პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცია "ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის" ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ასე­ვე იქ იმ­ყო­ფე­ბა "ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი და სხვა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს მი­მარ­თვა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი. მი­მარ­თვა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა 2012 წელს ხმა მის­ცეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", რათა მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი.

"ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით იმ ფაქტს, რომ გან­ვლილ ერთ წე­ლი­წად­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ამ­ნის­ტი­ის გა­მო­ცხა­დე­ბით და ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ი­სა­კენ მი­მარ­თუ­ლი ზო­გი­ერ­თი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბით გა­დად­გა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის გზა­ზე, თუმ­ცა მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ გზა­ზე მოძ­რა­ო­ბა ჯერ შე­ნელ­და, ხოლო დღე­ის­თვის ის თით­ქმის შე­ჩე­რე­ბუ­ლია. თქვენს მიერ შე­პი­რე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის დამ­დგე­ნი კო­მი­სი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის და ამ კო­მი­სი­ის ამუ­შა­ვე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა მოთ­მი­ნე­ბით ელო­და სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ ბოლო წლებ­ში დად­გე­ნი­ლი უსა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­და­ხედ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თუმ­ცა ამ კო­მი­სი­ის გა­და­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ცივი წყა­ლი გა­და­ას­ხა ჩვენს მო­ლო­დი­ნებს", - ნათ­ქვა­მია ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მარ­თვა­ში.

ისი­ნი ითხო­ვენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ და­პი­რე­ბუ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის შეს­რუ­ლე­ბას, ასე­ვე დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბი­სათ­ვის სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს მიერ დად­გე­ნილ გა­ნა­ჩე­ნებს, უდა­ნა­შა­უ­ლო და უსა­მარ­თლოდ ბრალ­დე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ასე­ვე უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი­სათ­ვის დაბ­რუ­ნე­ბას.

"ამ მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ან მათი შეს­რუ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ინერ­ტუ­ლო­ბი­სა და პა­სი­უ­რო­ბის გა­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ მო­ვი­თხოვთ ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, რათა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­ნა­პი­რე­ბი შე­ას­რუ­ლოს იმ პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ, რო­მელ­საც ამის უნა­რი, სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­აჩ­ნია. კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ, დრო­უ­ლად გა­მო­ნა­ხოთ ეფექ­ტუ­რი გზე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის გზა­ზე და გა­დად­გათ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

აქ­ცი­ა­ზე ერთ-ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა გო­ნე­ბა და­კარ­გა. რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, ის ერთ-ერთი პა­ტიმ­რის დე­დაა. პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და.

ქალ­ბა­ტო­ნი ცუ­დად იმ დროს გახ­და, რო­დე­საც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ნანა კა­კა­ბა­ძე მი­მარ­თავ­და.

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა დად­გეს კარ­ვე­ბი, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­გის­ტრა­ცია. რე­გის­ტრა­ცი­ას გა­დი­ან ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ითხო­ვენ.

აქ­ცი­ა­ზე ასე­ვე გა­მო­ფე­ნი­ლია სხვა­დას­ხვა აქ­ცი­ე­ბის, მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის დროს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დარ­ბე­ვის ამ­სახ­ვე­ლი სუ­რა­თე­ბი. ასე­ვე, გა­მო­ტა­ნი­ლია პლა­კა­ტე­ბი, რომ­ლი­თაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ითხო­ვენ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას, ასე­ვე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ბის დამ­დგე­ნი კო­მი­სი­ის შექ­მნას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ორგანიზებით იმართება.

საპროტესტო აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები მონაწილეობენ. ასევე იქ იმყოფება "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და სხვა უფლებადამცველები, რომლებიც ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი. მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა 2012 წელს ხმა მისცეს "ქართულ ოცნებას", რათა მშვიდობიანი გზით დაესრულებინა ანტიდემოკრატიული ავტორიტარული რეჟიმი.

"ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ განვლილ ერთ წელიწადში ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებით და ლიბერალიზაციისაკენ მიმართული ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილებებით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სამართლიანობის აღდგენის გზაზე, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ გზაზე მოძრაობა ჯერ შენელდა, ხოლო დღეისთვის ის თითქმის შეჩერებულია. თქვენს მიერ შეპირებული მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონის მიღების და ამ კომისიის ამუშავებით საზოგადოება მოთმინებით ელოდა სასამართლოების მიერ ბოლო წლებში დადგენილი უსამართლო განაჩენების გადახედვის შესაძლებლობას, თუმცა ამ კომისიის გადავადებასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ცივი წყალი გადაასხა ჩვენს მოლოდინებს", - ნათქვამია ხელისუფლებისადმი აქციის მონაწილეების მიმართვაში.

ისინი ითხოვენ "ქართული ოცნების" მიერ დაპირებული სამართლიანობის აღდგენის შესრულებას, ასევე დამნაშავე პირებისათვის სამართლიანი სასამართლოს მიერ დადგენილ განაჩენებს, უდანაშაულო და უსამართლოდ ბრალდებულ მოქალაქეთა გათავისუფლებას და ასევე უკანონოდ ჩამორთმეული ქონების მფლობელებისათვის დაბრუნებას.

"ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის ან მათი შესრულების მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან ინერტულობისა და პასიურობის გამოჩენის შემთხვევაში ჩვენ მოვითხოვთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რათა სამართლიანობის აღდგენის შესახებ "ქართული ოცნების" დანაპირები შეასრულოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ამის უნარი, სურვილი და შესაძლებლობა გააჩნია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დროულად გამონახოთ ეფექტური გზები სამართლიანობის აღდგენის გზაზე და გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით", - აღნიშნულია აქციის მონაწილეების განცხადებაში.

აქციაზე ერთ-ერთმა ქალბატონმა გონება დაკარგა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ის  ერთ-ერთი პატიმრის დედაა. პარლამენტის შენობის წინ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ქალბატონი ცუდად იმ დროს გახდა, როდესაც აქციის მონაწილეებს აქციის ორგანიზატორი ნანა კაკაბაძე მიმართავდა.

პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა დადგეს კარვები, სადაც მიმდინარეობს რეგისტრაცია. რეგისტრაციას გადიან ის პირები, რომლებიც ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.

აქციაზე ასევე გამოფენილია სხვადასხვა აქციების, მანიფესტაციების დროს მოქალაქეების დარბევის ამსახველი სურათები. ასევე, გამოტანილია პლაკატები, რომლითაც აქციის მონაწილეები ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას, ასევე მართლმსაჯულების ხარვების დამდგენი კომისიის შექმნას.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია