"Bild" - რუსეთმა კალინინგრადის ოლქში სარაკეტო კომპლექსი "ისკანდერი" განათავსა

"Bild" - რუსეთმა კალინინგრადის ოლქში სარაკეტო კომპლექსი "ისკანდერი" განათავსა

რუსეთმა კალინინგრადის ოლქში სარაკეტო კომპლექსი "ისკანდერი" განათავსა, - ამის შესახებ გერმანული მედია უსაფრთხოების სტრუქტურებზე დაყრდნობით იუწყება.

ჟურნალ "Bild"-ის ინფორმაციით, ამას საიდუმლო თანამგზავრული ფოტოებიც მოწმობს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფოტოებზე ასახულია, "ისკანდერ M"-ის სულ მცირე 10 კომპლექსი, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან ახლოს არის განლაგებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლესი "ისკანდერ M"-ი განკუთვნილია სხვადასხვა სამიზნის განადგურებისთვის, მათ შორის არის სარაკეტო კომპლექსები, რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ობიექტები. "ისკანდერ M"-ი ხასიათდება მაღალი მობილურობით, ფარულად გამოყენების შესაძლებლობითა და გაშვებისათვის მოკლე დროში მომზადებით.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ევროპაში განთავსება მოსკოვის, აშშ-ისა და ნატო-ს ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია. ოქტომბერში რუმინეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ბაზების მშენებლობა დაიწყო. სისტემის ექსპლუატაციაში გაშვება კი 2015 წლისთვის იგეგმება. 2010 წელს ლისაბონის სამიტზე რუსეთი და ნატო ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების პროცესში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან აშშ-მა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების რუსეთის წინააღმდეგ გამოუყენებლობასთან დაკავშირებით იურიდიული გარანტიების გაცემაზე უარი განაცხადა.

მომზადებულია bild.de-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა