აშშ-ის სექს-ინდუსტრიაში დასაქმებული ქალების მრავალრიცხოვანმა საჩივრებმა ადგილობრივი ჩინოვნიკები უპრეცედენტო გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. კალიფორნიის მთავრობამ დანაშაულთან ბრძოლის საპრევენციო ღონისძიებების განხილვისას მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, გაუპატიურებული მეძავები ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ. თანხა მათ ძალადობის მსხვერპლთა ფონდიდან გადაეცემათ. ფულად დახმარებას მიიღებენ ფიზიკური შეურაცყოფის შემთხვევაშიც.
კალიფორნიაში 90-იანი წლებიდან მოქმედებს კანონი, რომელიც ძალადობის მსხვერპლთ სამედიცინო და სხვა ხარჯებს უნაზღაურებს, თუმცა მეძავები თავიანთი უკანონო საქმიანობის გამო ამ სისტემით ვერ სარგებლობდნენ.
საკომპენსაციო ფონდის თავმჯდომარის, მერიბელ ბატიერის განცხადებით, ამგვარი მიდგომა ნამდვილი "საზიზღრობა" იყო და დაჟინებით მოითხოვა ბენეფიციართა კონტიგენტის გადახედვა. "გაუპატიურება გაუპატიურებაა, მორჩა და გათავდა", - განაცხადა მან, რასაც კომისიის წევრების თანხმობა მოჰყვა.
პრობლემის აქტუალობა მეძავთა მრავალრიცხოვანმა საჩივრებმა განაპირობა, სადაც ქალები დეტალურად აღწერდნენ მათზე ძალადობის საშინელ სცენებს.
"მათ აუპარიუბენ, ამცირებენ, ისინი მხვერპლნი არიან. რა მნიშვნელობა აქვს რა საქმიანობას ეწევიან", - განაცხადა ბატიერმა.
მომზადებულია americaru.com-ის მიხედვით.