილიყავი, მაგრამ როცა ეროვნულ გამოცდაზე უნდა გავსულიყავი, გავთხოვდი (გავიპარე), რის გამოც ეკა ძალიან გამიბრაზდა... ფსიქოლოგია მაინტერესებს და ოდესმე ამ სპეციალობას აუცილებლად დავეუფლები.

- მუშაობის დაწყება რატომ გადაწყვიტე? ეკაც ხომ არ დაგეხმარა იმაში, რომ დიდი კომპანიის პიარ-მენეჯერი გამხდარიყავი?

- მიმაჩნია, რომ ადამიანმა საკუთარი ცხოვრება დამოუკიდებლად უნდა წარმართოს. მეც ჩვეულებრივად, გასაუბრებაზე მივედი. თავდაპირველად, რამდენიმე დღე კონსულტანტად ვმუშაობდი. ამ დროს გავარკვიე - რა და როგორ ხდებოდა. მოკლედ, საქმეს ალღო ადვილად ავუღე... 7-8 წლის ასაკში სიმღერის კონკურსებში ვმონაწილეობდი. ასეთ დროს დედას ვურეკავდი და ვთხოვდი: არ მოხვიდე, ჟიურის 10 წევრიდან 9 შენი ნაცნობი აღმოჩნდება და არ მინდა, მხოლოდ იმიტომ გავიმარჯვო, რომ ეკა მგალობლიშვილის შვილი ვარ-მეთქი. ერთხელ ეკა ფილარმონიაში კონცერტს უძღვებოდა. მე ერთ-ერთ ანსამბლში ვმღეროდი. საღამოს უკრაინელი სტუმრები ესწრებოდნენ. უკრაინის წარმომადგენელი ანსამბლის ხელმძღვანელთან მივიდა და უთხრა: ამ 50 ბავშვიდან თათული გურეშიძე მომეწონაო. ხელმძღვანელმა უთხრა, რომ კონცერტის წამყვანის შვილი ვიყავი. მთელი ღამე თავს ბედნიერად ვგრძნობდი, რადგან იმიტომ ამირჩიეს, რომ თათული ვიყავი და არა - ეკა მგალობლიშვილის შვილი (იცინის). ზოგადად, თუკი ცნობილი ადამიანის შვილი ცხოვრებაში რაიმე წარმატებას მიაღწევს, რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს მშობლის დამსახურებაა.

- როცა კონსულტანტად მუშაობა გადაწყვიტე, ეკას როგორი რეაქცია ჰქონდა?

- ჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდა... ისე, მას ბავშვობიდან დირექტორობის ამბიცია აქვს (იღიმის), მე კი ცოტა სხვაგვარი ხასიათი მაქვს. ჩემს უფროსს - სოსო სვიანაძეს ეკა ძალიან კარგად იცნობდა. ისიც იცოდა, რომ მისი კომპანია წარმატებული იყო. დედასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ადამიანების გარემოცვაში ვიმუშავებ. ჰოდა, ვინაიდან ბატონი სოსოს საქმიანობის შესახებ იცოდა, სამუშაოდ "ბრმად" გამიშვა. მენეჯერობა იმას ნიშნავს, რომ კონსულტანტებზე ძლიერი უნდა იყო. როცა კომპანიაში მივედი, არავისზე ძლიერი არ ვყოფილვარ - ყველა ჩემზე უკეთესი იყო... მირჩევნია, ყველაფერი ეტაპობრივად გავიარო, რადგან ამ შემთხვევაში, წარმატებას "დამოუკიდებლად მიღწეული" ერქმევა და არა - სხვა რაღაცებით... ბატონი სოსოსგან უამრავი რამ ვისწავლე და კიდევ ვსწავლობ. მიხარია, რომ ისეთი ადამიანი ვიპოვე, რომელიც პროფესიულად "მზრდის", მავითარებს...

- შემოსავლის წყარო პირველად ამ კომპანიაში მუშაობისას გაგიჩნდა?

- არა. მანამდე ჰონორარები მქონდა ხოლმე. როცა დედა მის მიერ ორგანიზებულ კონცერტებში მონაწილეობას მთხოვდა, ვეუბნებოდი: გადამიხადე და ვიმღერებ-მეთქი (იცინის). კონცერტში მონაწილე სხვა ბავშვებს ჰონორარს უხდიდა და ჩემთვის რატომ არ უნდა გადაეხადა? რა, ცუდად ვმღეროდი? თუ ცუდად ვმღეროდი, მაშინ კონცერტზე საერთოდ არ უნდა გავეყვანე - აი, ასეთი ამბიცია მქონდა.

- მუსიკალური განათლება გაქვს?

- ქუთაისში, სტუდია "ჯა­დოსნურ ჰანგებში" ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი გახლდით. იმავდროულად, სამეჯლისო და ქართულ ხალხურ ცეკვაზეც დავდიოდი. სიმღერას აუცილებლად გავაგრძელებ. მე და ნინი შერმადინს ქართული ჯარის ჰიმნი გვაქვს ჩაწერილი. ასევე, ქეთი გომართელთან ერთად დუეტს ვასრულებ და კიდევ 1 სოლო სიმღერაც მაქვს...

- მუშაობა გათხოვებამდე დაიწყე?

- არა, გათხოვების შემდეგ. ეკა მიიჩნევს, რომ ჩემი გათხოვება ოჯახის წევრების "ბრალია": სახლში ყველას მიყვანის უფლება მქონდა, მაგრამ ჩემი სადმე გაშვების სულ ეშინოდათ. ერთხელ "ფართიზე", კლუბში ვიყავი და მამამ (ეკას მეუღლემ, რომელსაც მამად მივიჩნევ) მომაკითხა. განა იმის ეშინოდათ, რომ რამეს დავაშავებდი, მაგრამ ფიქრობდნენ, რაიმე ხიფათს არ გადაეყაროსო. მაგალითად, ბავშვობაში, სამარშრუტო ტაქსით ან ავტობუსით სტუდიაში რომ მივდიოდი, დედა უკან მანქანით მომყვებოდა (იცინის). ის "გიჟი" დედაა და ამას თავადაც აღნიშნავს ხოლმე. როცა ჭორის დონეზე შეიტყო, რომ გათხოვებას ვაპირებდი, ჩემს შეყვარებულს შინ მიაკითხა, მანქანაში ჩაისვა და ჩემ შესახებ ესაუბრა: წაიყვანე, დღესვე გამოვუშვებ, მაგრამ ჩემი შვილი შენ არ გამოგადგება, ამბიციური ბავშვიაო. მაგრამ აი, უკვე 2 წელია, რაც მე და ლევანი ცოლ-ქმარი ვართ.

- მშობლების ასეთი კონტროლის ქვეშ მყოფმა რომანის გაბმა როგორ მოახერხე?

- ეროვნული გამოცდების პერიოდი იყო. ლევანმა დამირეკა, - წამოდიო. ჰოდა, ავდექით და წავედით (იცინის)... 4 წელი გვიყვარდა ერთმანეთი. ალბათ, ოჯახის შექმნა ამიტომაც გადავწყვიტეთ: როცა შეყვარებულობა დიდხანს გრძელდება, რომანი დაძმურ ურთიერთობაში გადაიზრდება ხოლმე. ჩვენ ან უნდა დავშორებოდით ერთმანეთს, ან - ოჯახი შეგვექმნა. ჩემს ოჯახში "გაკვრით" იცოდნენ, რომ შეყვარებული მყავდა, მაგრამ რატომღაც, ეს საკითხი სერიოზულად არ მიუღიათ.

- შენ მიერ მუშაობის დაწყების ინიციატივას მეუღლე როგორ შეხვდა?

- ძალიან კარგად! ჩემი მეუღლეც მიიჩნევს, რომ საკუთარი ცხოვრება დამოუკიდებლად უნდა წარვმართოთ.

- რას საქმიანობს?

- ერთ-ერთი სასტუმროს პიარ-მენეჯერი გახლავთ.

- შვილი გყავთ?

- ჯერ არა. ჩემს დას - ტასოს ვზრდი. პრაქტიკას გავივლი და შვილს მერე უკეთ გავზრდი (იცინის).

- საქმესთან დაკავშირებულ რჩევებს ეკას ეკითხები თუ ამ საკითხშიც დამოუკიდებელი ხარ?

- ვცდილობ, დამოუკიდებელი ვიყო, მაგრამ ეკას იმხელა გამოცდილება აქვს, რომ რჩევებს სხვები ეკითხებიან და შვილმა რომ არ ვკითხო, სირცხვილი იქნება. რჩევებს ყოველთვის მაძლევს, მაგრამ თუ ძალიან მიჭირს, მხოლოდ მაშინ ვუჯერებ.

- დედასთან ურთიერთობისას სიჯიუტეს ხშირად იჩენ?

- ასე ადრე უფრო ხშირად ხდებოდა. ბავშვობაში სულ "მიყიდეს" გავიძახოდი. 16 წლისამ დედას ძვირფასი მანქანის ყიდვა მოვთხოვე. მითხრა: თათული, ახლა საჭირო თანხა არ მაქვს, ხომ ხედავ, ტასოც გაჩნდაო და იქვე დასძინა: შვილი როცა გეყოლება, ნახავ, როგორი გრძნობაა, როცა რამეს გთხოვს და ვერ შეუსრულებო. მივუტრიალდი და ვუპასუხე: 16 წელი ისე გამზარდე, "მინდა" დასრულებული არ მქონდა, რომ ყველაფერს მისრულებდი და გინდა, რომ დღეს გადამაკეთო-მეთქი (იცინის)?! ჩემს შვილს ასე ნამდვილად არ გავზრდი. როცა ადამიანს ანებივრებ, ცხადია, ის უფრო მეტს მოგთხოვს. ღვთის წყალობით, ჩემს შვილს არაფერს მოვაკლებ, მაგრამ ისეთ ფუფუნებაში არ გავზრდი, როგორშიც დედამ მე გამზარდა.

- განებივრებამ ხასიათის რაიმე უარყოფითი თვისება ხომ არ ჩამოგიყალიბა?

- უარყოფითი თვისება რამდენად არის, არ ვიცი, მაგრამ ლიდერობა მიყვარს, თუნდაც - სამეგობროში. კიდევ, ეგოისტი ვარ: მინდა, ყველა მე მეფერებოდეს. თუ ადამიანი მიყვარს, ის კი ყურადღებას არ მაქცევს, ვბრაზდები.

- ბევრი მეგობარი გყავს?

- კი, მაგრამ ყველას დაქალად არ მივიჩნევ.

- პიარ-მენეჯერად მუშაობის დაწყებამდე ეკას შენთვის თავის სააგენტოში მუშაობა არ შემოუთავაზებია?

- ეკასთან არაოფიციალურად ვმუშაობდი - გარკვეულ საკითხებში ვეხმარებოდი.

- მშვენიერი გარეგნობა გაქვს. მოდელობაზე ან თუნდაც, ფოტომოდელობაზე არ გიფიქრია?

- თურმე 3 წლის ვიყავი, როცა საკუთარ სიმღერას ვმღეროდი. ოპერისა და ბალეტის თეატრში, ეკა სილამაზის კონკურსს ატარებდა. დედისთვის მითქვამს: გამიკვანე, ლა, პლინცესობა მეჩ მინდა-მეთქი. როცა მიპასუხა, - არ შეიძლებაო, ვერ მივხვდი - რატომ არ შეიძლებოდა. ჟიურის წევრებს ლამაზ კაბაში გამოწყობილი ლამაზი ბავშვი მოვწონებივარ და როცა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოუცხადებიათ, უთქვამთ: ძალიან გაგვიკვირდა, რომ ის გოგონა, ვინც ეს საღამო სიმღერით გაალამაზა, კონკურსში არ მონაწილეობდა. ამიტომ სპეციალურად მისთვის ნომინაცია - "პრინცესა" გვაქვსო. თურმე, კაბა ავიკეცე (გრძელი, "დიდი" კაბა მცმია), სცენაზე გავვარდი, მიკროფონს ხელი ვტაცე და ვთქვი: დედიკოო, პლინცესა მაინჩ ხომ გავხდი-მეთქი (იცინის)! სამოდელო სფეროში დაჩაგრული ვარ, მაგრამ რომ გითხრა, - მოდელობის დიდი სურვილი მქონდა-მეთქი, მოგატყუებ.

- დაბოლოს, ქალბატონებს რას ურჩევ?

- ქალი დამოუკიდებელი უნდა იყოს, მით უმეტეს - მაშინ, როცა უკ­ვე ოჯახი აქვს. ყველას ვუსურვებ, ისე­თი სამუშაო ეპოვოთ, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ და ფინანსურადაც დამოუკიდებლები გახდებიან.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება