პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი პირველი საჯარო გამოსვლა "დათა თუთაშხიას" თემაზე შედგა და თან ჭაბუა ამირეჯიბის თანდასწრებით"
"ჩემი პირველი საჯარო გამოსვლა "დათა თუთაშხიას" თემაზე შედგა და თან ჭაბუა ამირეჯიბის თანდასწრებით"

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე სი­ა­მა­ყით იხ­სე­ნებს თა­ვის პირ­ველ სა­ჯა­რო გა­მოს­ვლას, რო­მე­ლიც ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის თან­დას­წრე­ბით უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლივ კორ­პუს­ში შედ­გა.

"ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე გა­მახ­სენ­და.

ესე იგი, 1976 წე­ლია თუ 77, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში 78 წლის 14 აპ­რი­ლის აქ­ცი­ამ­დე

რომ იყო, წყა­ლი არ გა­უ­ვა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლივ კორ­პუს­ში შეხ­ვედ­რა მო­უ­წყვეს ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბს. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა "დათა თუ­თაშ­ხია" (წიგ­ნი) ჯე­რაც ახა­ლი გა­მო­სუ­ლია და ჭა­ბუ­ას პო­პუ­ლა­რო­ბა ზე­ნი­ტშია. თან უბ­რა­ლო შეხ­ვედ­რა კი არ იყო, მთე­ლი პერ­ფორ­მან­სი მო­ე­წყო ლექ­ტო­რე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით - ზოგი რო­მა­ნი­დან კი­თხუ­ლობ­და ფრაგ­მენ­ტებს, ზოგი ლექ­სებს ამ­ბობ­და და ა.შ.

მე რა­ნა­ი­რად მოვ­ხვდი ამ ამ­ბავ­ში, არ მახ­სოვს, მაგ­რამ მოვ­ხვდი. და­ახ­ლო­ე­ბით წუთ­ნა­ხევ­რი­ა­ნი მო­ნო­ლო­გი მქონ­და ნა­წარ­მო­ე­ბის თე­მა­ზე, რა­ღაც მი­ნი­რე­ცენ­ზი­ა­სა­ვით, თან ნელი მუ­სი­კის თან­ხლე­ბით. ჰოდა, სა­შინ­ლად ვი­ნერ­ვი­უ­ლე და ჩემი რიგი რომ მო­ვი­და, მუ­სი­კა რომ ჩა­ირ­თო, მიკრო­ფო­ნი რომ მომ­ცეს ხელ­ში და ჩემ­სკენ ინ­ტე­რე­სით მომ­ზი­რა­ლი მწე­რა­ლიც რომ და­ვი­ნა­ხე, ერთი სიკ­ვდი­ლი კი გა­ვა­თა­ვე, მაგ­რამ რა გზა მქონ­და? ხე­ი­რი­ა­ნად არც მახ­სოვს რა ვი­ლა­პა­რა­კე, მაგ­რამ რომ და­ვას­რუ­ლე გა­მოს­ვლა, იგ­რი­ა­ლა აპ­ლო­დის­მენ­ტებ­მა და თვით ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბ­მაც ტაში და­მიკ­რა, აი მა­შინ რომ შვე­ბა ვიგ­რძე­ნი და ამა­ყი ვი­ყა­ვი, იმის­თა­ნა უნდა.

მას შემ­დეგ სად არ მო­მი­წია სი­ტყვით გა­მოს­ვლამ, რამ­დენ­ნა­ირ ტრი­ბუ­ნი­დან და რამ­დენ­ნა­ირ აუ­დი­ტო­რი­ა­ში, მაგ­რამ ის, სულ პირ­ვე­ლი სულ სხვა იყო. ისე­თი მძაფ­რი ემო­ცია მერე არას­დროს მქო­ნია და ცხა­დია, არც მექ­ნე­ბა.

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი არას­დროს არ­სად მო­მი­ყო­ლია, თით­ქმის მი­მა­ვი­წყდა კი­დეც და მხო­ლოდ ახლა გა­მახ­სენ­და, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე.

და რა მინ­და ვთქვა: ზე­მოთ კი ვამ­ბობ­დი, არ მახ­სოვს რა ვი­ლა­პა­რა­კე-თქო, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ფრა­ზის ში­ნა­არ­სი მა­ინც და­მა­მახ­სოვ­რდა. კერ­ძოდ, ის, რომ იშ­ვი­ა­თია ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­საც ისე­თი სა­ყო­ველ­თაო პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ეხ­ვე­ჭოს, რო­გო­რიც "დათა თუ­თაშ­ხი­ას" - ამ წიგნს ინ­ტე­რე­სით კი­თხუ­ლობს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლიც და არა­ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლიც, მო­ხუ­ციც და ახალ­გაზ­რდაც, კონ­სერ­ვა­ტო­რიც და ლი­ბე­რა­ლიც, მოკ­ლედ, ყვე­ლა. ცხა­დია, სი­ტყვე­ბი მა­შინ სხვა იყო, მაგ­რამ აზ­რის სი­ზუს­ტე­ზე პა­სუხს ვა­გებ.

და გავა კი­დევ დიდი დრო და ეს წიგ­ნი სულ ასე­თი იქ­ნე­ბა. ანუ ეს იქ­ნე­ბა წიგ­ნი, რო­მელ­საც სულ წა­ი­კი­თხა­ვენ, მე კი ის მა­ინც მექ­ნე­ბა სი­ბე­რე­ში შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან სათ­ქმე­ლი, რომ ჩემი პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა "დათა თუ­თაშ­ხი­ას" თე­მა­ზე შედ­გა და თან ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის თან­დას­წრე­ბით.

არ მაქვს სატ­რა­ბა­ხო თუ რა?", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

სამი დღის წინ 92 წლის ასაკ­ში ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე: ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას შე­ეს­წრო - "და­ვი­ნა­ხე რას ნიშ­ნავს ნამ­დვი­ლი გარ­და-ცვა­ლე­ბა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ჩემი პირველი საჯარო გამოსვლა "დათა თუთაშხიას" თემაზე შედგა და თან ჭაბუა ამირეჯიბის თანდასწრებით"

"ჩემი პირველი საჯარო გამოსვლა "დათა თუთაშხიას" თემაზე შედგა და თან ჭაბუა ამირეჯიბის თანდასწრებით"

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სიამაყით იხსენებს თავის პირველ საჯარო გამოსვლას, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის თანდასწრებით უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში შედგა.

"ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალებაზე გამახსენდა.

ესე იგი, 1976 წელია თუ 77, ყოველ შემთხვევაში 78 წლის 14 აპრილის აქციამდე

რომ იყო, წყალი არ გაუვა.

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში შეხვედრა მოუწყვეს ჭაბუა ამირეჯიბს. ეს ის პერიოდია, როცა "დათა თუთაშხია" (წიგნი) ჯერაც ახალი გამოსულია და ჭაბუას პოპულარობა ზენიტშია. თან უბრალო შეხვედრა კი არ იყო, მთელი პერფორმანსი მოეწყო ლექტორებისა და სტუდენტების მონაწილეობით - ზოგი რომანიდან კითხულობდა ფრაგმენტებს, ზოგი ლექსებს ამბობდა და ა.შ.

მე რანაირად მოვხვდი ამ ამბავში, არ მახსოვს, მაგრამ მოვხვდი. დაახლოებით წუთნახევრიანი მონოლოგი მქონდა ნაწარმოების თემაზე, რაღაც მინირეცენზიასავით, თან ნელი მუსიკის თანხლებით. ჰოდა, საშინლად ვინერვიულე და ჩემი რიგი რომ მოვიდა, მუსიკა რომ ჩაირთო, მიკროფონი რომ მომცეს ხელში და ჩემსკენ ინტერესით მომზირალი მწერალიც რომ დავინახე, ერთი სიკვდილი კი გავათავე, მაგრამ რა გზა მქონდა? ხეირიანად არც მახსოვს რა ვილაპარაკე, მაგრამ რომ დავასრულე გამოსვლა, იგრიალა აპლოდისმენტებმა და თვით ჭაბუა ამირეჯიბმაც ტაში დამიკრა, აი მაშინ რომ შვება ვიგრძენი და ამაყი ვიყავი, იმისთანა უნდა.

მას შემდეგ სად არ მომიწია სიტყვით გამოსვლამ, რამდენნაირ ტრიბუნიდან და რამდენნაირ აუდიტორიაში, მაგრამ ის, სულ პირველი სულ სხვა იყო. ისეთი მძაფრი ემოცია მერე არასდროს მქონია და ცხადია, არც მექნება.

უცნაურია, მაგრამ ეს ამბავი არასდროს არსად მომიყოლია, თითქმის მიმავიწყდა კიდეც და მხოლოდ ახლა გამახსენდა, ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე.

და რა მინდა ვთქვა: ზემოთ კი ვამბობდი, არ მახსოვს რა ვილაპარაკე-თქო, მაგრამ პირველი ფრაზის შინაარსი მაინც დამამახსოვრდა. კერძოდ, ის, რომ იშვიათია ნაწარმოები, რომელსაც ისეთი საყოველთაო პოპულარობა მოეხვეჭოს, როგორიც "დათა თუთაშხიას" - ამ წიგნს ინტერესით კითხულობს ინტელექტუალიც და არაინტელექტუალიც, მოხუციც და ახალგაზრდაც, კონსერვატორიც და ლიბერალიც, მოკლედ, ყველა. ცხადია, სიტყვები მაშინ სხვა იყო, მაგრამ აზრის სიზუსტეზე პასუხს ვაგებ.

და გავა კიდევ დიდი დრო და ეს წიგნი სულ ასეთი იქნება. ანუ ეს იქნება წიგნი, რომელსაც სულ წაიკითხავენ, მე კი ის მაინც მექნება სიბერეში შვილიშვილებთან სათქმელი, რომ ჩემი პირველი საჯარო გამოსვლა "დათა თუთაშხიას" თემაზე შედგა და თან ჭაბუა ამირეჯიბის თანდასწრებით.

არ მაქვს სატრაბახო თუ რა?", - წერს ზურაბიშვილი.

სამი დღის წინ 92 წლის ასაკში ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: ირაკლი კაკაბაძე ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალებას შეესწრო - "დავინახე რას ნიშნავს ნამდვილი გარდა-ცვალება"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს