სამწუხაროდ, დღეისათვის არ არსებობს კვლევები იმის შესახებ, გაჩნდა თუ არა დანაშაულის სტატისტიკის მატებასთან ერთად, დაუსჯელობის სინდრომიც. თუმცა, შეგვიძლია სწორედ ეს ვივარაუდოთ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში 14 წლის მოზარდის მიერ სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მიზეზად:
როგორც ამბობენ, "საქმის გასკდომამდე" 14 წლის მ.გ-ს მსგავსი დანაშაულები ადრეც ჰქონდა ჩადენილი, თუმცა არავის დაუსჯია. მისი ბოლო მსხვერპლი თანასკოლელი 10 წლის ბიჭუნები აღმოჩნდნენ. მათგან ერთ-ერთმა დანაშაულის ჩადენის მომენტში უშველა თავს და ბიძაშვილის საშველადაც უხმო უფროსკლასელებს. ყოფილ საცურაო აუზის ნანგრევებში შეცვენილ უფროსკლასელებს, იქ მწარედ ატირებული მსხვერპლი დახვდათ.
ლ.კ., უფროსკლასელი:
- ეს ნანგრევები ჩვენს სკოლასთან ახლოა. მაგრამ ისე დაბინძურებულია, იქ ნორმალური არავინ შევა. ეს ბიჭი ჩვენთან მოვარდა და ტირილით მოგვიყვა - ერთმა ბიჭმა მე და ჩემი ბიძაშვილი ნანგრევებში შეგვიყვანა, იარაღი დაგვადო და ყვირილი დაგვიწყო, - შარვლები ჩაიხადეთო. მე გამოვიქეცი, მაგრამ ჩემს ბიძაშვილს იარაღი დაადო და ვეღარ გამოიქცაო. ეგრევე აზრზე მოვედით, რაც ხდებოდა, გაცოფებულები შევვარდით იმ ადგილზე, - მაგ დამპალზე ამას წინათაც გავიგეთ, - პატარა ბავშვები ორალურ სექსზე დაჰყავსო. რომ მიგვესწრო, მოვკლავდით, მაგრამ ეტყობა, ჩვენი ხმა რომ გაიგონა, გარეთ გავარდა. ის საწყალი ბავშვი ძირს ეგდო და ტიროდა, ხელები და ფეხები უკანკალებდა - იმ საქონელს თავისი საქმე უკვე მოეთავებინა. საწყალი ძლივს წამოვაყენეთ ფეხზე და მანდატურთან მივიყვანეთ. ის დამპალიც მანდატურებმა დაიჭირეს.
რ. დ., დაზარალებულის ნათესავი:
- ამის შემდეგ ჩვენი ბავშვი ისეთ სტრესშია და ამ თემაზე ლაპარაკი ისეთ ტკივილს გვაყენებს, ალბათ, ჯობდა, ეს ამბავი არ გაგვეხმაურებინა და სასამართლოს მოეგვარებინა ყველაფერი. თუმცა როცა შევატყვეთ, საქმეს სიკეთის პირი არ უჩანდა, ავლაპარაკდით, გვინდა, თქვენი მეშვეობით მაინც მივაღწიოთ სამართალს. იმას ვგულისხმობ, რომ იმ ბინძური მ.გ-ს ძალოვანმა მამამ საქმის მიჩქმალვა და შვილის გამართლება მოინდომა.