საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიევში ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეების აქციები გრძელდება
კიევში ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეების აქციები გრძელდება

კი­ე­ვის ცენ­ტრში ოპო­ზი­ცი­ი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ე­ბის აქ­ცია გრძელ­დე­ბა. ორი­ვე აქ­ცი­ას ერ­თმა­ნე­თის­გან 200 მეტ­რი აშო­რებს. ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრომ­დე რა­ი­მე ინ­ცი­დენტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

მა­ი­დან­ზე ლიტ­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ. მათ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ხელ­თათ­მა­ნე­ბი და­უ­რი­გეს და ამ ფორ­მით გა­მო­ხა­ტეს სო­ლი­და­რო­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მი­მართ.

ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია მა­ი­დან­ზე ხვა­ლის­თვის იგეგ­მე­ბა. დღეს სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ცხად­და და სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან ჩა­მო­დი­ან უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ამას­თან, ოპო­ზი­ცი­ის შტაბ­ში სტუ­დენ­ტე­ბის ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა, სა­დაც მათ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ზე­წო­ლის ფაქ­ტებ­ზე ისა­უბ­რეს. სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ა­ზე წას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, მათ სას­წავ­ლებ­ლი­დან გა­რი­ცხვით ემუქ­რე­ბი­ან.

ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ დღეს იგეგ­მე­ბა პრო­ვო­კა­ცია. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპო­ზი­ცი­ის მა­ი­სუ­რებ­ში გა­დაც­მუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ე­ბი აქ­ცი­ა­ზე და­ძა­ბუ­ლო­ბის შე­ტა­ნას და ჩხუბს შე­ეც­დე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენტ ია­ნუ­კო­ვი­ჩის მომ­ხრე­თა აქ­ცი­ას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ე­ბი ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ის ად­გი­ლი­დან 200 მეტრში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა. აქ­ცი­ის გა­მარ­თვას ისი­ნი ხვა­ლაც გეგ­მა­ვენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ხე­ლი­სუფ­ლებ

კიევში ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეების აქციები გრძელდება

კიევში ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეების აქციები გრძელდება

კიევის ცენტრში ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეების აქცია გრძელდება. ორივე აქციას ერთმანეთისგან 200 მეტრი აშორებს. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ამ დრომდე რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

მაიდანზე ლიტვის ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებს ხელთათმანები დაურიგეს და ამ ფორმით გამოხატეს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.

ყველაზე მასშტაბური აქცია მაიდანზე ხვალისთვის იგეგმება. დღეს საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან უკრაინის მოქალაქეები.

ამასთან, ოპოზიციის შტაბში სტუდენტების ბრიფინგი გაიმართა, სადაც მათ უმაღლეს სასწავლებლებში ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს. სტუდენტების ინფორმაციით, აქციაზე წასვლის შემთხვევაში, მათ სასწავლებლიდან გარიცხვით ემუქრებიან.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს იგეგმება პროვოკაცია. მათი ინფორმაციით, ოპოზიციის მაისურებში გადაცმული ხელისუფლების მომხრეები აქციაზე დაძაბულობის შეტანას და ჩხუბს შეეცდებიან.

რაც შეეხება პრეზიდენტ იანუკოვიჩის მომხრეთა აქციას, ხელისუფლების მომხრეები ოპოზიციის აქციის ადგილიდან 200 მეტრში იმყოფებიან. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება. აქციის გამართვას ისინი ხვალაც გეგმავენ.

"ინტერპრესნიუსი"

ხელისუფლებ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა