ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩიდან "კამაზის" მარკის თვითმცლელი მოიპარეს. 1989 წელს გამოშვებული "კამაზი" სანომრე ნიშნით - AAQ-886 ჯავახიშვილის ქუჩაზე, დაუცველ სადგომზე 12 დეკემბრის ღამეს დაიკარგა.
დაკარგული სატვირთო ავტომობილის მფლობელი ნოდარ კახაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დასახმარებლად საპატრულო პოლიციას მიმართა, თუმცა მას შემდეგ 24 საათი გავიდა და ავტომობილი ვერ იპოვეს.
ჯავახიშვილის ქუჩაზე, დაუცველ ავტოსადგომზე, რამდენიმე სატვირთო ავტომობილი იყო გაჩერებული. სამ ავტომობილს საქარე მინები აქვს ჩამსხვრეული.