სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გი­ორ­გი სხვის­თვის ნას­როლ­მა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა" - სა­დახ­ლო­ზე მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის ისტორია

25 ნო­ემ­ბერს, სა­დახ­ლოს სა­საზღ­ვრო-­გამ­შვებ პუნ­ქტზე, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის ცეცხ­ლსას­რო­ლი ია­რა­ღით სა­მი პი­რი დაჭ­რეს: მე­რაბ კა­ლან­და­ძე, დი­ლარ მუკ­ბა­ნი­ა­ნი და გი­ორ­გი ფი­რა­ნიშ­ვი­ლი. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­ა­კა­ვეს. მე­რაბ კა­ლან­და­ძე და გი­ორ­გი ფი­რა­ნიშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­სას გარ­და­იც­ვალ­ნენ, მძი­მედ დაჭ­რი­ლი დი­ლარ მუკ­ბა­ნი­ა­ნი კი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ­ჟა­მად ე.წ. არა­მი­ან­ცის სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ფი­რა­ნიშ­ვილ­სა და დი­ლარ მუკ­ბა­ნი­ანს, ინ­ცი­დენ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე, ვა­კე­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მო­უხ­დათ და­კა­ვე­ბულ პი­რებ­თან, რა დრო­საც მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე 6 პი­რი­დან, ერ­თ-ერ­თის ძმა და­იჭ­რა. რო­გორც ით­ქვა, მოკ­ლუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი მე­რაბ კა­ლან­და­ძე ახალ­გაზ­რდებს სომ­ხეთ­ში გა­დას­ვლა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. ჩა­საფ­რე­ბუ­ლი თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მე­რაბ კა­ლან­და­ძეს ორი მან­ქა­ნით აე­დევ­ნენ და სა­დახ­ლო­ში მი­სულ ფი­რა­ნიშ­ვილს, მუკ­ბა­ნი­ან­სა და კა­ლან­და­ძეს ცეცხ­ლი გა­უხ­სნეს. მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 6 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" გი­ორ­გი ფი­რა­ნიშ­ვი­ლის ბე­ბი­ას, გუ­ლი­კო გი­გი­ბე­რი­ას ესა­უბ­რა.

- ქალ­ბა­ტო­ნო გუ­ლი­კო, გვი­ამ­ბეთ გი­ორ­გის შე­სა­ხებ...

- გი­ორ­გი 21 წლის იყო... მას არა­სო­დეს არა­ვის­თვის უწყ­ე­ნი­ნე­ბი­ა, კე­თილ­შო­ბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ზრდი­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და ნამ­დვი­ლი ვაჟ­კა­ცი იყო. იგი მე­გო­ბარს გა­და­ე­ფა­რა და სხვის­თვის ნას­როლ­მა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა... გი­ორ­გის არა­სო­დეს ჰქო­ნია საქ­მე სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­თან, არ ეწე­ო­და, არ სვამ­და, სპორ­ტსმე­ნი იყო, წყალ­ბურ­თელ­თა ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი, 6 წლი­დან ვარ­ჯი­შობ­და და მი­ღე­ბუ­ლი აქვს უამ­რა­ვი ჯილ­დო. და­ამ­თავ­რა პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი. მუ­შა­ობ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად ორ მას­წავ­ლე­ბელ­თან ემ­ზა­დე­ბო­და უცხო ენა­ში და აპ­რილ­ში ინ­გლის­ში წას­ვლას და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რებ­და. დაკ­რძალ­ვის დღეს გი­ორ­გის­თან გა­მო­სათხ­ო­ვებ­ლად უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა მო­ვი­და, რომ­ლე­ბიც ჩვენ­ზე, ჭი­რი­სუფ­ლებ­ზე არა­ნაკ­ლებ გა­ნიც­დიდ­ნენ თავ­სდამ­ტყდარ უბე­დუ­რე­ბას. დაკ­რძალ­ვის დღეს ხალ­ხის იმ­ხე­ლა ნა­კა­დი იყო, რომ მღვდე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, პრო­ცე­სია შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა.

- რო­გო­რი სა­მე­გობ­რო წრე ჰყავ­და გი­ორ­გის?

- ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სე­ბი არი­ან, ძმე­ბი­ვით უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, თბი­ლი­სის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდო­ბა ჭი­რი­სუფ­ლად იდ­გა გი­ოს ცხე­დარ­თან. მას ყვე­ლა პა­ტივს სცემ­და, ყვე­ლას უყ­ვარ­და.

- ვინ და რა­ტომ გა­ი­მე­ტა გი­ორ­გი მო­საკ­ლა­ვად?

- რა ვთქვა? - ნა­ძი­რა­ლებ­მა მოგ­ვიკ­ლეს გი­ორ­გი. არ მინ­და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­პცია და­ვარ­ღვიო და მოვ­ლე­ნებს და­ვას­წრო. ჩვენ ჯერ არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობთ, მხო­ლოდ ის ვი­ცით, რა­საც მე­დია ავ­რცე­ლებს.

- იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს სად მი­დი­ო­და გი­ორ­გი?

- არც ვი­ცო­დით, სად­მე თუ მი­დი­ო­და - წიგ­ნე­ბით და რვე­უ­ლე­ბით ხელ­ში წა­ვი­და ინ­გლი­სურ­ზე. ვერ გეტყ­ვით, შემ­დეგ რა მოხ­და. გი­ორ­გი დი­ლარ მუკ­ბა­ნი­ან­თან მე­გობ­რობ­და. რაც ეხე­ბა მე­რაბ კა­ლან­და­ძეს, მას არც ვიც­ნობ­დით.

- შსს-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, დაკ­ავე­ბუ­ლია მკვლე­ლო­ბის 6 მო­ნა­წი­ლე, მა­თი ვი­ნა­ო­ბა თუ იცით?

- ამ­ბო­ბენ, რომ მკვლე­ლე­ბი და­ა­კა­ვეს, გვიჩ­ვე­ნეს კი­დეც ვი­დე­ო­კად­რე­ბი, მაგ­რამ მა­თი გვა­რე­ბი არ სა­ხელ­დე­ბა, არ ვი­ცით, ვინ არი­ან.

- ით­ქვა, რომ ან­გა­რიშ­სწო­რე­ბა რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე ვა­კე­ში მომ­ხდარ გარ­ჩე­ვას მოჰ­ყვა. მარ­თლა ჰქონ­და გი­ორ­გის ვინ­მეს­თან უთან­ხმო­ე­ბა?

- არა­ვი­თა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა არ ყო­ფი­ლა. კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა კი არა, გი­ორ­გის არა­სო­დეს არა­ვის­თან უსი­ა­მოვ­ნე­ბაც არ ჰქო­ნი­ა. არ იც­ნობ­და მე­რაბ კა­ლან­და­ძეს და მათ რა სა­ერ­თო ან რა ურ­თი­ე­რო­ბა უნ­და ჰქო­ნო­დათ? მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ არის დი­ლარ მუკ­ბა­ნი­ა­ნი, მი­სი ამ­ბა­ვიც ვერ გა­ვი­გეთ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ იძ­ლე­ვი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას. მხო­ლოდ ის ვი­ცით, რომ მძი­მედ არის დაჭ­რი­ლი.

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდა იმ დღეს გი­ორ­გი სა­დახ­ლოს­თან, ან რა­ტომ უნ­და გა­სუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­დან, რა ვერ­სია გაქვთ ოჯახს?

- ვი­ცით, რომ ბავ­შვი წა­ვი­და ინ­გლი­სურ­ზე. რო­გორ მოხ­ვდა გი­ორ­გი სა­დახ­ლო­ზე, ან თუ სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლას აპი­რებ­და, არც ამის შე­სა­ხებ ვი­ცით რა­მე. ეს არის მთა­ვა­რი კითხ­ვა, რაც ჩვენც გვა­ინ­ტე­რე­სებს. რა ვერ­სია უნ­და გვქონ­დეს, რო­ცა ამ ამ­ბავ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­დან არა­ვინ გვი­ნა­ხავს და არც გავ­სა­უბ­რე­ბი­ვართ. ვი­ცით მხო­ლოდ ის, რაც მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­თა­ნა­დოდ დას­ჯას. თა­ნაც, რო­გორც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი, ორ­­მო­ც დღეს მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სულ­ზე ზრუნ­ვა­ში გა­ვა­ტა­რებთ, ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი მას­ზე ლოც­ვა­ა.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გი­ორ­გი სხვის­თვის ნას­როლ­მა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა" - სა­დახ­ლო­ზე მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის ისტორია

"გი­ორ­გი სხვის­თვის ნას­როლ­მა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა" - სა­დახ­ლო­ზე მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის ისტორია

25 ნო­ემ­ბერს, სა­დახ­ლოს სა­საზღ­ვრო-­გამ­შვებ პუნ­ქტზე, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის ცეცხ­ლსას­რო­ლი ია­რა­ღით სა­მი პი­რი დაჭ­რეს: მე­რაბ კა­ლან­და­ძე, დი­ლარ მუკ­ბა­ნი­ა­ნი და გი­ორ­გი ფი­რა­ნიშ­ვი­ლი. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­ა­კა­ვეს. მე­რაბ კა­ლან­და­ძე და გი­ორ­გი ფი­რა­ნიშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­სას გარ­და­იც­ვალ­ნენ, მძი­მედ დაჭ­რი­ლი დი­ლარ მუკ­ბა­ნი­ა­ნი კი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ­ჟა­მად ე.წ. არა­მი­ან­ცის სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ფი­რა­ნიშ­ვილ­სა და დი­ლარ მუკ­ბა­ნი­ანს, ინ­ცი­დენ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე, ვა­კე­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მო­უხ­დათ და­კა­ვე­ბულ პი­რებ­თან, რა დრო­საც მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე 6 პი­რი­დან, ერ­თ-ერ­თის ძმა და­იჭ­რა. რო­გორც ით­ქვა, მოკ­ლუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი მე­რაბ კა­ლან­და­ძე ახალ­გაზ­რდებს სომ­ხეთ­ში გა­დას­ვლა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. ჩა­საფ­რე­ბუ­ლი თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მე­რაბ კა­ლან­და­ძეს ორი მან­ქა­ნით აე­დევ­ნენ და სა­დახ­ლო­ში მი­სულ ფი­რა­ნიშ­ვილს, მუკ­ბა­ნი­ან­სა და კა­ლან­და­ძეს ცეცხ­ლი გა­უხ­სნეს. მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 6 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" გი­ორ­გი ფი­რა­ნიშ­ვი­ლის ბე­ბი­ას, გუ­ლი­კო გი­გი­ბე­რი­ას ესა­უბ­რა.

-  ქალ­ბა­ტო­ნო გუ­ლი­კო, გვი­ამ­ბეთ გი­ორ­გის შე­სა­ხებ...

-  გი­ორ­გი 21 წლის იყო... მას არა­სო­დეს არა­ვის­თვის უწყ­ე­ნი­ნე­ბი­ა, კე­თილ­შო­ბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ზრდი­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და ნამ­დვი­ლი ვაჟ­კა­ცი იყო. იგი მე­გო­ბარს გა­და­ე­ფა­რა და სხვის­თვის ნას­როლ­მა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა... გი­ორ­გის არა­სო­დეს ჰქო­ნია საქ­მე სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­თან, არ ეწე­ო­და, არ სვამ­და, სპორ­ტსმე­ნი იყო, წყალ­ბურ­თელ­თა ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი, 6 წლი­დან ვარ­ჯი­შობ­და და მი­ღე­ბუ­ლი აქვს უამ­რა­ვი ჯილ­დო. და­ამ­თავ­რა პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი. მუ­შა­ობ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად ორ მას­წავ­ლე­ბელ­თან ემ­ზა­დე­ბო­და უცხო ენა­ში და აპ­რილ­ში ინ­გლის­ში წას­ვლას და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რებ­და. დაკ­რძალ­ვის დღეს გი­ორ­გის­თან გა­მო­სათხ­ო­ვებ­ლად უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა მო­ვი­და, რომ­ლე­ბიც ჩვენ­ზე, ჭი­რი­სუფ­ლებ­ზე არა­ნაკ­ლებ გა­ნიც­დიდ­ნენ თავ­სდამ­ტყდარ უბე­დუ­რე­ბას. დაკ­რძალ­ვის დღეს ხალ­ხის იმ­ხე­ლა ნა­კა­დი იყო, რომ მღვდე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, პრო­ცე­სია შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა.

-  რო­გო­რი სა­მე­გობ­რო წრე ჰყავ­და გი­ორ­გის?

-  ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სე­ბი არი­ან, ძმე­ბი­ვით უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, თბი­ლი­სის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდო­ბა ჭი­რი­სუფ­ლად იდ­გა გი­ოს ცხე­დარ­თან. მას ყვე­ლა პა­ტივს სცემ­და, ყველას უყ­ვარ­და.

-  ვინ და რა­ტომ გა­ი­მე­ტა გი­ორ­გი მო­საკ­ლა­ვად?

-  რა ვთქვა? - ნა­ძი­რა­ლებ­მა მოგ­ვიკ­ლეს გი­ორ­გი. არ მინ­და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­პცია და­ვარ­ღვიო და მოვ­ლე­ნებს და­ვას­წრო. ჩვენ ჯერ არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობთ, მხო­ლოდ ის ვიცით, რა­საც მე­დია ავ­რცე­ლებს.

-  იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს სად მი­დი­ო­და გი­ორ­გი?

-  არც ვი­ცო­დით, სად­მე თუ მი­დი­ო­და - წიგ­ნე­ბით და რვე­უ­ლე­ბით ხელ­ში წა­ვი­და ინ­გლი­სურ­ზე. ვერ გეტყ­ვით, შემ­დეგ რა მოხ­და. გი­ორ­გი დი­ლარ მუკ­ბა­ნი­ან­თან მე­გობ­რობ­და. რაც ეხე­ბა მე­რაბ კა­ლან­და­ძეს, მას არც ვიც­ნობ­დით.

-  შსს-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, დაკ­ავე­ბუ­ლია მკვლე­ლო­ბის 6 მო­ნა­წი­ლე, მა­თი ვი­ნა­ო­ბა თუ იცით?

-  ამ­ბო­ბენ, რომ მკვლე­ლე­ბი და­ა­კა­ვეს, გვიჩ­ვე­ნეს კი­დეც ვი­დე­ო­კად­რე­ბი, მაგ­რამ მა­თი გვა­რე­ბი არ სა­ხელ­დე­ბა, არ ვი­ცით, ვინ არი­ან.

-  ით­ქვა, რომ ან­გა­რიშ­სწო­რე­ბა რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე ვა­კე­ში მომ­ხდარ გარ­ჩე­ვას მოჰ­ყვა. მარ­თლა ჰქონ­და გი­ორ­გის ვინ­მეს­თან უთან­ხმო­ე­ბა?

-  არა­ვი­თა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა არ ყო­ფი­ლა. კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა კი არა, გი­ორ­გის არა­სო­დეს არა­ვის­თან უსი­ა­მოვ­ნე­ბაც არ ჰქო­ნი­ა. არ იც­ნობ­და მე­რაბ კა­ლან­და­ძეს და მათ რა სა­ერ­თო ან რა ურ­თი­ე­რო­ბა უნ­და ჰქო­ნო­დათ? მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ არის დი­ლარ მუკ­ბა­ნი­ა­ნი, მი­სი ამ­ბა­ვიც ვერ გა­ვი­გეთ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ იძ­ლე­ვი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას. მხო­ლოდ ის ვი­ცით, რომ მძი­მედ არის დაჭ­რი­ლი.

-  რო­გორ აღ­მოჩ­ნდა იმ დღეს გი­ორ­გი სა­დახ­ლოს­თან, ან რა­ტომ უნ­და გა­სუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­დან, რა ვერ­სია გაქვთ ოჯახს?

-  ვი­ცით, რომ ბავ­შვი წა­ვი­და ინ­გლი­სურ­ზე. რო­გორ მოხ­ვდა გი­ორ­გი სა­დახ­ლო­ზე, ან თუ სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლას აპი­რებ­და, არც ამის შე­სა­ხებ ვი­ცით რა­მე. ეს არის მთა­ვა­რი კითხ­ვა, რაც ჩვენც გვა­ინ­ტე­რე­სებს. რა ვერ­სია უნ­და გვქონ­დეს, რო­ცა ამ ამ­ბავ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­დან არა­ვინ გვი­ნა­ხავს და არც გავ­სა­უბ­რე­ბი­ვართ. ვი­ცით მხო­ლოდ ის, რაც მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­თა­ნა­დოდ დას­ჯას. თა­ნაც, რო­გორც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი, ორ­­მო­ც დღეს მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სულ­ზე ზრუნ­ვა­ში გა­ვა­ტა­რებთ, ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი მას­ზე ლოც­ვა­ა.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ