საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ეცოდება ნოდარი მაყურებელს და როგორია გიგა ტაბიძის ნამდვილი დედა
რატომ ეცოდება ნოდარი მაყურებელს და როგორია გიგა ტაბიძის ნამდვილი დედა

"კო­მე­დი შოუს" მა­ყუ­რე­ბელს უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ჰყავს პერ­სო­ნა­ჟი ნო­და­რი, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რად აშ­ლი­ლი დედა ჰყავს და რომ­ლის გა­მოც ხში­რად უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვარ­დე­ბა სკო­ლა­ში, მე­გობ­რებ­თან, მას­წავ­ლე­ბელ­თან. თა­თია სუ­ლუ­აშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც სკეტჩში ნო­და­რის დე­დას ასა­ხი­ე­რებს, ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ურტყამს გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლას, შვილს, მის თა­ნაკ­ლა­სე­ლებს. შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს შვი­ლის კლა­სე­ლის მშობ­ლებს, მას­წავ­ლე­ბელს, ხევს შპა­ლერს კლას­ში, შვი­ლის კლა­სე­ლის სახ­ლში, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში უწევს ქმა­რი. ერთი სი­ტყვით, "კო­მე­დი შოუს" მა­ყუ­რე­ბელს უკვე რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც ეცო­დე­ბა ნო­და­რი, რო­მელ­საც პრო­ფე­სი­ით ფარ­მა­ცევ­ტი, 23 წლის ქუ­თა­ი­სე­ლი გიგა ტა­ბი­ძე ასა­ხი­ე­რებს. 

- ბავ­შვო­ბი­დან ვთა­მა­შობ "მან-სან-კან"- ში. ქუ­თა­ის­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი, იქ იუ­მო­რი არა­ვის უკ­ვირს. "კა­ვე­ენ­ზე" გა­მომ­დი­ო­და თა­მა­ში, ხუმ­რო­ბის წერა. იქ შე­მამ­ჩნი­ეს ბი­ჭებ­მა და შე­მომ­თა­ვა­ზეს სამ­სა­ხუ­რი.

- პრო­ფე­სი­ით ფარ­მა­ცევ­ტი ყო­ფილ­ხარ …

- ჰო. არ ვიცი, რა­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დი. როცა აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვი­ყა­ვი, თა­ვად არ ვი­ცო­დი, რა პრო­ფე­სია მა­ინ­ტე­რე­სებ­და. დედა ფარ­მა­ცევ­ტია და ოჯახ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მის გზას გავ­ყო­ლო­დი. მერე მივ­ხვდი, რომ ჩემ­გან აფ­თი­ა­ქა­რი ვერ დად­გე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე თვე ვი­მუ­შა­ვე აფ­თი­აქ­ში, დიპ­ლო­მიც მაქვს. ქარ­ხა­ნა­შიც ვი­მუ­შა­ვე, უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან სტა­ჟი­რე­ბა­ზე გა­მიშ­ვეს. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით კი ვე­კი­დე­ბო­დი უნი­ვერ­სი­ტეტს, ნორ­მა­ლუ­რად ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ…...

- მშობ­ლე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ იმას, რომ პრო­ფე­სია მი­ა­ტო­ვე?

- პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან იყ­ვნენ შე­გუ­ე­ბუ­ლი, რომ მალე მი­ვა­ტო­ვებ­დი ამ საქ­მეს…. მა­მა­ჩე­მი იუ­მო­რის­ტია, "პი­კა­სოს ბი­ჭე­ბის" ძვე­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ნიკა არა­ბი­ძე, კობა ბა­რა­თე­ლი, მა­მა­ჩე­მი - გია ტა­ბი­ძე, ერ­თად მო­ვიდ­ნენ "რუს­თა­ვი 2"-ში და პირ­ვე­ლი კო­მე­დი­უ­რი გა­და­ცე­მე­ბიც მათ უკავ­შირ­დე­ბა. მამა აქ დათო გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის დროს მუ­შა­ობ­და. ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის პირ­ვე­ლი პა­რო­დია მას ეკუთ­ვნის.

- მა­მას გა­უ­ხარ­დე­ბო­და შენი წარ­მა­ტე­ბა ამ სფე­რო­ში.

- გა­უ­ხარ­და. კარ­გად იცის, რა არის რთუ­ლი ამ სფე­რო­ში, რჩე­ვებ­საც მაძ­ლევს. ნო­და­რი მოს­წონს, უბ­რა­ლოდ, ასე­თი და­ჩაგ­რუ­ლი არ გა­მიზ­რდი­ხა­რო, მე­უბ­ნე­ბა (იცი­ნის) და არც ასე­თი მა­ხინ­ჯი გა­მიშ­ვი­ხარ თბი­ლის­შიო.

- გიგა, ნევ­რო­ზი­ა­ნი დე­დის ხელ­ში შენი პერ­სო­ნა­ჟი მა­ყუ­რე­ბელს ეცო­დე­ბა. შენი ნამ­დვი­ლი დედა რო­გო­რია?

- თა­თი­ას პერ­სო­ნა­ჟის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. სრუ­ლი იდი­ლია მაქვს მაგ მხრივ.

- წნე­ვა არ აწუ­ხებს?

- წნე­ვა კი აწუ­ხებს, პულსსაც ვუ­სინ­ჯავთ, მაგ­რამ ისე­თი არ არის, არც არას­დროს ყო­ფი­ლა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

რატომ ეცოდება ნოდარი მაყურებელს და როგორია გიგა ტაბიძის ნამდვილი დედა

რატომ ეცოდება ნოდარი მაყურებელს და როგორია გიგა ტაბიძის ნამდვილი დედა

"კომედი შოუს" მაყურებელს უკვე რამდენიმე თვეა, ამოჩემებული ჰყავს პერსონაჟი ნოდარი, რომელსაც ფსიქიკურად აშლილი დედა ჰყავს და რომლის გამოც ხშირად უხერხულ სიტუაციაში ვარდება სკოლაში, მეგობრებთან, მასწავლებელთან. თათია სულუაშვილის პერსონაჟი, რომელიც სკეტჩში ნოდარის დედას ასახიერებს, ნერვული აშლილობის ნიადაგზე ურტყამს განურჩევლად ყველას, შვილს, მის თანაკლასელებს. შეურაცხყოფას აყენებს შვილის კლასელის მშობლებს, მასწავლებელს, ხევს შპალერს კლასში, შვილის კლასელის სახლში, ოჯახური კონფლიქტის შემდეგ რეანიმაციაში უწევს ქმარი. ერთი სიტყვით, "კომედი შოუს" მაყურებელს უკვე რეალურ ცხოვრებაშიც ეცოდება ნოდარი, რომელსაც პროფესიით ფარმაცევტი, 23 წლის ქუთაისელი გიგა ტაბიძე ასახიერებს. 

- ბავშვობიდან ვთამაშობ "მან-სან-კან"- ში. ქუთაისში ვარ დაბადებული და გაზრდილი, იქ იუმორი არავის უკვირს. "კავეენზე" გამომდიოდა თამაში, ხუმრობის წერა. იქ შემამჩნიეს ბიჭებმა და შემომთავაზეს სამსახური.

- პროფესიით ფარმაცევტი ყოფილხარ …

- ჰო. არ ვიცი, რატომ დავინტერესდი. როცა აბიტურიენტი ვიყავი, თავად არ ვიცოდი, რა პროფესია მაინტერესებდა. დედა ფარმაცევტია და ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, მის გზას გავყოლოდი. მერე მივხვდი, რომ ჩემგან აფთიაქარი ვერ დადგებოდა. რამდენიმე თვე ვიმუშავე აფთიაქში, დიპლომიც მაქვს. ქარხანაშიც ვიმუშავე, უნივერსიტეტიდან სტაჟირებაზე გამიშვეს. პასუხისმგებლობით კი ვეკიდებოდი უნივერსიტეტს, ნორმალურად ვსწავლობდი, მაგრამ…...

- მშობლები როგორ შეხვდნენ იმას, რომ პროფესია მიატოვე?

- პირველივე კურსიდან იყვნენ შეგუებული, რომ მალე მივატოვებდი ამ საქმეს…. მამაჩემი იუმორისტია, "პიკასოს ბიჭების" ძველი თაობის წარმომადგენელი. ნიკა არაბიძე, კობა ბარათელი, მამაჩემი - გია ტაბიძე, ერთად მოვიდნენ "რუსთავი 2"-ში და პირველი კომედიური გადაცემებიც მათ უკავშირდება. მამა აქ დათო გოგიჩაიშვილის დროს მუშაობდა. ნინო ბურჯანაძის პირველი პაროდია მას ეკუთვნის.

- მამას გაუხარდებოდა შენი წარმატება ამ სფეროში.

- გაუხარდა. კარგად იცის, რა არის რთული ამ სფეროში, რჩევებსაც მაძლევს. ნოდარი მოსწონს, უბრალოდ, ასეთი დაჩაგრული არ გამიზრდიხარო, მეუბნება (იცინის) და არც ასეთი მახინჯი გამიშვიხარ თბილისშიო.

- გიგა, ნევროზიანი დედის ხელში შენი პერსონაჟი მაყურებელს ეცოდება. შენი ნამდვილი დედა როგორია?

- თათიას პერსონაჟისგან რადიკალურად განსხვავებული. სრული იდილია მაქვს მაგ მხრივ.

- წნევა არ აწუხებს?

- წნევა კი აწუხებს, პულსსაც ვუსინჯავთ, მაგრამ ისეთი არ არის, არც არასდროს ყოფილა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება